ხუთშაბათი, 2024-05-16, 8:52 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » 2011 » მაისი » 18 » ცაზე ელავენ შავი ღრუბლები
8:42 PM
ცაზე ელავენ შავი ღრუბლები
ცაზე ელავენ შავი ღრუბლები,
რომლებიც ჩემს გულს ისრად ხვდებიან,
როცა ბრაზისგან მოიღრუბლები
შავი თვალები შენ გიხდებიან...
ისე უეცრად გამოიდარებ
და სიყვარულის დაგკრავს ელფერი,
მინდა მუხლებზე დავიჩოქო და
მე შემოგფიცო შენ ყველაფერი.
ეს ყველაფერი სიყვარულია,
ჩემი გულია,ჩემი სულია,
და კიდევ კარგო იმას გეტყვი რომ,
ვისაც არ უყვარს დატანჯულია...
მინახავს კაცი რომელსაც თურმე
სიყვარულისგან დარჩა იარა,
მაგრამ ამ კაცმა მარტოობაში
ძალიან დიდი შვებით იარა.
ასეც ხდება და ისეც ხდებაო,
ზოგი რჩება და ზოგიც კვდებაო,
მაგრამ კვლავ ვამბობ ჩემო ძვირფასო
უსიყვარულოდ კაცი კვდებაო...

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1372 | დაამატა: zukaa
სულ კომენტარები: 3
  • 2013-04-15
3
რა მოხდებოდა რომ გეთქვა სიტყვა, მხოლოდ ერთი და ენაწყლიანი, გეთქვა: "მიყვარხარ, მე შენთან მინდა" არ წამიღებდა მაშინ ნიავი. მაგრამ შენ სიტყვაც არ გაიმეტე, ქარში მიმაგდე, როგორც ნაგავი, ისე ობლად და საწყლად მიმაგდე, დამშვიდობებაც ვერ მოვასწარი... ახლა რა გიჭირს, შენთვის ხარ მშვიდად, მე მიმაქროლებს ისევ ნიავი. ოღონდ ამჯერად სულიც კიარა, მხოლოდ სხეული, ისიც მტვრიანი... ალბათიკითხავთ სადაა სული? გვირაბში მიდის ახლა ტიალი, მას სიყვარულმა მოუკლა გული და მიიცვალა მისი იარით!
  • 2013-04-15
2
არ დასვა წერტილი,თუ გული მძიმეს სვამს...

არ დასვა წერტილი,თუ გული მძიმეს სვამს.
რა იცი რა ხდება, ცხოვრება გრძელდება..
შენ პატარა ხარ,ჯერ კიდევ პატარა
ეს ცხოვრება კი უსაზღვროდ ვრცელდება.

მალე დრო გავა, შენც გაიზრდები,
დასახავ გარკვეულ მიზნებს,
მე კი ერთს გირჩევ გულით ინატრე,
რათა შენ აჰყვე ცხოვრების რიტმებს.

წლებიც გაივლის, შენც გაიზრდები,
გახედავ გაყინულ ხეებს,
უკან მოხედავ მადლობას ეტყვი,
მადლობას,იმ ლამაზ,დღეებს.
  • 2013-04-15
1
me es leqsebi zalian momewonaaaaaaaaa dzaan magari leqsebiaaaaaaa me momwonsss
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

კალენდარი

«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0