ოთხშაბათი, 2025-07-23, 5:41 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » ნიკო გომელაური
მინდა რომ, ჩემო ლამაზო,
ერთი რამ შემოგთავაზო:
ეგ კულულები მკერდზე მეფაროს,
შენი სიზმრების დაცვა მებაროს.
შენ, ჩემი გულის ფეთქვას განაგებ,
მე კი, ლექსებით მოგამარაგებ…
კატეგორია: ნიკო გომელაური | ნანახია: 910 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

აღარც ფიცი არ მწამს.
არც მაკვირვებს ბოლო.
შენზე ფიქრი დამწვავს,
შე… ქალღმერთის ტოლო!

არ ვიქნები ფიცხი.
ერთ რამეს გთხოვ მხოლოდ:
სხვას მიეცი ფიცი,
მე მომეცი,,ბოლო”…

კატეგორია: ნიკო გომელაური | ნანახია: 951 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

პოეტი, ურცხვი სუტენიორია!
ეს სიმართლეა განა ჭორია.
როცა ლექსებით წიგნი ევსება,
მის მუზას ყველა ეალერსება…
კატეგორია: ნიკო გომელაური | ნანახია: 853 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

ღვთის წინაშე ჩემი ბრალი
არის ის, რომ სულ ვარ მთვრალი:

ღვინით, ლექსით,
წვიმით, სექსით,
სცენით, სიმით,
ამით, იმით…

მუდამ ასე მიწევს თრობა
-ჩემი ,,მე,, ამით ერთობა…

კატეგორია: ნიკო გომელაური | ნანახია: 952 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

სამშობლო მართლაც ჩემი ხატია!
-ამ ხატს რამდენი ჭუჭყი ატყვია?!
კატეგორია: ნიკო გომელაური | ნანახია: 923 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

წარმომავლობით ძველ-ბერძენია.
სთქვა: ის ვიცი რომ, არა ვიცი რა!
ჩემს საქმეში კი ყველა ბრძენია
-მე რაც არ ვიცი, ისიც იციან…
კატეგორია: ნიკო გომელაური | ნანახია: 936 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

ღმერთს არ ეშლება, როცა თქეშია.
არ ეშლებოდა შექსპირს კაფია.
მე კი, შემინდეთ, ბევრი შემშლია.
ესეც პატარა ეპიტაფია…
კატეგორია: ნიკო გომელაური | ნანახია: 978 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

« 1 2 3 4 5 6 7 8 »

საიტის მენიუ

კალენდარი

«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0