ოთხშაბათი, 2024-05-15, 2:26 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » 2011 » აპრილი » 4 » დუმილი ისმინე...
4:11 PM
დუმილი ისმინე...
ჩემს დუმილს ნუღარ უსმენ, სიჩუმე მაცდურია,
მზეს მიაქვს ჰორიზონტი - ზღვისტალღებმიხატული,
და როცა იმედები ოცნებას გარს უვლიან,
ვგრძნობ, როგორ მემატება თვალებში სიქართულე.

შეჩვეულ ხეივნებში დღითიდღე ვფერმკრთალდები
მეც, შემოდგომასავით, ქარიშხლებს ვეღარ ვცდები,
შენ მხოლოდ ახლა ხვდები, დრო იყო ყველაფერი,
რაც ასე გვხიბლავდა და ველოდით გატაცებით.

ისიც კი შემიძლია, დღეიდან აღარ ვწერო,
შევწყვიტო ღამისთევის ბოდვები, აქციები,
და შეშლილ მხატვარს ვგავდე, უბრალო ქაღალდზე რომ
გადმოაქვს, შავი ფანქრით, ყოველი საქციელი.

ოღონდაც!
არ უსმინო ჩემს დუმილს (გაგაბრუებს)
ოღონდაც!
არ მეძებო სიმშვიდის შესართავთან,
მე ტბიდან ამოსვლისას ვიქცევი ნაკადულად,
ტყუილად ნუ იფიქრებ, რომ აღმა ვეღარ წავალ.

გიდივით გამიძღვება ბავშვობა ენძელებად,
ჰაერში მიმობნეულ განცდებსაც ვზიდავ გულით,
და როცა ყველაფერი უჩემოდ გაგრძელდება,
დაგრჩება მოგონებად თვალებში სიქართულე.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1059 | დაამატა: zukaa
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

კალენდარი

«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0