კვირა, 2025-07-20, 2:32 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » ლექსები
არ მიყვარხარო, არა,
მაგრამ რა ვუყოთ თითებს?
იმ ხელს, რომელიც თრთის და
მოფერებასაც ითმენს....

არ მიყვარხარო, არა,
მაგრამ მაგ თვალთა კრთომა?
პატარა ბავშვიც ჰპოვებს
იმათში სითბოს თოვას...

ძვირფასო, რად ხარ მკრთალი?..
ძვირფასო, ხომ არ გცივა?...
ხომ არ შეგემთხვა ავი
და გული ხომ არ გტკივა...

გულში დამალავ გრძნობას,
ჩააქრობ ტრფობის ალებს,
მაგრამ რას უზამ თითებს?..
თვალებს....რას უზამ თვალებს?....

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1062 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

ჩვენი გულები გრძნობით ფეთქავენ
და სიყვარულის ამბებს ყვებიან
მარტო დარჩენის ნუ გეშინია
დაგიბრუნდები ჩემო ფერია
აბა უშენოდ როგორ ვიცოცხლებ?
მე სიცოცხლეზე მეტად მჭირდები
მუხლმოდრეკილი მხოლოდ ერთსა გთხოვ
როცა მე წავალ ნუ ატირდები
შენი ცრემლები დარდად გამყვება
მწარე წარსულად გამყვება გულში
მე ხომ ისედაც დატანჯული ვარ
რომ დარდი ვნახო შენს სიყვარულში
ჩვენ მომავალი კვლავ შეგვახვედრებს
ჩვენ ხომ ერთმანეთს ასე ვჭირდებით
განშორება ხომ შეხვედრას უხმობს
და შეხვედრამდე ნუ ატირდები!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1120 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

გააღეთ სარკმელი,სინათლე მაჩუქეთ
ჰაერი მოუშვით ჩემამდე სასუნთქად...
ჩავფუშავ სევდას და გავახდენ ტკივილებს
ასე,რომ გასუქდა!

თითები შემახეთ გათოშილ თითებზე
დახეთქილ ტუჩებზე დამადნი მალამოდ
მოდი და ჩემს სულში იპოვე ის კუთხე
ჩემთვის, რომ დაგმალო!

ყვითელი მაჩუქე ფოთლების დავთარი
ნახატში ათასფერ ფერებად დამფანტე...
წავიდეთ ერთად და დრო ფეხთქვეშ გავთელოთ
ზამთრამდე!

დრო გადის წუთები კარდაკარ დაძრწიან
წლებისგან არეულ დრო და ჟამს ვაქუჩებ...
გააღეთ სარკმელი... გააღეთ დარაბა
ჰაერი მაჩუქეთ!

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1045 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

საოცარია...
როცა შორიდან
საკუთარ თავსაც ისე დაჰყურებ,
როგორც სრულიად უცხო არსებას
და ვერ პოულობ
სულ მცირეოდენ,
სულ უმნიშვნელო რაღაც მსგავსებას...
საოცარია...
როცა შორიდან
საკუთარ სულთან ამყარებ კავშირს...
მოციქულივით, წმინდა წერილში
უფლის ნებას რომ
სიტყვებად დაშლი
და საკუთარ თავს შეიცნობ სხვაში!..
თუ გინდა სული მართლა დაიხსნა...
როგორ აგიხსნა და განგიმარტო?
რომ დაგანახვო და მიგახვედრო,
საკუთარ თავსაც ზოგჯერ შორიდან,
ზოგჯერ სხვა თვალით უნდა დახედო!
სიყვარულს ტაბუ აქვს დადებული,
დრო კი...
მკურნალი და მოამაგე
ბრმა ბედისწერის ნებას განაგებს,
ყველა სატკივარს შვებას მიაგებს,
ადრე თუ გვიან, ბოლოს და ბოლოს,
სხვაში საკუთარ თავს რომ მიაგნებ!..
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 953 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

უშენოდ მიდიან ეს ჩუმი დღეები,
მივყვები დინებას და არვიცი, როდემდე ...
დამღალა ყველამ და უაზრო ფიქრებმაც
დღეს ბოლო მოუღეს ადრინდელ ოცნებებს...
მე ჩუმი დარდებით მივყვები ბილიკებს,
სევდა და ტკივილი დამყვება კვალდაკვალ..
არ მინდა, დამთავრდა, მე აღარ ვიტირებ,
იდარდოს დღეს იმან, ვინც მართლა დამკარგა...

გავყვირი სევდით და უშენო ტკივილით,
მაგრამ დღეს ჩემი ვერავინ გაიგო,
შენ ისევ შემხვდები ჩვეული ღიმილით
და ვერც კი მიმხვდარხარ --
ჩვენი გზა გაიყო...

ვეძახი მშველელს და არავინ გამოჩნდა,
აი, შენც მიდიხარ _არც ცდილობ მიშველო...
არ მინდა წასვლა და სხვა გზებიც არ მოჩანს,
მე წავალ,

არ მინდა ტკივილი გიჩვენო......

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1049 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

დახუჭე, თვალები დახუჭე,
სინათლე ყველაფერს აფუჭებს,
სიბნელე მათბობს და მაყუჩებს.
არ გინდა? - სიცოცხლეს გაჩუქებ,
თვალებზე შეგახებ ცხელ ტუჩებს,
ეს კოცნა ტკივილებს აყუჩებს.
გთხოვ - შენი თვალები მაჩუქე,
შენი თითები მაჩუქე,
შენი სიზმრები მაჩუქე,
შენი ალერსი მაჩუქე,
უღონო ტუჩები მაჩუქე,
დილა და საღამო მაჩუქე
და ამ ყველაფრის სანაცვლოდ
დარჩენილ სიცოცხლეს გაჩუქებ..
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1030 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

სიდონია!.. სიდონია,
კუდრაჭა ხარ... თანაც მარდი!
გამოხედვა ისეთი გაქვს
გამიქარვე ყველა დარდი!
გაიზარდე დიდი გოგო,
ხარ მშობლების სულის ვარდი!
ჩაიკარი ჩითის კაბა
გულში... როგორც უფლის კვართი!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 950 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 4 5 6 7 8 ... 61 62 »

საიტის მენიუ

კალენდარი

«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0