ოთხშაბათი, 2024-05-15, 8:04 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » 2011 » აპრილი » 5 » ლექსები შემშლის...
10:07 PM
ლექსები შემშლის...
უშენოდ ისევ მარტო ვარ სახლში,
გულიც უშენოდ ფიქრობს და ფეთქავს...
მაინც ვერ მივხვდი, რა მოხდა მაშინ...
არადა, რაღაც მინდოდა მეთქვა...

ისევ გავცქერი ატუზულ კედლებს,
კვლავ დადგომიათ ცივი ზამთარი...
მთელი დღე მაინც შენს ღიმილს ვეძებ...
არადა, ვიცი, სადღაც აქ არის...

ღია სარკმელთან ფიქრია მხოლოდ,
ვიღაცას ვუცდი, ვიღაცას ველი...
მინდა მოხვიდე ბოლოს და ბოლოს...
და გამიხარო დღე ხვალინდელი...

ნივთებსაც თითქოს რაღაც აკლიათ,
უშენოდ ფიქრებს აფრებად ვერ ვშლი...
ლექსები ვიცი ჩემი ნაკლია...
ვიცი, ოდესღაც ლექსები შემშლის...

ვიცი ლოდინში, დამასწრებს ვიღაც...
დრო უშენობით ჩქარა მიჰქროდა...
მე, მხოლოდ შენი ოცნება მიყვარს...
მე, მხოლოდ შენთან ცეკვა მინდოდა...

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1013 | დაამატა: zukaa
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

კალენდარი

«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 7
სტუმარი: 7
მომხმარებელი: 0