ოთხშაბათი, 2024-05-15, 7:58 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » 2011 » აპრილი » 5 » საოცარია !!!
9:59 PM
საოცარია !!!
საოცარია...
როცა შორიდან
საკუთარ თავსაც ისე დაჰყურებ,
როგორც სრულიად უცხო არსებას
და ვერ პოულობ
სულ მცირეოდენ,
სულ უმნიშვნელო რაღაც მსგავსებას...
საოცარია...
როცა შორიდან
საკუთარ სულთან ამყარებ კავშირს...
მოციქულივით, წმინდა წერილში
უფლის ნებას რომ
სიტყვებად დაშლი
და საკუთარ თავს შეიცნობ სხვაში!..
თუ გინდა სული მართლა დაიხსნა...
როგორ აგიხსნა და განგიმარტო?
რომ დაგანახვო და მიგახვედრო,
საკუთარ თავსაც ზოგჯერ შორიდან,
ზოგჯერ სხვა თვალით უნდა დახედო!
სიყვარულს ტაბუ აქვს დადებული,
დრო კი...
მკურნალი და მოამაგე
ბრმა ბედისწერის ნებას განაგებს,
ყველა სატკივარს შვებას მიაგებს,
ადრე თუ გვიან, ბოლოს და ბოლოს,
სხვაში საკუთარ თავს რომ მიაგნებ!..
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 914 | დაამატა: zukaa
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

კალენდარი

«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0