ოთხშაბათი, 2024-05-15, 10:29 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » 2011 » აპრილი » 05
კატეგორია: მუსიკები და ვიდეოები | ნანახია: 1205 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (1)

--ჰი
---ჰი
---რა გქვიაა? :P
---ანი, შენ?
---გიო, რამდენის ხარ?
---16, შენ?
---მე 17....... რას შვრები?
---რავი არაპერს, გარეთ თოვს და ვუყურებდი..
---სად ცხოვრობ?
---პლეხანოვზე, შენ?
---მეც biggrin
---რა ადგილას?
---მარჯანისშვილის მეტროსტან
---მე ცოტა უკან
---კაიაა და არ გამოგიშვებენ გარეთ?
---არ ვიცი
---რა იყო?
---მოიცა, მირეკავენ მობზე, ეხავე მოვალ
---ოოკ
---ხო მოვედი
---არ გისჰვებენ?
---კიკი, მისჰვებენ. ატზე მეტროსტან ვარ ოკ?
---ოკ
ანიმ ჩაიცვა და სწრაფად გავიდა სახლიდან. ხეები თოვლით იყო დაფარული... იქაურობა სულ თეთრი იყო. მეტროს მიუახლოვდა. ისააა? იქ რომ ბიჭი დგას ისაა? გიომ ხელი დაუქნია. ანი სწრაფი ნაბიჯით წავიდა მისკენ. მგონი შეუყვარდა, გიოსაც მოეწონა. დიდხანს ისეირნეს მოფიფქულ გზაზე. მერე სახლებში წავიდნენ.
ორივე გახარებული იყო. ყოველდღე სწერდნენ ერთმანეთს. მიდიოდნენ სასეირნოდ.
კიდევ ერთი ჩვეულებრივი შაბათი დღე, ისევ გადაუღებლად თოვს, ანი ისევ გიოს უნდა შეხვდეს, ისევ მარჯანიშვილის მეტროსთან. ძალიან ჩქარობს, რატომ თვითონაც არ იცის. გზიდან უკვე დაინახა გიო და ხელი დაუქნია....
სიჩუმე.... ბურუსი......
გზაზე ხალხი მოგროვდა, ხმაური იყო. ბიჭი შიგნით შეღწევას ცდილობდა. მართალი ხარ, ეს გიოაა. აი შევიდა და მისი საყვარელი სახე დაინახა, ქათქათა თოვლზე ანი იწვა. თვალებს არ ახელდა. გიო მხოლოდ მის სახეს ხედავდა და კ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ისტორიები | ნანახია: 1739 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (2)

ბოლოს სულ ბოლოს ქალის კივილი გაიგონა...-`ვაიმე დედა~-დაიწერა ბაგეზე.
თვალები ძვლივს გაახილა...
...უცნობი კედლები_მოთეთრო-მონაცრისფრო.
`სადა ვარ?~_გაიფიქრა... ფიქრი არ დააცალეს თეთრ ხალათიანმა ექიმებმა.
_თვალები გაახილა! ცოცხალია... ცოცხალი!
_გადარჩა?
_სადა ვარ?_ და ვერც თქვა ეს ორი სიტყვა... გონება დაძაბა და გაახსენდა...
მშვენიერი დღე იყო, ღრუბლის ნაფლეთებს შორის მზე იჭყიტებოდა, დილით
მეგობართან წავიდა.არ შეეძლო ვინმესთვის არ გაენდო თავისი სატკივარი. ეგონა რომ არ ვთქვა გული გამისკდებაო. არავინ დახვდა სახლში. ნელა დაეშვა კიბეზე. არ
თავდებოდა კიბის საფეხურები... მისგან შეუმჩნევლად წამოეწივნენ ფიქრები...
`რა ბედნიერი ვიყავი გუშინ და რა უბედური ვარ ახლა...~_ფიქრობდა გოგონა და
ამ ფიქრებში ქუჩაში გავიდა.
`რა იქნება მომავალში... დამიბრუნდება?!. არა, ამაყია, ზედმეტად ამაყი,
ვერ მაპატიებს, ვერა...~
_გოგონი, ფრთხილად მანქანა!_ უყვირა ვიღაცამ.
მძღოლის შეშინებული თვალები... ტკივილი... ვიღაცამ იკივლა... `ვაიმე
დედა~_ შეაშრა ბაგეზე.
_სამი დღე იცოცხლებს, მერე ვერაფერს შეგპირდებით,_ჩუმად უთხრა ექიმმა
მშობლებს...
რამ გააღვიძა მაინცდამაინც იმ წუთში, ხომ ვერ გაიგებდა ექიმის სიტყვებს...
მაგრამ, ბედისწერა იყო ალბათ ესეც...
_მაშ, სამოცდათორმეტი საათი დამრჩა?! ო, ღმერთო, როგორ არ მინდა სიკვდილი,
არ მინდა ღმერთო, შემიბრალე ნუ გამწირავ...
...ღმერთს არ ესმოდა მისი...
თვალსა და ხელს შუა აკლდებოდა დრო, ორი დღე გავიდა უკვე... ის კი იწვა და ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ისტორიები | ნანახია: 1329 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

სველი ბილიკები ისე იკაფებოდა, როგორც ცვრიანი მინდორი. დათრგუნული კაცი ნელ-ნელა მიაბიჯებდა წვიმიან დღეს, ნაცნობ ქუჩაზე. . . შემოდგომის სუსხი იგრძნობოდა, თან წვიმდა, წვიმდა სასიამოვნოდ. . . კაცი ასე 50-55 წლის იქნებოდა. ფართო შავი შარვალი, თეთრი სვიტრი ეცვა, ხელები შარვლის ჯიბეში ჰქონდა და ტუჩებს აწვალებდა. . . მოსვენება ჰქონდა დაკარგული, ყურში სულ ერთი რამ ჩაესმოდა, რომელიც აშინებდა კიდეც. . . ფიქრობდა ცხოვრებაზე, თავის წარსულ ნაღვლიან და ხან ღიმილიან ცხოვრებაზე. . . და ის სიტყვები რომელიც თან სდევდა, გულში მახვილივით ეცემოდა. . . ეს სიტყვები კი იყო – დაიღუპები! დაიღუპები!. . . კაცმა გადაწყვიტა, მეგობრისათვის დაეჯერებინა და ფსიქოლოგისთვის მიემართა. . .
- გამარჯობათ! თქვენ ბრძანდებით ექიმი ბექა მესხი?!
- დიახ, მე გახლავართ! – მშვიდად იჯდა ექიმი მაგიდასთან თეთრ ხალათში და რაღაცას წერდა.
- მე თქვენთან გამომგზავნეს. . . ბექა მორგოშია ვარ, მგონი გელაპარაკნენ ჩემზე. . .
- დიახ, დიახ. მობრძანდით, დაბრძანდით. . . – ბექამ წერა შეწყვიტა. . . .
უცებ მობილურმა დარეკა და ახალგაზრდა ექიმს უკმაყოფილება დაეტყო. . . ტელეფონი გათიშა და ჩაილაპარაკა: - ეს გოგოები, მოკლედ სიყვარული. . . ყველას ეს აწუხებს. . .
ბექა მესხი 28 წლის ახალგაზრდა ექიმი იყო, უცხოეთში ჰქონდა დამთავრებული უნივერსიტეტი, ფსიქოლოგიის განხრით.
- ბატონო ბექა, მოდით, ყველაფერი მომიყევით. . .
- გიყვართ?!
- ბატონო?!
- ვინც დაგირეკათ?!
ბექამ უცნაურად შეხედა კაცს და თვალებით აგრძნობინა, რომ რაღაც გრძნობა გააჩნდა. . .
- მოგიყვეთ ყველაფერი? თუ ის, როგორ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ისტორიები | ნანახია: 1614 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

trial mindorze mxolod Cven orni viyaviT!
- cris..........
- mere ? ? ?
- ara, ara araferi...........
- geSinia?
- risi ........
- Sen xom ici razec geubnebi, isic xom ici, rom yvelaferi kargad iqneba? ..............
- xo, ra Tqma unda, ra Tqma unda vici, Cven erTad viqnebiT, yovelTvis, da veravin dagvaSorebs, verc veraferi, gardaa..............
siCume Camovarada! mindoda SevwinaaRmdegebodi, meTqva, rom veraferi, sikvdilic ki, ver SegviSlis xels, mindoda es meTqva, magram yelSi uzarmazari burTi gameCxira da vigrZeni rogor amevso Tvalebi cxeli cremlebiT, romlebic niaRvariviT mawveboda da ar Semwevda Zala SemeCerebina.
wvimam imata. ukve aRar crida, cidan didi wveTebi gvecemoda da uamrav pawawina wveTebad iSleboda.
- Cvenc wvimis wveTebs vgavarT ara? daarRvia siCume marim.
- Cven? rato?
- ara, sisulelea, daiviwye............... naRvliani xmiT miTxra marim da Tavi Cems mxarze dado.
wvima ufro da ufro Zlierdeboda. Cven xis qveS visxediT da vgrZnobdi Tu rogor misvelebda mxars amden civ wveTebs Soris maris cxeli cremlebi. ambobda ar meSiniao, magram me kargad vicodi, rom es ase ar iyo.
- mari, nu tiri gTxov............................ an itire, itire rom mogeSvas.
- goga, marTla rom movkvde? vai Tu movkvde............... eqimma Tqva gadarCenis Sansi cotaao, ar vici ramdeni dRe, Tve, weli, wuTi an Tundac wami damrCenia............
- sisuleles nu ambob, depresiaSi xar da arc ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ისტორიები | ნანახია: 2136 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

megobrebi gudaurshi wavidnen dasasveneblad.zogi sheyvarebui iyo zogi daqali zogic zmakaci.ori yvelaze magari daqali tika da mari ert otaxshi moxvdnen.sul ertad iyvnen,mxiarulobdnen,ertobodnen,musikas usmendnen.mari mudam sevdiani iyo,cdilobda ar sheemchnia magram yvelaperi etyoboda,etyoboa rom vigac zalian uyvarda.mis gamo itanjeboda da titqos yvelapers gaigebda mis gverdut rom yopiliyo,es sheuzlebeli iyo magram rato?swored es piqrebi awuxebda mas,isev qonda gulshi imedis naperwkali,magram im adamiantan laparakis shemdeg titqos es imedic uqreboda. tika zalian bednieri iyo,mas zalian uyvarda tavisi sheyvarebuli da mudam gaxarebuli iyo.mgram misi megobris mdgomereoba zalian awuxebda. sastumroshi erti gogoelene chamovida dasasveneblad.tikam da marim igi kargat miiges,sul ertad iyvnen.yvelaperi kargat daiwyo. elene ertxel gamotyda maris da tikas rom vigac moewona,matris titqos gulma ragac ugrzno d saxe sheeecvala,martlac elenes nika moewona maris yopili sheyvarebuli.tikam sxva temaze gadaitaa laparaki.elenem tqva rom nika pontistvis chirdeba da maris mastan daaaxloveba mostxova.maristvis es zalian zneli iyo.erti kviris shemdeg nika gamoutyda maris rom elene moswonda.maris gauxardeboda rom scodnoda rom nika elenestan bednieri iqneboda,mas ar undoda tavisi sayvareli adamiani datanjuliyo.tika zalian bevrs amshvidebda,magram maris damshvideba zalian rtuli iyo.megobrebtan mari cdilobda araperi ar sheemchnia,magaram mainc etyoboda rom ukve is mari aagar iyo misi cisperi tvaleebi mudam ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ისტორიები | ნანახია: 2228 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

მენატრები, ღმერთო როგორ მენატრები! გულის ტკივილამდე, სულის კივილამდე...ტირილამდე...კივილამდე...ვგიჟდები გესმის? როცა ჩემთან არ ხარ ვგრძნობ და ვაცნობიერებ, რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასი, მნიშვნელოვანი, ძალიან საყვარელი ადამიანი ხარ, ბოლომდე ვაცნობიერებ იმას, რომ უშენოდ ცხოვრება არ შემიძლია, შენით ვსულდგმულობ, შენით ვსუნთქავ, შენით და შენთვის ვარსებობ! ოჰ, როგორ მტკივა ეს მონატრება რომ იცოდე, როგორ მღლის, სულიერად მფიტავს. ყოველი წუთი საუკუნეა უშენოდ!!! თითქოს დრო იყინება, თითქოს არც თენდება და არც ღამდება...ძლივს ვსუნთქავ უშენოდ, რადგან შენ ხარ ჩემი ჰაერი...გთხოვ მალე დამიბრუნდი, დამამშვიდე და ისევ და ისევ მითხარი რომ ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენ სიცოცხლის ბოლომდე ერთად ვიქნებით, რომ გიყვარვარ სიგიჟემდე და შენი ერთადერთი სიყვარული ვარ! მენატრება შენი თბილის სიტყვები, შენი სევდიანი და სიყვარულით სავსე ხმა! არ შემიძლია უშენობა! შენ ხარ ჩემი სიცოცხლე...
იცი რა?!...არ ჩათვალო,რომ სენტიმენტალისტი გავხდი სიყვარულისგან და მონატრებისგან...არ გეგონოს,რომ ჩემი უხეშობა და გოთური სული დავთმე შენს გამო...არ გეგონოს,რომ შევიცვალე... ისევ ისეთი ვარ,როგორიც შეგიყვარდი...ისევ ისე მიყვარხარ და ისევ ისე მინდა შენი ნახვა...არ გეგონოს,რომ უცხო ქვეყანამ გამომცვალა... არ დაუჯერო,როცა ამბობენ "როცა თვალი თვალს შორდება გული გულს მოშორდებაო"...არ არის მართალი...ჩემი გული არ მოგშორდებია..წასვლისას ის შენთან დავტოვე...ვიცოდი,რომ შენ უკეთ გაუფრთხილდებოდი...
როცა მივდიოდი,ზურგი შეგაქციე და არც მომიხედავს...ნუ იფიქრებ,რომ შენგან მალე მინდოდა წასვლა...უბრალოდ...მეგონა ასე უფრო ადვილი იქნებოდა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ისტორიები | ნანახია: 2230 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

. .ღამემ მოგონებებს სევდა შეაპარა, ბალიში ცრემლით იღვენთება. . . .მე არ მძინავს, შენზე მეფიქრება.
ძნელია ვინმეს გავუზიარო ჩემი შენდამი სიყვარული და სითბო. . . . მე სიტყვები არ მყოფნის,…ზოგი იჭვნეულად შემომხედავს ხომ არ აზვიადებსო, სიტყვებს ძალა ეკარგებათ, შენ აღუწერელი ხარ. . . . .
დიდი ხანია შენი დანახვის სიხარულს ჩემს სახეზე არ გამოუნათებია, ჩემი გრძნობა ვერ აღმიწერია, ეს დიდი გრძნობა იყო, ალბათ ასე ძალიან ამიტომ მიჭირს შენი დავიწყება.
ერთხელ გითხარი ყველაზე მეტად შენ მომენატრე მეთქი, იჭვნეულად შემომხედე და ჩამეხუტე. მაშინ ყველაზე მეტად სწორედ შენ მენატრებოდი.
უკანასკნელ გზაზე გაცილებდით და ასე მეგონა სამყაროს დასასრული დადგა თითქოს. მარტი რომ დადგა, ცრემლი მომადგა თვალზე და სევდა მომაწვა, გული თითქოს პირამდე ამევსო და სუნთქვა შემეკრა. გავიფიქრე მოვიდა გაზაფხული და შენ ამქვეყნად აღარ ხარ, ბაღში ვიყურები , ალუჩები და ატმები თეთრადაა გადაპენტილი. . . . . .
. . . . .და ახლა როცა სიცოცხლე ასეთი მშვენიერია შენ ცოცხალი აღარ ხარ, მე კი ცრემლები მახრჩობს. . . . . . . . .
დრო არავის ელოდება. . . . . .მიქრის სინათლის სისწრაფით, შენი დაკარგვით გაჩენილ უფსკრულს ვერავინ ამივსებს.
მე ისევ ყველაზე ძალიან მენატრები. . . . . . . . . . . . . . .
კატეგორია: ისტორიები | ნანახია: 1016 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

- გინდა მძღოლი გავაგიჟოთ? - ჩასჩურჩულა გიომ ანუკის. - როგორ? - ჩშშ.. ოღონდ არ დაიბნე და ამყევი. - კაი. გიომ თვალი ჩაუკრა, მერე სერიოზული სახე მიიღო და ხმამაღლა, მძღოლის გასაგონად თქვა: - ანუკი, მისმინე, რაღაც უნდა გითხრა... - რა იყო? - არ ვიცი როგორ გამიგებ, შეიძლება ცუდად გამიგო, მაგრამ ესე გადავწყვიტე... - მითხარი. - უკვე ერთ წელზე მეტია ერთად ვართ და... - და? - ცოლად უნდა გამომყვე. - რაა?! - უნდა მოგიტაცო. - გაგიჟდი??! - არა, სერიოზულად გეუბნები! ახლავე, ამ ტაქსით! ანუკიმ სიცილი ვეღარ შეიკავა და თავი ჩაღუნა. მძღოლი გაოცებული ისმენდა ამათ ლაპარაკს, თან სარკეში იყურებოდა დაბნეული თვალებით. გიო უცებ გადაიხარა და 50 ლარიანი დაუდო მუხლებზე, ანუკის რომ არ დაენახა, ისე. - კაი, არ გინდა რა, ნერვიულობას აზრი არა აქვს, კარგად იქნება ყველაფერი. - ჩემები რას იტყვიან?! - ანუკიმ თავი ხელში აიყვანა და თამაში განაგრძო. - შენ ტელეფონს გამორთავ, მე ბიჭები მყავს გაფრთხილებული, თუ რამეა დამირეკავენ, არაუშავს, ინერვიულოს მამაშენმა ორი-სამი დღე. - მომკლავს. - ნუ სულელობ. - და სად ვიქნებით ეს ორი-სამი დღე? - საგურამოში, ბიძაჩემის სახლის გასაღები მაქვს. - არავინ არ იქნება? - არა. - მაინც მეშინია, ამას ვერც ვიფიქრებდი... - ნუ გეშინია, - ჩაეხუტა გიო, - ხო ხედავ, ტაქსისტიც კეთილი კაცი შეგვხვდა და გვეხმარება. მძღოლმა გაიღიმა. - მგონი არ გამოგვივიდა, ხო? - გიოს ყურთან მიიწია ანუკი. - გამოგვივიდა, - კმაყოფილი სახით უპასუხა გიომ. ამ დროს, ანუკიმ შენიშნა, რომ უკვე გვარიანად გასცდენოდნენ მის სახლს. - სად მივდივართ? - იკითხა დაეჭვებულმა. მანქანა დიღმის ტრასას გასცდა და საგურამოსკენ გადაუხვია.
კატეგორია: ისტორიები | ნანახია: 1009 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

უშენოდ ისევ მარტო ვარ სახლში,
გულიც უშენოდ ფიქრობს და ფეთქავს...
მაინც ვერ მივხვდი, რა მოხდა მაშინ...
არადა, რაღაც მინდოდა მეთქვა...

ისევ გავცქერი ატუზულ კედლებს,
კვლავ დადგომიათ ცივი ზამთარი...
მთელი დღე მაინც შენს ღიმილს ვეძებ...
არადა, ვიცი, სადღაც აქ არის...

ღია სარკმელთან ფიქრია მხოლოდ,
ვიღაცას ვუცდი, ვიღაცას ველი...
მინდა მოხვიდე ბოლოს და ბოლოს...
და გამიხარო დღე ხვალინდელი...

ნივთებსაც თითქოს რაღაც აკლიათ,
უშენოდ ფიქრებს აფრებად ვერ ვშლი...
ლექსები ვიცი ჩემი ნაკლია...
ვიცი, ოდესღაც ლექსები შემშლის...

ვიცი ლოდინში, დამასწრებს ვიღაც...
დრო უშენობით ჩქარა მიჰქროდა...
მე, მხოლოდ შენი ოცნება მიყვარს...
მე, მხოლოდ შენთან ცეკვა მინდოდა...

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1019 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

გთხოვე და...
მაკოცე...
იცი, რომ მაოცებ...
ღმერთისგან დალოცვილს,
ცრემლებიც გიხდება...
მე, ჩემი ოცნებით...
გაგიქრობ ნაოჭებს...
და მერე,
სიცოცხლეც...
სულერთი იქნება...

გთხოვე და...
მაჩუქე...
და ახლაც მაწუხებს...
ეგ კოცნა,
ტუჩებზე მადნება წარსულად...
მე შენთვის ვილოცებ,
დავითვლი ამ წუთებს...
წუთები,
რომელიც, უშენოდ წასულა...

მე დილა მაოცებს...
მზე,
ისევ მაკოცებს...
უშენოდ,
სიყვარულს დავეძებ ამაოდ...
შეშლილი წარსული,
დრო და დრო, მაოსებს...
-შეჩერდი,
მომძახის ცხოვრება...
-კმარაო...

მინდოდა,
გაკოცე...
გთხოვე და...
მაკოცე...
ეგ კოცნა,
სიცოცხლის ბოლომდე მჭირდება...
დრო გადის,
არადა...
სულ უფრო მაოცებ...
სულ,
შენზე ვფიქრობ და
სულ,
შენთან მინდება...

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1309 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

ცვალებადია ყოველი წამი,წააგავს თვალებს.
და დრო თავს იკლავს ,ვნებააშლილ ქალწულის მკერდში,
რემარკისეულ ბებერ "კალვადოსს” ღრუბლებით დავლევ,
შემიყვარდება ნიკე ქალღმერთში.

და შემოდგომის ფოთლისფერია ჩემ გულში დილა,
შენ კი საფირონს დაატარებ თვალების ნაცვლად,
ალბათ ოდესღაც, მილიარდი მზეების წინათ,
ალბათ ოდესღაც, მილიარდჯერ მთვარეზე მაღლა,
ამტკივდა შენი არსებობა,
შენ კი ვერ გრძნობდი რატომ არის მზე ასე თბილი,
ალბათ ოდესღაც მილიარდი ჩასუნთქვის წინათ,
მე ვგრძნობდი ჩემივ პოეტურ ტირილს.

ვიმახსოვრებდი ყოველ წამს,
რომ სიკვდილის წინ,რომ მომესწრო კიდევ ცხოვრება,
მე სიზმრებიდან უფალიც მახსოვს,
მაგრამ ვერ შევძელ შენი სახის დამახსოვრება.
რადგან თვალებით გიყურებდი როცა გხედავდი,
რადგანაც გული ბრმავდებოდა.

მიყვარდა მიწა, მას ესმოდა შენი სულის ხმა,
მიყვარდა ზეცა,როცა ჩვენს ღრუბლებს სუნთქავდა ქარი.
და დედამიწა დაკარგული,
დავიწყებული მიწის თილისმა,
მუზების ჯარი.

ვსუნთქავდი ზამთარს და ვათბობდი გაყინულ სხეულს,
ვაფერადებდი ჩვენს სიყვარულს, მზეს რომ ვცდებოდი,
ღამეში ვკლავდი უკანასკნელ ორ ათასწლეულს,
მ ი ყ ვ ა რ დ ი,მაგრამ არასოდეს არ არსებობდი…

ცვალებადია, პოეზია არარსებული,
ოკეანეა თვალებში ცრემლი………

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 978 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

ეგ საოცარი ბროლის ყელი
და ფიქალ მკერდზე,
თეთრ ღილ-კილოდან ასხლეტილი
ოქროს ღილები…
ჯოკონდას ღიმად ჩამოქნილი
სახის ნაკვთები
და ეგ თვალები,მოლოდინით
გადაღლილები…
თითქოს მიხმობენ ლაჟვარდებში
სახე-ტიალო-დ
და მეც მოვადექ,შენი ზეცის
მაღალ კაბადონს…
ამ ჩემი სულის ამღერებას,
ლექსთა კონებად -
მხოლოდ შენ გიძღვნი – შენ,ყველაზე
ლამაზ ქალბატონს!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1049 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

სოფელი "მადლი'', ქალაქი "ცოდვა",
აქ ზარზმის ტაძრიდანაც კი ისმის ლოცვა,
აქ სულ სხვა სუნი ასდის ჰაერს და მიწას,
აქ დედა გიცავს, აქ დედა გიცავს!!!
აქ მაღლიდან მიცქერს ხეჭეჭურის ბებერი კვირტი,
აქ სიყვარულია ჯერ კიდევ და არა ფლირტი.
ბარდის ჩიტი რომ ამძიმებს გადაღლილ ტოტებს
გაფრინდება და მაპატიეთო შეწუხებისტვის-
ჩაიჩურჩულებს და ისევ ამაყად შემოჰკრავს ნოტებს,
ღირს რომ იცოცხლო თუნდ სამი წამი მხოლოდ ამ დღისთვის.
ქათმის კრიახით დამფრთხალი კატა
თუ კატის კნავილით დამფრთხალი ქათამი,
ისე ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს,
რომ ლამის ნაძვის ხემაც მოისხას ატამი.
ამ დროს ქალაქში იხრჩობა სიმართლე,
აქ განთიადია და მათბობს სინათლე.
აქ დედა შვილს ღამით საბანს რომ უსწორებს,
ქალაქელი შვილს თვალებს ვერ უსწორებს...
აქ ზარზმის ტაძრიდანაც კი ისმის ლოცვა,
სოფელი "მადლი'', ქალაქი "ცოდვა",
აქ სულ სხვა სუნი ასდის ჰაერს და მიწას,
აქ დედა გვიცავს, აქ დედა გვიცავს!!!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 926 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

ისე ჩამოწვა ხეებზე ნისლი,
თითქოს სუდარა გადაიფარეს,
ისევ ნამავდა ყვავილებს სისხლი,
ფოთლებმაც ისევ არ დაიფარეს...

ეს გულყვითელაც ისე ნავარდობს,
ეტყობა მუზას ჩუქნის ბუნებას,
ამ ბუჩქზეც კვირტი ისევ არ ვარდობს,
და ვერც მგოსანი იქმნის გუნებას...

ყურძნის მტევნები სხეულს იბანენ,
არცა რცხვენიათ თითქოს სიშიშვლის,
ყველა შეჰყრუებს, რაღას იზამენ?..
მაგრამ ძალა კი არ აქვთ, იქ მისვლის..

მიწა პირ ღია ყლაპავს ცის წვეთებს,
ბალახებს თელავს წვიმის არმია,
საფლავნი ქმნიან წმინდანთა ზეთებს,
წვიმა ფოთლების სველი შარმია...

ზეცას უხდება შავი სითეთრე,
მიწას სიწმინდის ნაზი სურნელი,
გამოცოცხლება უნდათ, მზის ქვეყნებს..
თორემ ტემპია რაღაც სულ ნელი...

ხალხი არ დაძრწის გარეთ, უსაქმოდ,
მიწა ისვენებს ცოდვილ ტერფთაგან,
საქმეც არ ხდება უკვე უამქროდ..
არც ჩვენსკენ არის ვინმე მტერთაგან...

გულიც შეიპყრო ბრაზმა სიმწრსიგან:
- სულ უფლის ხარჯზე, ხომ არ ვიქნებით?..
თუმცა კვლავ ველით, შველას იმ ცისგან..
სადაც მუდამ ვართ ჩვენი ფიქრებით...

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 943 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

ეს ყველაფერი უკვე იყო. ეს გზაც, მათ შორის.
ასეთი თოვაც ნანახი გაქვს - იცი, არ დადებს -
და უკვე თითქმის არაფერი აღარ გაშორებს
აღქმულ მიწას და მით უმეტეს აღარ გადარდებს,

რომ გამოსავლის შესავლიდან ისე გაზარდე
ბოლოსიტყვამდე უდაბნო, რომ ახლაც შესასვლელს
ეძებ ვენაში, ქანაანში, როლში, აზარტში,
რეაქციაში, სამოთხეში, ხანში, ვერსალში.

ქუჩაში, თოვლში მიაბიჯებ, როგორც მამონტი,
გადაშენების პირას მყოფი, პირში იგუბებ
თებერვლის სუსხს და თვალს ადევნებ, როგორ ამოდის
ცაზე და ყელში, ერთნაირად, მთვარე დიდუბის,

მთვარე მთაწმინდის, მთვარე ვერის, მთვარე მასივის,
მთვარე ლოტკინის, მთვარე გლდანის, თანაც ჯერ ასე,
თანაც არასდროს, თანაც ნაზი, თანაც ასევე:
ზამბახი, მტკვარი და მეტეხის თეთრი ტერასა -

ეს ყველაფერი უკვე იყო.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1033 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

იქნებ, სიცოცხლის ბოლოს დამინდო...
მე დღეებს ისევ, შენით ვიმშვიდებ...
მე ველი, შენ რომ გამიამინდო...
და მომიტანო შენი სიმშვიდე...

იქნებ, სიცოცხლის ბოლოს გავიგო...
გულს რად გტკენ,
თუმცა, მაინც ვერ ვხვდები...
მე მინდა, შენი კოცნა წავიღო...
ვინ იცის, მერე როდის შეგხვდები...

იქნებ, სიცოცხლის ბოლოს გამიგო...
და მაინც,
დღემდე ცრემლებს ვინახავ...
მე, წუხელ შენზე ფიქრმა წამიღო...
და მიმატოვა დილას, კინაღამ...

იქნებ,
სიცოცხლე დღესვე მთავრდება...
ამიტომ, მინდა ბოდიშის მოხდა...

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1166 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

უშენოდ ისევ მარტო ვარ სახლში,
გულიც უშენოდ ფიქრობს და ფეთქავს...
მაინც ვერ მივხვდი, რა მოხდა მაშინ...
არადა, რაღაც მინდოდა მეთქვა...

ისევ გავცქერი ატუზულ კედლებს,
კვლავ დადგომიათ ცივი ზამთარი...
მთელი დღე მაინც შენს ღიმილს ვეძებ...
არადა, ვიცი, სადღაც აქ არის...

ღია სარკმელთან ფიქრია მხოლოდ,
ვიღაცას ვუცდი, ვიღაცას ველი...
მინდა მოხვიდე ბოლოს და ბოლოს...
და გამიხარო დღე ხვალინდელი...

ნივთებსაც თითქოს რაღაც აკლიათ,
უშენოდ ფიქრებს აფრებად ვერ ვშლი...
ლექსები ვიცი ჩემი ნაკლია...
ვიცი, ოდესღაც ლექსები შემშლის...

ვიცი ლოდინში, დამასწრებს ვიღაც...
დრო უშენობით ჩქარა მიჰქროდა...
მე, მხოლოდ შენი ოცნება მიყვარს...
მე, მხოლოდ შენთან ცეკვა მინდოდა...

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1012 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

ოთახი მუსიკა მძიმე აკორდებით
ქერა ლამაზმანი სულის გაორებით
ქალი უარაფრო და მაინც სავსე
მე მის თვალებში ოცნება ვნახე.

საშიში ფიქრებით ცაზედაც მშვიდი
სამოთხის კართან ვიღაცა იცდის
პატარა გზაა და მიზნები დიდი
სიგიჯე წამში არაფრად გიღის.

როგორც ყოველთვის უცქერ ლაბირინთს
ამბობ ,,აკრძალულ გზებზე გამიშვით"
სულის მუსიკა ცრემლში არ იცდის
ისე გითხარი ვითომ არ იცი...

ბოლი ოთახში ნივთებად მოჩანს
და მავნე ჩვევა გითხარი მოგკლავს
კენტი საფერფლეში ამაოდ ბორგავს
და შენ კვალავ თავი დედოფლად მოგაქვს...

ახლა დაგიწყებდი რითმებით საუბარს
შენი შემხედვარე ზღვა როგორ დადუმდა
,,მე რა შუაში ვარ" იქნება პასუხად...
კენტი კი ბაგებზე კვლავაც გაურჩდა...

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1018 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

ვცხოვრობ ბინაში "25", ვცხოვრობ ისე რა,
გაყიდულ სულებს ვაბრუნებ და ეშმაკს
უხდება ხელშეკრულების დადებაც და
გადაკიდებაც ხშირად ჩემი, ეს დამიჯერეთ

ძვირად უჯდება, ვარ ნეგატივის ანტონიმი,
ვფიქრობ მიხდება, სიცოცხლე და აღარ მოვიხსნი,
ჩემი რა მიდის, კარგიც იქნება, მაქვს სიმპტომები
სუპერ მენის, ღმერთმა ინება ასე და რა ვქნა,

დაქორწინება ლივ ტაილერზე იყო დინებას
გაყოლილი კაცის დილემა, (გადალახული რათქმაუნდა)
მიყვარს სიმღერა, ნაყინი და შენში ცვლილება,
როცა თმას იჭრი ყოველ კვირა, ისე გიხდებაა.

მე და შენ ვიცით მარტო, გამომდინარე
გრძნობებიდან, წვიმა იქნება ხვალ და
სარეცხს არ დაფენ გარეთ, გიტყდება გახდა
მაისურის, არადა ხომ ვთქვი, გაცვია სული

იმხელა რომ არ ჩანს ხორცი, დღეს დღეა
დღის ფრაზა, და მაკვირვებს ის, რომ არ
გაკვირვებს, რომ მე შენ მაკვირვებ, იმდენად,
რომ ყველას ვაკვირვებ.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 930 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

სისხლისგან მთვრალი ცაა დღეს და იწვიმებს ალბათ,
იწვიმებს ისე, როგორც გუშინ შეღამებისას,
ბრაზმორეული წამოვდგები სკამიდან, დაღლა
აწვება გონდს და დედამიწა არის კელია

ჩამონგრეული კედლებით და უძილო ღამით.
არაკაცურად გაქცეული რწმენისგან, ხელებს
შევაწმენდ დროს და წვიმის წვეთებს ვუყვირი
"დაბლა!" რომ საკუთარ თავს გამოვუტყდე

გაუვა ვადა შემთხვევით ნაპოვნ სიყვარულს,რომ
დროა კართან ატუზულ ფიქრს დავარქვა "წასვლა"
რომ ტალახია გარშემო, რომ ვეფლობი მაგრად,
რომ სულთან ერთად ამ ნიავმა წამართვა ძალაც,

რომ არასოდეს არ მქონია სიცოცხლის განცდა,
რომ ღრუბელს ციება აქვს ჩემგან და ალბათ
აღარასდროს ამიშვებს მაღლა ძალიან, ნათქვამს
არ გადავთქვამ, გპირდები არა, დღეს იწვიმებს ვიცი,

გაცრეცილი ხელებით ვკვანძავ თოკს კისერთან და
ვიჩემებ პულსის ნელ და თანაბარ შენელებას, უაზრო
კამათს სიცოცხლესთან ვერ ვიტან ახლაც.

"სისხლისგან გამძღარ ცას კი რჩევა ნაცვლად ყეფისა,
რამე რიტმული მოაყოლოს წვიმას დეფისად."

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 948 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

შეგვინდე, მამაო, რამეთუ ვიცით, რას ჩავდივართ.
შეგვინდე, რამეთუ ჩვენ ასეთებად არ ვშობილვართ,
არამედ ასეთებად გვაქციეს.

ჩვენ პური წაგვართვეს, მამაო, არსობისა,
ტაძრიდან ქუჩაში გამოგვყარეს,
გაგვასალახანეს, გაგვაბოროტეს და გვასწავლეს,
რომ ერთმანეთი უნდა დაგვეჭამა,
(ხოლო გადარჩება ის, ვინც ხელს ჩაიქნევს,
დროულად გაგვეცლება და თავს უშველის)
და მას აქეთ, ვჭამთ ერთმანეთს, მამაო,
გულმოდგინედ, დამშეული ვირთაგვებივით
და სისხლმოწყურებულ თვალებში ჩავძახით:

- ეჰეი, ურწმუნოებო,
ჩვენ არ ვცემთ პატივს იმას, რასაც თქვენ ეთაყვანებით,
თქვენც ჩვენი სათაყვანოს მოთაყვანენი არ ხართ,
ამიტომ თქვენი სარწმუნოება თქვენ
და ჩვენი სარწმუნოება ჩვენ! -

შეგვინდე, მამაო, რამეთუ ვიცით, რას ჩავდივართ...

ჩვენ გვასწავლეს, რომ ღმერთი სხვა არაფერია,
თუ არა სიტყვა, რომელიც ერთხელ უკვე იყო
და ამდენად, შეგვიძლია, უბრალოდ გვახსოვდეს,
მაგრამ არასდროს წარმოვთქვათ,
ან სულაც დავივიწყოთ მისი არსებობა...
რომ ძე ღვთისა, სხვა არაფერია, თუ არა ის,
ვინც ჯერ უნდა გაყიდო, ხოლო მერე ჯვარს აცვა
და რომ სული წმინდა, სხვა არაფერია,
თუ არა ენერგია, რომელიც უდრის
მასისა და სინათლის სიჩქარის კვადრატის ნამრავლს
და მას აქეთ, ჩვენ შევიძულეთ თეორიული ფიზიკა
და შევიყვარეთ პრაქტიკული ბუღალტერია,
რომ შემთხვევით, არცერთი ვერცხლი არ დაგვეკარგოს,
რომელსაც სამათხოვროდ გაწვდილ ხელებში გვიყრიან
ყოველთვის, როცა საკუთარ თავს ვყიდით
და ერთმანე ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1192 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

ნეტავ ვისთვის ანთებ მაგ სანთელს,
ან ვის მიუდის ეგ ლოცვა ძლიერ?
ნეტავ ვის ატან შენს ლოცვას ძლიერს?!
ნეტავ სანთელი ვისთვის ანთია?
ან ვისთვის აქრობ მაგ ცრემლით სანთელს?
ვის მისდის ნეტავ გულით ნალოცი,
ვის აძლევს ძალას ვის ეფერება?
ვის უმღერ ნანას ძილის წინ ტკბილი ხმით,
ან ვის ეფერები ტკბილი ხმით?
ნეტავ ვისთვის ანთებ მაგ სანთელს?
ან ვის მიუდის ეგ ლოცვა ძლიერ?
ნეტავ ამდენ კითხვას რატომ ვსავ?
მე ხომ ვიცი რომ ჩემზედ ლოცულობ
ჩემზედ ამოგდის მზეცა და მთვარეც
მე მიმღერ ღამით ნაზი ტკბილი ხმით
მე მინთებ სანთელს და ცრემლითვე აქრობ
ეხლა მივხვდი ვის ატანშენს ლოცვას ძლიერს.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1014 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (1)

ცა ლურჯი, ლურჯი...
ზღვა ლურჯი, ლურჯი...
თითქოს ოცნებამ ვეება ფუნჯით
ლურჯად შეღება ზღვაცა და ზეცაც.
ამ სილურჯეში იძირება თითქოს თვით მზეცა,
მზე ოქროსფერი.
და ვერ გავიგე,
ზღვაა ცისფერი თუ ცა _ ზღვისფერი...
მზე გეფერება თუ სუნთქვა ზღვისა.
ისევ ჩემი ხარ თუ საოცრად მცხუნვარე მზისა,
რომ დაგიკოცნა ტანი შიშველი...
ღმერთი გიშველის _
ღალატშიც და ერთგულებაშიც,
ღმერთი გიშველის.
ცა ლურჯი, ლურჯი...
ზღვა ლურჯი, ლურჯი...
თითქოს ოცნებამ ვეება ფუნჯით
ლურჯად შეღება ზღვაცა და ზეცაც,
ფიქრიც და შენცა...
მოუთმენელი სიო გადაგხდის
სილურჯის საბანს, ციდან მოხეულს
და როგორც ვნება,
მზე დააცხრება
შენს შიშველ სხეულს...
. . . . . . . . . . . . . .
ცა მუნჯი... მუნჯი,
ზღვა მუნჯი... მუნჯი,
ყველაფერი საოცრად ლურჯი...
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1410 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

ზანტი ზმორებით ვენახში,ღამე ვნებას ვერ ასვენებს,
თვალებგანაბული ჭის კარის ქუთუთოს გახრწნაც კი იწამა.
ხეს ტანზე შემოახია,ნუშით მოჩითული სამოსი
მერე თავთუხების გალოკა,-ცამდე აპრეხილი წამწამი.
თითქმის უმწიფარი ხეხილი სველი ტერფებით დათელა.
ცხელი ტუჩებით უკოცნა ატმებს,- ლალღველფი ყვრიმალი.
ღამემ ქარიც კი აცდუნა, ჩუმად შეიტყუა თალარში
ვაზის მელნისფერი მტევნები ,მიწაზე შეაყირამალა.
ჟინი მოერია,ლაჯებქვეშ მთვარე მოიქცია,-მთვლემარი.
კვირტად ამოყრილი კერტები-,სულ სათითაოდ აშიშვლა.
ცხელი სუნთქვით დასიცხა ბალახს ცრემლდაყრილი თვალები.
მკერდად ამობურცულ თივის ზვინს ტანს შემოახია შალითა.
სველი მაჯებით ასწორა მთების ძუძუსთავთან,- ნაოჭი
შიშით თმაგაწეწილ ბოლქვებსაც თავის სურვილი ახარა.
ზეცის მკერდგაღეღილ სხეულზე,ღამე ცივ თითებს აჭენებს
ვნებად ჩაიღვარა დაღლამდე ღამე,-მწიფობისთვის ხაროში.
ნატიფი ზურგი უკაწრა,მხრებში აწურულ ჩირაღდნებს
ვნებას არამყოლი ხეები,ღამემ სულ ელვით გაშოლტა
ბოლოს ქანცგაწყვეტილ მიეგდო და ბოლო კვნესას აჩაღებს
მინდვრად ამოსული ყაყაჩო,-ღამის ქალწულობის ნიშანი!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1063 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

მაქვს მკერდს მიდებული
ქნარი, – როგორც მინდა -
ჩემთვის დიდებული
სხივი გამობრწყინდა.
მკვიდრად ააშენა,
ვინაც ააშენა
და ცით დაამშვენა
დიდი ნიკორწმინდა.
გზნებით დამკარგავი
გრძნეულ ჩუქურთმებით,
ქარგით დამქარგავი
ნაზი შუქურ-თმებით,
ნეტა ვინ აზიდა,
ან როგორ აზიდა,
რა ხელმა აზიდა
მაღლა ნიკორწმინდა!
რა განძი გვქონია,
რა მხნე, რა მდიდარი,
ჟღერს ქვის ჰარმონია -
დარობს რამდი-დარი.
კარგად გამოჰკვეთა,
ვინაც გამოჰკვეთა
სიბრძნით გამოჰკვეთა
მძლავრი ნიკორწმინდა.
აქ რომ თაღებია,
სვეტთა შეკონება,
ისე ნაგებია,
სიზმრის გეგონება.
ნეტა ვინ ააგო,
რა ნიჭმა ააგო,
რა მადლმა ააგო
სვეტი – ნიკორწმინდა!
გრძნობ – ვით დიადია
თორმეტი სარკმელი,
ხაზებში ანთია
ცეცხლი მისარქმელი:
ნეტა ვინ აანთო,
რომ გრძნობით აანთო
და წლებს გადაანთო
ნათლად ნიკორწმინდა.
ხვეულთ დიადება
ვხედავ – რა უხვია,
დრომ მას დიადემა
კრძალვით შეუხვია.
ნეტა ვინ მოჰქარგა,
და როცა მოჰქარგა
შიგ მიჰკარგ-მოჰკარგა
გზნება – ნიკორწმინდა!
მკვეთრი და მოქნილი
ხაზთა დასრულება
არის ამოდქმნილი -
ნატვრის ასრულება.
ეს ის სიმკვეთრეა,
ეს ის სიმდიდრეა,
რაითაც მკვიდრია
ძეგლი – ნიკორწმინდა.
შენის სულმნათისად
ასვლა ეროვანი:
ყელი გუმბათისა
მაღალღეროვანი,
ცამდ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1581 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

იას უთხარით ტურფასა:
მოვა და შეგჭამს ჭიაო,
მაგრე მოხდენით, ლამაზო,
თავი რომ აგიღიაო!
შენ თუ გგონია სიცოცხლე
სამოთხის კარი ღიაო;
ნუ მოხვალ, მიწას ეფარე,
მოსვლაში არა ყრიაო.
ნუ ნახავს მზესა, ინანებს,
განა სულ მუდამ მზეაო!
მიწავ, შენ გებარებოდეს
ეს ჩემი ტურფა იაო,
შენ უპატრონე, ემშობლე,
როგორაც შენი ზნეაო.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1057 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

და როცა ვარდს შეუყვარდა მისი თვალის ბრწყინვალება
თავდახრილი ეს ცხოვრება მხოლოდ იმ ერთს მიანება.
როცა იგრძნო დატანჯულმა მისი სითბოს მხურვალება
ტუჩი დაშრა და მოუნდა მისი ბაგის მწყურვალება.

და როცა ვარდს შეუყვარდა მისი ეკლის მკერდზე ჩხვლეტა,
თითქოს გულზე სისხლის წვეთი უნებურად დაეწვეთა,
ტკივილს იტანს, მაგრამ თვალზე გადაეკრა შავი ნისლი,
მგლოვიარეს რას უშველის დანთხეული ტანჯვის სისხლი.

სიკვდილის წინ არ იშორებს ფიქრებს თავის სანატრელზე,
იმედები სანთლებივით დაამაგრა სასანთლეზე.
ტკბილი იყო ორი სულის ერთსულოვნად არსებობა.
ნატრობდა, რომ გული ძველი სიყვარულით ავსებოდა

ახლა უკვე სულს რომ ღაფავს ღიმილი პირს დამჩნევია,
უიმედოდ მიტოვებულს ერთი ნატვრა დარჩენია.
რომ იხილოს მისი სახე, რომ შეახოს მიჯნურს ბაგე,
რომ ჩურჩულით ყურში უთხრას: " სიკვდილისთვის პასუხს აგებ.”

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 961 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

თუ სახეზე შემომხედავ, დაინახავ უცებ ღიმილს,

ვერ მიხვდები, რომ მე ჩუმად ამით ვფარავ გულის

ტკივილს...

გავუყვები ღამით ქუჩას და ავხედავ სავსე მთვარეს,

ცას ვარსკვლავი თუ მოწყდება, ჩუმად ჩავიფიქრებ

რამეს...

ვინ რა იცის, როგორ ვცხოვრობ, რად ვიღიმი მუდამ ასე...

არ იციან ჩემი გული ტკივილით თუ არის სავსე,

მე რომ მუდამ თან ვატარებ განწყობას და ლამაზ ღიმილს,

ვერ ხვდებიან, რომ ღიმილი მალავს ჩემი გულის ტკივილს...

ვერას ვამბობ, ძველებურად მივუყვები კუთვნილ ბილიკს...

გაიკვირვებთ, ალბათ, ყველა, თუ დავიწყებ უცებ ტირილს...

სევდით სავსე ვზივარ ასე და შევცქერი ზეცას,მთვარეს...

ყველა ჩემი გულისტკივილს მე ვუყვები ამ ჩემს ღამეს...

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 887 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

არ მიყვარხარო, არა,
მაგრამ რა ვუყოთ თითებს?
იმ ხელს, რომელიც თრთის და
მოფერებასაც ითმენს....

არ მიყვარხარო, არა,
მაგრამ მაგ თვალთა კრთომა?
პატარა ბავშვიც ჰპოვებს
იმათში სითბოს თოვას...

ძვირფასო, რად ხარ მკრთალი?..
ძვირფასო, ხომ არ გცივა?...
ხომ არ შეგემთხვა ავი
და გული ხომ არ გტკივა...

გულში დამალავ გრძნობას,
ჩააქრობ ტრფობის ალებს,
მაგრამ რას უზამ თითებს?..
თვალებს....რას უზამ თვალებს?....

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1024 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

ჩვენი გულები გრძნობით ფეთქავენ
და სიყვარულის ამბებს ყვებიან
მარტო დარჩენის ნუ გეშინია
დაგიბრუნდები ჩემო ფერია
აბა უშენოდ როგორ ვიცოცხლებ?
მე სიცოცხლეზე მეტად მჭირდები
მუხლმოდრეკილი მხოლოდ ერთსა გთხოვ
როცა მე წავალ ნუ ატირდები
შენი ცრემლები დარდად გამყვება
მწარე წარსულად გამყვება გულში
მე ხომ ისედაც დატანჯული ვარ
რომ დარდი ვნახო შენს სიყვარულში
ჩვენ მომავალი კვლავ შეგვახვედრებს
ჩვენ ხომ ერთმანეთს ასე ვჭირდებით
განშორება ხომ შეხვედრას უხმობს
და შეხვედრამდე ნუ ატირდები!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1077 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

გააღეთ სარკმელი,სინათლე მაჩუქეთ
ჰაერი მოუშვით ჩემამდე სასუნთქად...
ჩავფუშავ სევდას და გავახდენ ტკივილებს
ასე,რომ გასუქდა!

თითები შემახეთ გათოშილ თითებზე
დახეთქილ ტუჩებზე დამადნი მალამოდ
მოდი და ჩემს სულში იპოვე ის კუთხე
ჩემთვის, რომ დაგმალო!

ყვითელი მაჩუქე ფოთლების დავთარი
ნახატში ათასფერ ფერებად დამფანტე...
წავიდეთ ერთად და დრო ფეხთქვეშ გავთელოთ
ზამთრამდე!

დრო გადის წუთები კარდაკარ დაძრწიან
წლებისგან არეულ დრო და ჟამს ვაქუჩებ...
გააღეთ სარკმელი... გააღეთ დარაბა
ჰაერი მაჩუქეთ!

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1011 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

საოცარია...
როცა შორიდან
საკუთარ თავსაც ისე დაჰყურებ,
როგორც სრულიად უცხო არსებას
და ვერ პოულობ
სულ მცირეოდენ,
სულ უმნიშვნელო რაღაც მსგავსებას...
საოცარია...
როცა შორიდან
საკუთარ სულთან ამყარებ კავშირს...
მოციქულივით, წმინდა წერილში
უფლის ნებას რომ
სიტყვებად დაშლი
და საკუთარ თავს შეიცნობ სხვაში!..
თუ გინდა სული მართლა დაიხსნა...
როგორ აგიხსნა და განგიმარტო?
რომ დაგანახვო და მიგახვედრო,
საკუთარ თავსაც ზოგჯერ შორიდან,
ზოგჯერ სხვა თვალით უნდა დახედო!
სიყვარულს ტაბუ აქვს დადებული,
დრო კი...
მკურნალი და მოამაგე
ბრმა ბედისწერის ნებას განაგებს,
ყველა სატკივარს შვებას მიაგებს,
ადრე თუ გვიან, ბოლოს და ბოლოს,
სხვაში საკუთარ თავს რომ მიაგნებ!..
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 914 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

უშენოდ მიდიან ეს ჩუმი დღეები,
მივყვები დინებას და არვიცი, როდემდე ...
დამღალა ყველამ და უაზრო ფიქრებმაც
დღეს ბოლო მოუღეს ადრინდელ ოცნებებს...
მე ჩუმი დარდებით მივყვები ბილიკებს,
სევდა და ტკივილი დამყვება კვალდაკვალ..
არ მინდა, დამთავრდა, მე აღარ ვიტირებ,
იდარდოს დღეს იმან, ვინც მართლა დამკარგა...

გავყვირი სევდით და უშენო ტკივილით,
მაგრამ დღეს ჩემი ვერავინ გაიგო,
შენ ისევ შემხვდები ჩვეული ღიმილით
და ვერც კი მიმხვდარხარ --
ჩვენი გზა გაიყო...

ვეძახი მშველელს და არავინ გამოჩნდა,
აი, შენც მიდიხარ _არც ცდილობ მიშველო...
არ მინდა წასვლა და სხვა გზებიც არ მოჩანს,
მე წავალ,

არ მინდა ტკივილი გიჩვენო......

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1011 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

დახუჭე, თვალები დახუჭე,
სინათლე ყველაფერს აფუჭებს,
სიბნელე მათბობს და მაყუჩებს.
არ გინდა? - სიცოცხლეს გაჩუქებ,
თვალებზე შეგახებ ცხელ ტუჩებს,
ეს კოცნა ტკივილებს აყუჩებს.
გთხოვ - შენი თვალები მაჩუქე,
შენი თითები მაჩუქე,
შენი სიზმრები მაჩუქე,
შენი ალერსი მაჩუქე,
უღონო ტუჩები მაჩუქე,
დილა და საღამო მაჩუქე
და ამ ყველაფრის სანაცვლოდ
დარჩენილ სიცოცხლეს გაჩუქებ..
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 978 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

სიდონია!.. სიდონია,
კუდრაჭა ხარ... თანაც მარდი!
გამოხედვა ისეთი გაქვს
გამიქარვე ყველა დარდი!
გაიზარდე დიდი გოგო,
ხარ მშობლების სულის ვარდი!
ჩაიკარი ჩითის კაბა
გულში... როგორც უფლის კვართი!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 913 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

მიყვარხარ იმდენად ღამის განთიადთან
რიჟრაჟს გამოვგლიჯე სიმშვიდის ფარდები,
მიყვარხარ იმდენად მზეც კი გამიავდრდა
ქარმა გამაცალა ოცნების აფრები.

მიყვარხარ იმდენად ღიმილს გავებუტე
ფერებს გავაცალე სილაღის გამენი,
მიყვარხარ იმდენად ცრემლით დამემუქრე
დღეებს ჩამოვგლიჯე სიჩუმის წამები.

მიყვარხარ იმდენად სხვები შევიჯავრე
შენ აგიკვიატე ჰაერთან შეერთდი...
მიყვარხარ იმდენად გრძნობით შეგიყვარე
და თუ ვერ გამიძლებ საერთოდ შემეშვი.

და თუ ვერ გაუძლებ ჩემ გულის სიგიჟეს
სულაც არ მჭირდები უბრალო ვნებებით
მიყვარხარ იმდენად ტკივილებს ვივიწყებ
ვსუნთქავ და შენ კი ჰაერან შეერთდი..

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1012 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

მართმევ სხეულს და მომავალს კი წარსულში მარხავ,
ახლა სიტყვებიც, როგორც მე – შენ მეზედმეტება,
გაუსაძლისად მტანჯავს სისხლის არშედედება,
შენ ნერწყვს ვერ ყლაპავ და სიმშრალით გევსება ხახა.
...
ვიოლინოს ხმას აუტანლად მინაზე კაწრავს -
სიცოცხლის ჟინი - წამებსაც რომ აქცევს დეკადად,
სხვისი ხელებით გამომწვლილე რაც თუ მებადა,
და სამუდამოდ გაიკეთე ღიმილზე აცრა.
...
მოკლეა აწმყო, მომავალიც რა შეგხვდა - ხურდა,
წარსული კიდევ წამდაუწუმ გირტყამს ხელუკუ,
ცივი მარყუჟით გაიკეთე მაშინ „სეპუკუ",
როცა სიცოცხლე თუნდაც ჩემზე მეტადაც გსურდა.
მლაშე სიშორე ამოავსებს სისხლით ჩემს კუნკულს...
დავრჩებით მარტო, შენ შენივე, მე კი ჩემს სულთან.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1007 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

კალაპოტიდან დრო ამოვარდა...
სითბო სჩვევიათ ხინჯად მაისებს...
სულ ცოტა ხანში მზე ამოვა და
მემილიარდედ მოიაისებს.

თითქოს წუხილი აღარ კმაროდა...
ყველას თავისი უნდა მიუგო...
გადმოვალაგე წუხელ თაროდან,
არტურ რემბო და ვიქტორ ჰიუგო.

ყველა გაკვირტულ სურვილს ვემტერე...
ოფლით დავნამე იალაღი და...
მე თავს მოვიკლავ,როგორც ვერტერი,
შენი მეუღლის იარაღიდან!

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 985 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

დილა შეიმოსა ნისლით,
თვალებს ისევ უჭირთ ხედვა,
ისევ ვერ ვიკვეხნით წინსვლით
და კვლავ, არ შეგვფერის ბედვა...

ისევ ვიღებ საწერ კალამს,
და კვლავ შიში მიპყრობს ერთობ,
როდის აღმართავენ ალამს?..
უკვე დავიღალე ღმერთო..!

ისევ რითმებს ვეძებთ ლექსში..
და აზრს არ ვუყურებთ, არა..
გულიც აღარ გვიცემს მკერდში,
ღმერთო დავიღალე კმარა..!

ვყვირი.. არვინ მისმენს მაინც,
ყველას სადარდები სხვა აქვს,
გვიხსენ ბოროტისგან.. ამინ!
ეშმაკს მაინც მისი გააქვს.

სევდა ღამეს მითევს ისევ,
ფასი დაეკარგა დროსაც,
ვისზე ვსჯა-ბაასობთ ვისზე?..
ქმარი აღარ ჰყვარობს ცოსლას..

როგორ დავიღალე ღმერთო,
როგორ დამიმძიმდა სული,
მოსეს რატომ ტოვებ კვერთხო?..
ნუთუ შენც გიზიდავს ფული..

ვაი.. უბედურო თავო,
როგორ ვეღარაფერს ვერ ცვლი,
რატომ მიიყუჩე მთაო?..
როცა ის უღმერთო გვებრძვის?!..

ვყვირი.. თუმცა უხმოდ ვყვაირი,
მეტი აღარ შემრჩა ხმა და..
ცრემლსაც ვეღარ ვმალავ ვტირი..
ეშმაკს არ უცხრება მადა.

ღამე კვლავ სითეთრით მოდის,
ისევ შავთეთრია გამა,
აღარ კადრულობენ ლოდინს,
შვილმაც დაივიწყა მამა..

მზეო ნათელო და თბილო,
ცაო უსზაღვრო და ლურჯო,
კაცნო უფლისაგან ქმინილნო,
რა გჭირთ, მუდამ რატომ ურჩობთ?!..

ხოდა ეს ბოლოა მორჩა,
თუმცა ვერვინ ხვდება ალბათ,
რისი დაიცალა ტოლჩა,
ან ვის უშავდება კაბა...

როგორ დავიღალე მამა,
ამის შემხედვარე, როგორ..
წუთი ჩამომდნარა წამად,
... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1337 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

ვუყურებ ორსულობისგან წამოზრდილ
შენს მუცელს
და ვგრძნობ ჭარბი აზროვნებისგან
ჩვენს გაბერილ თავებს...

ორი უძილობა ხარობს
სიჩუმის სათბურში:
ჩემი(შვეულად) ღია ფანჯარასთან
სიგარეტით ხელში
და შენი-(თარაზულად) დივანზე,
ჭიპზე მიყურადებული ხელისგულებით,
იზრდება ორივე,ღამის კლების პროპორციულად,
მაგრამ ვერ იფურჩქნებიან
აქა-იქ გამოსხმული სიზმრის კვირტები...

ყავა გვინდა...

ბრაზით პირქვედამხობილი
ცარიელი ,,"Neskafe"-ს ქილა...

მერე მე აივნიდან შემომაქვს ორი კოვზი
ჩამონაფხეკი სიბნელე
და ჩვენ პირველებმა დავლიეთ ახალი ყავა:
,,თებერვლის ღამე".

ისევ ვუყურებ შენს მოზრდილ მუცელს
და ვგრძნობ ჭარბი აზროვნებისაგან
ჩვენს გაბერილ თავებს...

სანამ წყლებს დაღვრიდე
და ბავშვს გააჩენდე,
მოდი,ვიკამათოთ,
ცრემლები დავღვაროთ
და დავბადოთ ჩვენი პირველი პირმშო:
ჭ ე შ მ ა რ ი ტ ე ბ ა!

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 908 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

მე შენთან ყოფნით არ დავიღლები ...
შენი კოცნით კი კვლავ დავითვრები...
როცა ვერ გხედავს ჩემი თვალები...
ხანდახან მაინც მომელანდები...
თან გსდევს ვარდები, შავი ვარდები...
სიყვარულის და გრძნობის ჰანგები...
ჩვენი დარდები რომ ვემალებით...
არ გვასვენებენ მარტო დარჩენილთ...
კვლავ მენატრება შენი თვალები...
ვიცი რომ მუდამ ერთად დავრჩებით...
ჩვენი დარდებით, მძიმე ჰანგებით...
გეტყვი რომ მუდამ შენ მეყვარები...
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1115 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

შენ არ დამატყობ გულზე ნატყვიარს
ვგრძნობ, როგორ ფეთქავს შენი გულ-მკერდი,
თვალებში ლურჯი ზმანება ელავს…
წვიმის წვეთები აპობს გუბეებს,
როგორც არასდროს ზღვაც, ისე ღელავს…
ბაგეს, ვით ხატებს, ისე ვემთხვევი,
შენი სხეული ცეცხლად ანთია
და შენი კაბა ტანზე შემთხვევით
შემოხეული ღამის ლანდია…
ჩემი ხელები შენს ზურგს ეხვევა…
თვალბში თითქოს ბინდი ჩამოწვა…
დაუფიქრებლად გკოცნი ერთხელაც
შენმა ტუჩებმა კანი ამომწვა…
ახლა შენა ხარ ჩემი ცხოვრება
და, როცა დილა თენდება, ვხარობ…
მე აღარ მინდა დროის დაკარგვა
და რაც დავკარგე იმასაც ვნანობ…
მე შენ მიყვარხარ და ეს სიტყვები
ჩემს გამოხედვას დაღად ატყვია…
შენ ლექსად აღარ გამოითქმები
და არ დამატყობ გულზე ნატყვიარს…
და ახლა, როცა ამ ლექსს ბუტბუტებ,
ჩემი ცხოვრება შენ ხელში ფეთქავს…
მიყვარხარ, მინდა, ამის გჯეროდეს
და ამ სიყვარულს პასუხი ეთქვას…
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 904 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

რა მშვენიერი დღეები იყო,
იწერებოდა წიგნებში ბედი,
ახლა ამ ლექსებს ნაცარი იყოფს,
მე სულელი რომ შენს სახლთან ვწერდი.

რა გულმოდგინედ უკრავდა წვიმა,
რა გულმოდგინედ მოთქვამდა ღამე,
რა კარგი იყო რომ წლების წინათ,
ლექსს მკარნახობდა სულელი მთვარე.

რა მშვენიერი დღეები მაწვიმს,
რა მშვენიერად აპრილი გვღლიდა,
რამდენი ლექსი ვწერე და დავწვი,
შენი გაცნობის პირველი დღიდან.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 925 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

და როცა ვარდს შეუყვარდა მისი თვალის ბრწყინვალება
თავდახრილი ეს ცხოვრება მხოლოდ იმ ერთს მიანება.
როცა იგრძნო დატანჯულმა მისი სითბოს მხურვალება
ტუჩი დაშრა და მოუნდა მისი ბაგის მწყურვალება.

და როცა ვარდს შეუყვარდა მისი ეკლის მკერდზე ჩხვლეტა,
თითქოს გულზე სისხლის წვეთი უნებურად დაეწვეთა,
ტკივილს იტანს, მაგრამ თვალზე გადაეკრა შავი ნისლი,
მგლოვიარეს რას უშველის დანთხეული ტანჯვის სისხლი.

სიკვდილის წინ არ იშორებს ფიქრებს თავის სანატრელზე,
იმედები სანთლებივით დაამაგრა სასანთლეზე.
ტკბილი იყო ორი სულის ერთსულოვნად არსებობა.
ნატრობდა, რომ გული ძველი სიყვარულით ავსებოდა

ახლა უკვე სულს რომ ღაფავს ღიმილი პირს დამჩნევია,
უიმედოდ მიტოვებულს ერთი ნატვრა დარჩენია.
რომ იხილოს მისი სახე, რომ შეახოს მიჯნურს ბაგე,
რომ ჩურჩულით ყურში უთხრას: " სიკვდილისთვის პასუხს აგებ.”

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 966 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

ცვალებადია ყოველი წამი,წააგავს თვალებს.
და დრო თავს იკლავს ,ვნებააშლილ ქალწულის მკერდში,
რემარკისეულ ბებერ "კალვადოსს” ღრუბლებით დავლევ,
შემიყვარდება ნიკე ქალღმერთში.

და შემოდგომის ფოთლისფერია ჩემ გულში დილა,
შენ კი საფირონს დაატარებ თვალების ნაცვლად,
ალბათ ოდესღაც, მილიარდი მზეების წინათ,
ალბათ ოდესღაც, მილიარდჯერ მთვარეზე მაღლა,
ამტკივდა შენი არსებობა,
შენ კი ვერ გრძნობდი რატომ არის მზე ასე თბილი,
ალბათ ოდესღაც მილიარდი ჩასუნთქვის წინათ,
მე ვგრძნობდი ჩემივ პოეტურ ტირილს.

ვიმახსოვრებდი ყოველ წამს,
რომ სიკვდილის წინ,რომ მომესწრო კიდევ ცხოვრება,
მე სიზმრებიდან უფალიც მახსოვს,
მაგრამ ვერ შევძელ შენი სახის დამახსოვრება.
რადგან თვალებით გიყურებდი როცა გხედავდი,
რადგანაც გული ბრმავდებოდა.

მიყვარდა მიწა, მას ესმოდა შენი სულის ხმა,
მიყვარდა ზეცა,როცა ჩვენს ღრუბლებს სუნთქავდა ქარი.
და დედამიწა დაკარგული,
დავიწყებული მიწის თილისმა,
მუზების ჯარი.

ვსუნთქავდი ზამთარს და ვათბობდი გაყინულ სხეულს,
ვაფერადებდი ჩვენს სიყვარულს, მზეს რომ ვცდებოდი,
ღამეში ვკლავდი უკანასკნელ ორ ათასწლეულს,
მ ი ყ ვ ა რ დ ი,მაგრამ არასოდეს არ არსებობდი…

ცვალებადია, პოეზია არარსებული,
ოკეანეა თვალებში ცრემლი………

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 948 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

ეგ საოცარი ბროლის ყელი
და ფიქალ მკერდზე,
თეთრ ღილ-კილოდან ასხლეტილი
ოქროს ღილები…
ჯოკონდას ღიმად ჩამოქნილი
სახის ნაკვთები
და ეგ თვალები,მოლოდინით
გადაღლილები…
თითქოს მიხმობენ ლაჟვარდებში
სახე-ტიალო-დ
და მეც მოვადექ,შენი ზეცის
მაღალ კაბადონს…
ამ ჩემი სულის ამღერებას,
ლექსთა კონებად -
მხოლოდ შენ გიძღვნი – შენ,ყველაზე
ლამაზ ქალბატონს!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1026 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

შენ არ დამატყობ გულზე ნატყვიარს
ვგრძნობ, როგორ ფეთქავს შენი გულ-მკერდი,
თვალებში ლურჯი ზმანება ელავს…
წვიმის წვეთები აპობს გუბეებს,
როგორც არასდროს ზღვაც, ისე ღელავს…
ბაგეს, ვით ხატებს, ისე ვემთხვევი,
შენი სხეული ცეცხლად ანთია
და შენი კაბა ტანზე შემთხვევით
შემოხეული ღამის ლანდია…
ჩემი ხელები შენს ზურგს ეხვევა…
თვალბში თითქოს ბინდი ჩამოწვა…
დაუფიქრებლად გკოცნი ერთხელაც
შენმა ტუჩებმა კანი ამომწვა…
ახლა შენა ხარ ჩემი ცხოვრება
და, როცა დილა თენდება, ვხარობ…
მე აღარ მინდა დროის დაკარგვა
და რაც დავკარგე იმასაც ვნანობ…
მე შენ მიყვარხარ და ეს სიტყვები
ჩემს გამოხედვას დაღად ატყვია…
შენ ლექსად აღარ გამოითქმები
და არ დამატყობ გულზე ნატყვიარს…
და ახლა, როცა ამ ლექსს ბუტბუტებ,
ჩემი ცხოვრება შენ ხელში ფეთქავს…
მიყვარხარ, მინდა, ამის გჯეროდეს
და ამ სიყვარულს პასუხი ეთქვას…
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 856 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

რა მშვენიერი დღეები იყო,
იწერებოდა წიგნებში ბედი,
ახლა ამ ლექსებს ნაცარი იყოფს,
მე სულელი რომ შენს სახლთან ვწერდი.

რა გულმოდგინედ უკრავდა წვიმა,
რა გულმოდგინედ მოთქვამდა ღამე,
რა კარგი იყო რომ წლების წინათ,
ლექსს მკარნახობდა სულელი მთვარე.

რა მშვენიერი დღეები მაწვიმს,
რა მშვენიერად აპრილი გვღლიდა,
რამდენი ლექსი ვწერე და დავწვი,
შენი გაცნობის პირველი დღიდან.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 784 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

ასე გგონია ვეღარ დავწერ დღეიდან ლექსებს?
ასე გგონია ერთადერთი შენა ხარ მუზა?
ლექსთა სამყაროს მარადიულ შენ ადგენ წესებს
მღვრიე აზრებში როცა ისურვებ ჩაუშვებ ღუზას?
შენ ჩემს სიტყვებში ალბათ ისეთს ვერაფერს ხედავ,
ეგ მკაცრი გული მცირე გრძნობით მაინც აგევსოს
ვიცი ცინიზმით, ალბათ ხშირად თქმასაც გაბედავ:
"ცოტა აკლია, რასაც უნდა იმას დაწერსო,
არავინა ყავს განმკითხავი , არვინ სთხოვს პასუხს,
რეალობაში ვერ პოულობს გიჟი იმედებს
აურევია, ვერ არჩევსო აწმყოს და წარსულს ,
მბჯუტავ სინათლეს ჩაბნელებულ ლექსებში ეძებს.”
მაგრამ გახსოვდეს მბორგავ ტალღებს შენ ვერ ჩაახშობ,
თუნდაც შეასკდეს გრძნობის გემი კლდოვან ნაპირებს
თუნდაც მორევმა ჩამითრიოს , თუნდაც დამახრჩოს
დამარცხებულიც ავასრულებ ჩემს დანაპირებს.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 951 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

სისხლისფერ ოცნებებს შევეშვი,დამთავრდა
შემძულდა ნატანჯი თვეები წინ როა,
ტრიალებს უმიზნოდ ეს ბედის ბორბალი
ეს მერემდენეჯერ წყეული ზიროა.

ასფალტზე დაგდებულ ნაბიჯებს მივყვები
ეს შენი თვალები არ მიმზერს,მაბრაზებს
მომწყურდი,გინატრე,დამწყევლა ცდუნებამ
დახრჩობის პირამდე ვიოკებ ნაფაზებს.

შუა გაზაფხულს ვიცეკვებ ნუშებთან,
ვილოცებ ალუჩის პატარა კვირტებით
თავსხმა წვიმაში ვარსკვლავებს აგინთებ
ჩვენ ამ სამყაროს ძალიან ვჭირდებით.

ნესტიან დუქანში უკრავენ როიალს
ღვინოში დავახრჩვე სევდა და დარდები,
ასე ნუ მიმზერთ,საბრალო მგზავრი ვარ
ამ ჭიქას დავცლი და დაღლილი ავდგები.

გარიყულივით დავდივარ მარტო ვარ
ჯოჯოხეთს ვნატრულობ,მათხოვეთ ბებუთი,
ადგილი ვერ ვნახე მე ამ ცხოვრებაში,
სიყვარულს ვეღარ ვგრძნობ რამდენიც მეკუთვნის.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 990 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

ქროდა და ფოთლები მათოვდა
მომდევდა ტკივილი, წყენა.
ველოდი მზის ჩასვლის დადგომას,
და არა შენ გამოჩენას.
ანგელოზს ფარულს და უხილავს
თითქოს არ ელოდა სული.
ფერიავ მოსულო მწუხრიდან
კვლავ ამისხივოსნე გული.
ფოთლები ცვივა და ქარია,
შენ ლოცვას მივანდობ ღამეს,
ჩუმ ღამეს ნაზსა და მთვარიანს
გავუღებ გრძნობათა კარებს.
მოვისვრი უფსკრულში ტკივილებს,
სევდას და შხამიან ნაღველს
და შენ გულს ჩემ გულად მივიღებ
დავხატავ მაგ მბრწყინავ სახეს.
შენ სუნთქვას შევხვდები ეული,
ცხრა ზღვიდან მონადენ ნიავს
ჩავიკრავ გადარეული
მცხუნვარეს, მწველსა და მზიანს
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1035 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

უფალო,დაიცევ მეფე და ქალაქი ჩემი,
მეფე,რომელ არს სული ჩემი
და ქალაქი,გვამი ჩემი
. კვდებოდა მეფე,მძიმედ,მეფურად,
არც დანანება,არც ლაპარაკი,
სიცარიელე ქალაქს ეხურა
და ვერ ამჩნევდა ამას ქალაქი.
ცივ სასახლეში იდგა სიბნელე,
ცივ სასახლეში მეფე კვდებოდა,
იყო დუმილი გასაკვირველი
და სინანული წვეთდა ზემოდან.
მაგრამ ზეიმი იყო ქალაქში
და თაყვანს სცემდნენ ყინულის კერპებს,
თან არ იცოდა სრულად არავინ,
რომ სასახლეში კვდებოდა მეფე.
ვეღარ უძლებდა ხალხი ქეიფებს
და გიჟდებოდა ჟივილ-ხივილით,
უკანასკნელად შეკრთა ხელმწიფე
როს უცნაური იგრძნო ტკივილი.
შეიძრა მიწა,შეიძრა ზეცა,
იყო გოდება,იყო ღაღადი
და აღმართული კერპიც დაეცა,
ისე უძლური,ვითარც ქაღალდი.
დაჰქროდა ქარი,გიჟი და შმაგი,
სასახლისგანაც დარჩა სართული,
თუმც ვერ ამჩნევდა ამას ქალაქი,
ყინულის კერპის გლოვით გართული.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 992 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

ლამის გადაწვა ყველა სიმდიდრე,
ვერაგი მტრისგან დანთებულ ცეცხლმა.
და მაინც აღარ დაკარგა ფასი,
იუდას ხელში ჩავარდნილ ვერცხლმა.

მორღვეულია ყველა კარიბჭე.
დაწრწტილია სისხლი,ხორციდან.
მაგრამ დგას სული,შეურყეველი,
მკვდრეთით აღმდგარი,უფლის ლოცვიდან.

ცრემლს გაუფრთხილდით ავგაროზივით,
ჩემო დიდედო,დაო და დედავ.
მიმწუხრის ცაზე,ჩამავალ მზეში,
მაინც იმედის ნაპერწკალს ვხედავ.

მალე მენახოს ჩემი სამშობლო,
აღდგომის კართან – უფლის ლოცვითა.
ამას ველოდი! – იტყვის ლუხუმიც,
ქვეყნის ყველაზე მაღალ ბორცვიდან.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1116 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

ქალავ, ის მიყვარს მე შენი,
თავს რომ დაჰკიდებ მელადა,
პირდაპირ ცქერას ვერ ჰბედავ,
ვაჟთ ცქერას იმჩნევ წყენადა.
დრო-და-დრო გაგეღიმება
გულის საკლავად, ნელადა;
უხმლო ხმალს იქნევ, უხანჯლოდ
გულის გამხდარხარ მჭრელადა.
ჯერაც ატყვია ჩემს გულსა
შენგნით წყლულები ჭრელადა,
ოცგანაც კიდევ რომ დამჭრა,
ვერ გაგიხდები მტერადა!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1053 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

შენი ფანჯრის წინ ამოვა მთვარე,
როგორც ყოველთვის იცოდა მოსვლა
და, უბინაო დღეებით მთვრალი,
ქალაქში ქარი დადის, ვით მოსე.

ვეჩვევი სულის უსაზღვრო უღრანს
და, მტარვალივით, საკუთარ სისხლს ვსვამ,
როცა ღამეა, მთელ ზეცას ვუღრენ,
როცა ღამეა, ან თითქმის სისხამ

დილიდან მარტის გრიგალი ყივის,
ტოტებზე დგება, როგორც მამალი,
დამაქვს უსაზღვრო შეგრძნება ყინვის
და ლექსის სითბოს მაინც არ ვმალავ.

დღეს, უსათუოდ, ამოვა მთვარე,
ასე უღმერთო დუმილით ყუმი
და, ცოფიანი მგელივით მთვრალი,
შენი მთვარის წინ დავიწყებ ყმუილს.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 892 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

ლუდხანაში ზიხარ
და გკბენს ფიქრების კირჩხიბი,
დახლზე ხურდას აგორებ,
როგორც ბედის კამათელს,
გინდა, ახლა,
პირველად საკუთარ თავს ეჩხუბო...
ადექი და ცხოვრებას,
ან ხალხს შეეკამათე

უმნიშვნელო თემისთვის,
თუნდაც სულ არაფერზე,
დაამტვრიე კათხა
და ხის მაგიდა სამფეხი,
მთვრალი ხარ
და დილაა სიურეალისტური,
პოეტურად უსწრებ
და დროს არასდროს აფერხებ.

თბილისის მზე არ გათბობს,
შენთვის მხოლოდ ღერბია
(რაღაც მელანქოლიურს მოასწავებს ამინდი)
იმ ცის, შავი ღრუბლები
ყოველ დღე რომ ღებავენ.
დღესაც წვიმა იქნება,
ჰოდა, სწორედ ამიტომ,

სულის სითბო, მცირედი,
შენ რომ მოგესაკლისა,
ქოლგასავით გაშალე
და წვიმაში იარე,
სიცოცხლეა, ბევრისთვის,
ცაში ფრენა a კლასით,
შენ - ყოველთვის გაწუხებს
ამ ცხოვრების იარა.

გამოდი და
ქუჩაში წაიკითხე ლექსები,
ჯანდაბამდე წასულა დანარჩენი ამაო,
ყველა გამვლელს, ქალაქში,
მოთმინება ევსება,
შენ ჯიუტად დგახარ
და უცხო როლებს თამაშობ.

ეტიკეტის წესს
იცავს, შავ სმოკინგით, გასტონი,
ბნელ ოთახში მარტო ხარ,
არავინ გყავს მოკეთე,
ეჭვი გაქვს,
რომ დილამდე უეჭველად გასტანო,
დაღლას გრძნობ და სამყაროს
თეთრ დარაბებს მოკეტავ...

ჩვენ გვაქვს საერთო.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 974 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

საიტის მენიუ

კალენდარი

«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0