კვირა, 2025-07-20, 4:50 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » ლექსები
ნეტავ ვისთვის ანთებ მაგ სანთელს,
ან ვის მიუდის ეგ ლოცვა ძლიერ?
ნეტავ ვის ატან შენს ლოცვას ძლიერს?!
ნეტავ სანთელი ვისთვის ანთია?
ან ვისთვის აქრობ მაგ ცრემლით სანთელს?
ვის მისდის ნეტავ გულით ნალოცი,
ვის აძლევს ძალას ვის ეფერება?
ვის უმღერ ნანას ძილის წინ ტკბილი ხმით,
ან ვის ეფერები ტკბილი ხმით?
ნეტავ ვისთვის ანთებ მაგ სანთელს?
ან ვის მიუდის ეგ ლოცვა ძლიერ?
ნეტავ ამდენ კითხვას რატომ ვსავ?
მე ხომ ვიცი რომ ჩემზედ ლოცულობ
ჩემზედ ამოგდის მზეცა და მთვარეც
მე მიმღერ ღამით ნაზი ტკბილი ხმით
მე მინთებ სანთელს და ცრემლითვე აქრობ
ეხლა მივხვდი ვის ატანშენს ლოცვას ძლიერს.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1051 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (1)

ცა ლურჯი, ლურჯი...
ზღვა ლურჯი, ლურჯი...
თითქოს ოცნებამ ვეება ფუნჯით
ლურჯად შეღება ზღვაცა და ზეცაც.
ამ სილურჯეში იძირება თითქოს თვით მზეცა,
მზე ოქროსფერი.
და ვერ გავიგე,
ზღვაა ცისფერი თუ ცა _ ზღვისფერი...
მზე გეფერება თუ სუნთქვა ზღვისა.
ისევ ჩემი ხარ თუ საოცრად მცხუნვარე მზისა,
რომ დაგიკოცნა ტანი შიშველი...
ღმერთი გიშველის _
ღალატშიც და ერთგულებაშიც,
ღმერთი გიშველის.
ცა ლურჯი, ლურჯი...
ზღვა ლურჯი, ლურჯი...
თითქოს ოცნებამ ვეება ფუნჯით
ლურჯად შეღება ზღვაცა და ზეცაც,
ფიქრიც და შენცა...
მოუთმენელი სიო გადაგხდის
სილურჯის საბანს, ციდან მოხეულს
და როგორც ვნება,
მზე დააცხრება
შენს შიშველ სხეულს...
. . . . . . . . . . . . . .
ცა მუნჯი... მუნჯი,
ზღვა მუნჯი... მუნჯი,
ყველაფერი საოცრად ლურჯი...
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1459 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

ზანტი ზმორებით ვენახში,ღამე ვნებას ვერ ასვენებს,
თვალებგანაბული ჭის კარის ქუთუთოს გახრწნაც კი იწამა.
ხეს ტანზე შემოახია,ნუშით მოჩითული სამოსი
მერე თავთუხების გალოკა,-ცამდე აპრეხილი წამწამი.
თითქმის უმწიფარი ხეხილი სველი ტერფებით დათელა.
ცხელი ტუჩებით უკოცნა ატმებს,- ლალღველფი ყვრიმალი.
ღამემ ქარიც კი აცდუნა, ჩუმად შეიტყუა თალარში
ვაზის მელნისფერი მტევნები ,მიწაზე შეაყირამალა.
ჟინი მოერია,ლაჯებქვეშ მთვარე მოიქცია,-მთვლემარი.
კვირტად ამოყრილი კერტები-,სულ სათითაოდ აშიშვლა.
ცხელი სუნთქვით დასიცხა ბალახს ცრემლდაყრილი თვალები.
მკერდად ამობურცულ თივის ზვინს ტანს შემოახია შალითა.
სველი მაჯებით ასწორა მთების ძუძუსთავთან,- ნაოჭი
შიშით თმაგაწეწილ ბოლქვებსაც თავის სურვილი ახარა.
ზეცის მკერდგაღეღილ სხეულზე,ღამე ცივ თითებს აჭენებს
ვნებად ჩაიღვარა დაღლამდე ღამე,-მწიფობისთვის ხაროში.
ნატიფი ზურგი უკაწრა,მხრებში აწურულ ჩირაღდნებს
ვნებას არამყოლი ხეები,ღამემ სულ ელვით გაშოლტა
ბოლოს ქანცგაწყვეტილ მიეგდო და ბოლო კვნესას აჩაღებს
მინდვრად ამოსული ყაყაჩო,-ღამის ქალწულობის ნიშანი!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1110 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

მაქვს მკერდს მიდებული
ქნარი, – როგორც მინდა -
ჩემთვის დიდებული
სხივი გამობრწყინდა.
მკვიდრად ააშენა,
ვინაც ააშენა
და ცით დაამშვენა
დიდი ნიკორწმინდა.
გზნებით დამკარგავი
გრძნეულ ჩუქურთმებით,
ქარგით დამქარგავი
ნაზი შუქურ-თმებით,
ნეტა ვინ აზიდა,
ან როგორ აზიდა,
რა ხელმა აზიდა
მაღლა ნიკორწმინდა!
რა განძი გვქონია,
რა მხნე, რა მდიდარი,
ჟღერს ქვის ჰარმონია -
დარობს რამდი-დარი.
კარგად გამოჰკვეთა,
ვინაც გამოჰკვეთა
სიბრძნით გამოჰკვეთა
მძლავრი ნიკორწმინდა.
აქ რომ თაღებია,
სვეტთა შეკონება,
ისე ნაგებია,
სიზმრის გეგონება.
ნეტა ვინ ააგო,
რა ნიჭმა ააგო,
რა მადლმა ააგო
სვეტი – ნიკორწმინდა!
გრძნობ – ვით დიადია
თორმეტი სარკმელი,
ხაზებში ანთია
ცეცხლი მისარქმელი:
ნეტა ვინ აანთო,
რომ გრძნობით აანთო
და წლებს გადაანთო
ნათლად ნიკორწმინდა.
ხვეულთ დიადება
ვხედავ – რა უხვია,
დრომ მას დიადემა
კრძალვით შეუხვია.
ნეტა ვინ მოჰქარგა,
და როცა მოჰქარგა
შიგ მიჰკარგ-მოჰკარგა
გზნება – ნიკორწმინდა!
მკვეთრი და მოქნილი
ხაზთა დასრულება
არის ამოდქმნილი -
ნატვრის ასრულება.
ეს ის სიმკვეთრეა,
ეს ის სიმდიდრეა,
რაითაც მკვიდრია
ძეგლი – ნიკორწმინდა.
შენის სულმნათისად
ასვლა ეროვანი:
ყელი გუმბათისა
მაღალღეროვანი,
ცამდ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1619 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

იას უთხარით ტურფასა:
მოვა და შეგჭამს ჭიაო,
მაგრე მოხდენით, ლამაზო,
თავი რომ აგიღიაო!
შენ თუ გგონია სიცოცხლე
სამოთხის კარი ღიაო;
ნუ მოხვალ, მიწას ეფარე,
მოსვლაში არა ყრიაო.
ნუ ნახავს მზესა, ინანებს,
განა სულ მუდამ მზეაო!
მიწავ, შენ გებარებოდეს
ეს ჩემი ტურფა იაო,
შენ უპატრონე, ემშობლე,
როგორაც შენი ზნეაო.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1096 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

და როცა ვარდს შეუყვარდა მისი თვალის ბრწყინვალება
თავდახრილი ეს ცხოვრება მხოლოდ იმ ერთს მიანება.
როცა იგრძნო დატანჯულმა მისი სითბოს მხურვალება
ტუჩი დაშრა და მოუნდა მისი ბაგის მწყურვალება.

და როცა ვარდს შეუყვარდა მისი ეკლის მკერდზე ჩხვლეტა,
თითქოს გულზე სისხლის წვეთი უნებურად დაეწვეთა,
ტკივილს იტანს, მაგრამ თვალზე გადაეკრა შავი ნისლი,
მგლოვიარეს რას უშველის დანთხეული ტანჯვის სისხლი.

სიკვდილის წინ არ იშორებს ფიქრებს თავის სანატრელზე,
იმედები სანთლებივით დაამაგრა სასანთლეზე.
ტკბილი იყო ორი სულის ერთსულოვნად არსებობა.
ნატრობდა, რომ გული ძველი სიყვარულით ავსებოდა

ახლა უკვე სულს რომ ღაფავს ღიმილი პირს დამჩნევია,
უიმედოდ მიტოვებულს ერთი ნატვრა დარჩენია.
რომ იხილოს მისი სახე, რომ შეახოს მიჯნურს ბაგე,
რომ ჩურჩულით ყურში უთხრას: " სიკვდილისთვის პასუხს აგებ.”

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 996 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

თუ სახეზე შემომხედავ, დაინახავ უცებ ღიმილს,

ვერ მიხვდები, რომ მე ჩუმად ამით ვფარავ გულის

ტკივილს...

გავუყვები ღამით ქუჩას და ავხედავ სავსე მთვარეს,

ცას ვარსკვლავი თუ მოწყდება, ჩუმად ჩავიფიქრებ

რამეს...

ვინ რა იცის, როგორ ვცხოვრობ, რად ვიღიმი მუდამ ასე...

არ იციან ჩემი გული ტკივილით თუ არის სავსე,

მე რომ მუდამ თან ვატარებ განწყობას და ლამაზ ღიმილს,

ვერ ხვდებიან, რომ ღიმილი მალავს ჩემი გულის ტკივილს...

ვერას ვამბობ, ძველებურად მივუყვები კუთვნილ ბილიკს...

გაიკვირვებთ, ალბათ, ყველა, თუ დავიწყებ უცებ ტირილს...

სევდით სავსე ვზივარ ასე და შევცქერი ზეცას,მთვარეს...

ყველა ჩემი გულისტკივილს მე ვუყვები ამ ჩემს ღამეს...

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 929 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

« 1 2 3 4 5 6 7 ... 61 62 »

საიტის მენიუ

კალენდარი

«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0