ხუთშაბათი, 2024-05-16, 7:19 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » რა არის სიყვარული?
რიტორიკული კითხვა, რომელიც "ქათმის და კვერცხის დილემის” ტოლი თუ არ არის, არც ბევრად უფრო ახალგაზრდაა.
ადრე თუ გვიან, ნებისმიერი ადამიანი იწყებს ამაზე ფიქრს.

მე თვითონ, პირველად საპირისპირო სქესის წარმომადგენელი რომ მომეწონა, 3 წლის ვიყავი, წარმომადგენელი-კი 10 წლით უფროსი იყო და დამატებით ჩემი ძმის მეგობარს წარმოადგენდა (ბავშვობიდან "არაქართული” ქცევით გამოვირჩევი xD ). რატომ ვამბობ ამას? იმის აღსანიშნად, რომ სადღაც ტვინში, რაღაც, ბავშვობიდანვე მუშაობს, რომელიც გაიძულებს დედამიწის მეორე ნახევრიდან(თუნდაც იმავე ნახევრიდან), ვიღაც გამოარჩიო და იმას უჟუჟუნო თვალები. მეორე ვერსიაა, რომ ბავშვობიდან ვუყურებთ იმას, თუ როგორ დადიან ჩვენს გარშემო ადამიანები წყვილებად (დედა და მამა, ბიძა და ბიძცოლა, უფროსი და და მისი ბიჭი) და ჩვენს ტვინებში ისრუტება, რომ ჩვენც უნდა ვიპოვოთ "ვიღაც”.

საერთოდ, მე მჯერა, რომ ძალიან, ძალიან ბევრი რაღაც ჩვენში იმიტომ არის, რომ ჩვენს გარშემო ასე ხდება. ჩვენი შინაგანი, უდიდეს ნაწილად, ცხოვრებაში მომხდარი მოვლენების, არსებული ადამიანებისა და ამ ყველაფრისგან მიღებული გამოცდილების ნაზავია. თუმცა, ეს თემიდან გადახვევაა. დავუბრუნდეთ სიყვარულს.

ადამიანური ემოციების ამ ნაწილზე ფიქრისას, მაინც მგონია, რომ მოთხოვნილება გვიყვარდეს, ორი კომპონენტიდან გამომდინარეობს : 1.პირველყოფილი ინსტინქტი ვაწარმოოთ ჩვენნაირი 2. ბავშვობიდან მიღებული ინფორმაცია, რომ უნდა გვიყვარდეს.. ხოდა ჩვენც, ზოგი ადრე, ზოგი გვიან, ვიწყებთ პროგრამა მინიმუმის შესრულებას.

სიყვარულზე არსებობს უამრავი წიგნი და ფილმი, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ის ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 1258 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

სიყვარულზე დაწერეო, მთხოვდნენ ამ ბლოგის მკითხველები. რომ იცოდეთ, რამდენჯერ ვცადე! არ გამოვიდა. მეტისმეტად ბევრი სიძულვილია საქართველოში. სიძულვილი კი, მოგეხსენებათ, გადამდებია.

მაგრამ მოვუსმინე ბარბრა სტრეიიზანდის ახალ ალბომს («Love Is The Answer» რომ დაარქვა ახლა უკვე 67 წლის მომღერალმა) და გამახსენდა, რომ სიძულვილის გარდა, სიყვარულიც გადამდებია.

მიუხედავად იმისა, რომ ბარბრამ არაერთხელ განაცხადა, კინოს და მუსიკას თავს ვანებებო, მაინც ვერ მოითმინა და ახალი დისკის გამოშვებაზე თანხმობა განაცხადა. კანადელ მომღერალს, დიანა კრალს სთხოვა დახმარება (ჯაზის ეს ახალი ვარსკვლავი დღეს ბარბრას პროდიუსერია), მოიწვია კვარტეტი, რომელიც კლასიკურ ჯაზს უკრავს და ჩაწერა ყველასთვის კარგად ცნობილი 12 სიმღერა, მათ შორის ”Smoke Gets in Your Eyes”, მიშელ ლეგრანის მელოდია ფილმიდან ”როშფორელი ქალიშვილები”, ჟაკ ბრელის ”არ მიმატოვო” ("Ne Me Quitte Pas"), დიდი ხანია კიტჩად, კარიკატურად რომ აქციეს მსოფლიო ესტრადაზე

ალბომის ყდას შეხედეთ და ”იუთუბზე” ნახეთ როგორ მღერის. http://www.youtube.com/watch?v=7-a0RXozSRU

ხედავთ, რა ლამაზია?

ეს ის ბარბრა სტრეიზანდია, ერთხელ, ყველაზე გაბრაზებულმა რომ თქვა, პრობლემა თქვენშია და არა ჩემში...ეს თქვენ გაქვთ ”გამრუდებული” წარმოდგენა სილამაზეზეო. პლასტიკურ ოპერაციებზე არც კი უფიქრია. დარჩა ასეთი - სქელი ტუჩებიით, პატარა და ელამი თვალებით, კეხიანი, გრძელი ცხვირითა და მოღუნული ფეხებით - სასაცილო გოგონა, რომელიც 15 თვის იყო მამა რომ გარდაეცვალა. მოგვიანებით კი, მართლაც რომ ცხოვრების ყველა ნომინაციაში გამარჯვებულმა, განაცხადა: ”როცა მითხრეს, ხმა გაქვსო, ეგრევ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 1305 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

მამაკაცებს ხშირად უამბნიათ, რა ოინი, სიურპრიზი ან საგმირო საქმე ჩაუდენიათ შეყვარებულის გამო. ქალები კი ამ თემაზე რატომღაც დუმილს ამჯობინებდნენ. პირველმა ჩემმა ერთმა კოლეგამ გაბედა და მიამბო, რა "გმირობაც" ჩაიდინა საყვარელი მამაკაცისთვის.

5 წლის წინ, ზაფხულში ნინო გრიგოლეთში ისვენებდა, გოგაც იქ გაიცნო. თავიდან მათ ურთიერთობას საკურორტო რომანის ელფერი დაჰკრავდა, მაგრამ მალე ერთიც და მეორეც მიხვდა, რომ საქმე გაცილებით სერიოზულად იყო.
- მე აუცილებლად ჩამოვალ თბილისში და შენს მშობლებს გავიცნობ, რომ შენი ხელი ვთხოვო! - უთხრა ნინოს ვაჟმა გამომგზავრების წინ და სტუმრობის დღეც დაუთქვა.
გოგა ფოთში ცხოვრობდა. ქალაქში ე.წ. "ავტორიტეტად" ითვლებოდა. მართალია, არასოდეს გარეულა "შავ საქმეში", მაგრამ ნებისმიერი სადავო და საკამათო მას უნდა გაერჩია, დაედგინა, ვინ იყო მართალი და ვინ - მტყუანი. იგი სიმართლის მხარეს იდგა და ამიტომაც ენდობოდა ყველა.
შეხვედრის დღე ახლოვდებოდა და ნინოს სული ელეოდა, ფორიაქობდა, დღეებს კი არა, ლამის საათებს ითვლიდა. მშობლებსაც უთხრა, ასე და ასეა ჩემი საქმე და მალე სასიძო თავს დაგიკრავთო... და აი, დადგა ნანატრი დღე. გოგამ დილის 9 საათზე დაურეკა ფოთიდან - მოვდივარ და 3 საათზე შენთან ვიქნებიო. ნინოს ლამის გული ამოვარდნოდა საგულედან... მაგრამ გახდა 3 საათი და თავისი სიტყვის პატრონი და უღალატო გოგა არ გამოჩნდა. შესრულდა 4, 5, 6 საათიც... ნინო ყოველ 5 წუთში ერთხელ რეკავდა გოგას მობილურზე, იქიდან კი ისმოდა ნერვების მომშლელი - "აბონენტი გასულია მომსახურების ზონიდან". გვიანღა მოიფიქრა და გოგას ერთ ძმაკაცს შეეხმიანა. იმან კი - რამდენიმე თვის წინ ფოთში ყაჩ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 1204 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (1)

სიყვარული ამ ქვეყნად მოვლენილ ყველა არსებაში ერთ-ერთი უმთავრესი გრძნობაა. ყველაზე კაშკაშა გამონათებაა, ყველაზე დიდი ძალაა, რომლის დამამარცხებელი ძალაც არ არსებობს. თავდაპირველად ყველას სულს აღამაღლებს, რომელმაც გაერთიანება შესძლო და იმ ქვეყნიურ სამყაროსათვის ამზადებს. შემდეგ სულები უსაზღვროების სახელით ბრძოლას იწყებენ, რათა მათ მიერ შეგრძნებულ ყველა გულებზე გაბატონდნენ. სიყვარულით შეპყრობილი მკვდარიც კი გაცოცხლდება. სიკვდილისას `სიყვარულით~ განუტევებს სულს, ხოლო სიცოცხლეს კი კვლავ სიყვარულის შთაბერვით უბრუნდება.

იმ ადამიანების, სულიერ ზეცაზე ამაღლება რომლებსაც სიყვარულის გრძნობა არ განუცდიათ შეუძლებელია. არსებობენ ადამიანები რომლებიც ღრმა მოხუცებულობამდე სულიერი განვითარების გზაზე ცისქვეშეთში მცირეოდენ მანძილსაც ვერ გადიან. სიყვარულს მოკლებული გულები იმის გამო, რომ ეგოს ბნელ ლაბირინთებს ვერ დააღწიეს თავი, ვერავის შეიყვარებენ. ისე წავლენ ამ ქვეყნიდან, რომ მათ გულში სიყვარულს არ დაუვანებია და კრულქმნილმნი განერიდებიან ამ ქვეყანას.

ამ ქვეყნად მოვლენილ ჩვილს სიყვარულით ეგებებიან. იგი სიყვარულით გამსჭვალულ გულებს ხედავს და ამ გულებს მინდობილი იზრდება. წლების შემდეგ ამ სიყვარულს ხან პოულობს, ხან კი ვერა. მთელი ცხოვრების მანძილზე კი იგი ამ ეძიებს ამ სიყვარულს და ამ სიყვარულისაკენ მიილტვის.

მზის დისკოზეც არის სიყვარულის ნიშნები. ორთქლად ქცეული წყლის წვეთები ამ სიყვარულისაკენ მიიწევს. წყლის სიმაღლეზე ასული შხეფები წვეთებად იქცევიან, სიყვარულის ფრთებს ისხამენ და ძახილით მიწის წიაღში ჩაედინებიან. ვარდები და ყვავილები სიყვარულით იზრდებიან და გამვლელ გამომვლელს ღიმილს აფრქვევე ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 1068 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

რა არის სიყვარული???
ოცნება თუ სინამდვილე?
თამაში თუ რეალური გრძნობა?
სიყვარული ყველაზე მშვენიერი გრძნობაა ამქვეყნად,
გრძნობა, რომელიც აღმაფრენას გვანიჭებს,
გრძნობა, რომელიც ღმერთთან გვაახლოვებს...
და ეს გრძნობა წარუშლელ კვალს ტოვებს ჩვენს ცხოვრებაში.
სიყვარული შეიძლება იყოს:
ბავშვური, ნაზი, ვნებიანი, სახიფათო, გულწრფელი, აუტანელი, ტკბილი, თავგანწირული, უკვდავი...
და როდესაც ის მოდის და გულში გვისახლდება,
შეუძლებელია მისი ამოშლა.
სიყვარულს ასევე მოაქვს:
ტანჯვა, ცრემლი, განშორება, იმედგაცრუება...
მაგრამ ჩვენ უნდა მივიღოთ სიყვარული ისეთი,
როგორიც არის და ხელი მაგრად ჩავჭიდოთ,
რომ არ გაგვისხლტეს და არ დავკარგოთ,
იმიტომ რომ - უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე,
თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ.
კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 843 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

სიყვარული? რაა სიყვარული? სიყვარული მტერია სიკვდილის. სიყვარული
სიცოცხლეა. ყოველივე, ყოველივე რაც კი გვესმის და გვეყურება, გვეყურება და
გვესმის იმიტომ, რომ გვიყვარს. ყოველივე არის, ყოველივე არსებობს მხოლოდ
იმიტომ, რომ გვიყვარს, სიყვარული ერთადერთი კავშირია ყოვლისა. სიყვარული
ღმერთია და, რომ დავიხოცნეთ, ეგ ის იქნება, რომ ჩვენ, ნაწილაკნი სიყვარულისა,
დაუბრუნდეთ ზოგადსა და საუკუნო დასაწყისსა. სიკვდილი გაღვიძებაა, თითქო
განთავისუფლებაა წინათ შებოჭილის ჩვენის ძალისა და ის მრისხანე, საუკუნო,
უცნობი და შორეული, რის არსებობასაც მუდამ ვგრძნობთ მთელს ჩვენს
სიცოცხლეში, როცა ვიხოცებით, ძრიელ მახლობელ რათმე გადაიქცევა ხოლმე,
თითქმის სულ ადვილად მისახვედრი და გასაგებ რამედ.
კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 947 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

რა არის სიყვარული?
ისეთი არაფერი...თვალებს დახუჭავ და მოვა...
მერე დაიწყება,
ვისთვის ვარდისფერი...
ვისთვის ნაცრისფერი თოვა...
დარდი გაბევრდება...
ცრემლი დაბერდება...
ლოცვა დაიღვრება გლოვად...
რა არის სიყვარული?
ისეთი არაფერი...თვალებს დახუჭავ და მოვა..."
კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 1031 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

« 1 2 3 4 5 »

საიტის მენიუ

კალენდარი

«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0