ორშაბათი, 2024-04-29, 5:39 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » მსოფლიო და საქართველოს ისტორია
სეფიანთა ირანი

XV საუკუნის მიწურულისთვის ირანი დაშლილი იყო რამდენიმე სამეფოდ, რომელთა შორი გამუდმებული ბრძოლები იყო პირველობისათვის. ირანულ სამფლობელოერს შორის ყველაზე განვითარებული იყო ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი აზერბაიჯანითურთ.

უკვე XVI საუკუნის დასაწყისიდან აქ სულ უფრო ძლიერდება სეფიანელთა საგვარეულო. მათ თავიანთი გავლენის განსამტკიცებლად მიიღეს შიიტობა და დაიწყეს ირანული მიწების დაპყრობა. შვიდი თურქმენული ტომის გამაერთიანელმა სეფიანელთა საგვარეულომ, საკუთარი მომხრეებისთვის სავალდებულო გახადა წითელზოლიანი ჩალმების ტარბა. სწორედ ამიტომ მათ მომხრეებს ყიზილბაშები დაერქვა, რადგან ყიზილბაში წითელ თავას ნიშნავს.

XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე ყიზილბაშთა ახალმა მეთაურმა ისმაილმა (1502-1524) დაიპყრო მთელი სამხრეთი აზერბაიჯანი თავრიზითურთ და თავი შაჰად გამაცხადა. მან თავისი ხელისუფლება გაავრცელა ცენტრალურ და დასავლეთ ირანშიც. ირანის დედაქალაქი გახდა თავრიზი. ოფიციალური რელიგია შიიზმი. შაჰ ისმაილის მეთაურობით ყიზილბაშებმა რამდენჯერმე ილაშქრეს აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოიც. ისმაილის დროს დაიწყო ხანგრძლივი ომები ოსმალეთთან, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგაც არ შეწყვეტილა. შაჰ ისმაილის გარდაცვალების შემდეგ ირანის შაჰი გახდა შაჰ თამაზ I (დ.1524-გ.1576). მისი მმართველობის დროს ყიზილბაშებმა ოთხჯერ ილაშქტრს საქართველოში.

1555 წელს დასრულდა ოსმალეთთან ომი და დაიდო ამასიის ზავი. ამ ზავის პირობების თანახმად ერაყი გადავიდა ოსმალეთის ხელში, ხოლო სამხრეთ აზერბაიჯანი თავრიზითურთ რჩებოდა ირანს. ოსმალეთის და ირანის მიერ საქართველოსა და სომხეთის განაწილების შედეგად დასავლტ საქართველ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: მსოფლიო და საქართველოს ისტორია | ნანახია: 1753 | დაამატა: LasHaa | თარიღი: 2011-02-26 | კომენტარი (0)


თამარი, თამარ მეფე (დ. დაახ. 1160 — გ. 1213, შესაძლოა 1210 ან 1207) — საქართველოს მონარქი 1184 წლიდან, გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელი. თამარს საქართველოს ოქროს ხანაში მოუწია მეფობა და უაღრესად წარმატებული მმართველი აღმოჩნდა. თამარი ატარებდა ტიტულს: "მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი". მემატიანე მას მოიხსენიებს, როგორც: "დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი"[საჭიროებს წყაროს მითითებას].

1179 წელს მეფე გიორგიმ თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა. 1184 წელს, მეფე გიორგის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში რთული ვითარება შეიქმნა; ფეოდალურმა არისტოკრატიამ დაიწყო ბრძოლა დაკარგული პოლიტიკური პრივილეგიების აღსადგენად. 1185 წელს გავლენიან ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა თამარს, მისი სურვილის წინააღმდეგ, შერთო ანდრეი ბოგოლიუბსკის შვილი იური, რომელიც ქართულ წყაროებში ცნობილია "გიორგი რუსის" სახელით. ორი-ორნახევრი წლის შემდეგ თამარი განქორწინდა და იური საქართველოდანაც განდევნეს. მეფე თამარი მეორედ დაქორწინდა დაახლოებით 1189 (ან 1187) წელს დავით სოსლანზე.

თამარის დროს საქართველო კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. ისტორიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, ეს ძლიერება არ ემყარებოდა ქვეყნის შინაგან საწარმოო ძალთა განვითარებას, გაერთიანებული ფეოდალური მონარქიის ეკონომიკური ძლიერების ძირითად წყაროს სამხედრო ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მსოფლიო და საქართველოს ისტორია | ნანახია: 4288 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-24 | კომენტარი (0)



უფლისწულობა [რედაქტირება]

დავითი, გიორგი II–სა და ელენეს ერთადერთი ვაჟი, დაიბადა 1073 წელს სატახტო ქალაქ ქუთაისში. მისი უფლისწულობა მოკლე აღმოჩნდა, რადგან ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, მამამისი იძულებული შეიქმნა ტახტიდან გადამდგარიყო და 16 წლის ძე გაემეფებინა. ეს ფაქტი დავითის კარგ განათლებაზე და სახელმწიფო საქმეში გათვიცნობიერებულობაზე უნდა მეტყველებდეს.
მეფობა [რედაქტირება]

დავით IV–ს მემკვიდრეობად ერგო თურქ-სელჩუკებისაგან დარბეული ქვეყანა, დაცარიელებული ქალაქები და სოფლები, მთებში გახიზნული დამშეული მოსახლეობა. გამეფებისთანავე დაიწყო ყმა-მოლაშქრეთა და მსახურეულ აზნაურთაგან მხედართა რაზმების შექმნა. ერთგული რაზმებით მეფე თავს ესხმოდა თურქ-სელჩუკებს, ავიწროვებდა მათ, სდევნიდა და მთაში გახიზნულ მოსახლეობას ბარად ჩამოსვლის პირობებს უქმნიდა.
რეფორმები [რედაქტირება]

სახელისუფლო:

დავით IV ებრძოდა სახელმწიფოს ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე დიდგვაროვან ფეოდალებს. 1093 წელს მან გამდგარი ლიპარიტ IV ბაღვაში შეიპყრო. თუმცა მონანიების შემდეგ გაათავისუფლა და ძველი ღირსებებიც დაუტოვა, მაგრამ ხელახალი ღალატის გამო, 1094 წელს კვლავ შეიპყრო და ორი წლის პატიმრობის შემდეგ საქართველოდან გააძევა. 1103 ლიპარტის ძის რატის გარდაცვალების შემდეგ დავით IV-მ გააუქმა კლდეკარის საერისთავო და ბაღვაშთა მამულები სამეფო დომენად გახადა, შემდგომში ნაწილი (არგვეთი) გელათის მონასტერს გადასცა. ამავე წელს დაამარცხა სამეფო კარის მოწინააღმდეგე ფეოდალები ― ძაგან და მოდისტოს აბულეთისძეები.


საეკ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მსოფლიო და საქართველოს ისტორია | ნანახია: 2057 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-24 | კომენტარი (0)

საიტის მენიუ

კალენდარი

«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0