ორშაბათი, 2024-04-29, 3:33 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » ლექსები
გამარჯობა,

გული მინდა გაგიშალო.

მოგიყვები,

ოღონდ შენ არ დამიშალო.

მომისმინე,

დავფიქრდე და აი ვიწყებ.

რასაც გეტყვი

გთხოვ ნურასდროს დაივიწყებ.

რომ არ ვიმჩნევ

არ მადარდებ? რა გგონია?

შენი ნახვით,

მემართება აგონია!

როცა გხედავ,

საოცრება მემართება,

მაინც შემრჩა

სურვილი და შემართება.

თავისთვად,

არ გადარდებ მეგონება,

შენზე ფიქრმა

დამიბინდა მე გონება.

ამ ლოდინში

ოცნებამაც მიმატოვა

გამიწვიმა,

გულზე ფიფქი მიმათოვა.

დაგივიწყებ?

ჯერ არ ვიცი. შეიძლება.

მაინც მჯერა

რომ რაღაცა შეიცვლება.

ვიშველიებ

კუპლეტებს და სტროფებს, ბწკარებს

ასე მაინც

თუ გაგიღებ გულის კარებს.

რომ გიყურებ

რა უ-აზროდ მეცინება,

ყოველ ღამე

შენზე ფიქრით მეძინება.

ანგელოზი?

შენზე რაღაც მეტი ითქმის

შემიყვარდი?

არც მიკლია ბევრი თითქმის.

მომენატრა

თრთოლვა მაგ შენს ლამაზ ხელთა

სხვა რაღა ვქნა?

სიყვარულმა მომიხელთა!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2933 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-09-15 | კომენტარი (0)

ღმერთო, ყველაფერი უხმოდ როგორ ხდება,
როგორ გშორდები და გხვდები,
როგორ მიატოვა სულმა სამყოფელი,
როგორ ვცოცხლდები და ვკვდები...
როგორ წაიშალა ზღვარი და საზღვარი,
მე და შენ ნეტავ სად ვსახლობთ,
ვისწრაფვით ყოველთვის,
როდესაც შორსა ვართ,
გავრბივართ, როცა ვართ ახლოს...
აღარ მაქვს სხეული,
ო, თქვენ ვერ გაიგებთ,
ამ სულის სევდას და ნაღველს,
სიცოცხლის, სიკვდილის, ცხოვრების კანონებს
ერთი ხელის მოსმით ვარღვევ.
ღმერთო, ყველაფერი ისე როგორ ხდება,
რომ აღარ მჭირდება სიტყვა,
მე მესმის თვალების, ხელების, ღიმილის,
იმის, რაც არასდროს გითქვამს
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1851 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-05-19 | კომენტარი (0)

momenatrebi .. momenatrebi ise dzalian ,
supraze vitkvi sadgegrdzelos dzalze dardians ..
vigaca ityvis: ox! es bavshvi dzalze mtvralia !
vervin mixvdeba rom yvelaperi sheni braliaa))
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2471 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-05-18 | კომენტარი (0)

მე რას მივცემდი შენი ნახვისთვის?!
ჩემი ცხოვრების ალბათ ნახევარს,
შენი თვალების ხილვა მწყურია...!
შენი ღიმილის ყურება მინდა...!
ეჰ... ნეტავ როდის მოვა ის ჟამი,
გულში ჩაგიკრა როგორც მზის სხივი,
შენ ჩემი ცხოვრების იმედი გქვია
მე მომენატრე, შენს გვერდით მინდა!!!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2113 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-05-18 | კომენტარი (0)

მე და შენ ვინმე თუ შეგვადარებს,
იტყვის: -არ გვანან ერთურთს ძალიან...
შენ გავხარ მზიან, მომღიმარ დარებს,
მე კი ღამეებს უფრო მთვარიანს.

თუ საღამოა წყნარი და მშვიდი,
შენ ხარ სპეტაკი, თოვლის ფანტელი.
მე მოზიდული უფრო ვარ მშვილდი
ხან მღელვარე და ხან უდარდელი.

მზის პირველ სხივებს ოთახში იწვევ,
მე კი თვალს ვახელ და მეზმანები.
შენ ჭრელი ფრთებით ცისკენ მიიწევ,
მე კი - უფსკრულში მივექანები.


შენ ყვავილების გიყვარს ტარება,
მე კი ფიალა ყელამდე სავსე...
რა საჭიროა სხ
ვა შედარება?!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2646 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-05-18 | კომენტარი (0)

როცა ამ ლექს ვწერ აღარ მიყვარხარ!
მაგრამ ვიცი რომ ადრე მიყვარდი,
შენ ჩემ სიზმრებში ახლა აღარ ხარ,
მაგრამ, იცოდე ადრე იყავი.

თუ აღარ მიყვარხარ, რა ჩემი ბრალია?!
შენ რომ გიყურებ არ მიხარია,
შენი სურათი დამიხევია
და ცეცხლის ალში დამიფერფლია,

სხვისი თვალები დამსიზმრებია
და სხვისი ნახვა მომდომებია,
ბევრი ლექსები დამიწერია
და შენზე ფიქრში გამთენებია,

მაგრამ, დამთავრდა აღარ მიყვარხარ
განა ეს ვითომ ჩემი ბრალია?!
ყველა ზღაპარში სიკეთე სუფევს
ზოგჯერ სიკეთეს არც უხარია!

შენ ჩემ სიზმრებში უკვე აღარ ხარ,
მაგრამ, ვიცი რომ ადრე იყავი
როცა ამ ლექს ვწერ აღარ მიყვარხარ
მაგრამ, იცოდე ადრე მიყვარდი!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1356 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-05-18 | კომენტარი (0)

ააელვარებს თვალებს ეს უჩვეულო დარი,
დაირეკება მალე უკანასკნელი ზარი,
ამოიკიტხავს ღელვით, მასწავლებელი სიას,
უკანასკნელად ვეტყვით: "აქ ვარ ვესწრები,დიახ!"
აშრიალდება ვერხვი, მოგველანდება ნისლი,
და შეჩვეული მერხი მალე გახდება სხვისი,
წამით იმძლავრებს სევდა, ბაგე კი დადუმდება
და ბოლო ზართან ერთად ბავთშვობაც დასრულდება....!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2046 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-05-18 | კომენტარი (0)

1 2 3 ... 61 62 »

საიტის მენიუ

კალენდარი

«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0