ხუთშაბათი, 2024-05-16, 11:35 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » ლექსები
ეს ყველაფერი უკვე იყო. ეს გზაც, მათ შორის.
ასეთი თოვაც ნანახი გაქვს - იცი, არ დადებს -
და უკვე თითქმის არაფერი აღარ გაშორებს
აღქმულ მიწას და მით უმეტეს აღარ გადარდებს,

რომ გამოსავლის შესავლიდან ისე გაზარდე
ბოლოსიტყვამდე უდაბნო, რომ ახლაც შესასვლელს
ეძებ ვენაში, ქანაანში, როლში, აზარტში,
რეაქციაში, სამოთხეში, ხანში, ვერსალში.

ქუჩაში, თოვლში მიაბიჯებ, როგორც მამონტი,
გადაშენების პირას მყოფი, პირში იგუბებ
თებერვლის სუსხს და თვალს ადევნებ, როგორ ამოდის
ცაზე და ყელში, ერთნაირად, მთვარე დიდუბის,

მთვარე მთაწმინდის, მთვარე ვერის, მთვარე მასივის,
მთვარე ლოტკინის, მთვარე გლდანის, თანაც ჯერ ასე,
თანაც არასდროს, თანაც ნაზი, თანაც ასევე:
ზამბახი, მტკვარი და მეტეხის თეთრი ტერასა -

ეს ყველაფერი უკვე იყო.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1034 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

იქნებ, სიცოცხლის ბოლოს დამინდო...
მე დღეებს ისევ, შენით ვიმშვიდებ...
მე ველი, შენ რომ გამიამინდო...
და მომიტანო შენი სიმშვიდე...

იქნებ, სიცოცხლის ბოლოს გავიგო...
გულს რად გტკენ,
თუმცა, მაინც ვერ ვხვდები...
მე მინდა, შენი კოცნა წავიღო...
ვინ იცის, მერე როდის შეგხვდები...

იქნებ, სიცოცხლის ბოლოს გამიგო...
და მაინც,
დღემდე ცრემლებს ვინახავ...
მე, წუხელ შენზე ფიქრმა წამიღო...
და მიმატოვა დილას, კინაღამ...

იქნებ,
სიცოცხლე დღესვე მთავრდება...
ამიტომ, მინდა ბოდიშის მოხდა...

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1167 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

უშენოდ ისევ მარტო ვარ სახლში,
გულიც უშენოდ ფიქრობს და ფეთქავს...
მაინც ვერ მივხვდი, რა მოხდა მაშინ...
არადა, რაღაც მინდოდა მეთქვა...

ისევ გავცქერი ატუზულ კედლებს,
კვლავ დადგომიათ ცივი ზამთარი...
მთელი დღე მაინც შენს ღიმილს ვეძებ...
არადა, ვიცი, სადღაც აქ არის...

ღია სარკმელთან ფიქრია მხოლოდ,
ვიღაცას ვუცდი, ვიღაცას ველი...
მინდა მოხვიდე ბოლოს და ბოლოს...
და გამიხარო დღე ხვალინდელი...

ნივთებსაც თითქოს რაღაც აკლიათ,
უშენოდ ფიქრებს აფრებად ვერ ვშლი...
ლექსები ვიცი ჩემი ნაკლია...
ვიცი, ოდესღაც ლექსები შემშლის...

ვიცი ლოდინში, დამასწრებს ვიღაც...
დრო უშენობით ჩქარა მიჰქროდა...
მე, მხოლოდ შენი ოცნება მიყვარს...
მე, მხოლოდ შენთან ცეკვა მინდოდა...

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1012 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

ოთახი მუსიკა მძიმე აკორდებით
ქერა ლამაზმანი სულის გაორებით
ქალი უარაფრო და მაინც სავსე
მე მის თვალებში ოცნება ვნახე.

საშიში ფიქრებით ცაზედაც მშვიდი
სამოთხის კართან ვიღაცა იცდის
პატარა გზაა და მიზნები დიდი
სიგიჯე წამში არაფრად გიღის.

როგორც ყოველთვის უცქერ ლაბირინთს
ამბობ ,,აკრძალულ გზებზე გამიშვით"
სულის მუსიკა ცრემლში არ იცდის
ისე გითხარი ვითომ არ იცი...

ბოლი ოთახში ნივთებად მოჩანს
და მავნე ჩვევა გითხარი მოგკლავს
კენტი საფერფლეში ამაოდ ბორგავს
და შენ კვალავ თავი დედოფლად მოგაქვს...

ახლა დაგიწყებდი რითმებით საუბარს
შენი შემხედვარე ზღვა როგორ დადუმდა
,,მე რა შუაში ვარ" იქნება პასუხად...
კენტი კი ბაგებზე კვლავაც გაურჩდა...

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1019 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

ვცხოვრობ ბინაში "25", ვცხოვრობ ისე რა,
გაყიდულ სულებს ვაბრუნებ და ეშმაკს
უხდება ხელშეკრულების დადებაც და
გადაკიდებაც ხშირად ჩემი, ეს დამიჯერეთ

ძვირად უჯდება, ვარ ნეგატივის ანტონიმი,
ვფიქრობ მიხდება, სიცოცხლე და აღარ მოვიხსნი,
ჩემი რა მიდის, კარგიც იქნება, მაქვს სიმპტომები
სუპერ მენის, ღმერთმა ინება ასე და რა ვქნა,

დაქორწინება ლივ ტაილერზე იყო დინებას
გაყოლილი კაცის დილემა, (გადალახული რათქმაუნდა)
მიყვარს სიმღერა, ნაყინი და შენში ცვლილება,
როცა თმას იჭრი ყოველ კვირა, ისე გიხდებაა.

მე და შენ ვიცით მარტო, გამომდინარე
გრძნობებიდან, წვიმა იქნება ხვალ და
სარეცხს არ დაფენ გარეთ, გიტყდება გახდა
მაისურის, არადა ხომ ვთქვი, გაცვია სული

იმხელა რომ არ ჩანს ხორცი, დღეს დღეა
დღის ფრაზა, და მაკვირვებს ის, რომ არ
გაკვირვებს, რომ მე შენ მაკვირვებ, იმდენად,
რომ ყველას ვაკვირვებ.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 931 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

სისხლისგან მთვრალი ცაა დღეს და იწვიმებს ალბათ,
იწვიმებს ისე, როგორც გუშინ შეღამებისას,
ბრაზმორეული წამოვდგები სკამიდან, დაღლა
აწვება გონდს და დედამიწა არის კელია

ჩამონგრეული კედლებით და უძილო ღამით.
არაკაცურად გაქცეული რწმენისგან, ხელებს
შევაწმენდ დროს და წვიმის წვეთებს ვუყვირი
"დაბლა!" რომ საკუთარ თავს გამოვუტყდე

გაუვა ვადა შემთხვევით ნაპოვნ სიყვარულს,რომ
დროა კართან ატუზულ ფიქრს დავარქვა "წასვლა"
რომ ტალახია გარშემო, რომ ვეფლობი მაგრად,
რომ სულთან ერთად ამ ნიავმა წამართვა ძალაც,

რომ არასოდეს არ მქონია სიცოცხლის განცდა,
რომ ღრუბელს ციება აქვს ჩემგან და ალბათ
აღარასდროს ამიშვებს მაღლა ძალიან, ნათქვამს
არ გადავთქვამ, გპირდები არა, დღეს იწვიმებს ვიცი,

გაცრეცილი ხელებით ვკვანძავ თოკს კისერთან და
ვიჩემებ პულსის ნელ და თანაბარ შენელებას, უაზრო
კამათს სიცოცხლესთან ვერ ვიტან ახლაც.

"სისხლისგან გამძღარ ცას კი რჩევა ნაცვლად ყეფისა,
რამე რიტმული მოაყოლოს წვიმას დეფისად."

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 950 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

შეგვინდე, მამაო, რამეთუ ვიცით, რას ჩავდივართ.
შეგვინდე, რამეთუ ჩვენ ასეთებად არ ვშობილვართ,
არამედ ასეთებად გვაქციეს.

ჩვენ პური წაგვართვეს, მამაო, არსობისა,
ტაძრიდან ქუჩაში გამოგვყარეს,
გაგვასალახანეს, გაგვაბოროტეს და გვასწავლეს,
რომ ერთმანეთი უნდა დაგვეჭამა,
(ხოლო გადარჩება ის, ვინც ხელს ჩაიქნევს,
დროულად გაგვეცლება და თავს უშველის)
და მას აქეთ, ვჭამთ ერთმანეთს, მამაო,
გულმოდგინედ, დამშეული ვირთაგვებივით
და სისხლმოწყურებულ თვალებში ჩავძახით:

- ეჰეი, ურწმუნოებო,
ჩვენ არ ვცემთ პატივს იმას, რასაც თქვენ ეთაყვანებით,
თქვენც ჩვენი სათაყვანოს მოთაყვანენი არ ხართ,
ამიტომ თქვენი სარწმუნოება თქვენ
და ჩვენი სარწმუნოება ჩვენ! -

შეგვინდე, მამაო, რამეთუ ვიცით, რას ჩავდივართ...

ჩვენ გვასწავლეს, რომ ღმერთი სხვა არაფერია,
თუ არა სიტყვა, რომელიც ერთხელ უკვე იყო
და ამდენად, შეგვიძლია, უბრალოდ გვახსოვდეს,
მაგრამ არასდროს წარმოვთქვათ,
ან სულაც დავივიწყოთ მისი არსებობა...
რომ ძე ღვთისა, სხვა არაფერია, თუ არა ის,
ვინც ჯერ უნდა გაყიდო, ხოლო მერე ჯვარს აცვა
და რომ სული წმინდა, სხვა არაფერია,
თუ არა ენერგია, რომელიც უდრის
მასისა და სინათლის სიჩქარის კვადრატის ნამრავლს
და მას აქეთ, ჩვენ შევიძულეთ თეორიული ფიზიკა
და შევიყვარეთ პრაქტიკული ბუღალტერია,
რომ შემთხვევით, არცერთი ვერცხლი არ დაგვეკარგოს,
რომელსაც სამათხოვროდ გაწვდილ ხელებში გვიყრიან
ყოველთვის, როცა საკუთარ თავს ვყიდით
და ერთმანე ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1193 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

« 1 2 3 4 5 6 ... 61 62 »

საიტის მენიუ

კალენდარი

«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0