ორშაბათი, 2024-04-29, 5:54 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » რა არის სიყვარული?
ალბათ ყველას გაინტერესებთ თუ რა არის სიყვარული, როგორია ის,ამის პასუხი მეცნიერებმა წლების განმავლობაში ვერ დაადგინეს,მაგრამ ადამიანები მას თავისებურად ხსნიან… როცა ვიღაცა გიყვარს და თუ მასაც უყვარხარ,სამყარო სხვანაირი გეჩვენება,ამქვეყნად არაფერი გწყინს ყველაფერი გიხარია,თვალები გიბრწყინავს და გგონია რომ ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი შენ ხარ… ის ადამიანი რომელიც გიყვარს შენთვის მზეა,შენ კი მის გარშემო ბრუნავ.ის გათბობს და გეალერსება თავისი სხივებით. ის შენ სამყაროს ცენტრი გგონია, დღე იწყება მასზე ფიქრით და მთავრდევბა ისევ მასზე ფიქრით,ხშირად სიზმარშიც შენი სტუმარია, ძილშიც კი მასზე ოცნებობ. ყველგან და ყოველთვის მისი სახელი გაკერია პირზე,მასზე საუბარი შენთვის ყველაზე სასურველი თემაა,არასოდეს გელევა სიტყვები მასზე სასაუბროთ,ვინც არ უნდა ეცადოს ვერავინ შეგაცვლევინებს მასზე ფიქრს,სხვაზე ვერავიზე შეძლებ ფიქრს. გგონია რომ ყოველთვის ერთად იქნებით, სიცოცხლის ბოლომდე ვერაფერი დაგაშორებთ,მის გვერდით თავს დაცულად გრძნობ და არაფრის გეშინია. სიყვარული ხშირად შენზე ძლიერია,ზოგჯერ არ გყოფნის გულში ადგილი რომ ის დაიტიო, გინდა იყვირო რომ გიყვარს, გგონია რომ ვერავინ ზიანს ვერ მიაყენენებს შენს სიყვარულს, ვერავინ შეეხება, როცა დაცვა გჭირდება ყველაზე ძლიერი ხდები და ყველას შეებრძოლები მთებსაც კი შეძრავ. როცა იჩხუბებთ ფიქრობ რომ სამუდამოდ დაკარგე, ამ დროს გავიწყდება ყველაფერი, სამყარო წყვეტს არსებობას, გახსოვს მხოლოდ მისი სახე, ხმა, შეხება, კოცნა… ამ დროს შენ ყველაზე უბედური ხარ, სიყვარული ამ დროს უფრო მატულობს, სიყვარული ყოველდღე იზრდება არასოდეს კარგავს თავის პირველ მდგომარეობას, არ წყდება, არ უფერუ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 1909 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (2)

სიყვარული – უცნაური საჩუქარია, რომელიც ისეთ მდგომარეობაში აგდებს ადამიანს, რომლის დროსაც არა მარტო ჭკუას კარგავს იგი, არამედ შეუძლია წარმოუდგენელი სიმაღლეები დააპყრობინოს, ხოლო შემდეგ ტანჯვაში და ზოგჯერ სისასტიკეშიც კი ჩააგდოს. ანუ ადამიანი განიცდის ადამიანური გრძნობების მთელ გამას: ეჭვებიდან დაწყებული მეტყველების უნარის დაკარგვით დამთავრებული მის დანახვაზე.

შეეკითხეთ ნებისმიერს, თუ რა არის სიყვარული და გასაგებად ვერავინ აგიხსნით ამ სიტყვის არსს. გახშირებული გულისცემა, ციებიანივით სუნთქვა, კუნთების კანკალი, სველი ხელისგულები, აწითლებული ლოყები, უმიზეზო ღიმილი... უჩვეულოდ მოვარდნილი და ყოვლისმომცველი ეიფორიის გრძნობა იმდენად ძლიერია, რომ მისი სიტყვებით გადმოცემა, უბრალოდ შეუძლიებელია. ეს თავისებური დაავადებაა – სიმპტომებიც ასეთი აქვს. მაგრამ ბუნებამ, რომელმაც ჩადო ადამიანში სიყვარულის სიგიჟე, განკურნებაც გაითვალისწინა. ეს ქარბორბალა ყოველ ადამიანში სხვადასხვა დროით გრძელდება: ვიღაცისთვის ერთი თვე, ვიღაცისთვის 1–2 წელი. ერთი სიტყვით, სიყვარული ან თანაბარ, თბილ გრძნობაში გადაიზრდება, ან ტკივილიან განშორებას იწვევს .

მაშ რაში გვჭირდება იგი, იკითხავთ თქვენ, თუ ტანჯვა–წამების მოტანაც შეუძლია? შობადობისათვის? მაგრამ სიყვარულის გარეშეც შეიძლება გამრავლება. ეს ყველაფერი მართალია, მაგრამ, როცა უყვარდება, ადამიანს უკეთესი მომავლის იმედი აქვს და დარწმუნებულია იმაში, რომ ცუდი არაფერი შეემთხვევა, რომ გვერდს აუვლის გაუმართლებელი სასიყვარულო განცდები, ხოლო მისი სიყვარული მარადიული იქნება და მხოლოდ სიხარულსა და კმაყოფილებას მოუტანს.

ათასწლეულების უკანაც კი ადამიანები ცდილობდნენ გა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 1643 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

სიყვარული, ერთგულებაა – ეს გრძობა არა მხოლოდ ადამიანისთვისაა ცნობილი, არამედ ფაუნის წარმომადგენლებისთვისაც. ცხოველები ერთმანეთისადმი (და ადამიანისადმი) გამოხატავს ისეთ გრძნობას, რასაც ჩვენ "სიყვარულს” ვეძახით. გთავაზობთ ცოტაოდენ ალერსიან ფოტოებს, რომელთაც დართული აქვს ყველა დროის ცნობილი ხალხის აფორიზმები, სიყვარულის შესახებ…
სიყვარული ერთადერთი ვნებაა, რომელიც არ აღიარებს არც წარსულს და არც მომავალს.
ოჯახი ბავშვებით იქმნება.
ცხოვრებაში სიყვარულზე კარგი არაფერია. ცხოვრებიდან მისი გამორიცხვა – ეს იგივეა სამყარო მზის სინათლის გარეშე დარჩეს.
გიყვარდეს – ეს იგივეა აღმოაჩინო მეორე ადამიანში საკუთარი ბედნიერება.
ის ვისაც არასდროს არ უძებნია არც მეგობარი და არც სიყვარული, ათასჯერ უფრო ღარიბია, იმაზე ვინც ეს ორივე უკვე დაკარგა.
სიყვარული ცეცხლივითაა, საკვების გარეშე ქრება.
ძაღლი მსოფლიოში ერთადერთი არსებაა, რომელსაც საკუთარ თავზე მეტად უყვარს პატრონი.
სიყვარული ყოველთვის შეიძლება, სანამ გული ცოცხალია.
სიყვარული ლამაზი ყვავილია, რომლის მოსაწყვეტად სიფრთხილის დაცვაა საჭირო.
სიყვარულმა ასაკი არ იცის.
სიყვარული თეორიაა, რომელიც ყოველდღე უნდა ამტკიცო.
ის ვისაც უყვარს, ადვილად წყვეტს თავის საქმეებს.
კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 1174 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

სიყვარული…. მაგარი რამეა… სიყვარულია მეგობრობა მაგალითად……უსიყვარულოდ მე არ ვიცი, რა იქნებოდა…. შენ ალბათ უფრო ქალისა და მამაკაცის სიყვარულს გულისხმობ, მაგრამ რა გითხრა, აქ დიდი დასკვენბისა და აზრების წერა არ გამომივა… ადრე ამდაგვარი კითხვა იყო საიტზე და ჩემს მაშინდელ პასუხს გაგიმეორებ… ნუ არის ერთი კინო, სადაც ბავშვი კითხულობს, რა არის სიყვარული, რას გრძნობ როცა შეყვარებული ხარ? დეიდამისმა მიუგო: აი ოდესმე მთელი სისწრაფით ადგილზე გიტრიალია? ისე, რომ თავბრუ გესხმის? –როგორ არა–მიუგო ბავშვმა… –ჰოდა სიყვარულიც სწორედ მაგ შეგრძნებას ჰგავს–იყო პასუხი….. რა გითხრა, მე ძალიან მომწონს ასეთი განმარტება. ორიგინალურია, ზედმეტი ფრთიანი ფრაზებისა და ეგეთების გარეშე…
კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 1091 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

ყველა, როგორც ქალი, ისე მამაკაცი, ოცნებობს სიყვარულზე. მაგრამ ქალები თითქოს ამასთან მიმართებაში უფრო გაწონასწორებულები არიან, ესმით რა, რომ ზღაპრული გრძნობები ეს არის ფილმებში და რომანებში, ხოლო რეალურ ცხოვრებაში ბედნიერება შესაძლებელია სავსებით ჩვეულებრივი ურთიერთობებით კატაკლიზმების გარეშე.

სხვა საქმეა მამაკაცები: თითქმის ყოველ მეორეს სჯერა არაამქვეყნიური სიყვარულის, სჯერა, რომ სადღაც არსებობს ის ერთადერთი მისი ნახევარი. არ გჯერათ? სცადეთ გულახდილობაზე გამოიწვიოთ თუნდაც რამდენიმე მამაკაცი და თავად დარწმუნდებით.
მაგრამ რა ხდება მერე, როცა სადღაც იბადება ზუსტად ეს ნამდვილი სიყვარული?

სიყვარული - ეს არის ღმერთის საჩუქარი.

სიყვარული, რომელიც გაიღებს საკუთარ თავს და თავისთვის არაფერს იტოვებს, მზადაა ნებისმიერი მსხვერპლისათვის და გამოცდისათვის, სიყვარული, რომელმაც შეიძლება საუკუნეებს გაუძლოს.

ერთი შეხედვით ეს ღმერთის ნაბოძები სიყვარულია და თუ თქვენს გულში ასეთი სიყვარული შემოიჭრა, თითქოს ცოდვაც კი უნდა იყოს იმაზე დაფიქრება, რომ აკონტროლოთ იგი. თქვენ დაფრინავთ თქვენს გრძნობებში უკან მოხედვის გარეშე და ტკბებით პირველ რიგში იმით, რომ თქვენ გიყვართ და არა მას უყვარხართ. ისიც ამბობს, რომ ბედნიერია, რომ ვერასოდეს იფიქრებდა, თუ ისეთ ქალს შეხვდებოდა, ვინც შეძლებდა მის ასე შეყვარებას. ვნებები და გრძნობები მდინარესავით მოედინება და სხვა ყველაფერი უფერულდება ამ უსაზღვრო და წმინდა სიყვარულის წინაშე.

პირველ ხანებში. შემდეგ კი ნელ-ნელა ყველაფერი იცვლება.

მამაკაცი კარგავს პირვანდელ ემოციას, იგი უკვე აღარ გკოცნით, რადგან იცის რომ უამისოდაც ყველაფერზე თანახმა ხართ, ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 1278 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

1. სიყვარული თურმე ჩემი ცხოვრების აზრია... როცა არ მიყვარს,არ ვარ ცოცხალი ფაქტიურად...
2. სიყვარული სიამოვნებაა სინანულის გარეშე...
3. მეე კიდე ჩემი თავი მომწონს, როცა შეყვარებული ვარ...
4. სიყვარული? სიყვარული მეხიზ დარტყმაა...
5. ჩემი აზრით სიყვარული სიტყვებით გამოუხატავი გრძნობაა. არ ვიცი როგორ გამოვხატო სიყვარული სიტყვებით. როცა გიყვარს სუ სხვა ადამიანი ხდები. ჩემი აზრითსიყვარული ყველაპერია...
კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 1109 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

ხშირად ამბობენ, რომ სიყვარული ნეტარებაა,
აფსურდიაო - ისიც ხშირად გამიგონია,
ქვეყნად მრავალი ჯადოსნური შედარებაა,
მე კი რატომღაც ასე ვფიქრობ, მგონია
სიყვარულია აპრილის სუნთქვა, ნოემბრის სევდა,
სიყვარულია პირველი თოვლი, მაისის ვარდი,
თეთრი უდაბნოს მდუმარება, თაკარა მზე
და სამუდამო გაქრობაზე ფარული დარდი,
და მე არ ვიცი ნეტარებაა თუ აფსურდია,
სისხლით გათანგულ მძვინვარე მხეცსაც ასე ანაზებს,
განა ტყუილად უბრძანებია გამსახურდიას:
"სიყვარულია თავად ღმერთი ამ ქვეყანაზე!"
კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 1150 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

1 2 3 4 5 »

საიტის მენიუ

კალენდარი

«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0