ოთხშაბათი, 2024-05-15, 7:42 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » 2011 » აპრილი » 04
ღამე უშენობა მხოლოდ გამახარებს,
უფრო, სიყვარულიც ჩვენთვის თამაშია,
ცა კი, ცა, ფიქრისგან დანისლული,
ისევ შენზე უფრო ლამაზია,

მიყვარს შენთან ჩხუბი, აფსურდია
ჩვენი ერთად ყოფნა თავიდანვე,
არა არასოდეს დაგივიწყებ,
მაგრამ ვერასოდეს შეგიყვარებ,

და ხო, გეუბნები მენატრები,
ღმერთო რა უღმერთოდ შეგიყვარე,
ჰოდა არ გაბედო უარის თქმა,
რომ კვლავ ოცნებაში დამიღამდეს,

ვეძებ მარტოობის ყველა წამს და
ძლიერ ამ ძებნაში დავიღალე,
მიწას ხელით ვთხრი და არ მაღელვებს
თუკი ამ ორმოში დამმარხავენ,

ვიცი სიგიჟემდე არ გიყვარვარ,
ღამეს არაფერი დააბრალო,
ისე, სულ უბრალოდ, მომატყუე,
რომ კვლავ ერთმანეთი გავაბრაზოთ,

ღამე უშენობა მხოლოდ გამახარებს,
უფრო სიყვარულიც ჩვენთვის თამაშია,
ღმერთს შენ არასოდეს ყვარებიხარ,
რადგან მასზე უფრო ლამაზი ხარ.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 987 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

ვარ დანგრეული ციხის კარიბჭე,
ვარ დასეტყვილი ყურძნის მტევანი...
სისხლი გაწყალდა, წყალი დამიშრა,
გული კი მაინც ფეთქავს, ვერანი.

ან მოთმინების რაღა ძაფი გაქვს_
შენ გეკითხები, მიქელ-გაბრიელ,_
რაც მე "სიკვდილო!" დამიძახია,
ეგ ცივი ხელი რით ვერ დამრიე?!

რით ვერ მომძებნე?! რით ვერ მიპოვნე?!
სად დააფეთებ თვალებს_უფსკრულებს?
რად მაწერინებ ამ შხამ-სტრიქონებს?!
კაცს ბოლო ნატვრას რად არ უსრულებ?!

რომ გყავდე ახლა მარჯვედ კლანჭებში,
სატრფოს ცრემლისთვის ერთ ცისკარს გთხოვდე,
ვინ გაგიშვია, მე რომ გამიშვა?
არ გამიშვებდი, ხომ ვიცი, ჰოდა:

სანამ თვალებში ძალმიძს ჩაგხედო,
სანამ დამამტვრევს საწუთრო მხრებში_
სანამ გეძახი, (თავო, თავხედო!)
სანამ დაგეძებ, (თავო, თავხედო!)
სანამდე გნატრობ, (თავო, თავხედო!)
მოდი და ბოლო თასივით შემსვი!

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1036 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

ნუღარასოდეს დამაჯერებ მორიგ სასწაულს,
ნუ დამაჯერებ, რომ დღეს გულში მართლა გიკრავდი,
ნუ დამაჯერებ, რომ ერთხელაც ორნივ მთას წავალთ,
ნუ დამაჯერებ, რომ ეს კერპი ბიჭი გიყვარდა_
თუნდაც სულ ერთი, ცაზეთვალისმოწყვეტა წამით...
ნუ დამაჯერებ! მე შენამდე დავწვი ზღაპრებიც...
და ყველა ჩემი სულისსიმებდაწყვეტა გამა
წაიღო ქარმა. მზეც ჩამიქრეს და ჩირაღდნებიც.
ჰოდა, მივყვები ჩემს გზაწვრილებს ხელის ცეცებით,
ბოლო ღიმილი დამივარდა ბებრისციხესთან_
მერცხლის ბარტყივით... და თვალები_შენი მერცხლები,
რომ აწრიალდნენ, დამიმშვიდე, შენს გზებს მიხედონ,_
იქნებ შენ მაინც მოიხილო გაღმა ნაპირი,
მე რომ ბავშვობის სიზმრებიდან ასე მეცნობა.
ოღონდ, შენ მაინც აღარაფერს აღარ დამპირდე!
შენ ერთმა მაინც მაპატიე ყველა შეცდომა.
მერე კი შენი ტყვიისფერი, მძიმე ზეციდან
ზამთრის შიშები ჩამოხსენი_ცივად აშუქებს.
და მაინც, უცხო ქვეყნის ცისქვეშ რომ არ შეგცივდეს,
მე ხელისგულზეგაზამთრებულ ჩემს მზეს გაჩუქებ.
ოღონდ, შენ ნუღარ დამაჯერებ მორიგ სასწაულს...
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 972 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

ეს ვერერთგულებაც მაპატიე,
(უკვე რახანია ჩემთან არ ხარ),
თურმე სიშორეც კი ღალატია,
ღამეს უძილობა ჩაენაცვლა...
ფიქრმა სულს შეუხსნა ალაყაფი
სევდის,
გარინდება არ მჩვევია,
მთვარე ჩამშვებია, არაკაცი,
გრძნობებს აშიშვლებს და
ალერგია
მგონი დამემართა უშენობის,
წამებს ნაფაზებში ვასამარებ,
სუნი ჩემს განწყობას დაჰკრავს ობის,
უფრო მომენატრე,
განა რამე...
ყეფით ამედევნა წარსული და
მთვარე ამ სიშიშვლით გადავრიე,
ყველა ღალატი ხომ ფარულია,
ეს ვერერთგულებაც მაპატიე...
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1120 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

მოვდიოდი. ვიცოდი, რომ შეგხვდებოდი.
გაგიჟებით მოვანგრევდი ტალღებს.
არ მეგონა, ასე მწარედ შევცდებოდი.
არ მეგონა, ავიტანდი ამდენს.

მოვდიოდი. შემოვცვითე ქვეყნად გზანი.
დარდიანი თალებს ცრემლით ვირეცხავდი.
საყვარელო, მე ამ წუთას შეგიცანი,
ახლა უფრო ძვირფასი ხარ ვიდრე მყავდი.

მაპატიე, სანატრელო, ყველაფერი,
მაპატიე, ცრემლიანი ღამეები.
რაღას ველი? რაღა მინდა? არაფერი.
თვალწინ მიდგას შენი წმინდა ბაგეები

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 986 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

ამრი_დამრია სხეულის ეშხმა.

ამრი-დამრია ამ გზების სივრცემ.

ამრი-დამრია თვალების ცეცხლმა.

მთელი დღეები მხოლოდ ერთს გიცქერ.

რა ვქნა?ყოველ წამს მე ვფიქრობ შენზე.

კარებთან როგორც ფინია გიცდი.

შენს სიყვარულს ვარ მოშიებული.

ახლა ავხადე გრძნობებს ფარდები.

მათხოვარივით მოციებული

ვოცნებობ, ერთ დღეს შეგიყვარდები.

შენ მდიდარი ხარ, მე კი ღარიბი.

შენა გაქვს სარკე, მე კი მაქვს გუბე.

შენ მცინარი ხარ, მე კი არიფი.

ცრემლით სავსე მაქვს დამშრალი უპე.

და ერთხელ, როცა გადამეტდები.

მოვალ. მოგახლი მხოლოდ ჩემს სათქმელს.

გზად რომ შემთხვევით გადამეყრები,

გონებრივ წიგნში მოვძებნი სარჩევს.

და როცა ერთ დღეს, გიხილავ ჩემად,

მაშინ ვიქნები მე გრძნობის ღმერთი.

ვფიქრობ, ტკივილი ყოველთვის რჩება,

გამქარვებელი შენა ხარ ერთი.

შენს ტკბილ ბაგეს და სხეულის სითბოს

ასდის სურნელი უნეტარესი.

უკანასკნელად გიყურებ თითქოს

შენ ქალღმერთი ხარ, უზენაესი.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 882 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

როდესაც ქარი ააშრიალებს,
როცა ზღვის ტალღებს ააბრიალებს,
მაშინ მიხვდები რომ იგვიანებ...
დაიგვიანებ! დაიგვიანებ!
ცა მიწად ექცა, ზღვა კი- ხმელეთად,
ფსკერი ცა არის, ცა კი -ფსკერია
დაიგვიანებ! დაიგვიანებ!
მიხვდები ის რომ ვერ შეგელია...
ცოტა ხნის წინათ ნაზი გოგონა
გეტრფოდა ძალზე ძლიერი გრძნობით,
ვერ დააფასე მისი ეს გრძნობა
ახლა კი სტირი მხურვალე ცრემლით...
განა დასტირი იმის მკვდარ სხეულს?!
ზღვით გამორიყულ ცხედარს- ნაპირთან.
გვიანი არის ეგ შეცოდება
იგი ცაშია უფალთან ერთად!
ან იქნებ ასე სულაც არ არის,
უფალმა იგი მწარედ დასაჯა,
რადგან გრძნობისთვის თავი გასწირა
მისი ცხოვრება ასე განსაჯა...
ვინ იცის ახლა სად იმყოფება
იმქვეყნად რომელ გზას ადგას დღემდე,
იქნება უკვე ჯოჯოხეთშია,
ჯოჯოხეთია მისთვის სამოთხე.
გაწუხებს დარდი ამგვარი ფიქრით,
გსურს ახლა მაინც იყო მის გვერდით.
შენ მიაშურებ ცისფერ ზღვის ტალღებს
არ დაიღლება იგი ლოდინით...
თუ შეგიყვარდა რად არ თქვი ადრე?!
შენც იწვალე და ისიც აწვალე.
ახლა გინდა რომ იმის გზას ადგე?!
დაიგვიანე! დაიგვიანე!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 971 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

მე ასეთი ვარ, ვერ ვიქნები რადგან სხვაგვარი.
დრო მკურნალია, დრო ტკივილებს ერთად აქუჩებს,
ხელს ვერ ავუქნევ რითმებს, როგორც მშიერ ბეღურებს,
გამოვაზამთრებ სევდას, ჩემგან ცრემლებმიუჩვევს.

დროც ასეთია, ყველა ტკივილს სწრაფად გავიწყებს,
წლებით "აცრილი" სიძულვილი, თითქმის, ბრძენია.
და როცა წყენას ვერ იხსენებ დროში გაწელილს, -
უნდა ჩათვალო, რომ საწყენიც არაფერია.

მე ასეთი ვარ, ვერ ვიქნები რადგან სხვაგვარი.
იღბალს ჩამოვწყდი თვალნაკრავი გიშრის მძივიდან,
თბილ ხელისგულზე დამეტევა მთელი ზამთარი...
თუ სიამაყეს, სიყვარულის მსხვერპლად მივიტან.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1097 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

შორეული ქალის ეშხი
მოვა... მაგრამ როდის?
სიყვარული სასახლეში
მხოლოდ ერთხელ მოდის!

ასეთია ნაზი ბედი,
ბედი რჩეულ ფერის,
სიცოცხლეში თეთრი გედი
მხოლოდ ერთხელ მღერის!

ზრდილი, ნაზი და მეფური,
ჩემი ძველისძველი
ლექსი არის უნებური
სიზმრით შემმოსველი.

მხოლოდ თეთრი შადრევნებით
მოკისკისე ბროლი,
მაცდურ თვალის გადევნებით,
მტანჯავს მსუბუქ მქროლი"

აჰა, ვხედავ - ლურჯა რაში
მიჰქრის საშიშ-ჩქარი,
და ბილიკთა ლურჯ ქვიშაში
მიაქვს მძაფრი ქარი!

მიჰქრის დალალგადაყრილი
დოვინ-დოვენ-დოვლი:
თოვლი, ფიფქი და აპრილი,
ვარდისფერი თოვლი.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1092 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,
სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.

მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს,
სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს.

ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,
ისე არის სავსე გრძნებით, ვით რითმებით ეს წერილი.

საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,
ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.

დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,
არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.

რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,
ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.

ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი,
საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი;

ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით სავსე,
ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე.

მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.

იცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1509 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

დეკორაცია იცვლებოდა, შუქი ქრებოდა,
დადგმული დრამის დრამატული წუთი დგებოდა,
მთავარი გმირი სიყვარულის გამო კვდებოდა,
დარბაზში ტაში გრიალებდა, აღარ წყდებოდა.
და ყველა გმირის წამოდგომას ელოდებოდა
მაყურებელი ფეხზე იდგა და ვერ ხვდებოდა,
რომ ცხოვრებაში ბოლო როლი თამაშდებოდა,
და რომ სცენაზე მსახიობი მართლა კვდებოდა
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1178 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

ცვალებადია ყოველი წამი,წააგავს თვალებს.
და დრო თავს იკლავს ,ვნებააშლილ ქალწულის მკერდში,
რემარკისეულ ბებერ "კალვადოსს” ღრუბლებით დავლევ,
შემიყვარდება ნიკე ქალღმერთში.

და შემოდგომის ფოთლისფერია ჩემ გულში დილა,
შენ კი საფირონს დაატარებ თვალების ნაცვლად,
ალბათ ოდესღაც, მილიარდი მზეების წინათ,
ალბათ ოდესღაც, მილიარდჯერ მთვარეზე მაღლა,
ამტკივდა შენი არსებობა,
შენ კი ვერ გრძნობდი რატომ არის მზე ასე თბილი,
ალბათ ოდესღაც მილიარდი ჩასუნთქვის წინათ,
მე ვგრძნობდი ჩემივ პოეტურ ტირილს.

ვიმახსოვრებდი ყოველ წამს,
რომ სიკვდილის წინ,რომ მომესწრო კიდევ ცხოვრება,
მე სიზმრებიდან უფალიც მახსოვს,
მაგრამ ვერ შევძელ შენი სახის დამახსოვრება.
რადგან თვალებით გიყურებდი როცა გხედავდი,
რადგანაც გული ბრმავდებოდა.

მიყვარდა მიწა, მას ესმოდა შენი სულის ხმა,
მიყვარდა ზეცა,როცა ჩვენს ღრუბლებს სუნთქავდა ქარი.
და დედამიწა დაკარგული,
დავიწყებული მიწის თილისმა,
მუზების ჯარი.

ვსუნთქავდი ზამთარს და ვათბობდი გაყინულ სხეულს,
ვაფერადებდი ჩვენს სიყვარულს, მზეს რომ ვცდებოდი,
ღამეში ვკლავდი უკანასკნელ ორ ათასწლეულს,
მ ი ყ ვ ა რ დ ი,მაგრამ არასოდეს არ არსებობდი…
ცვალებადია, პოეზია არარსებული,
ოკეანეა თვალებში ცრემლი………

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 934 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

ნეტა სადა ხარ?ვის ტუჩებს კოცნი?
ვისი ალერსი ათბობს შენს სხეულს,
ვისი ჩურჩული გიღვიძებს გრძნობებს
და შენს მკლავებში ვის ძინავს ეულს?
მე კი შორსა ვარ,მარტო ამ ფიქრთან,

გონებას მირევს შენზე ოცნება,
ვდგავარ კიდესთან,არ ვიცი რა ვქნა,
უშენოდ როგორ გავძლო ამ ქვეყნად,
ვდგავარ ქარში და ვდგავარ წვიმაში,
მე ფიქრთან ერტად ვდგავარ კიდესთან,
გადავდგავ ნაბიჯს და წავალ ზეცას,
წავალ უშენოდ და ამ ფიქრებთან,
გამაგებინა ნეტა სადა ხარ?
ნეტა სადა ხარ ჩემო ღვთაებავ........................

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 980 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

მე მოვალ შენთან........
გაზაფხულის წვიმას მოვყვები....
მარტის სიგიჟეს მონატრებას გავანდობ შენსას.....
შევიპარები შენს ოთახში ლურჯი იებით
და მიტოვებულ ჩემს სიყვარულს დავუწყებ ძებნას.......
მოვალ დაღლილი....

გათანგული ფიქრით და ლოცვით.......
დახეთქილ კვირტებს დავკრიფავ და მოვიტან შენთან......
დაფეთდებიან ალიონზე ხეები მარტის......
და გულწასული მონატრება მომიყვანს შენთან...

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1096 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04

რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში
საოცარია თვალები შენი
ვარდის სურნელში ხარ შებნეული
მზერა,ღიმილი ფიქრი და შიში
რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში.
მინდა გხედავდე თუნდაც წამებით
თვალწინ სულ მედგას შენი ღიმილი
ცუდი ფიქრია შიშით ლოდინი
ვერას მირჩვენ ხენი ძმობილნი.
დარჩენილს მარტოს შენს ღიმილს ვნატრობ
რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში!
სულაც არ მომწონს ცხოვრება შენი
სულ მეუბნები "ცხოვრებას ვრჩები"
მაინც მიდიხარ იცი რომ კვდები
რა საუცხოვო გრდძნობა ხარ ჩემში!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1008 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

რა დამრჩენია სიყვარულისა
ტალღები ზღვაში,ნოტი ხაზებში;
შენი სიტყვები ჩემსას ჰგავს..
რითმები ლექსში,სიტყვები ბოდვაში;
ჩემი ლექსები შენსას ჰგავს..
და მინდა მუდამ ეს ჰარმონია,
რომ მგავდე, გგავდე და
გწერდე ჩუმად....
მე შენი გგავარ.....
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 948 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

შენ მოგიძღვნიდი მთელ ჩემს სიცოცხლეს,
საათებს, წუთებს,წამებს...
შენ მოგიძღვნიდი გულის სიმღერას,
გულის სიმებით ნამღერს...
შენთვის დავკრეფდი ჩემო ძვირფასო,
წითელ ეკლიან ვარდებს...
ტაძრის კედელთან მუხლმოდრეკილი
შენ დაგინთებდი სანთელს...
შენ მოგიძღვნიდი წმინდა სიყვარულს,
გულის სიღრმეში ნადებს...
შენ მოგიძღვნიდი ცრემლის ნაკადულს
წმინდა გრძნობებით სავსეს...
სიკვდილიც კი ვერ შემაშინებდა,
თავს გავწირავდი გწამდეს!
შენ დაგლოცავდი შენთვის დავლევდი,
სიკეთით სავსე ყანწებს...
შენ მოგიძღვნიდი მთელ ჩემს სიცოცხლეს,
საათებს, წუთებს, წამებს...
შენ მოგიძღვნიდი სიცოცხლის ბოლოს,
უხმოდ დაშვებულ ფარდებს
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 937 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

სიყვარულისთვის ყველა მსხვერპლი დასაშვებია,
სიყვარულისთვის არ არსებობს ზომა,ასაკი,
გიყვარდეს,მაგრამ მის წინაშე ნუ დაეცემი,
შენ სიყვარულით შეგიძლია იყო ამაყი;
თუ შეგიძლია შეყვარება,ბედნიერი ხარ,
რადგან ამ ქვეყნად უნიჭონიც იბადებიან,
მთელი ცხოვრება თამაშობენ სიყვარულობას
და სიყვარული არ იციან,ისე კვდებიან
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 952 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

ერთხელ მინდა გავიღვიძო
შენს მკლავებთან..
ერთხელ მინდა გავახილო
თვალები და...
გითხრა,როგორ ჩამეძინა
ვარსკვლავებთან
კოცნა როგორ აგიკრიფე
ხელებიდან...
მინდა ერთხელ,თუნდაც ერთხელ
ძილში შემკრთალს,
შენმა ტუჩმა დააფინოს
კოცნა ბაგეს..
ერთხელ მინდა დავიძინო
მხოლოდ შენთან
გავეჯიბრო შენს სიზმარს და
შენს წილ ღამეს.
გული მერე სიყვარულმა
გამიგიჟოს
სულმა ვეღარ დაიტიოს მონატრება
მითხრა ჩუმად...მხოლოდ ერთხელ
დამიფიცო
"შენ თუ წახვალ,ბევრი რამე მომაკლდება"
ერთხელ მინდა გავიღვიძო
შენს მკლავებთან
ერთხელ მინდა გავახილო
თვალები და...

გითხრა როგორ ჩამეძინა

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 923 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

ნეტა სადა ხარ? ვის ტუჩებს კოცნი?
ვისი ალერსი ათბობს შენს სხეულს?
ვისი ჩურჩული გიღვიძებს გრძნობებს,
და შენს მკლავებში ვის ძინავს ეულს?

მე კი შორსა ვარ, მარტო ამ ფიქრთან,
გონაბას მირევს შენზე ოცნება,
ვდგავარ კიდესთან არ ვიცი რა ვქნა
უშენოდ როგორ გავძლო ამ ქვეყნად,

გამაგებინა ნეტავ სადა ხარ...
ნეტავ სადა ხარ ჩემო ღვთაებავ!

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1000 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

ბავშვი უკრავდა სტუმრების თხოვნით,
უცახცახებდა პატარა მხრები.
გარეთ კი თვითონ ბუნების ნებით,
თავგანწირულად დნებოდა თოვლი.

ჩნდებოდა მიწა, სველი და შავი,
როგორც დაწრეტილ მდინარეს ფსკერი.
და ხეებს, თუმცა არ ედოთ ფერი,
მაინც ამაყად ეჭირათ თავი.

ბავშვი უკრავდა სტუმრების თხოვნით,
ხოლო მუსიკა, ქარივით ლაღი,
ჭაღს აწყდებოდა და დიდი ჭაღიც
თრთოდა მუსიკის უცნაურ თრთოლვით.

ირგვლივ უძრავად ისხდნენ სტუმრები,
და სტუმრებისთვის უხილავ ცაში
მსუბუქი ფრთებით მიქროდა ბავშვი
და სხეულს ვეღარ გრძნობდა სრულებით.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 972 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

ნუ გეშინია... მე შენთან მოვალ,
მოგძებნი ბნელში ხელისცეცებით...
მჭირდები ისე, ვით ზამთარს თოვა,
როგორც ორთავეს ეს სარეცელი.

შენ ახლა ისე მჭირდები, ისე,
ვით ღამეს დილა, დილას-საღამო...
როგორც პოეტებს უსაზღვრო სივრცე,
როგორც ვარსკვლავებს მთელი სამყარო.

მე ვიცი, თბილი ცრემლების გასწვრივ
შენი სიზმრებიც როგორ შფოთავენ...
ვით დაკარგული ნაწილი ნაწილს,
რადგან ერთმანეთს ვეძებთ ორთავე.

ნუ გეშინია... მელოდე... მოვალ,
გიპოვნი მაინც ხელისცეცებით,
მჭირდები ისე, ვით ზამთარს თოვა,
როგორც ორთავეს ეს სარეცელი.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 985 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

კარგი მაშინ მე აგიხსნი ჩემი ძალით,
არის ფლიდი,ვითომ მშვიდი,მზაკვრული და ბელეტრისტი,
გულმავიწყი,სასტიკი,საშიში,ზარმაცი და გიჟი,
ჩემიც არი,შენიც არი,ჩვენიც არი,
მაინც ვერ მიხვდი?? ეეჰ შენ რა გითხარი..
უთვაბოლო კოშმარია ჩვენი ხალხის,
ვერ უშველა ილიამ და მისთანებმა ენით,გონებით და კალმით
ვერავინ ვერ გადაურჩა,ვერც ერეკლე და ვერც ხალხი
იმის მუხანათურ ხრიკებს.. ფლიდია თქო ხომ გითხარი.
ჩემი თვალით,შენი თავით,ჩვენი ძალით,
ამის კალმით,იმის მარნით,ერის გარჯით,
ქვეყნის დარდით,მომავლის ხათრით,
მეც ვირწმუნე ბევრი არაფრით,ვტყუი!.. ყველაფრით
ჩემი ბედი,შენი ბედი,ჩვენი ბედი,
ამის ბედი,იმის ბედი,იგის ბედი,
დიდი ქარაფთან გამართული ზუს ბედი,
ქვეყნის ბედი,ქართლის ბედი,
ეგ არი, ბ ე დ ი...
ბედი გიჟი,ბედი ფლიდი,ორპირი და ინვალიდი.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 939 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

ჩუმად ჩავივლი უშენობით ნაჩვევ ბილიკებს
და მოჩვენებით ვანუგეშებ მტირალ ტირიფებს
როგორ განვიცდი!! შენ ხომ უკვე სხვაზე იფიქრე.....
მაგრამ არ ფიქრობ რომ ჩემსავით სხვა ვერ გაგიგებს?
მომენატრები და უშენოდ მე ბევრს ვიტირებ
მერე კი ლოცვით მოვიშუშებ ამ დიდ ტკივილებს
გახსოვს შენ მკითხე: რა ატირებსო ნეტავ ტირიფებს?
მე რასაც მივხვდი ნუთუ მართლა შენც ის იფიქრე
მართლა მიდიხარ? ძალიან გთხოვ გადაიფიქრე
ხომ კარგად იცი რომ ვერასდროს ვერ დამივიწყებ
მაშინ რად ტოვებ ჩვენ საყვარელ ნაცნობ ბილიკებს!!!
მწარედ ავტირდი უშენობა ვერ მოვითმინე
შენ მიდიოდი საბოლოოდ რომ გამიღიმე
მე შემოგხედე... ჩავიკეცე დიდახნს ვიტირე
შენ მიდიოდი საბოლოოდ რომ გამიღიმე
მერე ავდექი მაგრამ უკვე ვეღარ გიხილე....
უკვე წასულხარ გაქცეულხარ ჩემ დიდ ტკივილებს
ახლა კი ვხვდები რა ატირებდა თურმე ტირიფებს
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 963 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

მიჭირს რამეზე ვისაუბრო, თუმცა ბოლო დროს,
სიტყვა "სიძნელეც" გაიშალა, გახდა ზოგადი.
მე ვეღარაფრით შევეგუე მძიმე მოლოდინს,
რაღაც უღმერთოდ მომენატრე და რაც დრო გადის

ჰაერთან ზუსტი შეფარდებით ვსუნთქავ პაპიროს,
მარტივი ენით რომ აგიხსნა ვცოცხლობ ზიარად
და სიგიჟეა პოეტობა რომ დავაპირო
ქალაქში, სადაც ყველაფერი პოეზიაა.

ქალაქში სადაც წამებაა, ჰოდა მოდი შენც,
თუკი ბიჭი ხარ გადაადგი ერთი ნაბიჯი,
დაეცი? მოვა მილიონჯერ მოგიბოდიშებს
შენაც, მასაც და უსახელო ვიღაც ნაბიჭვარს

ჰგონია წერ და სირცხვილია დაძვრა კრინტისა,
ანუ საერთოდ არ გჭირდება შველა (03),
ანუ სხეულის შესამოსად კმარა სინდისი
და რჩები ასე - სანახევროდ შეუმოსავი.

როი! ღამეა, ჟარგონულად ვლანძღავ თებერვალს,
საძმო ფალანგას მოწყვეტილი სუსტი ჰოპლიტი.
მაგრამ სხეული ცოდვიანი ისე მებევრა
ვეღარ ვიხსენებ, თუ რამდენი გრამი მყოფნიდი.

ვფეთქავ ამგვარად - საკუთარი თავის მეკობრე,
უცხოდ გაფანტულ სამყაროში, უცხოდ,ზოგადი,
და მეშინია რომ ეშმაკიც დავიმეგობრე,
რადგან უღმერთოდ მენატრები, რაც კი დრო გადის.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 931 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

ტკივილი ფონია, კაკტუსი-სიმბოლო.
ღამეებს გამაკრეს სამსჭვალით ეკლების...
ამაღამ სიკვდილი რომ გამოვიგონო,
მიზეზს გამართლება უთუოდ ექნება.

ლექსებით სიკვდილი რომ გამოვიგონო...
რა ყულფი?! უჰ, ლულას საფეთქელს შევახებ?!
სად ის, რომ იფეთქებ მეხივით სტრიქონად
და ჯოჯოხეთის კარს წიხლით რომ შეაღებ!

სად ის, რომ ჩაუვლი ამაყად გაბრიელს,
რიდი შენ კი არა_ შენი რომ ექნებათ...
მთელი დღე ლექსებმა დღეს ხელი დამრიეს!
უჰ, ხელი დამრიეს მთელი დღე ლექსებმა!..

წუთისოფელმა კი იდინოს, იგოროს;
(ვინ გხედავთ, თვალებო, დარდით რომ მევსებით.)
მე ჩემი სიკვდილი მსურს გამოვიგონო_
ლექსებით სიკვდილი... სიკვდილი ლექსებით...

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 915 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

გადაუღია...
და ტანს იბანს მტრედი გუბეში,
მთვარე ანკესით დავიჭირე,
კვლავ წამოეგო,
გამოწვდილ პეშვებს
თუ დააკლდათ ხურდა ნუგეშად,
მაშ სიხარულით
რატომ გწერდი ნაწარმოებო.

სასმელს მივენდე,
საღამო კი ბახუსში ერგო,
მორიგ სიმთვრალით ვივიწყებდი
წყეულ განგებას,
მე დედის გულში ვიჯექი და
ვფიქრობდი კარგო,
საკუთარ თავის
ხელმეორედ არდაბადებას.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 966 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

ჩემს დუმილს ნუღარ უსმენ, სიჩუმე მაცდურია,
მზეს მიაქვს ჰორიზონტი - ზღვისტალღებმიხატული,
და როცა იმედები ოცნებას გარს უვლიან,
ვგრძნობ, როგორ მემატება თვალებში სიქართულე.

შეჩვეულ ხეივნებში დღითიდღე ვფერმკრთალდები
მეც, შემოდგომასავით, ქარიშხლებს ვეღარ ვცდები,
შენ მხოლოდ ახლა ხვდები, დრო იყო ყველაფერი,
რაც ასე გვხიბლავდა და ველოდით გატაცებით.

ისიც კი შემიძლია, დღეიდან აღარ ვწერო,
შევწყვიტო ღამისთევის ბოდვები, აქციები,
და შეშლილ მხატვარს ვგავდე, უბრალო ქაღალდზე რომ
გადმოაქვს, შავი ფანქრით, ყოველი საქციელი.

ოღონდაც!
არ უსმინო ჩემს დუმილს (გაგაბრუებს)
ოღონდაც!
არ მეძებო სიმშვიდის შესართავთან,
მე ტბიდან ამოსვლისას ვიქცევი ნაკადულად,
ტყუილად ნუ იფიქრებ, რომ აღმა ვეღარ წავალ.

გიდივით გამიძღვება ბავშვობა ენძელებად,
ჰაერში მიმობნეულ განცდებსაც ვზიდავ გულით,
და როცა ყველაფერი უჩემოდ გაგრძელდება,
დაგრჩება მოგონებად თვალებში სიქართულე.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1059 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

კატეგორია: ვიდეო ლექსები | ნანახია: 1288 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

კატეგორია: ვიდეო ლექსები | ნანახია: 1233 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

კატეგორია: ვიდეო ლექსები | ნანახია: 1155 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

კატეგორია: ვიდეო ლექსები | ნანახია: 1170 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

კატეგორია: ვიდეო ლექსები | ნანახია: 1541 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

კატეგორია: ვიდეო ლექსები | ნანახია: 1518 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

კატეგორია: ვიდეო ლექსები | ნანახია: 1711 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

კატეგორია: ვიდეო ლექსები | ნანახია: 1264 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

კატეგორია: ვიდეო ლექსები | ნანახია: 1224 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

კატეგორია: ვიდეო ლექსები | ნანახია: 1079 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

კატეგორია: ვიდეო ლექსები | ნანახია: 917 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

კატეგორია: ვიდეო ლექსები | ნანახია: 960 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

კატეგორია: ვიდეო ლექსები | ნანახია: 1083 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

კატეგორია: ვიდეო ლექსები | ნანახია: 1145 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

კატეგორია: ვიდეო ლექსები | ნანახია: 1004 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

კატეგორია: ვიდეო ლექსები | ნანახია: 1351 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

კატეგორია: ვიდეო ლექსები | ნანახია: 1009 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

კატეგორია: ვიდეო ლექსები | ნანახია: 965 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

კატეგორია: ვიდეო ლექსები | ნანახია: 872 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

კატეგორია: ვიდეო ლექსები | ნანახია: 968 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

კატეგორია: ვიდეო ლექსები | ნანახია: 1661 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

კატეგორია: ვიდეო ლექსები | ნანახია: 866 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

კატეგორია: ვიდეო ლექსები | ნანახია: 1056 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

კატეგორია: ვიდეო ლექსები | ნანახია: 1024 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

კატეგორია: ვიდეო ლექსები | ნანახია: 961 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

კატეგორია: ვიდეო ლექსები | ნანახია: 993 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

საიტის მენიუ

კალენდარი

«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0