ორშაბათი, 2024-04-29, 6:29 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » ლექსები
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1369 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-05-18 | კომენტარი (3)
ცაზე ელავენ შავი ღრუბლები,
რომლებიც ჩემს გულს ისრად ხვდებიან,
როცა ბრაზისგან მოიღრუბლები
შავი თვალები შენ გიხდებიან...
ისე უეცრად გამოიდარებ
და სიყვარულის დაგკრავს ელფერი,
მინდა მუხლებზე დავიჩოქო და
მე შემოგფიცო შენ ყველაფერი.
ეს ყველაფერი სიყვარულია,
ჩემი გულია,ჩემი სულია,
და კიდევ კარგო იმას გეტყვი რომ,
ვისაც არ უყვარს დატანჯულია...
მინახავს კაცი რომელსაც თურმე
სიყვარულისგან დარჩა იარა,
მაგრამ ამ კაცმა მარტოობაში
ძალიან დიდი შვებით იარა.
ასეც ხდება და ისეც ხდებაო,
ზოგი რჩება და ზოგიც კვდებაო,
მაგრამ კვლავ ვამბობ ჩემო ძვირფასო
უსიყვარულოდ კაცი კვდებაო...


..რომ არ მიყვარდე არ ვეტყოდი ჩემს დარდებს ღამეს
და ჩემს გულისთქმას არ ვანდობდი ცეცხლისფერ მთვარეს,
არ ავანთებდი თეთრ ღამეში სიცოცხლის სანთლებს
და ცის ხატებად არ ვაქცევდი შენს ლამაზ თვალებს...
რომ არ მიყვარდე არ დავლევდი ღვინოსაც ეშხით,
არ შევხედავდი შემოდგომას სევდიან მზერით,
არ ვინატრებდი ბაღში ყოფნას,მხოლოდ შენს გვერდით
და მოლოდინში არ დავღლიდი ოცნებას შენით...
რომ არ მიყვარდე არ ჩავრევდი სიტყვებში ცრემლებს,
არ დავხატავდი ატირებულ გრძნობათა ფრესკებს,
არ ავუგებდი ტრფობის ტაძარს ჭეშმარიტ კედლებს,
არ ვიპოვიდი ცაზე ვარსკვლავს, უმანკოს შენებრს...
რომ არ მიყვარდე არ განდობდი ამ გრძნობას მართალს,
არ ვილოცებდი შენზე დიდხანს ღვთისმშობლის ხატთან,
არ ვინებებდი მთელი ღამე საუბარს ლანდთან,
არ მოვიდოდი უსუსური შენს გულის კართან...
შორს წავიდოდი ქარის ხმებით წითელ დილამდე
უცნობ ყვავილებს ვაუწყებდი ნაცნობ მირაჟებს
დაგშორდებოდი სიყვარულის პირველ სიზმრამდე
რომ არ მიყვარდე, ჩემო კარგო რომ არ მიყვარდე!!!.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1404 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-05-18 | კომენტარი (1)

დრო და დრო სიკვდილს ვეკონებით,
ვიდრე ქაჯეთის კარს მოვდგებოდი,
ასე თავნება რო არა მყავდე,
მაგ ცხრა კლიტულში არ მოხვდებოდი.
შენ შეუვალი ნება მამისა,
უცოდველ სისხლით გამაპოხინე,
და მე დამაგდე მარებელ შლეგად,
რისთვის ან რატომ გამაგებინე?!
თუმც შენ რას გერჩი,ჩემი ბრალია,
შენი თავი ხომ მე მაბარია,
შენ გეკითხები,თორემ მავანი,
ფიქრობს - კრეფს სადაც არ უბარია.
ქარი უდაბნოს უცვლის კონტურებს,
მაგრამ ზღვა დუმილს ვერაფერს აკლებს,
მხოლოდ და მხოლოდ სამყაროს ენით,
ლაზარეს ენით,მყის განაახლებს.
დრონი მეფობენ და ჭეშმარიტის
შენ გულის ძგერას რწმენით შეაღებ,
შენთვის გვემულის შეუვალ ნებას,
როგორც მედეა კარებს გააღებ.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1069 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-05-18 | კომენტარი (0)

სულს უშენობით დაღლილ დაქანცულს ,
გულის კარებტან დაუკვნესია ,
დიდხანს ვერ გნახავ და ვიტანჯები,
ხშირად რომ გნახო უარესია,
გაბრაზებულა ჯიუტი გული,
სულში ტკივილი დაუთესია,
ნუგარ მაწამებ ბრალდებულივით,
უცებ მომკალი უკეთესია,
ისე საშინლად მომენატრე რომ,
ფიქრები მტრებად შემომესია,
უბრალოდ მე გწერ რასაც განვიცდი,
და ნუ იფიქრებ რომ ეს ლექსია,
არ შემიძლია მე ლექსი ვწერო,
აღიარება ჩემი წესია,
როცა უშენოდ მიწევს ცხოვრება,
არ ვარსებობდე უმჯობესია.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1189 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-05-18 | კომენტარი (0)

ზოგჯერ მინდება,გავამხილო მეც ჩუმი დარდი,
ხანდახან მინდა,მხოლოდ ის ვთქვა,რაც მიხარია...
ცად აგამაღლებ,თითქოს ახლა,დღეს შემიყვარდი,
მაგრამ მიყვარხარ,მენატრები დიდი ხანია...

სასმისს გამოვცლი შენი წასვლის აღსანიშნავად,
ვიტყვი,რომ მძულს ის,რაც კი შენთვის ამიტანია...
მაგრამ სიტყვებით თუ ვიცრუებ,რა შეიცვლება?
ვერ შეგიძულებ,ამას მივხვდი დიდი ხანია...

ვიცი,ერთხელაც დაბრუნდები,სიყვარულს მომთხოვ...
ოდესღაც შენი,იმ დროს უკვე სხვისი ვიქნები,
მაგრამ აღდგება თითქოს მიწამიყრილი გრძნობა
და ისევ შენით გაიღვიძებს ჩემი ფიქრები.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1078 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-05-17 | კომენტარი (0)

თეთრად ათოვდა სამყაროს თეთრად
და თეთრ ანგელოზს ათოვდა ზედ თან
ტიროდა გრძნობდა იმ შავის სიკვდილს
გულით უყვარდა წავიდა ისიც

ეს ანგელოზი სულ მარტო რჩება
თეთრად ათოვდა სამყაროს თეთრად
დაიარება სამყაროდ მარტო
შავ ანგელოზთან უნდოდა ტანგო

ეძებს ვარდს-თეთრ ვარდს მან რომ აჩუქა
ნუთუ არ იცის რომ ისიც გახნმა
დაახმა საფლავს რომლის შავ ქვაზე
თეთრად ეწერა, მე შენ მიყვარხარ

თეთრად ათოვდა,თეთრად სამყაროს
და შავ ბილიკებს ტოვებდა მაინც
აქ ხომ თეთრს შავად დაეწერება
შავებს თეთრებთან ჰქონდათ თამაში

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1049 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-05-17 | კომენტარი (0)

მინდა ავფრინდე ზევით,
მინდა მეც მქონდეს ფრთები,
მინდა გავცურო ხღვაში,
მინდა ავიდე მთაში.

თეთრი ფიფქები ცვივა
მადნება ტუჩზე ცივათ
ქრება და მიდის წამში
როგორც ეს ნისლი მთაში.

როგორც ბავშვობა მიდის
გაყვება ჩემი ფიქრი,
მთავრდება ეს სვლა ეტლის
ჭადრაკი მე არ მეტრფის

არ მესმის მისი ეშხი
მაგრამ, არის ის ჩემში.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1093 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-05-17 | კომენტარი (0)

« 1 2 3 4 ... 61 62 »

საიტის მენიუ

კალენდარი

«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0