ხუთშაბათი, 2024-05-16, 2:07 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » ლექსები
ერთხელ მინდოდა სიცოცხლე იცი?!
როცა მივქროდი ნელ-ნელა ზევით
და გამახსენდა ბავშვობის ფიცი:
მე სულ ვიქნები და არ მოვკვდები!

და გამახსენდა მე რომ ვერ მნახავ
და დავინახე თეთრი ბილიკი
არმინდა გასვლა მაგრამ ვიღაცის
ბილიკის ბოლოს მესმის ტირილი

მერე მეძახის მასთან მივდივარ
ვხედავ ანგელოზს ის მეუბნება:
გინდა გაჩვენო შენ თუ სადა ხარ?
ანდა სად გძინავს ან აქ რადახარ?

თავი დავწიე,თვალი დავხჭე
და შემესინა ცუდათ გავხთი მე
და თვალებს ვახელ და გხედავ აქ შენ
როგორ ტირიხარ,როგორ ქვითინებ

ხელი ავიღე თავზე დაგისვი
და დაგიძახე: მე ხომ აქა ვარ!
ერთხელ მომინდა სიცოცხლე იცი?
როცა სიცოცხლე უკვე აღარ მაქ!

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1059 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-05-17 | კომენტარი (2)

უშენოდ ისევ მარტო ვარ სახლში,
გულიც უშენოდ ფიქრობს და ფეთქავს...
მაინც ვერ მივხვდი, რა მოხდა მაშინ...
არადა, რაღაც მინდოდა მეთქვა...

ისევ გავცქერი ატუზულ კედლებს,
კვლავ დადგომიათ ცივი ზამთარი...
მთელი დღე მაინც შენს ღიმილს ვეძებ...
არადა, ვიცი, სადღაც აქ არის...

ღია სარკმელთან ფიქრია მხოლოდ,
ვიღაცას ვუცდი, ვიღაცას ველი...
მინდა მოხვიდე ბოლოს და ბოლოს...
და გამიხარო დღე ხვალინდელი...

ნივთებსაც თითქოს რაღაც აკლიათ,
უშენოდ ფიქრებს აფრებად ვერ ვშლი...
ლექსები ვიცი ჩემი ნაკლია...
ვიცი, ოდესღაც ლექსები შემშლის...

ვიცი ლოდინში, დამასწრებს ვიღაც...
დრო უშენობით ჩქარა მიჰქროდა...
მე, მხოლოდ შენი ოცნება მიყვარს...
მე, მხოლოდ შენთან ცეკვა მინდოდა...

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1020 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

გთხოვე და...
მაკოცე...
იცი, რომ მაოცებ...
ღმერთისგან დალოცვილს,
ცრემლებიც გიხდება...
მე, ჩემი ოცნებით...
გაგიქრობ ნაოჭებს...
და მერე,
სიცოცხლეც...
სულერთი იქნება...

გთხოვე და...
მაჩუქე...
და ახლაც მაწუხებს...
ეგ კოცნა,
ტუჩებზე მადნება წარსულად...
მე შენთვის ვილოცებ,
დავითვლი ამ წუთებს...
წუთები,
რომელიც, უშენოდ წასულა...

მე დილა მაოცებს...
მზე,
ისევ მაკოცებს...
უშენოდ,
სიყვარულს დავეძებ ამაოდ...
შეშლილი წარსული,
დრო და დრო, მაოსებს...
-შეჩერდი,
მომძახის ცხოვრება...
-კმარაო...

მინდოდა,
გაკოცე...
გთხოვე და...
მაკოცე...
ეგ კოცნა,
სიცოცხლის ბოლომდე მჭირდება...
დრო გადის,
არადა...
სულ უფრო მაოცებ...
სულ,
შენზე ვფიქრობ და
სულ,
შენთან მინდება...

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1309 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

ცვალებადია ყოველი წამი,წააგავს თვალებს.
და დრო თავს იკლავს ,ვნებააშლილ ქალწულის მკერდში,
რემარკისეულ ბებერ "კალვადოსს” ღრუბლებით დავლევ,
შემიყვარდება ნიკე ქალღმერთში.

და შემოდგომის ფოთლისფერია ჩემ გულში დილა,
შენ კი საფირონს დაატარებ თვალების ნაცვლად,
ალბათ ოდესღაც, მილიარდი მზეების წინათ,
ალბათ ოდესღაც, მილიარდჯერ მთვარეზე მაღლა,
ამტკივდა შენი არსებობა,
შენ კი ვერ გრძნობდი რატომ არის მზე ასე თბილი,
ალბათ ოდესღაც მილიარდი ჩასუნთქვის წინათ,
მე ვგრძნობდი ჩემივ პოეტურ ტირილს.

ვიმახსოვრებდი ყოველ წამს,
რომ სიკვდილის წინ,რომ მომესწრო კიდევ ცხოვრება,
მე სიზმრებიდან უფალიც მახსოვს,
მაგრამ ვერ შევძელ შენი სახის დამახსოვრება.
რადგან თვალებით გიყურებდი როცა გხედავდი,
რადგანაც გული ბრმავდებოდა.

მიყვარდა მიწა, მას ესმოდა შენი სულის ხმა,
მიყვარდა ზეცა,როცა ჩვენს ღრუბლებს სუნთქავდა ქარი.
და დედამიწა დაკარგული,
დავიწყებული მიწის თილისმა,
მუზების ჯარი.

ვსუნთქავდი ზამთარს და ვათბობდი გაყინულ სხეულს,
ვაფერადებდი ჩვენს სიყვარულს, მზეს რომ ვცდებოდი,
ღამეში ვკლავდი უკანასკნელ ორ ათასწლეულს,
მ ი ყ ვ ა რ დ ი,მაგრამ არასოდეს არ არსებობდი…

ცვალებადია, პოეზია არარსებული,
ოკეანეა თვალებში ცრემლი………

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 979 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

ეგ საოცარი ბროლის ყელი
და ფიქალ მკერდზე,
თეთრ ღილ-კილოდან ასხლეტილი
ოქროს ღილები…
ჯოკონდას ღიმად ჩამოქნილი
სახის ნაკვთები
და ეგ თვალები,მოლოდინით
გადაღლილები…
თითქოს მიხმობენ ლაჟვარდებში
სახე-ტიალო-დ
და მეც მოვადექ,შენი ზეცის
მაღალ კაბადონს…
ამ ჩემი სულის ამღერებას,
ლექსთა კონებად -
მხოლოდ შენ გიძღვნი – შენ,ყველაზე
ლამაზ ქალბატონს!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1049 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

სოფელი "მადლი'', ქალაქი "ცოდვა",
აქ ზარზმის ტაძრიდანაც კი ისმის ლოცვა,
აქ სულ სხვა სუნი ასდის ჰაერს და მიწას,
აქ დედა გიცავს, აქ დედა გიცავს!!!
აქ მაღლიდან მიცქერს ხეჭეჭურის ბებერი კვირტი,
აქ სიყვარულია ჯერ კიდევ და არა ფლირტი.
ბარდის ჩიტი რომ ამძიმებს გადაღლილ ტოტებს
გაფრინდება და მაპატიეთო შეწუხებისტვის-
ჩაიჩურჩულებს და ისევ ამაყად შემოჰკრავს ნოტებს,
ღირს რომ იცოცხლო თუნდ სამი წამი მხოლოდ ამ დღისთვის.
ქათმის კრიახით დამფრთხალი კატა
თუ კატის კნავილით დამფრთხალი ქათამი,
ისე ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს,
რომ ლამის ნაძვის ხემაც მოისხას ატამი.
ამ დროს ქალაქში იხრჩობა სიმართლე,
აქ განთიადია და მათბობს სინათლე.
აქ დედა შვილს ღამით საბანს რომ უსწორებს,
ქალაქელი შვილს თვალებს ვერ უსწორებს...
აქ ზარზმის ტაძრიდანაც კი ისმის ლოცვა,
სოფელი "მადლი'', ქალაქი "ცოდვა",
აქ სულ სხვა სუნი ასდის ჰაერს და მიწას,
აქ დედა გვიცავს, აქ დედა გვიცავს!!!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 927 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

ისე ჩამოწვა ხეებზე ნისლი,
თითქოს სუდარა გადაიფარეს,
ისევ ნამავდა ყვავილებს სისხლი,
ფოთლებმაც ისევ არ დაიფარეს...

ეს გულყვითელაც ისე ნავარდობს,
ეტყობა მუზას ჩუქნის ბუნებას,
ამ ბუჩქზეც კვირტი ისევ არ ვარდობს,
და ვერც მგოსანი იქმნის გუნებას...

ყურძნის მტევნები სხეულს იბანენ,
არცა რცხვენიათ თითქოს სიშიშვლის,
ყველა შეჰყრუებს, რაღას იზამენ?..
მაგრამ ძალა კი არ აქვთ, იქ მისვლის..

მიწა პირ ღია ყლაპავს ცის წვეთებს,
ბალახებს თელავს წვიმის არმია,
საფლავნი ქმნიან წმინდანთა ზეთებს,
წვიმა ფოთლების სველი შარმია...

ზეცას უხდება შავი სითეთრე,
მიწას სიწმინდის ნაზი სურნელი,
გამოცოცხლება უნდათ, მზის ქვეყნებს..
თორემ ტემპია რაღაც სულ ნელი...

ხალხი არ დაძრწის გარეთ, უსაქმოდ,
მიწა ისვენებს ცოდვილ ტერფთაგან,
საქმეც არ ხდება უკვე უამქროდ..
არც ჩვენსკენ არის ვინმე მტერთაგან...

გულიც შეიპყრო ბრაზმა სიმწრსიგან:
- სულ უფლის ხარჯზე, ხომ არ ვიქნებით?..
თუმცა კვლავ ველით, შველას იმ ცისგან..
სადაც მუდამ ვართ ჩვენი ფიქრებით...

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 944 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

« 1 2 3 4 5 ... 61 62 »

საიტის მენიუ

კალენდარი

«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0