რა მშვენიერი დღეები იყო, იწერებოდა წიგნებში ბედი, ახლა ამ ლექსებს ნაცარი იყოფს, მე სულელი რომ შენს სახლთან ვწერდი. რა გულმოდგინედ უკრავდა წვიმა, რა გულმოდგინედ მოთქვამდა ღამე, რა კარგი იყო რომ წლების წინათ, ლექსს მკარნახობდა სულელი მთვარე. რა მშვენიერი დღეები მაწვიმს, რა მშვენიერად აპრილი გვღლიდა, რამდენი ლექსი ვწერე და დავწვი, შენი გაცნობის პირველი დღიდან.
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
967
|
დაამატა:
zukaa
|
თარიღი:
2011-04-05
|
|
და როცა ვარდს შეუყვარდა მისი თვალის ბრწყინვალება თავდახრილი ეს ცხოვრება მხოლოდ იმ ერთს მიანება. როცა იგრძნო დატანჯულმა მისი სითბოს მხურვალება ტუჩი დაშრა და მოუნდა მისი ბაგის მწყურვალება. და როცა ვარდს შეუყვარდა მისი ეკლის მკერდზე ჩხვლეტა, თითქოს გულზე სისხლის წვეთი უნებურად დაეწვეთა, ტკივილს იტანს, მაგრამ თვალზე გადაეკრა შავი ნისლი, მგლოვიარეს რას უშველის დანთხეული ტანჯვის სისხლი. სიკვდილის წინ არ იშორებს ფიქრებს თავის სანატრელზე, იმედები სანთლებივით დაამაგრა სასანთლეზე. ტკბილი იყო ორი სულის ერთსულოვნად არსებობა. ნატრობდა, რომ გული ძველი სიყვარულით ავსებოდა ახლა უკვე სულს რომ ღაფავს ღიმილი პირს დამჩნევია, უიმედოდ მიტოვებულს ერთი ნატვრა დარჩენია. რომ იხილოს მისი სახე, რომ შეახოს მიჯნურს ბაგე, რომ ჩურჩულით ყურში უთხრას: " სიკვდილისთვის პასუხს აგებ.”
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
999
|
დაამატა:
zukaa
|
თარიღი:
2011-04-05
|
|
ცვალებადია ყოველი წამი,წააგავს თვალებს. და დრო თავს იკლავს ,ვნებააშლილ ქალწულის მკერდში, რემარკისეულ ბებერ "კალვადოსს” ღრუბლებით დავლევ, შემიყვარდება ნიკე ქალღმერთში. და შემოდგომის ფოთლისფერია ჩემ გულში დილა, შენ კი საფირონს დაატარებ თვალების ნაცვლად, ალბათ ოდესღაც, მილიარდი მზეების წინათ, ალბათ ოდესღაც, მილიარდჯერ მთვარეზე მაღლა, ამტკივდა შენი არსებობა, შენ კი ვერ გრძნობდი რატომ არის მზე ასე თბილი, ალბათ ოდესღაც მილიარდი ჩასუნთქვის წინათ, მე ვგრძნობდი ჩემივ პოეტურ ტირილს. ვიმახსოვრებდი ყოველ წამს, რომ სიკვდილის წინ,რომ მომესწრო კიდევ ცხოვრება, მე სიზმრებიდან უფალიც მახსოვს, მაგრამ ვერ შევძელ შენი სახის დამახსოვრება. რადგან თვალებით გიყურებდი როცა გხედავდი, რადგანაც გული ბრმავდებოდა. მიყვარდა მიწა, მას ესმოდა შენი სულის ხმა, მიყვარდა ზეცა,როცა ჩვენს ღრუბლებს სუნთქავდა ქარი. და დედამიწა დაკარგული, დავიწყებული მიწის თილისმა, მუზების ჯარი. ვსუნთქავდი ზამთარს და ვათბობდი გაყინულ სხეულს, ვაფერადებდი ჩვენს სიყვარულს, მზეს რომ ვცდებოდი, ღამეში ვკლავდი უკანასკნელ ორ ათასწლეულს, მ ი ყ ვ ა რ დ ი,მაგრამ არასოდეს არ არსებობდი… ცვალებადია, პოეზია არარსებული, ოკეანეა თვალებში ცრემლი………
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
984
|
დაამატა:
zukaa
|
თარიღი:
2011-04-05
|
|
ეგ საოცარი ბროლის ყელი და ფიქალ მკერდზე, თეთრ ღილ-კილოდან ასხლეტილი ოქროს ღილები… ჯოკონდას ღიმად ჩამოქნილი სახის ნაკვთები და ეგ თვალები,მოლოდინით გადაღლილები… თითქოს მიხმობენ ლაჟვარდებში სახე-ტიალო-დ და მეც მოვადექ,შენი ზეცის მაღალ კაბადონს… ამ ჩემი სულის ამღერებას, ლექსთა კონებად - მხოლოდ შენ გიძღვნი – შენ,ყველაზე ლამაზ ქალბატონს!
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
1068
|
დაამატა:
zukaa
|
თარიღი:
2011-04-05
|
|
შენ არ დამატყობ გულზე ნატყვიარს ვგრძნობ, როგორ ფეთქავს შენი გულ-მკერდი, თვალებში ლურჯი ზმანება ელავს… წვიმის წვეთები აპობს გუბეებს, როგორც არასდროს ზღვაც, ისე ღელავს… ბაგეს, ვით ხატებს, ისე ვემთხვევი, შენი სხეული ცეცხლად ანთია და შენი კაბა ტანზე შემთხვევით შემოხეული ღამის ლანდია… ჩემი ხელები შენს ზურგს ეხვევა… თვალბში თითქოს ბინდი ჩამოწვა… დაუფიქრებლად გკოცნი ერთხელაც შენმა ტუჩებმა კანი ამომწვა… ახლა შენა ხარ ჩემი ცხოვრება და, როცა დილა თენდება, ვხარობ… მე აღარ მინდა დროის დაკარგვა და რაც დავკარგე იმასაც ვნანობ… მე შენ მიყვარხარ და ეს სიტყვები ჩემს გამოხედვას დაღად ატყვია… შენ ლექსად აღარ გამოითქმები და არ დამატყობ გულზე ნატყვიარს… და ახლა, როცა ამ ლექსს ბუტბუტებ, ჩემი ცხოვრება შენ ხელში ფეთქავს… მიყვარხარ, მინდა, ამის გჯეროდეს და ამ სიყვარულს პასუხი ეთქვას…
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
898
|
დაამატა:
zukaa
|
თარიღი:
2011-04-05
|
|
რა მშვენიერი დღეები იყო, იწერებოდა წიგნებში ბედი, ახლა ამ ლექსებს ნაცარი იყოფს, მე სულელი რომ შენს სახლთან ვწერდი. რა გულმოდგინედ უკრავდა წვიმა, რა გულმოდგინედ მოთქვამდა ღამე, რა კარგი იყო რომ წლების წინათ, ლექსს მკარნახობდა სულელი მთვარე. რა მშვენიერი დღეები მაწვიმს, რა მშვენიერად აპრილი გვღლიდა, რამდენი ლექსი ვწერე და დავწვი, შენი გაცნობის პირველი დღიდან.
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
817
|
დაამატა:
zukaa
|
თარიღი:
2011-04-05
|
|
ასე გგონია ვეღარ დავწერ დღეიდან ლექსებს? ასე გგონია ერთადერთი შენა ხარ მუზა? ლექსთა სამყაროს მარადიულ შენ ადგენ წესებს მღვრიე აზრებში როცა ისურვებ ჩაუშვებ ღუზას? შენ ჩემს სიტყვებში ალბათ ისეთს ვერაფერს ხედავ, ეგ მკაცრი გული მცირე გრძნობით მაინც აგევსოს ვიცი ცინიზმით, ალბათ ხშირად თქმასაც გაბედავ: "ცოტა აკლია, რასაც უნდა იმას დაწერსო, არავინა ყავს განმკითხავი , არვინ სთხოვს პასუხს, რეალობაში ვერ პოულობს გიჟი იმედებს აურევია, ვერ არჩევსო აწმყოს და წარსულს , მბჯუტავ სინათლეს ჩაბნელებულ ლექსებში ეძებს.” მაგრამ გახსოვდეს მბორგავ ტალღებს შენ ვერ ჩაახშობ, თუნდაც შეასკდეს გრძნობის გემი კლდოვან ნაპირებს თუნდაც მორევმა ჩამითრიოს , თუნდაც დამახრჩოს დამარცხებულიც ავასრულებ ჩემს დანაპირებს.
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
994
|
დაამატა:
zukaa
|
თარიღი:
2011-04-05
|
| « 1 2 ... 6 7 8 9 10 ... 61 62 » |