პარასკევი, 2024-04-26, 6:33 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK


                                                                                                                                                                                                                                                                            



გამარჯობა,

გული მინდა გაგიშალო.

მოგიყვები,

ოღონდ შენ არ დამიშალო.

მომისმინე,

დავფიქრდე და აი ვიწყებ.

რასაც გეტყვი

გთხოვ ნურასდროს დაივიწყებ.

რომ არ ვიმჩნევ

არ მადარდებ? რა გგონია?

შენი ნახვით,

მემართება აგონია!

როცა გხედავ,

საოცრება მემართება,

მაინც შემრჩა

სურვილი და შემართება.

თავისთვად,

არ გადარდებ მეგონება,

შენზე ფიქრმა

დამიბინდა მე გონება.

ამ ლოდინში

ოცნებამაც მიმატოვა

გამიწვიმა,

გულზე ფიფქი მიმათოვა.

დაგივიწყებ?

ჯერ არ ვიცი. შეიძლება.

მაინც მჯერა

რომ რაღაცა შეიცვლება.

ვიშველიებ

კუპლეტებს და სტროფებს, ბწკარებს

ასე მაინც

თუ გაგიღებ გულის კარებს.

რომ გიყურებ

რა უ-აზროდ მეცინება,

ყოველ ღამე

შენზე ფიქრით მეძინება.

ანგელოზი?

შენზე რაღაც მეტი ითქმის

შემიყვარდი?

არც მიკლია ბევრი თითქმის.

მომენატრა

თრთოლვა მაგ შენს ლამაზ ხელთა

სხვა რაღა ვქნა?

სიყვარულმა მომიხელთა!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2933 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-09-15 | კომენტარი (0)

ღმერთო, ყველაფერი უხმოდ როგორ ხდება,
როგორ გშორდები და გხვდები,
როგორ მიატოვა სულმა სამყოფელი,
როგორ ვცოცხლდები და ვკვდები...
როგორ წაიშალა ზღვარი და საზღვარი,
მე და შენ ნეტავ სად ვსახლობთ,
ვისწრაფვით ყოველთვის,
როდესაც შორსა ვართ,
გავრბივართ, როცა ვართ ახლოს...
აღარ მაქვს სხეული,
ო, თქვენ ვერ გაიგებთ,
ამ სულის სევდას და ნაღველს,
სიცოცხლის, სიკვდილის, ცხოვრების კანონებს
ერთი ხელის მოსმით ვარღვევ.
ღმერთო, ყველაფერი ისე როგორ ხდება,
რომ აღარ მჭირდება სიტყვა,
მე მესმის თვალების, ხელების, ღიმილის,
იმის, რაც არასდროს გითქვამს
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1851 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-05-19 | კომენტარი (0)

momenatrebi .. momenatrebi ise dzalian ,
supraze vitkvi sadgegrdzelos dzalze dardians ..
vigaca ityvis: ox! es bavshvi dzalze mtvralia !
vervin mixvdeba rom yvelaperi sheni braliaa))
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2471 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-05-18 | კომენტარი (0)

ქუჩაში ქარი მარტოს მათრევდა,

ვიკითხე ჩემთვის, რატომ? ან რისთვის?

ღამის წყვდიადი ნათელს მართმევდა,

თავისთვის უნდა, ან თუნდაც სხვისთვის.

სამოგზაუროდ ქვევით გამიშვა,

თავად დამიდგა უკნიდან გიდად

და ლუციფერთან ისე შემიშვა,

თვითონ მიცდიდა კარებთან დინჯად.

შიშით დავძლიე წითელი ჰოლი,

ვიცანი ბევრის სურათი ჭერზე,

გავიგე თითოსთვის შექმნილი როლი,

არ გაუთვლია ლუციფერს ბევრზე.

შევედი...

დარბაზს ეკიდა ცეცხლი,

გვერდით ვულკანი აფრქვევდა ლავას,

აქეთ კი ზუსტად იმდენი ვერცხლი,

რამდენიც უნდა იუდას ნახვას.

გონჯი მასხრები მეჯღანებოდნენ

და ლუციფერი წმენდდა ტახტრევანს,

იმ ღამეს ქვემოთ იკრიბებოდნენ,

იქ აპირებდა ყველა დალევას.

არ ვიუარე, მივედი ახლოს,

გამომიწოდა უფროსმა სკამი.

მივხვდი დემონი რომ მათში სახლობს

გადავიწერე პირჯვარი - სამი.

ხარბად იცლება ფიალა ღვინის,

სახე მეშლება - უდაოდ ვთვრები,

და ლუციფერი შორიდან ტირის,

დღეს ღამე მათთან ერთად რომ ვრჩები!
კატეგორია: ვიდეო ლექსები | ნანახია: 2168 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-05-18 | კომენტარი (0)

მე რას მივცემდი შენი ნახვისთვის?!
ჩემი ცხოვრების ალბათ ნახევარს,
შენი თვალების ხილვა მწყურია...!
შენი ღიმილის ყურება მინდა...!
ეჰ... ნეტავ როდის მოვა ის ჟამი,
გულში ჩაგიკრა როგორც მზის სხივი,
შენ ჩემი ცხოვრების იმედი გქვია
მე მომენატრე, შენს გვერდით მინდა!!!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2113 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-05-18 | კომენტარი (0)

1 ადამიანი ამ ქვეყნიურ სიმდიდრეს ისე უნდა უყურებდეს,როგორც საეშმაკო მახეს, რომელსაც შეუძლია ადამიანის სული ჯოჯოხეთისათვის შეამზადოს
2 ...გიცნობთ და ველი,არ გამიკვირდება...ვერ გამაკვირვებთ...მე თქვენ მჭირდებოდით ეხლა კი ჩემთვის სულ ერთი ხართ ყველა.. მეგობარი სულის ნაწილია თქვენ მხოლოდ და მხოლოდ გამონაცვალი გრძნობების ნარჩენები ხართ...
3 მე არასოდეს ვთამაშობ თამაშს რომლის მოგების იმედიც არ მაქვს....იმას რომელსაც ვიწყებ ბოლომდე მიმყავს..
4 ანგელოზები არ ხართ ფრთების გარეშე რომლებიც შეცდომებს არ უშვებენ ერთი შეცდომის უფლება კი ყველას აქვს
5 ქარი ქრის? იქროლოს! თუ თოვს– ითოვოს! წვიმდება?იწვიმოს! კაცს თუ სურს იტიროს!... არ არის საჭირო ფიქრი და ოცნება,რაც მოსახდენია, ისედაც მოხდება
6 მინდა გავახილო თვალი და მოვხვდე ზღაპრულ ბავშვობაში. გატეხილი მუხლი სჯობს გატეხილ გულსა და სულს!!!
7 სიყვარული - ეს წიგნია, წიგნი - რომანი, რომანი - ზღაპარი, ხოლო ზღაპარი - ტყუილი!
8 ძალიან ნუ მომაწვებით, თორემ გავსრიალდები, როგორც თევზი ხელიდან
9 მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუში
10 გეგმები შეიძლება შეიცვალოს,მაგრამ ოცნება –არასოდეს.....
კატეგორია: სტატუსები | ნანახია: 2082 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-05-18 | კომენტარი (0)

მე და შენ ვინმე თუ შეგვადარებს,
იტყვის: -არ გვანან ერთურთს ძალიან...
შენ გავხარ მზიან, მომღიმარ დარებს,
მე კი ღამეებს უფრო მთვარიანს.

თუ საღამოა წყნარი და მშვიდი,
შენ ხარ სპეტაკი, თოვლის ფანტელი.
მე მოზიდული უფრო ვარ მშვილდი
ხან მღელვარე და ხან უდარდელი.

მზის პირველ სხივებს ოთახში იწვევ,
მე კი თვალს ვახელ და მეზმანები.
შენ ჭრელი ფრთებით ცისკენ მიიწევ,
მე კი - უფსკრულში მივექანები.


შენ ყვავილების გიყვარს ტარება,
მე კი ფიალა ყელამდე სავსე...
რა საჭიროა სხ
ვა შედარება?!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2646 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-05-18 | კომენტარი (0)

1 2 3 ... 130 131 »

საიტის მენიუ

კალენდარი

«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0