ხუთშაბათი, 2024-05-16, 12:06 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » რა არის სიყვარული?
სიყვარული ამ ქვეყნად მოვლენილ ყველა არსებაში ერთ-ერთი უმთავრესი გრძნობაა. ყველაზე კაშკაშა გამონათებაა, ყველაზე დიდი ძალაა, რომლის დამამარცხებელი ძალაც არ არსებობს. თავდაპირველად ყველას სულს აღამაღლებს, რომელმაც გაერთიანება შესძლო და იმ ქვეყნიურ სამყაროსათვის ამზადებს. შემდეგ სულები უსაზღვროების სახელით ბრძოლას იწყებენ, რათა მათ მიერ შეგრძნებულ ყველა გულებზე გაბატონდნენ. სიყვარულით შეპყრობილი მკვდარიც კი გაცოცხლდება. სიკვდილისას `სიყვარულით~ განუტევებს სულს, ხოლო სიცოცხლეს კი კვლავ სიყვარულის შთაბერვით უბრუნდება.
იმ ადამიანების, სულიერ ზეცაზე ამაღლება რომლებსაც სიყვარულის გრძნობა არ განუცდიათ შეუძლებელია. არსებობენ ადამიანები რომლებიც ღრმა მოხუცებულობამდე სულიერი განვითარების გზაზე ცისქვეშეთში მცირეოდენ მანძილსაც ვერ გადიან. სიყვარულს მოკლებული გულები იმის გამო, რომ ეგოს ბნელ ლაბირინთებს ვერ დააღწიეს თავი, ვერავის შეიყვარებენ. ისე წავლენ ამ ქვეყნიდან, რომ მათ გულში სიყვარულს არ დაუვანებია და კრულქმნილმნი განერიდებიან ამ ქვეყანას.
ამ ქვეყნად მოვლენილ ჩვილს სიყვარულით ეგებებიან. იგი სიყვარულით გამსჭვალულ გულებს ხედავს და ამ გულებს მინდობილი იზრდება. წლების შემდეგ ამ სიყვარულს ხან პოულობს, ხან კი ვერა. მთელი ცხოვრების მანძილზე კი იგი ამ ეძიებს ამ სიყვარულს და ამ სიყვარულისაკენ მიილტვის.
მზის დისკოზეც არის სიყვარულის ნიშნები. ორთქლად ქცეული წყლის წვეთები ამ სიყვარულისაკენ მიიწევს. წყლის სიმაღლეზე ასული შხეფები წვეთებად იქცევიან, სიყვარულის ფრთებს ისხამენ და ძახილით მიწის წიაღში ჩაედინებიან. ვარდები და ყვავილები სიყვარულით იზრდებიან და გამვლელ გამომვლელს ღიმილს ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 805 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

რა არის სიყვარული? მისი მნიშვნელობის აზრს ბოლომდე ვერ ჩავწვდები. მის გარეშე ვერ წარმომიდგენია სოცოცხლე. იქნებ ეს ჩემი ასაკის ბრალია? სიყვარული, ერთადერთია რის გამოც ღირს ცხოვრება. რომ განიცადო ის, ერთხელ მაინც უნდა უთხრა ვინმეს წრფელი გულით
„ მე შენ მიყვარხარ"და მანაც უნდა გიპასუხოს „ მე შენ მიყვარხარ"
ყველას სიამოვნებს მისდამი ნათქვამი სასიყვარულო სიტყვები, რაც არ უნდა უაზროდ და ორიგინალურობის გარეშე იყოს წარმოთქმული.
ხოლო მაშინ თუ იგივე გრძნობა გაგაჩნია კონკრეტული პიროვნებისადმი, შენს ბედნიერებას საზღვარი არ აქვს, დაფრინავ ღრუბლებში, სრულიად სხვა სამყაროში ხარ, ყველას მიმართ სითბოს აფრქვევ, და ბოლო ხმაზე გსურს ყვირილი, რომ ყველამ გაიგოს შენი სიყვარული. გსურს საყვარელი ადამიანის ფიქრებს ეკუთვნოდე, მუდამ შენს მოლოდინში იყოს. და შენს გარდა წამსაც ვერ ძლებდეს.
რა არის სიყვარული?
–ეს არის– „მე შენ მიყვარხარ"– ანუ მე ჩემი სიყვარული მიყვარს შენში, მე ჩემი სიყვარული ვიპოვე შენს იერში. ანუ მე თვით სიყვარული მიყვარს, ვარ ამ გრძნობის მონა, მიყვარს თავად ცნება „ სიყვარული".მე შენში დავინახე ის რასაც სხვა ვერ დაინახავს,
რა არის სიყვარული?
მე მგონი მარადიული მონატრებაა
რა არის სიყვარული?
ყველა თავისებურად ხედავს მას რადგან თვითონ ცვალებადი და გაურკვეველი ბუნებისაა სიყვარული.
რა არის სიყვარული?
სცადეთ, ყველამ საკუთარი პასუხი გასცეთ ამ შეკითხვას:
და თუ ვინმე შემოგიბრუნებთ კითხვას: დამიმტკიცეთ, რომ არსებობს სიყვარული... ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს:სიყვარული ისეთი ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 1038 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

მკვლევარებმა 4-დან 8 წლამდე ბავშვებს ჰკითხეს, რა არის სიყვარულიო. აი რას ამბობენ პატარები:

6 წლის რებეკა: როცა ჩემი ბებო ართრიტით დაავადდა, ვეღარ იხრებოდა და ვეღარც ფეხის ფრჩხილებზე ისვამდა ლაქს და ყოველთვის ჩემი ბაბუ უსვამდა, მაშინაც კი, როცა თვითონაც დაუავადდა ხელები ართრიტით. ეს არის სიყვარული.

6 წლის კრისი: სიყვარულია, როცა შენი შემწვარი კარტოფილის უმეტეს ნაწილს ვინმეს აძლევ და სამაგიეროდ არაფერს თხოვ.

5 წლის ერიკი: სიყვარული გაიძულებს დაიღიმო, როცა ძალიან დაღლილი ხარ.

7 წლის დენი: სიყვარულია, როცა დედა ყავას უმზადებს მამას და მიტანამდე მოსვამს, რათა დარწმუნდეს, გემრიელია თუ არა.

7 წლის ნოელი: სიყვარულია, როცა ბიჭს ეუბნები შენი პერანგი მომწონსო და იგი ყოველდღე იცვამს ამ პერანგს.

5 წლის მერი-ენი: სიყვარულია, როცა შენი ლეკვი სახეს გილოკავს მაშინაც, როცა მთელი დღით შინ მარტო დატოვე.

7 წლის ბილი: როცა ვინმეს უყვარხარ, შენს სახელს განსაკუთრებულად წარმოთქვამს და იცი, რომ შენი სახელი სამუდამოდაა დაცული.

6 წლის კარენი: როცა ვინმე გიყვარს, შენი წამწამები მუდამ მაღლა მიფრინავენ და დაბლა ეშვებიან, ზემოთ, ქვემოთ, იქიდან კი ვარსკვლავები იფრქვევა.

8 წლის ჯესიკა: თუ არ გიყვარს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვა მიყვარსო, და თუ გიყვარს, ეს გაუთავებლად უნდა იმეორო, თორემ ადამიანებს ავიწყდებათ სიყვარული.

კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 957 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

რა არის სიყვარული???
ოცნება თუ სინამდვილე?
თამაში თუ რეალური გრძნობა?
სიყვარული ყველაზე მშვენიერი გრძნობაა ამქვეყნად,
გრძნობა, რომელიც აღმაფრენას გვანიჭებს,
გრძნობა, რომელიც ღმერთთან გვაახლოვებს...
და ეს გრძნობა წარუშლელ კვალს ტოვებს ჩვენს ცხოვრებაში.
სიყვარული შეიძლება იყოს:
ბავშვური, ნაზი, ვნებიანი, სახიფათო, გულწრფელი, აუტანელი, ტკბილი, თავგანწირული, უკვდავი...
და როდესაც ის მოდის და გულში გვისახლდება,
შეუძლებელია მისი ამოშლა.
სიყვარულს ასევე მოაქვს:
ტანჯვა, ცრემლი, განშორება, იმედგაცრუება...
მაგრამ ჩვენ უნდა მივიღოთ სიყვარული ისეთი,
როგორიც არის და ხელი მაგრად ჩავჭიდოთ,
რომ არ გაგვისხლტეს და არ დავკარგოთ,
იმიტომ რომ - უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე,
თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ...
კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 904 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

ნამდვილი სიყვარული ალბათ ნიჭია.. რომელიც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.. რომელიც წმინდა, ამაღლებული, უმანკო, ნაზი და სათუთია..
იცით რა ბედნიერებაა იმის გაცნობიერება რომ შენ გაქვს ნიჭი.. ნიჭი გიყვარდეს.. ნიჭი გენატრებოდეს.. ნიჭი აღმერთებდე.. მისი არსებობაც კი რომ ბედნიერებას განიჭებდეს... მისი სიხარულით რომ ხარობდე და მისი ტკივილი რომ გტკიოდეს..
სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის.... როცა გრძნობა იბადება გულში მთელს შენს ცხოვრებას, ფიქრებს, აზრებს იპყრობს... მთელი ცხოვრება მხოლოდ შენს საყვარელ ადამიანს უკავშირდება.. მასთან რაგაც უხილავით ხარ მიჯაჭვული და გასაქანს არ გაძლევს..
ნამდვილი სიყვარული მარადიულია.. ის არასოდეს ქრება უკვალოდ და დიდ ტკივილსაც ტოვებს სულში...დიდი დრო და სიძლიერეა საჭირო იმისთვის რომ სიყვარულით გამოწვეული სიგიჟეების, მძაფრი განცდებისა და ეიფორიებისაგან განთავისუფლდე... ამას იმდენად დიდი დრო სჭირდება რომ, ჩვენი ცხოვრების მანძილზე დრო აღარ გვრჩება იმისთვის რომ ხელახლა შეგვიყვარდეს...
ზოგი იტყვის სიყვარული ვნებააო.. მაგრამ ცდებით.. სიყვარული ვნებაც არის.. მაგრამ ვნებას არ შეიძლება ვუწოდოთ სიყვარული.. ნამდვილი სიყვარული წმინდაა, ხელუხლებელი.. ვნებამ მართლაც ცეცხლივით იცის აგიზგიზება, მაგრამ მალევე ქრება.. თანაც უკვალოდ...
ნამდვილი სიყვარული მარადიულია.. ჩაუქრობელი..
სიყვარული ყველაზე დიდი ვნებაა, რადგან იგი ერთბაშად ეუფლება გონებას, გულსა და სხეულს..
ეს გრძნობა პატარა გულში ყველაზე დიდ ადგილს იკავებს...

აი ეს არის ,,ნამდვილი სიყვარული''...!!!

კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 993 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

SIYVARULI
Albat yvelas gainteresebt ra grdznobaa siyvaruli, rogoria. Amis pasuxi mecnierebma wlebis ganmavlobashi ver daadgines da verc daadgenen. Magram am yvelapers adamianebi taviseburad, tavisi enit xsnian. Roca vinme giyvars da tu masac uyvarxar samyaro sxvanairi gechveneba, am qveynad araperi gwyins, yvelaperi gixaria. Tvalebi gibrwyinavs sixarulisgan, ggonia rom msoplioshi yvelaze bednieri xar da es bedniereba arasodes dasruldeba. Sheni rcheuli shentvis yvelaperia, is shentvis samyaros centria. Dge iwyeba masze piqrit da amitve mtavrdeba. Vinc ar unda ecados veravin ver shegacvlevinebs masze azrs. Ggonia rom sul ertad iqnebit. Mis gverdit tavs daculad grdznob da arapris geshinia. Siyvaruli xshirad shenze deliria, xshirad ar gyopnis gulshi adgili rom is daitio. Ginda itiro, iyviro rom giyvars. Ggonia rom veravin zians ver miayenebs shens grdznobebs. Roca ichxubebt piqrob, rom samudamod dakarge. Am dros gaviwydeba yvelaperi. Gaxsovs mxolod misi saxe, tvalebi, xma, shexeba, kocna….. Am dros shen yvelaze ubeduri xar, siyvaruli am dros upro matulobs…
Pirveli siyvaruli am qveynad yvelaze lamazia. Is yvelasgan gansxvavdeba. Ar aqvs mnishvneloba rodis: 10-is, 15-is tu 25 wlis asakshi. Yvelaze lamazi albat siyvaruli gardatexis periodshia. Am dros yvelapers mwared ganicdI, upro romantiuli xdebi vidre saertod. Pirveli siyvarulis daviwyeba dzalian dznelia. Pirveli kocna, pirveli crremli, tkivili, sixaruli, sitbo, alersi, chaxuteba. Es yvelaperi yoveltvis shenshi rche ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 1967 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

« 1 2 3 4 5

საიტის მენიუ

კალენდარი

«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0