ხუთშაბათი, 2024-05-16, 1:35 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » 2011 » თებერვალი » 26 » irani
10:34 AM
irani
სეფიანთა ირანი

XV საუკუნის მიწურულისთვის ირანი დაშლილი იყო რამდენიმე სამეფოდ, რომელთა შორი გამუდმებული ბრძოლები იყო პირველობისათვის. ირანულ სამფლობელოერს შორის ყველაზე განვითარებული იყო ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი აზერბაიჯანითურთ.

უკვე XVI საუკუნის დასაწყისიდან აქ სულ უფრო ძლიერდება სეფიანელთა საგვარეულო. მათ თავიანთი გავლენის განსამტკიცებლად მიიღეს შიიტობა და დაიწყეს ირანული მიწების დაპყრობა. შვიდი თურქმენული ტომის გამაერთიანელმა სეფიანელთა საგვარეულომ, საკუთარი მომხრეებისთვის სავალდებულო გახადა წითელზოლიანი ჩალმების ტარბა. სწორედ ამიტომ მათ მომხრეებს ყიზილბაშები დაერქვა, რადგან ყიზილბაში წითელ თავას ნიშნავს.

XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე ყიზილბაშთა ახალმა მეთაურმა ისმაილმა (1502-1524) დაიპყრო მთელი სამხრეთი აზერბაიჯანი თავრიზითურთ და თავი შაჰად გამაცხადა. მან თავისი ხელისუფლება გაავრცელა ცენტრალურ და დასავლეთ ირანშიც. ირანის დედაქალაქი გახდა თავრიზი. ოფიციალური რელიგია შიიზმი. შაჰ ისმაილის მეთაურობით ყიზილბაშებმა რამდენჯერმე ილაშქრეს აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოიც. ისმაილის დროს დაიწყო ხანგრძლივი ომები ოსმალეთთან, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგაც არ შეწყვეტილა. შაჰ ისმაილის გარდაცვალების შემდეგ ირანის შაჰი გახდა შაჰ თამაზ I (დ.1524-გ.1576). მისი მმართველობის დროს ყიზილბაშებმა ოთხჯერ ილაშქტრს საქართველოში.

1555 წელს დასრულდა ოსმალეთთან ომი და დაიდო ამასიის ზავი. ამ ზავის პირობების თანახმად ერაყი გადავიდა ოსმალეთის ხელში, ხოლო სამხრეთ აზერბაიჯანი თავრიზითურთ რჩებოდა ირანს. ოსმალეთის და ირანის მიერ საქართველოსა და სომხეთის განაწილების შედეგად დასავლტ საქართველო ოსმალეთს ერგო, ხოლო ქართლ-კახეთი სამცხე-საათაბაგოთი-ირანს.

შაჰ თამაზის მმართველობის ბოლოს ქვეყანაში შიდა მდგომარეობა ძალზედ დაიძაბა. ქვეყანას გადაუარა შავი ჭირის ეპიდემიამ. აღმოსავლეთიდან ირანს გამუდმებით თავს ესხმოდნენ უზბეკი ხანები.

შაჰ თამაზის გარდაცვალების შემდეგ ირანში დაიწყო შიდაომები. ამით ისარგებლა ოსმალეთმა და ირანს ჩამოსტაცა დასავლეთი ტერიტორიები და სამხრეთ აზერბაიჯანი თავრიზითურთ. უზბეკმა ხანებმა შეტევები განაახლეს. ასეთ მძიმე ვითარებაში ყიზილბაშ დიდებულების ერთმა ნაწილმა ირანის ტახტზე აიყვანა შაჰ თამაზის შვილიშვილი, 16 წლის აბას მირზა.

აბას I-ის ზეობის დროს სეფიანთა ირანი ძალზედ გაძლიერდა. მმართველობის პირველ წლებში აბას I დაკავებული იყო უზბეკ ხანებთან ბრძოლებით. ხშირი იყო ქვეყნის შიგნთაც აჯანყებები. ამიტომ 1590 წელს შაჰი იძულებული გახდა ოსმალეთთან უმძიმესი ზავი დაედო. ზავის პირობების თანახმად მთელი ამიერკავკასია ოსმალეთს გადაეცა.

სამშვიდობო შესვენებამ აბას I-ს საშუალება მისცა გაენადგურებინა უზბეკი ხანები და მოეხდინა მათი ქონების კონფისკაცია, რამაც ქვეყნის შემოსავლები ძალზედ გაზარდა. მანვე გაანადგურა 10 უძლიერესი ფეოდალი.

შაჰ აბასმა ინგლისელების დახმარებით შექმნა არტილერია. ხოლო ჯარის საუკეთესო ნაწილები ცეცხლსასროლი იარაღებით აღჭურვა. აბას I-ის რეფორმებმა გაზარდა ირანული ელემენტების გავლენა.მან დედაქალაქი სპარსული რაონების ცენტრში ისპაჰანში გადაიტანა. აბას I-მა გააძლიერა სპარსული ენა როგორც ოფიციალური ენა .ის თავის სამფლობელოებში ყოველმხრივ აძლიერებდა შიიტურ რელიგიას.

1603 წელს აბასმა ისარგებლა ოსმალეთში დაწყებული შიდაარეულობით და დაიწყო ომი ოსმალეთის წინააღმდეგ. რამდენიმე წელიწადში მან დაიბრუნა 1590 წელს დაკარგული კავკასია.

1613 წელს სტამბოლში დაიდო ზავი, რომლითაც ირანმა განიმტკიცა მისი დაპყრობები. შაჰ-აბასის რამდენიმე ლაშქრობის შედეგად კახეთში, საქართველოს ეს კუთხე განადგურების პირას იყო მოსული.

XVI საუკუნის ბოლოს და XVII საუკუნის დასაწყისში ირანი საგრძნობლად დაწინაურდა ეკონომიურად. ირანი ვაჭრობდა პორტუგალიასთან,ჰოლანდიასთან, ინგლისთან , რუსეთთან , ჩინეთთან, ინდოეთთან. ინდოჩინეთთან . აბას I ხელს უწყობდა შიდა ვაჭრობის განვითარებას. გაჰყავდათ გზები რომლებსაც იცავდნენ ყაჩაღებისგან და მომთაბარეებისგან. ისპაჰანი ნახევარმილიონიან ქალაქად იქცა.

XVII საუკუნის მიწურულიდან ირანის სეფიანელთა დინასტია საგრძნობლად დასუსტდა. მომთაბარეები სისტემატიურად არბევდნენ და ანადგურებდნენ სოფლებს და ქალაქებს. ანადგურებდნენ მოსახლეობას. საძოვრებად აქცევდნენ სახნავ სათეს და ხეხილის ბაღებს. ეს გარემოება ხელს უშლიდა ირანში მტკიცე ერთიანი ძლიერი მეურნეობის შექმნას. ირანის ხელისუფლება ვერ ახერხებდა სახელმწიფოს დაშლის მომხრე ფეოდალების ალაგმას. ფეოდალური ირანის შინაგანი სისუსტე გამოვლინდა , სეფიანელთა დინასტიის ყველაზე ძლიერი შაჰის სიკვდილის შემდეგ. XVII საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო ირანის მკვეთრი ეკონომიური და პოლიტიკური დაქვეითება. თანდათანობით დაეცა სოფლის მეურნეობა. მოიშალა ვაჭრობა. სეფიანელთა დინასტიის უკანასკნელი უნიჭო შაჰები სულ არ ცდილობდნენ ქვეყნის სავალალო მდგომარეობიდან გამოყვანას, ქვეყნის შემცირებულ შემოსავლის დიდ ნაწილს საკუთარ ოჯახებს ახმარდნენ . შექმნილი ვითარებით კარგად ისარგებლეს ავღანელმა ტომებმა, თავიდან მათ მოიშორეს სეფიანელთა უღელი .ხოლო 1722-1723 წლებში მათ დაიპყრეს ირანის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი.

კატეგორია: მსოფლიო და საქართველოს ისტორია | ნანახია: 1756 | დაამატა: LasHaa
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

კალენდარი

«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0