ხუთშაბათი, 2024-05-16, 4:56 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » 2011 » აპრილი » 02
ალბათ ყველას გაინტერესებთ თუ რა არის სიყვარული, როგორია ის,ამის პასუხი მეცნიერებმა წლების განმავლობაში ვერ დაადგინეს,მაგრამ ადამიანები მას თავისებურად ხსნიან… როცა ვიღაცა გიყვარს და თუ მასაც უყვარხარ,სამყარო სხვანაირი გეჩვენება,ამქვეყნად არაფერი გწყინს ყველაფერი გიხარია,თვალები გიბრწყინავს და გგონია რომ ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი შენ ხარ… ის ადამიანი რომელიც გიყვარს შენთვის მზეა,შენ კი მის გარშემო ბრუნავ.ის გათბობს და გეალერსება თავისი სხივებით. ის შენ სამყაროს ცენტრი გგონია, დღე იწყება მასზე ფიქრით და მთავრდევბა ისევ მასზე ფიქრით,ხშირად სიზმარშიც შენი სტუმარია, ძილშიც კი მასზე ოცნებობ. ყველგან და ყოველთვის მისი სახელი გაკერია პირზე,მასზე საუბარი შენთვის ყველაზე სასურველი თემაა,არასოდეს გელევა სიტყვები მასზე სასაუბროთ,ვინც არ უნდა ეცადოს ვერავინ შეგაცვლევინებს მასზე ფიქრს,სხვაზე ვერავიზე შეძლებ ფიქრს. გგონია რომ ყოველთვის ერთად იქნებით, სიცოცხლის ბოლომდე ვერაფერი დაგაშორებთ,მის გვერდით თავს დაცულად გრძნობ და არაფრის გეშინია. სიყვარული ხშირად შენზე ძლიერია,ზოგჯერ არ გყოფნის გულში ადგილი რომ ის დაიტიო, გინდა იყვირო რომ გიყვარს, გგონია რომ ვერავინ ზიანს ვერ მიაყენენებს შენს სიყვარულს, ვერავინ შეეხება, როცა დაცვა გჭირდება ყველაზე ძლიერი ხდები და ყველას შეებრძოლები მთებსაც კი შეძრავ. როცა იჩხუბებთ ფიქრობ რომ სამუდამოდ დაკარგე, ამ დროს გავიწყდება ყველაფერი, სამყარო წყვეტს არსებობას, გახსოვს მხოლოდ მისი სახე, ხმა, შეხება, კოცნა… ამ დროს შენ ყველაზე უბედური ხარ, სიყვარული ამ დროს უფრო მატულობს, სიყვარული ყოველდღე იზრდება არასოდეს კარგავს თავის პირველ მდგომარეობას, არ წყდება, არ უფერუ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 1912 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (2)

სიყვარული – უცნაური საჩუქარია, რომელიც ისეთ მდგომარეობაში აგდებს ადამიანს, რომლის დროსაც არა მარტო ჭკუას კარგავს იგი, არამედ შეუძლია წარმოუდგენელი სიმაღლეები დააპყრობინოს, ხოლო შემდეგ ტანჯვაში და ზოგჯერ სისასტიკეშიც კი ჩააგდოს. ანუ ადამიანი განიცდის ადამიანური გრძნობების მთელ გამას: ეჭვებიდან დაწყებული მეტყველების უნარის დაკარგვით დამთავრებული მის დანახვაზე.

შეეკითხეთ ნებისმიერს, თუ რა არის სიყვარული და გასაგებად ვერავინ აგიხსნით ამ სიტყვის არსს. გახშირებული გულისცემა, ციებიანივით სუნთქვა, კუნთების კანკალი, სველი ხელისგულები, აწითლებული ლოყები, უმიზეზო ღიმილი... უჩვეულოდ მოვარდნილი და ყოვლისმომცველი ეიფორიის გრძნობა იმდენად ძლიერია, რომ მისი სიტყვებით გადმოცემა, უბრალოდ შეუძლიებელია. ეს თავისებური დაავადებაა – სიმპტომებიც ასეთი აქვს. მაგრამ ბუნებამ, რომელმაც ჩადო ადამიანში სიყვარულის სიგიჟე, განკურნებაც გაითვალისწინა. ეს ქარბორბალა ყოველ ადამიანში სხვადასხვა დროით გრძელდება: ვიღაცისთვის ერთი თვე, ვიღაცისთვის 1–2 წელი. ერთი სიტყვით, სიყვარული ან თანაბარ, თბილ გრძნობაში გადაიზრდება, ან ტკივილიან განშორებას იწვევს .

მაშ რაში გვჭირდება იგი, იკითხავთ თქვენ, თუ ტანჯვა–წამების მოტანაც შეუძლია? შობადობისათვის? მაგრამ სიყვარულის გარეშეც შეიძლება გამრავლება. ეს ყველაფერი მართალია, მაგრამ, როცა უყვარდება, ადამიანს უკეთესი მომავლის იმედი აქვს და დარწმუნებულია იმაში, რომ ცუდი არაფერი შეემთხვევა, რომ გვერდს აუვლის გაუმართლებელი სასიყვარულო განცდები, ხოლო მისი სიყვარული მარადიული იქნება და მხოლოდ სიხარულსა და კმაყოფილებას მოუტანს.

ათასწლეულების უკანაც კი ადამიანები ცდილობდნენ გა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 1647 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

სიყვარული, ერთგულებაა – ეს გრძობა არა მხოლოდ ადამიანისთვისაა ცნობილი, არამედ ფაუნის წარმომადგენლებისთვისაც. ცხოველები ერთმანეთისადმი (და ადამიანისადმი) გამოხატავს ისეთ გრძნობას, რასაც ჩვენ "სიყვარულს” ვეძახით. გთავაზობთ ცოტაოდენ ალერსიან ფოტოებს, რომელთაც დართული აქვს ყველა დროის ცნობილი ხალხის აფორიზმები, სიყვარულის შესახებ…
სიყვარული ერთადერთი ვნებაა, რომელიც არ აღიარებს არც წარსულს და არც მომავალს.
ოჯახი ბავშვებით იქმნება.
ცხოვრებაში სიყვარულზე კარგი არაფერია. ცხოვრებიდან მისი გამორიცხვა – ეს იგივეა სამყარო მზის სინათლის გარეშე დარჩეს.
გიყვარდეს – ეს იგივეა აღმოაჩინო მეორე ადამიანში საკუთარი ბედნიერება.
ის ვისაც არასდროს არ უძებნია არც მეგობარი და არც სიყვარული, ათასჯერ უფრო ღარიბია, იმაზე ვინც ეს ორივე უკვე დაკარგა.
სიყვარული ცეცხლივითაა, საკვების გარეშე ქრება.
ძაღლი მსოფლიოში ერთადერთი არსებაა, რომელსაც საკუთარ თავზე მეტად უყვარს პატრონი.
სიყვარული ყოველთვის შეიძლება, სანამ გული ცოცხალია.
სიყვარული ლამაზი ყვავილია, რომლის მოსაწყვეტად სიფრთხილის დაცვაა საჭირო.
სიყვარულმა ასაკი არ იცის.
სიყვარული თეორიაა, რომელიც ყოველდღე უნდა ამტკიცო.
ის ვისაც უყვარს, ადვილად წყვეტს თავის საქმეებს.
კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 1177 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

სიყვარული…. მაგარი რამეა… სიყვარულია მეგობრობა მაგალითად……უსიყვარულოდ მე არ ვიცი, რა იქნებოდა…. შენ ალბათ უფრო ქალისა და მამაკაცის სიყვარულს გულისხმობ, მაგრამ რა გითხრა, აქ დიდი დასკვენბისა და აზრების წერა არ გამომივა… ადრე ამდაგვარი კითხვა იყო საიტზე და ჩემს მაშინდელ პასუხს გაგიმეორებ… ნუ არის ერთი კინო, სადაც ბავშვი კითხულობს, რა არის სიყვარული, რას გრძნობ როცა შეყვარებული ხარ? დეიდამისმა მიუგო: აი ოდესმე მთელი სისწრაფით ადგილზე გიტრიალია? ისე, რომ თავბრუ გესხმის? –როგორ არა–მიუგო ბავშვმა… –ჰოდა სიყვარულიც სწორედ მაგ შეგრძნებას ჰგავს–იყო პასუხი….. რა გითხრა, მე ძალიან მომწონს ასეთი განმარტება. ორიგინალურია, ზედმეტი ფრთიანი ფრაზებისა და ეგეთების გარეშე…
კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 1096 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

ყველა, როგორც ქალი, ისე მამაკაცი, ოცნებობს სიყვარულზე. მაგრამ ქალები თითქოს ამასთან მიმართებაში უფრო გაწონასწორებულები არიან, ესმით რა, რომ ზღაპრული გრძნობები ეს არის ფილმებში და რომანებში, ხოლო რეალურ ცხოვრებაში ბედნიერება შესაძლებელია სავსებით ჩვეულებრივი ურთიერთობებით კატაკლიზმების გარეშე.

სხვა საქმეა მამაკაცები: თითქმის ყოველ მეორეს სჯერა არაამქვეყნიური სიყვარულის, სჯერა, რომ სადღაც არსებობს ის ერთადერთი მისი ნახევარი. არ გჯერათ? სცადეთ გულახდილობაზე გამოიწვიოთ თუნდაც რამდენიმე მამაკაცი და თავად დარწმუნდებით.
მაგრამ რა ხდება მერე, როცა სადღაც იბადება ზუსტად ეს ნამდვილი სიყვარული?

სიყვარული - ეს არის ღმერთის საჩუქარი.

სიყვარული, რომელიც გაიღებს საკუთარ თავს და თავისთვის არაფერს იტოვებს, მზადაა ნებისმიერი მსხვერპლისათვის და გამოცდისათვის, სიყვარული, რომელმაც შეიძლება საუკუნეებს გაუძლოს.

ერთი შეხედვით ეს ღმერთის ნაბოძები სიყვარულია და თუ თქვენს გულში ასეთი სიყვარული შემოიჭრა, თითქოს ცოდვაც კი უნდა იყოს იმაზე დაფიქრება, რომ აკონტროლოთ იგი. თქვენ დაფრინავთ თქვენს გრძნობებში უკან მოხედვის გარეშე და ტკბებით პირველ რიგში იმით, რომ თქვენ გიყვართ და არა მას უყვარხართ. ისიც ამბობს, რომ ბედნიერია, რომ ვერასოდეს იფიქრებდა, თუ ისეთ ქალს შეხვდებოდა, ვინც შეძლებდა მის ასე შეყვარებას. ვნებები და გრძნობები მდინარესავით მოედინება და სხვა ყველაფერი უფერულდება ამ უსაზღვრო და წმინდა სიყვარულის წინაშე.

პირველ ხანებში. შემდეგ კი ნელ-ნელა ყველაფერი იცვლება.

მამაკაცი კარგავს პირვანდელ ემოციას, იგი უკვე აღარ გკოცნით, რადგან იცის რომ უამისოდაც ყველაფერზე თანახმა ხართ, ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 1279 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

1. სიყვარული თურმე ჩემი ცხოვრების აზრია... როცა არ მიყვარს,არ ვარ ცოცხალი ფაქტიურად...
2. სიყვარული სიამოვნებაა სინანულის გარეშე...
3. მეე კიდე ჩემი თავი მომწონს, როცა შეყვარებული ვარ...
4. სიყვარული? სიყვარული მეხიზ დარტყმაა...
5. ჩემი აზრით სიყვარული სიტყვებით გამოუხატავი გრძნობაა. არ ვიცი როგორ გამოვხატო სიყვარული სიტყვებით. როცა გიყვარს სუ სხვა ადამიანი ხდები. ჩემი აზრითსიყვარული ყველაპერია...
კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 1111 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

ხშირად ამბობენ, რომ სიყვარული ნეტარებაა,
აფსურდიაო - ისიც ხშირად გამიგონია,
ქვეყნად მრავალი ჯადოსნური შედარებაა,
მე კი რატომღაც ასე ვფიქრობ, მგონია
სიყვარულია აპრილის სუნთქვა, ნოემბრის სევდა,
სიყვარულია პირველი თოვლი, მაისის ვარდი,
თეთრი უდაბნოს მდუმარება, თაკარა მზე
და სამუდამო გაქრობაზე ფარული დარდი,
და მე არ ვიცი ნეტარებაა თუ აფსურდია,
სისხლით გათანგულ მძვინვარე მხეცსაც ასე ანაზებს,
განა ტყუილად უბრძანებია გამსახურდიას:
"სიყვარულია თავად ღმერთი ამ ქვეყანაზე!"
კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 1152 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

1. ამოუცნობი გრძნობა რომელიც მეცნიერებამაც ვერ დააადგინა თუ როგორ ჩნდება ეს გრძნობა ადამიანებს აკავშირებს ერტმანეტს აი ეს არის ჩემი კომენტარი სიყვარულის შესახებ....
2. სიყვარული არის ის რისთვისაც ვცხოვრობთ...
3. სიყვარული არის იცხოვრო იმისთვის ვინც გიყვარს....
4. სიყვარული-ვარსკვლავია, რითაც არკვევს ზღვაოსანი ოკიანის ტალღებს შორის, სად იქნება მისი ბედი...
5. სიყვარული ყველაზე კარგი და მშვენიერი რამ არის რაც ოდესმე უფალს შეუქმნია...
6. მართლაც რო კარგია სიყვარული...
7. სიყვარული რო არსებობს ნამდვილად მჯერა მგრამ რა არის?ალბათ უფრო მაინც შეჩვევაა ორი ადამიანის.მე ესე ვფიქრობ და რავი...მის გარეშე რო ვეღარ ძლებ ამით დასტურდება რო შეჩვევაა...
კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 1041 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

მთელი შენი ცხოვრება მხოლოდ საყვარელ ადამიანს უკავშირდება... მასთან რაღაც უხილავით ხარ მიჯაჭვული და გასაქანს აღარ გაძლევს... ‘’ნამდვილი სიყვარული მარადიულია’’... ის არასდროს ქრება უკვალოდ და დიდ ტკივილსაც ტოვებს სულში... დიდი დრო და სიძლიერეა საჭირო იმისთვის, რომ სიყვარულით გამოწვეული სიგიჟეების, მძაფრი განცდების და ეიფორიებისაგან განთავისუფლდე... ამას იმდენად დიდი დრო სჭირდება, რომ ჩვენი ცხოვრების მანძილზე აღარ გვრჩება დრო იმისთვის, რომ ხელახლა შეგიყვარდეს.’’ სიყვარული ყოველდღე იზრდება, არასოდეს კარგავს თავის პირველ მდგომარეობას, არ წყდება, არ უფერულდება, არ ხუნდება... პირველი სიყვარული ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი, ის ყველასაგან და ყველაფრისაგან განსხვავდება, არ აქვს მნიშვნელობა როდის გეწვევა-რა ასაკში. ყველაზე ლამაზი-სიყვარული ალბათ გარდატეხის ასაკშია.
ამ დროს ყველაფერს განიცდი, უფრო რომანტიკული და მეოცნებე ხარ, ვიდრე საერთოდ. პირველი სიყვარულის დავიწყება უზომოდ ძნელია, თითქმის შეუძლებელი და სანამ ცოცხალი ხარ ის ბუდობს შენს გულში. ყველაფერი ახალია შენთვის:პირველი ცრემლი, პირველი სიხარული, პირველი სითბო, პირველი კოცნა... ის ყოველთვის შენში რჩება!
როცა ვიღაცა გიყვარს და თუ მასაც უყვარხარ,სამყარო სხვანაირი გეჩვენება,ამქვეყნად არაფერი გწყინს ყველაფერი გიხარია,თვალები გიბრწყინავს და გგონია რომ ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი შენ ხარ... ის ადამიანი რომელიც გიყვარს შენთვის მზეა,შენ კი მის გარშემო ბრუნავ.ის გათბობს და გეალერსება თავისი სხივებით. ის შენ სამყაროს ცენტრი გგონია, დღე იწყება მასზე ფიქრით და მთავრდევბა ისევ მასზე ფიქრით,ხშირად სიზმარშიც შენი სტუმარია, ძილშიც კი მას ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 1191 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

რა არის სიყვარული? მისი მნიშვნელობის აზრს ბოლომდე ვერ ჩასწვდები. მის გარეშე ვერ წარმოგიდგენია სოცოცხლე. იქნებ ეს შენი ასაკისა და ცხოვრების ბრალია? სიყვარული, ერთადერთია რის გამოც ღირს ცხოვრება. რომ განიცადო მისი სიტკბოება, რომ ერთხელ მაინც უთხრა მას წრფელი გულით
„ მე შენ მიყვარხარ"

ყველა ქალს სიამოვნებს მისდამი ნათქვამი სასიყვარულო სიტყვები, რაც არ უნდა უაზროდ და ორიგინალურობის გარეშე იყოს წარმოთქმული.
დამეთანხმებით რომ ის სიტყვა მაინც ლამაზი და არაჩვეულებრივია. ხოლო მაშინ თუ იგივე გრძნობა გაგაჩნია კონკრეტული პიროვნებისადმი, შენს ბედნიერებას საზღვარი არ აქვს, დაფრინავ ღრუბლებში, სრულიად სხვა სამყაროში ხარ, ყველას მიმართ სითბოს აფრქვევ, და ბოლო ხმაზე გსურს ყვირილი, რომ ყველამ გაიგოს შენი სიყვარულის შესახებ. სრულიად გათიშული ხარ, გსურს მუდამ გესმოდეს მისი სუნთქვა, მთლიანად მასზე ხარ დამოკიდებული, მიჯაჭვული, უმისობა ვერ წარმოგიდგენია. გიყვარს, უაზროდ გიყვარს. კითხვები კი თავს არ განებებენ, ეჭვი გღრღნის „ ვუყვარვარ"?
ეს იქნებ არცაა ასე, და იქნებ იგი მხოლოდ გატაცებულია შენით, და მხოლოდ ქალი აინტერესებს შენში? გსურს მის პიქრებს ეკუთვნოდე, მუდამ შენს მოლოდინში იყოს. და შენს გარდა წამსაც ვერ ძლებდეს. იქნებ ის მართლა ასეა, ის გაღმერთებს, შენი სუნთქვა ჩაესმის და გრძნობს რომ შენ მისი სიყვარულით ხარ გაჟღენთილი, გსურს მოეხვიო და გესმოდეს მისი გულის ცემა, რომელიც იმ მომენტში გამალებით ძგერს....

პირველი სიყვარული , პირველი კოცნა,, პირველი ცრემლი, სურათები, უამრავი მხიარული სურათი და ისევ ცრემლების ზღვა, რომელშიც გსურს ჩაიძირო და აღარ გრძნობდე, რომ ცდებოდი, ცდებო ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 1059 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

13 პასუხი კითხვაზე”რა არის სიყვარული?”

1. ამ კითხვაზე პასუხის მოძებნას ადამიანები კაცობრიობის არსებობის მანძილზე ცდილობდნენ და ცდილობენ... პოეტები ლექსებს უძღვნიან, მხატვრები ნახატებში ასახავენ, მწერლები რომანებს უძღვნიან... მე კი არც ერთი მათგანი არ ვარ ლექსებით, ნახატებითა და რომანებით რომ გავცე პასუხი... და მაინც სიყვარული სულიერი გრძნობაა, რომელსაც ავსებს ფიზიკური

2. ამბობენ სიყვარული დედამიწაზე ცხოვრების დროს ავანსად გვეძლევა. არ ვიცი რამდენად სწორი ნათქვამია, მაგრამ პავლე მოციქულის სიტყვებში კი ეჭვი არ მეპარება: "სიყვარული სულგრძელია და ტკბილი, სიყვარულს არ სურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს, არ მრისხანებს და არ განიზრახავს ბოროტს. სიყვარული ილტვის, ყოველივეს უჯერებს ყველას, ყველაფრის იმედი აქვს და ყოველივეს ითმენს. სიყვარულია თავად ღმერთი.”

3. ბევრნაირი სიყვარული არსებობს. ყველა განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ მათ აერთიანებთ ერთი მთავარი რამ – ურთიერთგაგება და თუ არ არის გაგება, მაშინ არც გრძნობა არაა.

4. ჩემი აზრით სიყვარულის იმდენივე შეფასება არსებობს რამდენი ადამიანიც დაბადებულა. სიყვარულის მთელი ხიბლიც ეგ არის რომ ბოლომდე ამოუცნობია, ინდივიდუალურია, მოულოდნელობებით არის აღსავსე.

სიყვარულის აღქმაც კი განსხვავებულია... მაშინ როცა ხარ შეყვარებული, შემდგომ, როცა დამთავრდება და ცივი გონებით აანალიზებ.
A მასზე ბევრი საუბარი შეიძლება, მაგრამ მთვარია რომ სიყვარული არის ბენიერება, არის სიკეთ, კეთლშობილება, მშვიდობა და სიამოვნება. Aადამიანი რომელიც შეყვარებულია, მისთვის მთელი საყარო ერთიანდება.

ეს არის განცდა, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა გამოს ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 1233 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

სიყვარული მრავალნაირია ამიტომ ცოტა რთულია თქვა რა არის.
ქალურ და ვაჟურ სიყვარულს რაც შეეხება, სიყვარული მათ ცხოვრებას ცვლის, რადგან ეს გრძნობა ხშირად ცხოვრების ბოლომდე რჩება, მაგრამ ამავე დროს სიყვარულს ცხოვრების დანგრევაც შეუძლია.....
როგორც ფრთებს შეგასხამს და გაფრენინებს სიხარულისაგან,ასევე სასტიკად შეუძლია ეს ფრთები წაგართვას და მტკიცნეულად დაენარცხო ძირს... მაგრამ არ უნდა შეუშინდე ამ დაცემას... სიყვარული ამად ღირს... რომ იფრინო და დაეცე... იფრინო და დაეცე....
კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 920 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

chemi azrit siyavruli iseti ramea romelsac pirvel rigshih didi gafrtxileba ,dafaseba,gagebaunda.siyavrulze xmamagla verasdodes ilaprakeb radanam am dros yoveltvis sakutar gulshi iqnebi da mousmen gulis amodzaxils...yoveltvis unda axlosvdes adamians rom es udidesad lamazi da spetaki grzdnoba cxovrebashi ertxel modis da didi gafrtxilebda da movla unda radgan bavshvivit nazi,satuti da umweoa...

ras vafaseb adamianshi...
adamianshi pirvel rigshi vafaseb mis sulier mxares...ar mainteresebs adamini rogoria fizikurad,lamazia,maxinjia...amas chemtvis nolis fasi adevs.mtavaria adaminshi misi adamianoba,misi buneba...misi xasiati...dro ro gava is fizikuri silamaze daikargeba,xolo sulieri arasodes ar daikargeba!
amitom vapaseb adamianshi pirvel rigshi mis sulier silamazes!..

კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 1034 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

ხვალ გამოცდა მაქვს უსაშინლესი და მეცადინეობის მაგივრად ვზივარ და იმ პირველ სიყვარულზე ვფიქრობ! გული დამიჭრა საზიზღარმა, შხამიანი ისრით. . . საშინლად მტკივა. ვგრძნობ ტკივილს უიმედო ნოსტალგიისას!. . .
ბუზღუნებს ჩემი მეორე მე. . .
- ხვალ გამოცდა გაქვს, იმეცადინე!
- ვიცი!
- რომ იცოდე სულელივით არ იჯდებოდი და სხვაზე არ იფიქრებდი!
- ვინ სხვაზე? მე ხომ ვმეცადინეობ?
- გეთანხმები, კითხულობ, წერ, მაგრამ თვალწინ ასოების ნაცვლად ვის ხედავ? ფიქრში ვინ გიზის? გამოცდა თუ სიყვარული?
- თავი დამანებე! ვმეცადინეობ!
- მეცადინეობ? ნუ მაცინებ?არ გრცხვენია? იწვი, იფერფლები. . .
- თავი დამანებე! ჩემიც მეყოფა!
ბუზღუნი მორჩა, გული დამშვიდდა. . . ვაგრძელებ მეცადინეობას. . . .
- რას აკეთებ?
- ვფიქრობ!
- გამოტყდი!
- ჰო!
- რაზე ფიქრობ?
- პირველ სიყვარულზე!
- კიდევ მასზე ფიქრობ?!
- ჰო. . .
- რატომ?
- არ ვიცი. . .
- ჰო დაივიწყე?
- არ ვიცი. . . .
- კიდევ გიყვარს?
- არ ვიცი. . .
- აბა რაზე ფიქრობ?
- არ ვიცი. . .
- აბა, რა იცი?
- არაფერი ვიცი!
- კარგი რა! არ შეიძლება ასე! თავს ნუ იტანჯავ! დაივიწყე, როგორც მან დაგივიწყა, შეძელი ეს, როგორც მან შეძლო, გადაიყვარე, როგორც მან გადაგიყვარა, აღარ გაიხსენო, როგორც ის არ გიხსენებს, აღარ იფიქრო, როგორც ის არ ფიქრობს. . . .
- არ შემიძლია! ვერ ვივიწყებ! ვერ შევძელი! ვერ გადავიყვარე! არ გახსენებაც ვერ შევძელი! მასზე ფიქრიც ვერ შევწყვიტე!. . . უძლური ვარ. . .
- ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 1067 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

სიყვარული უეცრად ბედნიერების მწვერვალზე აგიყვანს, წუთით იგრძნობ, რომ ყველაზე მაღლა ხარ... და მერე ეშვები მსუბუქად. ეს ხდება იმიტომ, რომ ზუსტად ამ წუთებისთვის ღირს სიცოცხლე და რომ არასდროს უნდა დანებდე!
სიყავრული როდია ლამაზი ზღაპარი, როდი იწყება სიტყვებით "იყო და არა იყო რა", ყოველთვის როდი მთავრდება კეთილად და ზოგჯერ, საერთოდ არ აქვს დასასრული.... და მაინც, სიყვარული ცხოვრების უდიდესი სიამეა, მიუხედავად მისგან გამოწვეული ტანჯვისა და ტკივილისა. ყოველთვის არ გაგიმართლებს, მაგრამ ერთხელაც მოგეცემა არნახული ძალა, მოხდება ისე, რომ "გეტყვი_ მიყვარხარ და ამ სიტყვებით მოგაბრუნებ სხვისკენ მიმავალს". ადამიანისთვის იმაზე დიდი ბვედნიერება არ არსებობს, როცა იცი, რომ ვიღაცას ძალიან, ძალიან უყვარხარ. მთავარია, გიყვარდეს ჭეშმარიტი სიყვარულით და ყველაფერი კარგად იქნება!
სიყვარული ყოველთვის წმინდა და ამოუცნობია. . .
კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 968 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

სიყვარული – უცნაური საჩუქარია, რომელიც ისეთ მდგომარეობაში აგდებს ადამიანს, რომლის დროსაც არა მარტო ჭკუას კარგავს იგი, არამედ შეუძლია წარმოუდგენელი სიმაღლეები დააპყრობინოს, ხოლო შემდეგ ტანჯვაში და ზოგჯერ სისასტიკეშიც კი ჩააგდოს. ანუ ადამიანი განიცდის ადამიანური გრძნობების მთელ გამას: ეჭვებიდან დაწყებული მეტყველების უნარის დაკარგვით დამთავრებული მის დანახვაზე.

შეეკითხეთ ნებისმიერს, თუ რა არის სიყვარული და გასაგებად ვერავინ აგიხსნით ამ სიტყვის არსს. გახშირებული გულისცემა, ციებიანივით სუნთქვა, კუნთების კანკალი, სველი ხელისგულები, აწითლებული ლოყები, უმიზეზო ღიმილი... უჩვეულოდ მოვარდნილი და ყოვლისმომცველი ეიფორიის გრძნობა იმდენად ძლიერია, რომ მისი სიტყვებით გადმოცემა, უბრალოდ შეუძლიებელია. ეს თავისებური დაავადებაა – სიმპტომებიც ასეთი აქვს. მაგრამ ბუნებამ, რომელმაც ჩადო ადამიანში სიყვარულის სიგიჟე, განკურნებაც გაითვალისწინა. ეს ქარბორბალა ყოველ ადამიანში სხვადასხვა დროით გრძელდება: ვიღაცისთვის ერთი თვე, ვიღაცისთვის 1–2 წელი. ერთი სიტყვით, სიყვარული ან თანაბარ, თბილ გრძნობაში გადაიზრდება, ან ტკივილიან განშორებას იწვევს .

მაშ რაში გვჭირდება იგი, იკითხავთ თქვენ, თუ ტანჯვა–წამების მოტანაც შეუძლია? შობადობისათვის? მაგრამ სიყვარულის გარეშეც შეიძლება გამრავლება. ეს ყველაფერი მართალია, მაგრამ, როცა უყვარდება, ადამიანს უკეთესი მომავლის იმედი აქვს და დარწმუნებულია იმაში, რომ ცუდი არაფერი შეემთხვევა, რომ გვერდს აუვლის გაუმართლებელი სასიყვარულო განცდები, ხოლო მისი სიყვარული მარადიული იქნება და მხოლოდ სიხარულსა და კმაყოფილებას მოუტანს.

ათასწლეულების უკანაც კი ადამიანები ცდილობდნენ გა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 827 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

1. თუ სიყვარულს ეძებ, ისე ეძებე რომ არავის წაართვა.
2. სჯობს გაიცნო და შეიყვარო, ვიდრე შეიყვარო და მერე გაიცნო.
3. სიყვარული ისეთი სნეულებაა, რომელიც მედიცინისაგან განუკურნავია.
4. არავინ დაისჯება ისე, როგორც ის, ვინც არ შესწირავს თავს სიყვარულს.
5. ამ ქვეყნად ადამიანს არაფერი ხდის საჭიროდ, ისე როგორც სიყვარული.
6. სიყვარული თამაში არ არის, როცა მოგესურვება დაიწყო და დაამთავრო.
7. ბედნიერია ის, ვინც ჭეშმარიტ სიყვარულს ეღირსება.
8. სიყვარული არ გეკითხება როდის მოდის და როდის მიდის.
9. სიყვარული ადამიანს დაუპატიჟებლად ესტუმრება და როცა ჩასახლდება გულში, იმ წამსვე დაიწყებს მბრძანებლობას.
10. თუ ვინმე გიყვარს - ადამიანი ხარ ...
კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 971 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

ი ნ გ ლ ი ს ე ლ ი-სიყვარული ნაზი ჭურჭელია და მის შესანახად საჭიროა ოქროს ჭურჭელი smile
ფ რ ა ნ გ ი-სიყვარული მცენარეა რომელსაც მხიარული ხასიათი ზრდის smile
ი ტ ა ლ ი ე ლ ი-სიყვარულს მხოლოდ სილამაზე ახანგრძლივებს smile
გ ე რ მ ა ნ ე ლ ი-სიყვარული მხოლოდ სულიერი მეგობრობის დროს ყვავის smile
ე ს პ ა ნ ე ლ ი-სიყვარულს მხოლოდ კოცნა ასულდგმულებს:)
რ უ ს ი-სიყვარული?ჩუ,ჩუ თორემ ამითაც დაზიანდება smile
ქ ა რ თ ვ ე ლ ი ს თ ვ ი ს - მინდოდა მეკითხა მაგრამ გაწითლდა და მითხრა სიყვარულზე ლაპარაკს ჩვეული არ ვარო smile
კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 1092 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

siyvaruli es iseti sneulebaa romelic mecnierebisgan ganukurnavia am kveyanaze adamini ar momkvdara ise rom es arachveulebrivi grdznoba ar ganecada ... siyvarulis dros sul sxvanairi xar ... xan mowyenili xan zedmetad bednieri da mxiaruli xan dzalian "swerva" ... genatreba giyvars ganicdi mogwons gixaria gwyins ... es yvelapoeri dzneli asatania magram kreba mashin roca mastan xar ... mashin sul sxvanairi xdebi ... ginda chaexuto akoco magram zogjer es shesadzlebeli araa ... magram zogjer momentebs ar viyenebt ... ragac xdeba iseti shens gulshi rasac ver xsni an tu xsni ar ambob ... an dzlian ucnaur shemtxvevashi etyvi iset adaminas romelic mnishvnelovania shentvis ... roca siyvaruls malav mashin ginda zustad rom yvelam icodes ... gak momnetebi rom gaxvide da mtel msoplios gaagono rom giyvargiyvars sicocxleze metad giyvars yvelaze metad miuxedevad imisa tu ras aketebs igi an rogoria ... siyvarulshi mtavaria grdznoba da pativiscema tu amis gagebis unari gak mashin shen martla giyvars giyvars tavdaviwyebit da dzalian ... gindeba zgva da zgvis napiri ukacriel kundzule mastan ertad ... am dros ki nerviulob ganicdi ... nerviulob imaze rac xdeba ginda mastan ertad siaruli magram ver dadixar gindeba mastan yopna magram ver xar ... anu ertmanets ver ewyobit imitom rom xels ar uwyobt ... siyvaruli tavidan bolomde monatrebaa sul genatreba genatreba ise rogorc aravin da arasdros ... albat yvelaperi siyvarulzea damokidebuli am dros ... ginda chaicva ise rogorc arasdros gamoiyurebode gansaku ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 1481 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

მე – 19 საუკუნეში მედიკოსები სიყვარულს სერიოზულ ავადმყოფობად თვლიდნენ და წამლებსაც კი უწერდნენ ,,დაავადებულთ”. დღესაც ზოგიერთ ექიმს მიაჩნია: რომ შეყვარებულებს სქესობრივი ჰორმონების დონე მკვეთრად უწევთ მაღლა და ამას სექსუალური სტრესი მოჰყვება. ამასთან, ადამიანის ორგანიზმში საოცარი ნივთიერება – ამფეტამინი ბუდობს და სწორედ მის გამო კარგავენ გონებას შეყვარებულები.
სექსუალური ლტოლვა შიმშილს და წყურვილს შეიძლება შედარდეს. ადამიანთა ნაწილი ახალ სექსუალურ თავგადასავლებს ეძებს, ავადმყოფური ლტოლვა პარტნიორის გამოცვლისა არ არის დამოკიდებული სექსუალურ ტემპერამენტზე. სექსოჰოლიკებად უმეტეს შემთხვევაში საკუთარი ღირსებადაქვეითებული ნევრასტენიკები ხდებიან.
,,სტატისტიკა” იმასაც ამბობს, რომ ხშირად სწორედ თავმდაბალი და ჩუმი მამაკაცები არიან მშვენიერი საყვარლები, რადგან საწოლში პირველ რიგში საკუთარ თავზე კი არ ფიქრობენ, არამედ იმაზე, თუ როგორ ასიამოვნონ პარტნიორს...
კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 1018 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

სიყვარულს მოწყენილობა კლავს, დავიწყება ასამარებს
შეიძლება ამ სამყაროში მხოლოდ ადამიანი ხარ, მაგრამ ვიღაცისთვის მთელი სამყარო ხარ
მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას არ უყვარხარ ისე, როგორც შენ გინდა რო უყვარდე, იმას არ ნიშნავს, რომ იმ ადამიანს მთელი გულით არ უყვარხარ

სიყვარული სისუსტეა, უფრო მეტი სისუსტეა სიყვარულისგან განკურნება...

კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 937 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

რიტორიკული კითხვა, რომელიც "ქათმის და კვერცხის დილემის” ტოლი თუ არ არის, არც ბევრად უფრო ახალგაზრდაა.
ადრე თუ გვიან, ნებისმიერი ადამიანი იწყებს ამაზე ფიქრს.

მე თვითონ, პირველად საპირისპირო სქესის წარმომადგენელი რომ მომეწონა, 3 წლის ვიყავი, წარმომადგენელი-კი 10 წლით უფროსი იყო და დამატებით ჩემი ძმის მეგობარს წარმოადგენდა (ბავშვობიდან "არაქართული” ქცევით გამოვირჩევი xD ). რატომ ვამბობ ამას? იმის აღსანიშნად, რომ სადღაც ტვინში, რაღაც, ბავშვობიდანვე მუშაობს, რომელიც გაიძულებს დედამიწის მეორე ნახევრიდან(თუნდაც იმავე ნახევრიდან), ვიღაც გამოარჩიო და იმას უჟუჟუნო თვალები. მეორე ვერსიაა, რომ ბავშვობიდან ვუყურებთ იმას, თუ როგორ დადიან ჩვენს გარშემო ადამიანები წყვილებად (დედა და მამა, ბიძა და ბიძცოლა, უფროსი და და მისი ბიჭი) და ჩვენს ტვინებში ისრუტება, რომ ჩვენც უნდა ვიპოვოთ "ვიღაც”.

საერთოდ, მე მჯერა, რომ ძალიან, ძალიან ბევრი რაღაც ჩვენში იმიტომ არის, რომ ჩვენს გარშემო ასე ხდება. ჩვენი შინაგანი, უდიდეს ნაწილად, ცხოვრებაში მომხდარი მოვლენების, არსებული ადამიანებისა და ამ ყველაფრისგან მიღებული გამოცდილების ნაზავია. თუმცა, ეს თემიდან გადახვევაა. დავუბრუნდეთ სიყვარულს.

ადამიანური ემოციების ამ ნაწილზე ფიქრისას, მაინც მგონია, რომ მოთხოვნილება გვიყვარდეს, ორი კომპონენტიდან გამომდინარეობს : 1.პირველყოფილი ინსტინქტი ვაწარმოოთ ჩვენნაირი 2. ბავშვობიდან მიღებული ინფორმაცია, რომ უნდა გვიყვარდეს.. ხოდა ჩვენც, ზოგი ადრე, ზოგი გვიან, ვიწყებთ პროგრამა მინიმუმის შესრულებას.

სიყვარულზე არსებობს უამრავი წიგნი და ფილმი, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ის ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 1258 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

სიყვარულზე დაწერეო, მთხოვდნენ ამ ბლოგის მკითხველები. რომ იცოდეთ, რამდენჯერ ვცადე! არ გამოვიდა. მეტისმეტად ბევრი სიძულვილია საქართველოში. სიძულვილი კი, მოგეხსენებათ, გადამდებია.

მაგრამ მოვუსმინე ბარბრა სტრეიიზანდის ახალ ალბომს («Love Is The Answer» რომ დაარქვა ახლა უკვე 67 წლის მომღერალმა) და გამახსენდა, რომ სიძულვილის გარდა, სიყვარულიც გადამდებია.

მიუხედავად იმისა, რომ ბარბრამ არაერთხელ განაცხადა, კინოს და მუსიკას თავს ვანებებო, მაინც ვერ მოითმინა და ახალი დისკის გამოშვებაზე თანხმობა განაცხადა. კანადელ მომღერალს, დიანა კრალს სთხოვა დახმარება (ჯაზის ეს ახალი ვარსკვლავი დღეს ბარბრას პროდიუსერია), მოიწვია კვარტეტი, რომელიც კლასიკურ ჯაზს უკრავს და ჩაწერა ყველასთვის კარგად ცნობილი 12 სიმღერა, მათ შორის ”Smoke Gets in Your Eyes”, მიშელ ლეგრანის მელოდია ფილმიდან ”როშფორელი ქალიშვილები”, ჟაკ ბრელის ”არ მიმატოვო” ("Ne Me Quitte Pas"), დიდი ხანია კიტჩად, კარიკატურად რომ აქციეს მსოფლიო ესტრადაზე

ალბომის ყდას შეხედეთ და ”იუთუბზე” ნახეთ როგორ მღერის. http://www.youtube.com/watch?v=7-a0RXozSRU

ხედავთ, რა ლამაზია?

ეს ის ბარბრა სტრეიზანდია, ერთხელ, ყველაზე გაბრაზებულმა რომ თქვა, პრობლემა თქვენშია და არა ჩემში...ეს თქვენ გაქვთ ”გამრუდებული” წარმოდგენა სილამაზეზეო. პლასტიკურ ოპერაციებზე არც კი უფიქრია. დარჩა ასეთი - სქელი ტუჩებიით, პატარა და ელამი თვალებით, კეხიანი, გრძელი ცხვირითა და მოღუნული ფეხებით - სასაცილო გოგონა, რომელიც 15 თვის იყო მამა რომ გარდაეცვალა. მოგვიანებით კი, მართლაც რომ ცხოვრების ყველა ნომინაციაში გამარჯვებულმა, განაცხადა: ”როცა მითხრეს, ხმა გაქვსო, ეგრევ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 1305 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

მამაკაცებს ხშირად უამბნიათ, რა ოინი, სიურპრიზი ან საგმირო საქმე ჩაუდენიათ შეყვარებულის გამო. ქალები კი ამ თემაზე რატომღაც დუმილს ამჯობინებდნენ. პირველმა ჩემმა ერთმა კოლეგამ გაბედა და მიამბო, რა "გმირობაც" ჩაიდინა საყვარელი მამაკაცისთვის.

5 წლის წინ, ზაფხულში ნინო გრიგოლეთში ისვენებდა, გოგაც იქ გაიცნო. თავიდან მათ ურთიერთობას საკურორტო რომანის ელფერი დაჰკრავდა, მაგრამ მალე ერთიც და მეორეც მიხვდა, რომ საქმე გაცილებით სერიოზულად იყო.
- მე აუცილებლად ჩამოვალ თბილისში და შენს მშობლებს გავიცნობ, რომ შენი ხელი ვთხოვო! - უთხრა ნინოს ვაჟმა გამომგზავრების წინ და სტუმრობის დღეც დაუთქვა.
გოგა ფოთში ცხოვრობდა. ქალაქში ე.წ. "ავტორიტეტად" ითვლებოდა. მართალია, არასოდეს გარეულა "შავ საქმეში", მაგრამ ნებისმიერი სადავო და საკამათო მას უნდა გაერჩია, დაედგინა, ვინ იყო მართალი და ვინ - მტყუანი. იგი სიმართლის მხარეს იდგა და ამიტომაც ენდობოდა ყველა.
შეხვედრის დღე ახლოვდებოდა და ნინოს სული ელეოდა, ფორიაქობდა, დღეებს კი არა, ლამის საათებს ითვლიდა. მშობლებსაც უთხრა, ასე და ასეა ჩემი საქმე და მალე სასიძო თავს დაგიკრავთო... და აი, დადგა ნანატრი დღე. გოგამ დილის 9 საათზე დაურეკა ფოთიდან - მოვდივარ და 3 საათზე შენთან ვიქნებიო. ნინოს ლამის გული ამოვარდნოდა საგულედან... მაგრამ გახდა 3 საათი და თავისი სიტყვის პატრონი და უღალატო გოგა არ გამოჩნდა. შესრულდა 4, 5, 6 საათიც... ნინო ყოველ 5 წუთში ერთხელ რეკავდა გოგას მობილურზე, იქიდან კი ისმოდა ნერვების მომშლელი - "აბონენტი გასულია მომსახურების ზონიდან". გვიანღა მოიფიქრა და გოგას ერთ ძმაკაცს შეეხმიანა. იმან კი - რამდენიმე თვის წინ ფოთში ყაჩ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 1204 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (1)

სიყვარული ამ ქვეყნად მოვლენილ ყველა არსებაში ერთ-ერთი უმთავრესი გრძნობაა. ყველაზე კაშკაშა გამონათებაა, ყველაზე დიდი ძალაა, რომლის დამამარცხებელი ძალაც არ არსებობს. თავდაპირველად ყველას სულს აღამაღლებს, რომელმაც გაერთიანება შესძლო და იმ ქვეყნიურ სამყაროსათვის ამზადებს. შემდეგ სულები უსაზღვროების სახელით ბრძოლას იწყებენ, რათა მათ მიერ შეგრძნებულ ყველა გულებზე გაბატონდნენ. სიყვარულით შეპყრობილი მკვდარიც კი გაცოცხლდება. სიკვდილისას `სიყვარულით~ განუტევებს სულს, ხოლო სიცოცხლეს კი კვლავ სიყვარულის შთაბერვით უბრუნდება.

იმ ადამიანების, სულიერ ზეცაზე ამაღლება რომლებსაც სიყვარულის გრძნობა არ განუცდიათ შეუძლებელია. არსებობენ ადამიანები რომლებიც ღრმა მოხუცებულობამდე სულიერი განვითარების გზაზე ცისქვეშეთში მცირეოდენ მანძილსაც ვერ გადიან. სიყვარულს მოკლებული გულები იმის გამო, რომ ეგოს ბნელ ლაბირინთებს ვერ დააღწიეს თავი, ვერავის შეიყვარებენ. ისე წავლენ ამ ქვეყნიდან, რომ მათ გულში სიყვარულს არ დაუვანებია და კრულქმნილმნი განერიდებიან ამ ქვეყანას.

ამ ქვეყნად მოვლენილ ჩვილს სიყვარულით ეგებებიან. იგი სიყვარულით გამსჭვალულ გულებს ხედავს და ამ გულებს მინდობილი იზრდება. წლების შემდეგ ამ სიყვარულს ხან პოულობს, ხან კი ვერა. მთელი ცხოვრების მანძილზე კი იგი ამ ეძიებს ამ სიყვარულს და ამ სიყვარულისაკენ მიილტვის.

მზის დისკოზეც არის სიყვარულის ნიშნები. ორთქლად ქცეული წყლის წვეთები ამ სიყვარულისაკენ მიიწევს. წყლის სიმაღლეზე ასული შხეფები წვეთებად იქცევიან, სიყვარულის ფრთებს ისხამენ და ძახილით მიწის წიაღში ჩაედინებიან. ვარდები და ყვავილები სიყვარულით იზრდებიან და გამვლელ გამომვლელს ღიმილს აფრქვევე ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 1068 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

რა არის სიყვარული???
ოცნება თუ სინამდვილე?
თამაში თუ რეალური გრძნობა?
სიყვარული ყველაზე მშვენიერი გრძნობაა ამქვეყნად,
გრძნობა, რომელიც აღმაფრენას გვანიჭებს,
გრძნობა, რომელიც ღმერთთან გვაახლოვებს...
და ეს გრძნობა წარუშლელ კვალს ტოვებს ჩვენს ცხოვრებაში.
სიყვარული შეიძლება იყოს:
ბავშვური, ნაზი, ვნებიანი, სახიფათო, გულწრფელი, აუტანელი, ტკბილი, თავგანწირული, უკვდავი...
და როდესაც ის მოდის და გულში გვისახლდება,
შეუძლებელია მისი ამოშლა.
სიყვარულს ასევე მოაქვს:
ტანჯვა, ცრემლი, განშორება, იმედგაცრუება...
მაგრამ ჩვენ უნდა მივიღოთ სიყვარული ისეთი,
როგორიც არის და ხელი მაგრად ჩავჭიდოთ,
რომ არ გაგვისხლტეს და არ დავკარგოთ,
იმიტომ რომ - უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე,
თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ.
კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 843 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

სიყვარული? რაა სიყვარული? სიყვარული მტერია სიკვდილის. სიყვარული
სიცოცხლეა. ყოველივე, ყოველივე რაც კი გვესმის და გვეყურება, გვეყურება და
გვესმის იმიტომ, რომ გვიყვარს. ყოველივე არის, ყოველივე არსებობს მხოლოდ
იმიტომ, რომ გვიყვარს, სიყვარული ერთადერთი კავშირია ყოვლისა. სიყვარული
ღმერთია და, რომ დავიხოცნეთ, ეგ ის იქნება, რომ ჩვენ, ნაწილაკნი სიყვარულისა,
დაუბრუნდეთ ზოგადსა და საუკუნო დასაწყისსა. სიკვდილი გაღვიძებაა, თითქო
განთავისუფლებაა წინათ შებოჭილის ჩვენის ძალისა და ის მრისხანე, საუკუნო,
უცნობი და შორეული, რის არსებობასაც მუდამ ვგრძნობთ მთელს ჩვენს
სიცოცხლეში, როცა ვიხოცებით, ძრიელ მახლობელ რათმე გადაიქცევა ხოლმე,
თითქმის სულ ადვილად მისახვედრი და გასაგებ რამედ.
კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 947 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

რა არის სიყვარული?
ისეთი არაფერი...თვალებს დახუჭავ და მოვა...
მერე დაიწყება,
ვისთვის ვარდისფერი...
ვისთვის ნაცრისფერი თოვა...
დარდი გაბევრდება...
ცრემლი დაბერდება...
ლოცვა დაიღვრება გლოვად...
რა არის სიყვარული?
ისეთი არაფერი...თვალებს დახუჭავ და მოვა..."
კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 1031 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

სიყვარული ამ ქვეყნად მოვლენილ ყველა არსებაში ერთ-ერთი უმთავრესი გრძნობაა. ყველაზე კაშკაშა გამონათებაა, ყველაზე დიდი ძალაა, რომლის დამამარცხებელი ძალაც არ არსებობს. თავდაპირველად ყველას სულს აღამაღლებს, რომელმაც გაერთიანება შესძლო და იმ ქვეყნიურ სამყაროსათვის ამზადებს. შემდეგ სულები უსაზღვროების სახელით ბრძოლას იწყებენ, რათა მათ მიერ შეგრძნებულ ყველა გულებზე გაბატონდნენ. სიყვარულით შეპყრობილი მკვდარიც კი გაცოცხლდება. სიკვდილისას `სიყვარულით~ განუტევებს სულს, ხოლო სიცოცხლეს კი კვლავ სიყვარულის შთაბერვით უბრუნდება.
იმ ადამიანების, სულიერ ზეცაზე ამაღლება რომლებსაც სიყვარულის გრძნობა არ განუცდიათ შეუძლებელია. არსებობენ ადამიანები რომლებიც ღრმა მოხუცებულობამდე სულიერი განვითარების გზაზე ცისქვეშეთში მცირეოდენ მანძილსაც ვერ გადიან. სიყვარულს მოკლებული გულები იმის გამო, რომ ეგოს ბნელ ლაბირინთებს ვერ დააღწიეს თავი, ვერავის შეიყვარებენ. ისე წავლენ ამ ქვეყნიდან, რომ მათ გულში სიყვარულს არ დაუვანებია და კრულქმნილმნი განერიდებიან ამ ქვეყანას.
ამ ქვეყნად მოვლენილ ჩვილს სიყვარულით ეგებებიან. იგი სიყვარულით გამსჭვალულ გულებს ხედავს და ამ გულებს მინდობილი იზრდება. წლების შემდეგ ამ სიყვარულს ხან პოულობს, ხან კი ვერა. მთელი ცხოვრების მანძილზე კი იგი ამ ეძიებს ამ სიყვარულს და ამ სიყვარულისაკენ მიილტვის.
მზის დისკოზეც არის სიყვარულის ნიშნები. ორთქლად ქცეული წყლის წვეთები ამ სიყვარულისაკენ მიიწევს. წყლის სიმაღლეზე ასული შხეფები წვეთებად იქცევიან, სიყვარულის ფრთებს ისხამენ და ძახილით მიწის წიაღში ჩაედინებიან. ვარდები და ყვავილები სიყვარულით იზრდებიან და გამვლელ გამომვლელს ღიმილს ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 805 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

რა არის სიყვარული? მისი მნიშვნელობის აზრს ბოლომდე ვერ ჩავწვდები. მის გარეშე ვერ წარმომიდგენია სოცოცხლე. იქნებ ეს ჩემი ასაკის ბრალია? სიყვარული, ერთადერთია რის გამოც ღირს ცხოვრება. რომ განიცადო ის, ერთხელ მაინც უნდა უთხრა ვინმეს წრფელი გულით
„ მე შენ მიყვარხარ"და მანაც უნდა გიპასუხოს „ მე შენ მიყვარხარ"
ყველას სიამოვნებს მისდამი ნათქვამი სასიყვარულო სიტყვები, რაც არ უნდა უაზროდ და ორიგინალურობის გარეშე იყოს წარმოთქმული.
ხოლო მაშინ თუ იგივე გრძნობა გაგაჩნია კონკრეტული პიროვნებისადმი, შენს ბედნიერებას საზღვარი არ აქვს, დაფრინავ ღრუბლებში, სრულიად სხვა სამყაროში ხარ, ყველას მიმართ სითბოს აფრქვევ, და ბოლო ხმაზე გსურს ყვირილი, რომ ყველამ გაიგოს შენი სიყვარული. გსურს საყვარელი ადამიანის ფიქრებს ეკუთვნოდე, მუდამ შენს მოლოდინში იყოს. და შენს გარდა წამსაც ვერ ძლებდეს.
რა არის სიყვარული?
–ეს არის– „მე შენ მიყვარხარ"– ანუ მე ჩემი სიყვარული მიყვარს შენში, მე ჩემი სიყვარული ვიპოვე შენს იერში. ანუ მე თვით სიყვარული მიყვარს, ვარ ამ გრძნობის მონა, მიყვარს თავად ცნება „ სიყვარული".მე შენში დავინახე ის რასაც სხვა ვერ დაინახავს,
რა არის სიყვარული?
მე მგონი მარადიული მონატრებაა
რა არის სიყვარული?
ყველა თავისებურად ხედავს მას რადგან თვითონ ცვალებადი და გაურკვეველი ბუნებისაა სიყვარული.
რა არის სიყვარული?
სცადეთ, ყველამ საკუთარი პასუხი გასცეთ ამ შეკითხვას:
და თუ ვინმე შემოგიბრუნებთ კითხვას: დამიმტკიცეთ, რომ არსებობს სიყვარული... ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს:სიყვარული ისეთი ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 1038 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

მკვლევარებმა 4-დან 8 წლამდე ბავშვებს ჰკითხეს, რა არის სიყვარულიო. აი რას ამბობენ პატარები:

6 წლის რებეკა: როცა ჩემი ბებო ართრიტით დაავადდა, ვეღარ იხრებოდა და ვეღარც ფეხის ფრჩხილებზე ისვამდა ლაქს და ყოველთვის ჩემი ბაბუ უსვამდა, მაშინაც კი, როცა თვითონაც დაუავადდა ხელები ართრიტით. ეს არის სიყვარული.

6 წლის კრისი: სიყვარულია, როცა შენი შემწვარი კარტოფილის უმეტეს ნაწილს ვინმეს აძლევ და სამაგიეროდ არაფერს თხოვ.

5 წლის ერიკი: სიყვარული გაიძულებს დაიღიმო, როცა ძალიან დაღლილი ხარ.

7 წლის დენი: სიყვარულია, როცა დედა ყავას უმზადებს მამას და მიტანამდე მოსვამს, რათა დარწმუნდეს, გემრიელია თუ არა.

7 წლის ნოელი: სიყვარულია, როცა ბიჭს ეუბნები შენი პერანგი მომწონსო და იგი ყოველდღე იცვამს ამ პერანგს.

5 წლის მერი-ენი: სიყვარულია, როცა შენი ლეკვი სახეს გილოკავს მაშინაც, როცა მთელი დღით შინ მარტო დატოვე.

7 წლის ბილი: როცა ვინმეს უყვარხარ, შენს სახელს განსაკუთრებულად წარმოთქვამს და იცი, რომ შენი სახელი სამუდამოდაა დაცული.

6 წლის კარენი: როცა ვინმე გიყვარს, შენი წამწამები მუდამ მაღლა მიფრინავენ და დაბლა ეშვებიან, ზემოთ, ქვემოთ, იქიდან კი ვარსკვლავები იფრქვევა.

8 წლის ჯესიკა: თუ არ გიყვარს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვა მიყვარსო, და თუ გიყვარს, ეს გაუთავებლად უნდა იმეორო, თორემ ადამიანებს ავიწყდებათ სიყვარული.

კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 957 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

რა არის სიყვარული???
ოცნება თუ სინამდვილე?
თამაში თუ რეალური გრძნობა?
სიყვარული ყველაზე მშვენიერი გრძნობაა ამქვეყნად,
გრძნობა, რომელიც აღმაფრენას გვანიჭებს,
გრძნობა, რომელიც ღმერთთან გვაახლოვებს...
და ეს გრძნობა წარუშლელ კვალს ტოვებს ჩვენს ცხოვრებაში.
სიყვარული შეიძლება იყოს:
ბავშვური, ნაზი, ვნებიანი, სახიფათო, გულწრფელი, აუტანელი, ტკბილი, თავგანწირული, უკვდავი...
და როდესაც ის მოდის და გულში გვისახლდება,
შეუძლებელია მისი ამოშლა.
სიყვარულს ასევე მოაქვს:
ტანჯვა, ცრემლი, განშორება, იმედგაცრუება...
მაგრამ ჩვენ უნდა მივიღოთ სიყვარული ისეთი,
როგორიც არის და ხელი მაგრად ჩავჭიდოთ,
რომ არ გაგვისხლტეს და არ დავკარგოთ,
იმიტომ რომ - უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე,
თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ...
კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 904 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

ნამდვილი სიყვარული ალბათ ნიჭია.. რომელიც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.. რომელიც წმინდა, ამაღლებული, უმანკო, ნაზი და სათუთია..
იცით რა ბედნიერებაა იმის გაცნობიერება რომ შენ გაქვს ნიჭი.. ნიჭი გიყვარდეს.. ნიჭი გენატრებოდეს.. ნიჭი აღმერთებდე.. მისი არსებობაც კი რომ ბედნიერებას განიჭებდეს... მისი სიხარულით რომ ხარობდე და მისი ტკივილი რომ გტკიოდეს..
სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის.... როცა გრძნობა იბადება გულში მთელს შენს ცხოვრებას, ფიქრებს, აზრებს იპყრობს... მთელი ცხოვრება მხოლოდ შენს საყვარელ ადამიანს უკავშირდება.. მასთან რაგაც უხილავით ხარ მიჯაჭვული და გასაქანს არ გაძლევს..
ნამდვილი სიყვარული მარადიულია.. ის არასოდეს ქრება უკვალოდ და დიდ ტკივილსაც ტოვებს სულში...დიდი დრო და სიძლიერეა საჭირო იმისთვის რომ სიყვარულით გამოწვეული სიგიჟეების, მძაფრი განცდებისა და ეიფორიებისაგან განთავისუფლდე... ამას იმდენად დიდი დრო სჭირდება რომ, ჩვენი ცხოვრების მანძილზე დრო აღარ გვრჩება იმისთვის რომ ხელახლა შეგვიყვარდეს...
ზოგი იტყვის სიყვარული ვნებააო.. მაგრამ ცდებით.. სიყვარული ვნებაც არის.. მაგრამ ვნებას არ შეიძლება ვუწოდოთ სიყვარული.. ნამდვილი სიყვარული წმინდაა, ხელუხლებელი.. ვნებამ მართლაც ცეცხლივით იცის აგიზგიზება, მაგრამ მალევე ქრება.. თანაც უკვალოდ...
ნამდვილი სიყვარული მარადიულია.. ჩაუქრობელი..
სიყვარული ყველაზე დიდი ვნებაა, რადგან იგი ერთბაშად ეუფლება გონებას, გულსა და სხეულს..
ეს გრძნობა პატარა გულში ყველაზე დიდ ადგილს იკავებს...

აი ეს არის ,,ნამდვილი სიყვარული''...!!!

კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 993 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

SIYVARULI
Albat yvelas gainteresebt ra grdznobaa siyvaruli, rogoria. Amis pasuxi mecnierebma wlebis ganmavlobashi ver daadgines da verc daadgenen. Magram am yvelapers adamianebi taviseburad, tavisi enit xsnian. Roca vinme giyvars da tu masac uyvarxar samyaro sxvanairi gechveneba, am qveynad araperi gwyins, yvelaperi gixaria. Tvalebi gibrwyinavs sixarulisgan, ggonia rom msoplioshi yvelaze bednieri xar da es bedniereba arasodes dasruldeba. Sheni rcheuli shentvis yvelaperia, is shentvis samyaros centria. Dge iwyeba masze piqrit da amitve mtavrdeba. Vinc ar unda ecados veravin ver shegacvlevinebs masze azrs. Ggonia rom sul ertad iqnebit. Mis gverdit tavs daculad grdznob da arapris geshinia. Siyvaruli xshirad shenze deliria, xshirad ar gyopnis gulshi adgili rom is daitio. Ginda itiro, iyviro rom giyvars. Ggonia rom veravin zians ver miayenebs shens grdznobebs. Roca ichxubebt piqrob, rom samudamod dakarge. Am dros gaviwydeba yvelaperi. Gaxsovs mxolod misi saxe, tvalebi, xma, shexeba, kocna….. Am dros shen yvelaze ubeduri xar, siyvaruli am dros upro matulobs…
Pirveli siyvaruli am qveynad yvelaze lamazia. Is yvelasgan gansxvavdeba. Ar aqvs mnishvneloba rodis: 10-is, 15-is tu 25 wlis asakshi. Yvelaze lamazi albat siyvaruli gardatexis periodshia. Am dros yvelapers mwared ganicdI, upro romantiuli xdebi vidre saertod. Pirveli siyvarulis daviwyeba dzalian dznelia. Pirveli kocna, pirveli crremli, tkivili, sixaruli, sitbo, alersi, chaxuteba. Es yvelaperi yoveltvis shenshi rche ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: რა არის სიყვარული? | ნანახია: 1967 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

ლოდინში ძალიან დიდი დრო გავიდა,
ისევ პასუხს ველი შენგან,
კის მეტყვი თუ არას ეგ ეხლაც არ ვიცი,
არადა ძლიერ მსურს შენთან,
არ ვიცი, რატომ გიყვარს შენ ჩემი წამება,
კის თუ ვერ ამბობ მითხარი არა,
იცოდე, აქამდე ძლიერ მიყვარდი და
ლოდინმა შენი თავი უფრო შემაყვარა.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 986 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

შენ ალბათ ახლა არ გცალია ნამდვილად ჩემთვის,
მე კი კვლავ ისევ შენზე ვფიქრობ, შენ თავს ვფიცავარ,
მენატრები და ვერ გავიგე რისი ბრალია,
რომ შეგეჩვიე, თუ იმის, რომ უკვე მიყვარხარ.

მე უშენობა, ვხვდები მალე ბოლოს მომიღებს,
შევეწირები ტკივილნარევ ამ მონატრებას,
შენს ნახვას ალბათ ვერასოდეს ვერ ვეღირსები,
სულ ასე დარდში და სევდაში გავლევ ცხოვრებას.

მე ამ სიტყვებით ჩემ სიყვარულს კი არ გიმტკიცებ,
ვიცი, ეს მაინც არაფერს ცვლის ამ წუთას ჩვენთვის,
უბრალოდ მინდა იცოდე, რომ ძლიერ მიყვარხარ,
მსურს ჩემი იყო და ვცხოვრობდე მე მხოლოდ შენთვის.

მინდა ვტკბებოდე შენი კოცნით შენი ფერებით,
და თბილ სისველეს ვგრძნობდე შენი ტკბილი ტუჩების,
მსურს ერთად ვიყოთ, არასოდეს არ დაგშორდე და
ბედნიერებით იყოს სავსე ჩვენი გულები.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1008 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

როცა გეძახი,როცა მინდიხარ,
როცა აღმაღგზნებ და როცა გელი,
ჩემგან ყოველთვის მაშინ მიდიხარ
და გამოწვდილი მირჩება ხელი.

როცა მოვილტვი,როცა მიყვარხარ,
როცა მოგდევ და შენობას ვნატრობ,
ვიღაცას სწორედ მაშინ მიყავხარ
და ჩემი წილი ალერსით გათრობს.

როცა მწყურიხარ,როცა მაგიჟებ,
როცა გიჩოქებ,როცა ვენთები,
მაშინ დუმილის ზღურბლზე აბიჯებ
და ცრემლად დამდის წვიმის წვეთები.

როცა ვივსები,როცა ვარ შენი,
როცა გნებდები,როცა მინდიხარ,
როცა ვიჯერებ,ჩემს ყოფას შვენი,
ჩემგან ყოველთვის მაშინ მიდიხარ.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 972 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

ცხოვრობდა ერთხელ ერთი ლამაზი გოგონა
მას ყველა ადამიანი კეთილი ეგონა
ეგონა რომ არასდროს იქნებოდა სიბნელე
თავის თავს ეუბნებოდა: "შენ ხშირად იმღერე"
დადიოდა აქეთ იქით, ყველა ლამაზი ეგონა
იხედებოდა გარშემო ყველა მას ეფერებოდა
დაკარგულ ოცნებებში ლამაზი გოგონა
უხაროდა ცხოვრება ეგონა ადვილი
სახეზე ღიმილი, პატარა გოგონა
ოდესმე მოვიდოდა პრინცი მას ეგონა
სჯეროდა რომ არსებობდა, სადღაც სასახლე ელოდა
თავის პრინც გამუდმებით ელოდა.
ყველას ეგონა რომ დიდი გაიზრდებოდა,
დაჭკვიანდებოდა და ოდესმე მიხვდებოდა
რომ ძნელია ცხოვრება.
ძალიან ძნელია მაგრამ თავისი ოცნება
მისთვის ყველაფერია.
ცხოვრობდა ერთხელ ერთი ლამაზი გოგონა,
ცხოვრებაც თავისზე ლამაზი ეგონა,
ის ელოდა, თავის პრინცს, დიდხანს ელოდა,
და მისი ოცნებებიც ნელ_ნელა ქრებოდა.
ცხოვრობდა ერთხელ ერთი ლამაზი გოგონა,
ცხოვრებაც თავისზე ლამაზი ეგონა,
ის ელოდა თავის პრინცს, დიდხანს ელოდა,
და მისი ოცნებებიც ნელ_ნელა ქრებოდა.
ელოდა, სჯეროდა რომ ის გამოჩნდებოდა,
წაიყვანდა სასახლეში და მოეფერებოდა,
იმედს არ კარგავდა და სიცოცხლით ტკბებოდა
ის ბავშვობის წლები კი ნელ_ნელა ქრებოდა.
პატარა ანგელოზი უყურებდა ცას
მის თალებში ნაპერწკალი ჩნდებოდა
იღიმებოდა და სიცოცხლით ტკბებოდა,
და სხვა არაფერი მას არ ენაღვლებოდა,
ყველა ეჰერებოდა, ჭკუას არიგებდა
სჯეროდათ რომ ის დიდი გაიზრდებოდა,
სჯეროდათ რომ ის იპოვიდა თავის გზას,
და ოდესღა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1158 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

თუკი ერთგულება არ არსებობს,
ერთად ნუ ვიქნებით მეტ ხანს,
შენი მოლოდინის ჯვარზე გამაკარი,
და მას ერთგულება ერქვას.

თუკი უკვდავება არ არსებობს,
უფალს შევავედრებ შენს თავს,
შევქმნათ საოცარი სიყვარული
და მას უკვდავება ერქვას.

არ წამთ სიყვარულის არსებობა,
და ჩვენ დავუმტკიცოთ ყველას,
ჩვენი გულები რომ შევაერთეთ,
ამას სიყვარული ერქვას.

თუკი მოკვდავია ყველაფერი,
თუკი ვერ ვიცოცხლებთ დიდხანს,
თუკი დასასრული სიკვდილია,
სიკვდილს სილამაზე ერქვას.

თუკი საოცრება არ არსებობს,
მომსწრე სუყველაფრის ჩვენ ვართ,
შევქმნათ ხელთავიდან ყველაფერი
და მას საოცრება ერქვას.

გიკვირს?! მუნჯი ვიყავ ავმეტყველდი.
შენთვის ეს მინდოდა მეთქვა:
დღემდე რაც შევქმენით ჩვენთვის მონატრება,
"თეთრი ღამეები" ერქვას.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 970 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

მინდა შენი სიცოცხლე მერქვას
შენი უზადო ფიქრი ვიყო...
მინდა შენი ოცნება მერქვას,
შენი სითბო და სინაზე ვიყო.
იცი?მიყვარხარ მინდოდა მეთქვა
მაგრამ დრო უფრო ძლიერი იყო...
ვერ გავქცევივარ წერას და გეტყვი,
ჩემზე მწყურვალი დრო უფრო იყო.
დრომ მოიტანა,რაც ახლა ხდება
გინდა მიყვარდე...თან სხვისი იყო,
აი ეს არის მწარე სიმართლე...
თორემ მეც მინდა შენი,რომ ვიყო.
იცი?მაგიჟებს ეს ჩემი რწმენა
გულში დაგმალო???ფიქრი სხვას ითხოვს,
ისე დამღალა ოცნების დევნამ
ალბათ აჯობებს,რომ სხვისი იყო...
დრომ მოიტანა ეს გულის ფეთქვა
დროვე წაიღებს,,,იყოს...
ჩემსავე გულში დავიმარხები
ისე , რომ ვერაფერს იგრძნობ
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 936 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

ღმერთო, ყველაფერი უხმოდ როგორ ხდება,
როგორ გშორდები და გხვდები,
როგორ მიატოვა სულმა სამყოფელი,
როგორ ვცოცხლდები და ვკვდები...
როგორ წაიშალა ზღვარი და საზღვარი,
მე და შენ ნეტავ სად ვსახლობთ,
ვისწრაფვით ყოველთვის,
როდესაც შორსა ვართ,
გავრბივართ, როცა ვართ ახლოს...
აღარ მაქვს სხეული,
ო, თქვენ ვერ გაიგებთ,
ამ სულის სევდას და ნაღველს,
სიცოცხლის, სიკვდილის, ცხოვრების კანონებს
ერთი ხელის მოსმით ვარღვევ.
ღმერთო, ყველაფერი ისე როგორ ხდება,
რომ აღარ მჭირდება სიტყვა,
მე მესმის თვალების, ხელების, ღიმილის,
იმის, რაც არასდროს გითქვამს."
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 986 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

ტირილი მინდა და ვერ ვტირი,
სიცილი მინდა და ვერ ვიცინი,
სიხარული მინდა და არ მიხარია.
იქნებ იმიტომ, რომ ცხოვრებამ დამჯაბნა...
იქნებ იმიტომ,რომ "არაფერი" შევიყვარე,
რამდენი რამეა ამ "არაფერში"
უბრალო წამია ამ ყველაფერში.
მაშ, რატომ ვადიდებ ამ წამს ყოველდღე...
რატომ არ ვიტყვი როგორ მიყვარს.....
რატომ მეშინია ყოველთვის ამ წამის...
რა უაზროა ზოგჯერ ეს წამი.
ზოგისთვის როგორ დაიკლაკნება.
ჩემთვის კი,მუდამ დგას ფეხზე.
ეს,ხომ უაზრო ეპიზოდია
როგორ მენანება ეს ეპიზოდი
როგორ დამჯაბნა ჩემმა ცხოვრებამ...
და,ეს რა არის??ვითომ ლექსი?
არა,ეს ყველაფერი "არაფერია"
ეს ყველაფერი მკვდარია
ეს ყველაფერი დაიხევა,
ეს ჩემი სახელი დაიკარგება.
თუმცა,მე რათ მინდა სახელი
მე რათ მინდა საჩუქარი.
მე ერთი ტირილი
ერთი სიცილი
და ერთი სიხარული მინდა..
და, თუ ესეც არ არის ჩემთვის
მაშინ,დამარხეთ ჩემი ყოველი სიტყვა....
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1010 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

სხვამ დამიჩოქა,მე შენ გარჩიე,
ბედნიერებას ტანჯვა ვარჩიე,
ჩემს თვალებს ცრემლი რად შეაჩვიე,
რომ შენ მიყვარხარ,რომ შენ გარჩიე?

ვერვინ მოკრიფა უეკლოდ ვარდი,
მე ფუფუნების არა ვარ ხარბი,
ცოდვაა თუ კი შენ შემიყვარდი?
ცოდვაა?რომ შენში სიყვარულს ვრგავდი?

მე ვეღარაფერს,არავის ვგავდი,
როცა მაჩუქე ტანჯვა და დარდი,
შენ ჩემს წინაშე არა გაქვს ვალი,
თუ არ გიყვარვარ,ნუ მოხვალ,წადი...

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 955 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

დაგუბდა გრძნობის ჩანჩქერი,
შენ რად არ იღებ ხმას,
თვალებში რატომ ჩამცქერი,
სულაც არ ვგევარ სხვას!....

არ გკითხავ ამბავს გუშინდელს,
არც მოგაბეზრებ თავს,
არც ფიქრით გადაგიბირებ,
სულაც არ ვგევარ სხვას...

სწორედ ასეთი მაცოცხლებ,
სწორედ ასეთი მკლავ,
სწორედ ასეთი მიყვარხარ,
სწორედ ასეთი მწვავ

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 943 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

გული ბობოქრობს,ღელავს და კვნესის..
გული ვეღარ გრძნობს ტრფიალს ნუშისას...
გული არ არის თავის ადგილას...
გული კვდება და ვეღარ მოქმედებს..
გული ვერ იტევს ამდენ სიყალბეს...
გული მივარდება და იკარგება...
გული გრძნობს იმას, რაც სასტიკია..
გული ტირის და ვეღარ ჩერდება..
გული ვერ უძლებს ამდენ მომტირალს..
გული ჩერდება...წყნარდება...
ცას მიეფინება...მზესთან გასხივდება..
როგორც უკვდავი სხივი....
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1057 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

გამოგიზოგავ როგორც სიცოცხლეს
და მოგენდობი ვით მიწას აღთქმულს,
ზმანებათ შორის მოსიარულეს,
შენ საოცნებო სიონის ასულს.

ამ ქვეყანაზე ძნელია მოსვლა
და უძნელესი ასვლა ზეცაზე,
როგორც მთასვლელის ბოლო ლაშქრობა
თვალ შეუწვდენელ მწვერვალთ მწვერვალზე.

როგორც წმინდა განძს ისე დაგიცავ,
შენით მოხატულ ჩემს ცხრაკლიტურში
და ცივ ნიავსაც არ მოგაკარებ,
უშენოდ შეშლილ ჟამთ შესაყარში.

ქვიშის საათად ჩამოიშლება
ამ ნაბოლარა აწმყოს მარცვლები
და მომავლის მზეს მივეგებებით,
ღამე მოვლილი და ნაწვალები.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 984 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

მოლეკულარულ დონეზე,
იქ სადაც სული ხორცდება,
ჩაშიფრულია ზიარი
შემი და ჩენი ცხოვრება.

მიზიდულობის კანონით
ჩვენ ერთმანეთზე კრულები,
თვალით უხილავ ძაფებით
სხვადასხვა პოლუსს ბმულები.

სასრულით დასაბამისკენ
უფსკრულს შვებული ტრამპლინით,
წარსულით გამოტყორცნილი
ზე მომავალში გზავნილით.

ამ ქვეყანაზე ცხოვრება
მავანს სამოთხე გონია,
და სხვისი გაკვირვებია
,,-თმენა რად მოუგონია?!’’

წამია წამი საწუთრო
და წამის წამით წამება,
ძნელი მაგრამ საშური
იმ ერთადერთის წამება.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 992 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

ჩემი უსასრულო ფიქრი ხარ,
ჩემი სიყვარულის კონა,
ჩემი სილამაზის საზომი,
ჩემი ოცნებების წონა.

ჩემი მოელვარე ვარსკვლავი,
ჩემი გამხელილი ცოდვა,
ჩემი სიხარულის საბაბი,
ჩემი ღამეული ბოდვა.

ჩემი უსახელო ლექსი ხარ,
ჩემი დარცხვენილი მუზა,
ჩემი ბედნიერი ცრემლების
ზღვაში ჩაშვებული ღუზა...

ჩემი უპასუხო კითხვა ხარ,
ჩემი პაწაწინა ია,
ჩემი გაუშლელი ყვავილი,
ჩემთვის გასროლილი ტყვია

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1463 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

მე ვწერ ლექსებს და ვწერ შენზე,
ჩემზე, შენზე, იმ რთულ გზაზე.
დედიკოზე, მამიკოზე, დაზე, ძმაზე,
სულაც სხვაზე!!!
მინდა სახლი, დიდი სახლი!
მინდა მდელო, მწვანე მდელო!
ბურთი, ლახტი, საქანელა,
და ჰამაკი საყვარელო!!!
დაითვალე ჩემო კარგო,
სამი, ორი, ერთი, ნული
ჩემი შვილი მინდა ვნახო,
შავი ყურძნით მოტუტყნული...
მინდა შევსვა ლურჯა ცხენზე,
და ვასწავლო ჯირითობა,
მინდა თევზების აუზში,
ვნახო დიდი ქვირითობა!
ყველაფერი კარგი მინდა,
ყველაფერი საყვარელი,
მინდა დედას რძალი ჰყავდეს,
თბილი, კარგი, სანატრელი!!!
გამიტაცა ლექსის წერამ,
წავიკითხე თითქოს ვარგა!
რა კარგია ეს ფრაზები,
გადამრია მე ამ დარგმა!!!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1296 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

მძულს შენი თავი,შენი ღიმილი,
შენი კოცნა და შენი სიცილი,
მძულს ეს ცხოვრება გზააბნეული,
ძალიან მწარე და წართმეული,

მძულს მარტო ყოფნა,ფანჯრიდან ცქერა,
შენი ლოდინი და შენზე წერა,
სიცარიელე გულს მოდებული,
მწარე ღრიალი და ეს წამება.................

მე მძულს შენს გამო მთელი სამყარო,
მძულს ეს ცხოვრება და ეს ამება.........
მე შენზე სიმწრით სულ ცეცხლში ვიწვი
და არ მაწყნარებს შენზე გოდება.

გესმის?...........შენ გამო სამყაროს ვებრძვი,
ვებრძვი ცხოვრებას და უშენობას,
მძულს მარტო ყოფნა და შენზე ფიქრი,
მე მძულხარ შენ და მაინც მოგელტვი,

მე მძულხარ,მაგრამ ძლიერ მიყვარხარ,
ძლიერ მიყვარხარ და მიტომ გებრძვი......

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1124 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

არა!ნუ წახვალ!
მე ვერ ავიტან უშენობას,მე ვერ ავიტან,
გოლგოთის მთაზე სიყვარულის უღელს ავიტან.
ოღონდ ნუ წახვალ,ნუ დამტოვებ განცდების
ტყეში,
შენთან სიშორეს,ერთაობას მე ვერ ავიტან,
მე ვერ ავიტან სიმარტოვის მოსვლას თავიდან,
ოღონდაც დარჩი,სამსხვერპლოზე ჩემს გულს
ავიტან,
ოღონდ ნუ წახვალ,ნუ დამტოვებ ცრემლების
თქეშში,
განმხოლოებას,განშორებას მე ვერ ავიტან,
მე ვერ ავიტან დაკენტებას წუთით,წამითაც,
ვეღარ გამოვალ უშენობის შავი ღამიდან.
დავიკარგები მარტოობის დახლართულ გზებში,
გიჟურ სურვილს და მონატრებას ვერ გადავიტან,
არა,ნუ წახვალ!..უშენობას მე ვერ ავიტან.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1035 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

Isev shenze piqri shenze mogoneba
shen rom gagixseneb cremli mogrovdeba
Mxolod erts visurveb shentan ertad yopnas
gmertma shemisrulos tundac mere momklas

.............................................................................

sheni silamaze kerpad gadameqca
shen tu chemi gaxdi amass ver vikmareb
ca tu chamovarda mze tu tavs dameca
mxolod erts gpirdebi mainc shegiyvareb

................................................................................

Miyvars sheni cremli liyaze morbenali
mteli dedamiwa cremlit mogirwyia
sheni bageebi chumad momgerali
rac ki mabadia shentvis momicia

....................................................................................

Ratom menatrebi…. ase gagijebit.
piqri ocnebebsac agar etaneba
yvela adamians marto dagijdebit
da me yvelas getyvit, rom is meyvareba

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1224 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

ai mestumra shenze fiqrebi dauzareblad mecekvebian
tavshi shedian fiqrs amireven magram garedan ar mexebian
isev leqsebi da piqrta kona furcelze xeli chems azrebs dayris
me miyvars asvla chumd iq sadac saxuravia lamazi saxlis

iq xom sazgvari araaqvs fiqrebs da muza mohyavs amayad niavs
mogefereba firqqrebs agirevs da isev sadgac ukvalod miaqvs
fiqrebs daertvis cremli spetaki gadmogordeba witel tuchebze
me rom shemedzlos dges sheni kocna davecemodi albat muxlebze

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1089 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

Seni leqsebi Seni sityvebi
ar waiSleba am gonebidan
sufTa furcelze Seni fiqrebi
akviatea gagonebdan

Sens sityvebs usmens mTeli qveyana
da dagafases roca waxvedi
me amiT dardi Semomeyara
Sens tkivils Turme sul ar amxeldi

Sen CemTvis adre iyavi muza
axla ki mxolod mosagonari
Sen rom waxvedi avwie Ruza
da me davwere gasagonari

gasagonari im xalxisaTvis
visac uyvardi da gafasebda
ar mimimarTavs me Ffar-xmlisaTvis
vicodi leqsi kvlav agavsebda

da mec davwere es mokle leqsi
Cemi gulidan amomavali
da me es momxvda rogorc guls nemsi
Seni viqnebi STamomavali

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1327 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

ratom mWirdba me imis axsna,
rom cxovrebaSi kargi ar xdeba
da Cven gvWirdeba sul Tavis daxsna,
roca problema gzaze dagvxvdeba

ar msurs rom sxvsTvis cremlebi vRvaro.
Cemi cremlebic isedac myofnis
me mxolod minda, rom gavixaro
rogorc sxivis qveS, yvavili qoTnis,

magram vin gacdis aq gaxarebas,
umisamarTod dro roca garbis.
leqssac ver vaswreb me damTavrebas,
wamis magivrad saaTi gadis

dros vinRa Civis xalxi gagiJda
yvelafers naTel ferebSi xedavs.
uazrod muza gverZe damijda
da CemTvis tvinis arevas bedavs

gulsac ki feTqva davwyebia
da me ugulod sicocxles vbedav
win gavixede Cumi wlebia
da me am wlebSi mxolod Sen gxedav

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1070 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

qalis da kacis cxovreba erTad
aris formula gvTis boZebuli
qali ver gadzlebs ukacod qveynad
kaci uqalod aris wyeuli

maT akavSirebT mkrTali Zafebi
romliTac RmerTma daakavSira
veras daaklebs avi zraxvebi
avi, vnebebma daanaxSira...

kacis cxovrebas azri araaqvs
Tu gverdiT ar hyavs cxovrebis qali
qals ki tkivili guliT Tan daaqvs
Tu ver ipova man kacis kvali

maTTvis cxovreba uferulia
isini Tu ar arian erTad
yvela ojaxi dangreulia
Tu siyvaruli ara zis gmerTad..

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1891 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

arsebobs qveynad es didi grdznoba
arc uflis rwmena da arca dzmoba
es rcheulebis didi xvedria
gmerTs mxolod maTTvis dauxvedria

am grdznobas Turme bolo araaqvs
da vinc sheigrdznobs is sul Tan daaqvs
am grZnobis povna qveynad rTulia
misi saxeli siyvarulia

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1120 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

me es davwere wyvdiad gameSi
misi xateba rom momelanda
da gaminaTda ucbaT TvalebSi
TavSi fiqrebi kvlav ameblanda

vdgavar da vumzer cremlian Tvalze
sichumem saxlshi daisadgura
TiTqos daviwvi me cecxlis alze
misma Tvalebma gamanadgura

es gulis feTqvac TiTqos cherdeba
da mochvenebas sibnele faravs
sunTqva TandaTan ufro dzneldeba
es yovelive shignidan mzaravs

nela Tendeba, mze sxivebs gzavnis
sibnele sadgac midis da qreba
sadgac shors ismis simgera mgzavris
da mochvenebac nel-nela dneba

ar vici amas me ra davarqva
ciuri xilva, molandebebi,
me SemaSina misma danaxvam
magram vici rom ar davnebdebi

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1001 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

minda giamboT es istoria
is rac me cisgan gamigonia
rom damewera me es leqsebi
chemma gonebam damiyolia

iyo gogona da iyo bichi
sicocxliT savse lamazi wyvili
dedabunebam maT misca nichi
rom siyvarulis echamaT xili

roca gaicnes maT erTmaneTi
orives gulshi ifeTqa grdznobam
biWs gza rCeboda sul erTaderTi
da siyvaruliT daiwyo Troba

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1076 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

gogona calke itanjeboda
es siyvaruli shignidan swvavda
is bichi yvelgan elandeboda
da siyvaruli uazrod klavda

bedma ineba maTi shexvedra
da siyvarulis gamovlineba
xeli rodesac xels sheexeba
maTTvis varskvlavi amobrwyindeba

bichma gabeda da uTxra gogos
rom mas uyvarda yvelaze metad
gogo daibna da uTxra bolos
chven oriveni viqnebiT erTad

bichs gauxarda gabednierda
da man es gogo aqcia gmerTad
arcerT wuTs marto ar atarebda
da mTeli dgeni cxovrobdnen erTad

es didi grdznoba maT sheechva
da ar apirebs is wasvlas arsad
andac rom maTTvis zurgi eqcia
is wavidoda netavi an sad?!

maTi goneba da maTi guli
usazgvro grdznobiT gadareula
maT ar schirdebaT oqro da fuli
es siyvarulad gadaqceula

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1012 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

orives guli erTmaneTs iTxovs
uerTmaneTod ver dzleben erT wams
da gamoyofen usazgvro siTbos
maTi Tvalebi sicocxles dzerwavs

bedniereba xanmokle rame...
unda gechiros is mudam kbiliT
Tuki gestumra is shuagame
kvlav gageqceva uTuod diliT

cis naambobshi iyo simarTle
da fantaziac cota eria
gagegvidzeba Tuki inaTebs
da mixvdebi rom es sizmaria

rac me giambeT esec eg iyo
leqsad qceuli gamis sizmari
gaTenebisas is gamqraliyo
da mec gamityda gulis ficari

am sizmars mxolod Sevmate bgera
da gamovuSvi TqvenTan sasmenad
Tu mogewonaT magiTi me ra?!
ar wamadgeba me es saWmelad

sizmari morcha da ori guli
gaqra uecrad mzisfer sxivebSi
da siSoridan gadakarguli
gamoisaxa am chem strofebchi........

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 989 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

gmerTo sheminde chemi codvebi.
me xom shens gamo sicocxles davTmob,
tadzarshi chumad davichoqebi
da shens guls, chemi locviT gavaTbob.

me shenTvis fuli ar miTxovia
da arc simdidre mabrmavebs sxvebis.
me angareba arc ki mqonia,
me meshinia boroti xmebis.

am xmebs amaglebs sichume gamis
da varskvlavebic toveben bnel cas
me kidev guli gamiskdes lamis
rodesac Tvalebs davxuchav erT wams.

gmerTo me shenTvis ar miTxovia
bedniereba am cxovrebashi
me mxolod sevda damitovia
da sxva wavSale chems gonebaSi

ar miTxovia gmerTo me shenTvis,
didxans sicocxle wuTisofelshi
didxans sicocxles cudi Tan erTvis
da gadachexva magal morevSi

me mxolod erTs gTxov shen chemo gmerTo
kargad mimyofe es chemi dzmebi
didxans acocxle Sen erTaderTo
mashinac roca me davberdebi

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2240 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

მე მაპატიეთ,მოგიჭერით სავალი გზები,
გადაგაქციეთ და გაგხადეთ ერთურთის მტრები,
სიმდიდრის ნაცვლად ხელში შეგრჩათ შავ-თეთრი ქვები,
თითქოს ისევ..... ამ ცხოვრებიდან ქრები...

მე მაპატიეთ დაგინგრიეთ ყველა ოცნება
სიცარიელეც ხომ ვერ გაძლებს მალე მოკვდება.
მაპატიეთ,მაპატიეთ რა...რა მოხდება
არ მოგბეზრდათ თეთრ ფურცელზე კალმით გოდება?

მე მაპატიეთ გაგიფუჭეთ ლამაზი კადრი,
არ მცოდნია მეგობრობის და ძმობის ყადრი..
მე მაპატიეთ თქვენი მხრიდან იქნება მადლი
დაიბრუნეთ ერთმანეთის ნდობა და ხათრი

და თუ ოდესმე მაპატიეთ ეს დიდი ცოდვა,
მადლობის ნაცვლად დაიტოვეთ უხამსი ბოდვა....

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1043 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

წარსულში ცხოვრება,
ოცნების მონება.
უაზრო გოდება
იცანი ცხოვრება?
ნამდვილი ოცნება,
და დიდი ვედრება,
რა გსურს? გაგება?
უაზრო ვედრება?
არ გწყინს ოცნება?
ვერ ხვდები გშორდება?
ხელი გეშვება
და სული ბნელდება..
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 979 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

ჩაგეხუტები..ისევ ვიგრძნობ შენს ძლიერ მკლავებს,
მხოლოდ ცოტა ხნით გავიგრძელებ მშვენიერ წამებს..
და თითქოს გული ვეღარ ასწრებს თანაბრად ფეთქვას..
მიყვარხარ მეთქი-გეუბნები,თითქოს არ მეთქვას..
დავიფერფლები..შეგადნები თოვლივით ხელში,
როცა სულ ოდნავ,მაგრამ გრძნობით მეხები ყელში..
თვალდახუჭული..გაყუჩული მივენდე ძალებს,
თან ვერ გიშორებ..ძალა არ მაქვს..კოცნას მაძალებ..
ტუჩის კუთხეში ვიგრძნობ უცებ დამთუთქველ სუნთქვას..
მეჩურჩულები ისეთ სიტყვებს რაც არვის უთქვამს..
ჩაგეხუტები..და შევიგრძნობ მოხვეულ მკლავებს..
მე ვერასოდეს დავივიწყებ ამ ლამაზ წამებს
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 979 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

თუ კი დადგება წამი როდესაც, გულში იგრძნობ რომ აღარ გიყვარვარ
ნუ მაგრძნობინებ ისე დამშორდი, ვითომ ჩვენ ერთად არც კი ვყოფილვართ
შენ ნუ იდარდებ ჩემი ტანჯვისთვის, ჩვემს გრძნობებს ვცდი და თვითონ მოვუვლი
ჩამოვა ცრემლი ჩემს ცივ ლოყებზე და ხელის გულით ამოვიმშრალებ
და ნუ იფიქრებ ჩემზე იმ ფიქრით რომელსაც ქვია ის მწარე სიტყვა
ნუ გაგიჩნდება ის გრძნობა გულში რომელი გრძნობაც ასე არ მინდა (სიბრალული)
მე გავაგრძელებ ცხოვრებას ასე, - ჯერ მარტო, მერე შემხვდება ვინმე,
მაგრამ არ ვიცი შენ შეგედრება? თუმცა ვეცდები არც შეგადარო.
და ამ ყველფრის მიუხედავად მაინც მიყვარხარ და გეტყვი რატომ
-ეს გრძნობა თბილი, ტკბილი და ნაზი შენით ვიგრძენი შენით ვიგემე,
ყოველთვის ვგრძნობდი და მქონდა შიში რომ დადგებოდა ოდესმე ეს დღე,
მაგრამ ვფიცავარ ამის მოსმენა ყოფილა თურმე ფიქრებზე მწარე...
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 944 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

ერთი იმის თქმა შემიძლია, რომ სარკეში ჩახედვა აღარ მინდა,
საშინლად მომბეზრდა ყველაფერი,
ოცნებად ქცეული სიყვარული და ფიქრებში გაპარული მზე.
ირგვლივ ან ცინიკოსები მახვევია, ან ნარკომნები,
ეს მარტო მე კი არ მახვევია,
მთელი ქვეყანა ასეთი ხდება.
უმიზნო და ცივი,
მიჭირს აქ ცხოვრება, რადგან ამ ცივ ადგილას ძალიან თბილი დავიბადე,
მაგრამ მარტო ჩემი სიყვარული ვერ გაადნობს დიდი ხნის წინ დაწყებულ ყინვას.
რაც არ უნდა სიგიჟემდე მიყვარდეს მაინც მარტო ვარ,
რადგან ჩემი სიყვარული მარტოა,
მარტოა იმ ყვავილივით, რომელიც უღრან ტყეში ამოვა.
პატარაობიდან ოცნებებით ვცხოვრობდი,
ჩემი ოცნება ბარბის სახლით დაიწყო და მერე მარტო დარჩენილ სიყვარულამდე ავიდა.
არასოდეს მქონია ის რაც მინდოდა, მაგრამ
ვიყავი ჩუმათ,
ვთვლიდი, რომ ამ ცხოვრებაში არაფრის მოთხოვნის უფლება არ მქონდა, სანამ ჩემით არ მივახწევდი რამეს,
გავიზარდე და დავპატარავდი,
საოცრად დავპატარავდი.
სიყვარულის ცრემლად ვიქეცი,
იმდენად დავპატარავდი.
მაგრამ ამ დაპატარავებულსაც არ მომეცა მშვიდად ყოფნის საშუალება,
ვოცნებობდი ლოყას შევშრობოდი,
არ ვყოფილიყავი იმის ფიქრში, თუ როდის მოიწმინდავდა ცრემლს მომტირალი.
სანამ ცრემლად გადავიქცეოდი,ბევრი ტკივილი ავიტანე.
თავადაც ძალიან ბევრჯერ ვიტირე.
ყველაფერი ასე დაიწყო:
გავჩდნი,
თვალებზე მეტყობოდა, რომ სიცოცხლე ძალიან მიყვარდა,
მუცლიდან ელვისებური სისწრაფით გამოვედი.
ყოველთვის მქონდა იმის შეგრძნება, რომ ღმერთმა რაღა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ისტორიები | ნანახია: 1077 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

ფრაგმენტალური მოგონებებით
ვაწყობ მე შენთან შეხვედრის კადრებს,
მაგრამ ვერაფრით წრე ვერ შევკარი, ვერ მივადექი შენს გულის კარებს.
გაუცხოვების უხილავ ფარდას,
დამაშორებელს ჩვენი სულების,
მე ვდევნი ყოველ შეჯახებისას
სამანებიდან ჩვენი ხილვების.
იქნებ ეს ღამე მოკავშირეა?!
ჩვენ მისით ვიგებთ ჩვენ ჩვენს რაობას
და ვიდრე ღამეს არ გავათენებთ
ჩვენ ვერ მივაღწევთ თანაფარდობას?
ვინ იცის ?! გზა კი, ისევ გრძელდება
და შენ ისევე ისე მშორდები,
მომეცი შანსი და შენ იხილავ,
მზეს რომ ხვდებიან დილის ვარდები.
არ მიმატოვო,არ დაიჯერო,
ამ წამიერი შემოღამების,
არ მავიწყდები მე შენ არასდროს,
და არც ღიმილი შენი თვალების.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1036 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

უბრალოდ მიყვარხარ ძალიან უბრალოდ
უბრალოდ ისე როგორც არავინ მყვარებია
თუ ვინმე მენატრება, თუ რამის ხილვა მინდა
მხოლოდ შენა ხარ და შენი თვალებია.
არ ვივი რა მიზეზით რატომ ან რის გამო
არ ვიცი შენ მე რატომ უნდა შემიტვარო
მე მხოლოს ის ვიცი რომ ერთადერთო
რომ ყველაზე ძლიერ მიყვარხარ უბრალოდ.
მუდამ შენზე ვფიქრობ მუდამ შენზე ვდარბოდ
მუდამ მენატრები ჩემტან რომ არა ხარ
მინდა გიპოვო და გითხრა გაგრძნობინო
თუ როგორ ძალიან უბრალოდ მიყვარხარ.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 979 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

წუხელ მესიზმრე გეფერებოდი
გულს ვიჯერებდი შენი ალერსით
ფერებ-ფერებით თავს გევლებოდი
ჩემი იყავი მთელი არსებით.
გეფერებოდი და შენთან ყოფნა
რატომღაც ისევ მენატრებოდა
გამეღვიძა და ძლიერ გინატრე
ნეტავი სულ არ გამღვიძებოდა.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1131 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

ჩემგან წახვედი, მე კი გეძებდი
არ მინახიხარ დიდი ხანია.
მერე რა თუ კი უკვე გავლოთდი
შენ არ იჯავრო ჩემი ბრალია.
მე ხომ ყოველ წამს შენზე ვფიქრობდი
მენატრებოდი მუდამ ძალიან
დარდი რომ მქონდა მიტომ გავლოთდი
შენ არ იდარდო ჩემი ბრალია.
მე გამალოთა ჩემმა ცხოვრებამ
ღვინოს ვაყოლებ სევდასაც, დარდსაც
ჩემსავით სხვასაც რომ ყვარებოდი
გაალოთებდა ცხოვრება მასაც.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 944 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

შენ შვიდი ფერი ვეღარ დაგხატავს,
შენთან ფერები არაფერია
შენს თავს ვერ ვანდობ უნიჭო მხატვარს
შენ დედოფლობის დიდო ფერიავ.

შენთვის არ კმარა პიკასოს ფუნჯი
არც ლეონარდოს ნიჭი უბადლო,
შენი მხატვარი მხოლოდ ერთია
შენ მხოლოდ იმ ერთს უნდა უმადლო.

ვერც ფიროსმანი, ვერც რაფაელი
ვერც კონსტანტინეს ფერთა მორევი
როგორ დაგხატავ აღარ კითხულობ?!
სიყვარულია ნიჭი ყოველი.

სწორედ ამ გრძნობით მე შენ დაგხატავ
სწორედ ამ გრძნობას შენგან მოველი

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 975 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

დაღამება სევდას მიქსოვს,
გული რითი გავართო,
დავჯდები და დავწერ ბარათს,
ისევ უმისამართოდ.

ჩემი ლექსი თვით მოგძებნის,
ვერსად დაემალები,
მისამართად ეგულება
შენი გიშრის თვალები.

მას რად უნდა ქუჩის სწავლა,
შენი სახლის ჩვენება,
ვით მერცხალი თავის ბუდეს,
მოვა, მოგეფერება.

გახსნი ბარათს, წაიკითხავ,
წარსულს დაუბრუნდები,
მაგრამ ისევ გონს მოგიყვანს
სინამდვილის ხუნდები.

რა მწარეა მოგონება
დღეთა გარდასულისა,
რა ძნელია დაოკება
ვნებააშლილ სულისა...

და როცა ქალს ვნება ახრჩობს,
გული რითი გაართოს,
ჟინიანად დახევს ბარათს,
მაგრამ... უმისამართოს.

დაეძებ და ვერ იპოვე,
გაგიცრუვდა მიზანი,
მე კი გულის გასართობად
კიდევ გამოგიგზავნი

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1000 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

გულს უშენობით დაღლილს დაქანცულს,
გულის კარებთან დაუკვნესია,
დიდხანს ვერ გნახავ და ვიტანჯები,
ხშირად რომ გნახო უარესია,
გაბრაზებულა ჯიუტი გული,
სულში ტკივილი ჩაუთესია,
ნუღარ მაწამებ ბრალდებულივით
უცებ მომკალი უკეთესია,
ისე საშინლად მომენატრე რომ
ფიქრები მტრედად შემომესია,
უბრალოდ მე ვწერ რასაც განვიცდი,
და ნუ იფიქრებ რომ ეს ლექსია,
არ შემიძლია მე ლექსი ვწერო,
აღიარება ჩემი წესია,
როცა უშენოდ მიწევს ცხოვრება,
არ ვარსებობდე უკეთესია.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1024 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

მაგრამ შენ არ ხარ გალაქტიონი,
და არც თავადი ბაგრატიონი..
არც ეს ცხოვრება არის იოლი,
მეც კი წამართვეს ნიჭი ღვთიური..
ნიჭი ღვთიური?
ეს არის გრძნობა, მარადიული,
გრძნობა რომელიც იყო ციური,
რატო წამართვეს ვერ ვხვდები მაგრამ,
ასე ამბობენ ჩვენამდე მარად,
ეს არის ცხოვრება..
რა არის ცხოვრება?
ეს არის გოდება,
ოცნების მონება,
ღვთის მიერ ბოძება.
შენ კი გცოდნია ცხოვრების წესდება,
მე კი ვერ ვხვდები,
მორევში ვეშვები,
წარსულში ვებმები..
შეცდომებს ვერ ვხვდები..
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 958 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

მომეცი ხელი,
უჩემობა, ვიცი გაწუხებს...
და გამეტებით, დაუნდობლად,
ამტვრევ მარწუხებს...
მომეცი ხელი,
უშენობა ისევ მაწვალებს...
გადაგღეღია ეგ ფიქრები,
ვითვლი ნაკვალევს...
ხელი მომეცი,
ამირიე ისევ გონება...
რომ დამამარცხე უშენობით,
ნუ გეგონება...
მომეცი ხელი,
გული ისევ ამიფერადე...
და განაბული დამელოდე,
გაგიჟებამდე...
მე მაღლა მინდა,
შენთან მინდა, მაინც ამოვალ..
რომ ვერასოდეს მომიშორო,
ისე წამოვალ..
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1031 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

ჩემთვის ეს სიყვარულია!..
შენთვის კი...აბა,რა ვიცი?..
გახედე,გაზაფხულია...
მეც ჭრელა-ჭრულა ჩავიცვი...
ჩემთვის ეს სიყვარულია!..
მარტი,აპრილი,მაისი...
გულს შენსკენ მოუხარია...
სხვა ყველაფერი დაიცდის...
ჩემთვის ეს სიყვარულია!...
შენთვის კი...აბა,რა ვიცი?...
გინდა?..შენს გულში დამტოვე...
თუ არა...მაშინ გამიშვი...
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1063 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

უსასოობა თვალებში მიმზერს,
ასე მგონია დავრჩი წყალგაღმა,
თუმც ბევრს ვპოულობ ტირილის მიზეზს,
მაინც ვერ ვბედავ ტირილს ხმამაღლა.
ვიცი არსებობს ცრემლის სიმლაშე,
ვიღაცის შიში და მორიდება,
და მჯერა მართალს უფლის წინაშე,
თავის მართლება არ მომინდება.
ვიცი არ მომცემს სინდისი ნებას,
ვინმეს სიმხდალით თავი გავაცნო,
მე შეველევი უძირო გრძნობას,
უფრო მაღალი რწმენის სანაცვლოდ.
ვიცი სიკვდილზე ძნელია უფრო,
როცა ჭრელ მინდორს სეტყვა გადახნავს,
როდესაც რჩები ზეცაში უფრთოდ,
და გიკრძალავენ ტირილს ხმამაღლა
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1030 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

შენ რომ გიყვარვარ, ეს ვიცი თორემ
შევიყვარებდი სხვა ვინმეს მაშინ.
სევდიან თვალებს რა ვუყო თორემ,
დარდს და სინანულს გაუძლებს კაცი.
მდინარე მოჰქუხს , არ ვეძებ ფონებს
ცხოვრება არის ,ო, როგორ მკაცრი
ნაღვლიან თვალებს რა ვუყო თორემ
დარდს და სინანულს გაუძლებს კაცი.
ნატვრა ტკბილია, ყველაზე ტკბილი
უკამკამესი როგორც მთის წყარო,
ნატვრა იგია, როცა გიყვარს და
უფლება არ გაქვს, რომ შეიყვარო!!!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1056 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

ეს ფიქრი წავა ოცნების იქეთ
და შენ გაჩნდები, როგორც მისანი.
მე დღესაც ვნანობ, რომ ვერ გამიგე,
რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი!
თუმცა სიცოცხლე მაინც კარგია,
ღამის გრიგალი თავზე მევლება.
სიკვდილის გარდა, კიდევ რა ჰქვია
ჩემს ასეთ გლოვას და აღელვებას?!
ვფიქრობ, ხვალისთვის ძალას დავიკრეფ,
ვფიქრობ, მძიმეა ჩემი მიზანი.
ვნანობ, ამდენ ხანს რომ ვერ გამიგე,
რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 958 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

თვალი დახუჭე,წარმოიდგინე,
ზღვაში კუნძულზე რომ დგეხარ მარტო,
წარმოიდგინე ვიღაც მოცურავს
შენთან ყოფნაზე ფიქრობს და ნატრობს
წარმოიდგინე ის ვიღაც გეძებს
მისი იმედი გადადის ეჭვში
დიდ ტალღებს ებრძვის,თავს არ ანებებს
სიყვარულისგან დაჭრილი მკერდში
წარმოიდგინე პატარა ნავი
ტალღები არწევს ვით ბავშვის აკვანს
ნავში ვიღაც ზის,ძლიერ უყვარხარ
ის თავის კოცნას ზღვის ნიავს ატანს
ის თავის კოცნას ზღვის ნიავს ატანს
ნიავს კი კოცნა მოაქვს და მოქრის
ვიღაც ამღვრეულ ზღვას ებრძვის ისევ
ნიავს მოყვება ნიჩბების მოსმით...
თვალი დახუჭე,წარმოიდინე,
ზღვა თავის ნიავს შენს ტუჩებს სტყორცნის
ნიავს არა ჰგავს?ვიღაც მოვედი
ჩემი ტუჩები შენს ტუჩებს კოცნის...
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 980 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

მომნატრებიხარ ალბათ ძლიერ,რადგან გიხსენებ,
მომნატრებიხარ ჩემო ლამაზო რადგან ლექსს გიწერ,
მომნატრებიხარ სიგიჟემდე ჩემო ღვთაებავ,
მე გამაგიჟეს უშენობის დიდმა წამებმა,

მომნატრებია შენი დიდი ლურჯი თვალები,
შენი კოცნა და უძლიერესი შენი ალერსი,
შენი ტუჩის გემო,შენი მოფერება,
შენი კოცნა და შენი გამოხედვა,

მომნატრებიხარ ჩემო ლამაზო რადგან გიხსენებ,
ჩემო ნანატრო მომნატრებიხარ და მიტომ გიწერ,
მომნატრებიხარ,მომნატრებიხარ,მომნატრებიხარ,
არ გესმის კიდევ?მე დაგიკივლე და გაიგე ოღონდ ეს ისევ,

მომნატრებიხარ ჩემო ნანატრო და მე ლექსს გიწერ

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1037 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

cxovrebas omi daarqves, magram ra chemi bralia.
mshvidobiT minda vicxovro, mshvidoba chemi valia.
ar minda mudam visrode da mshobels guli davwyvito
kavshiri siyvarulisa erTi shecdomiT gavwyvito.

ar minda magram momiwevs, es chiri gadavitano
da mashin roca movkvdebi saflavshi Tan chavitano
cxovrebis azri davkarge, agarc zafxuli maxarebs,
yoveli dgis gaTeneba, shishs da sinanuls amyarebs.

shishi quchashi gamosvlis, shishi dgisa Tu gamisa
bevr ojaxs gaaxdenia zgva wuxilis da dardisa.
ar minda shishis monoba. arc is rom sadme davece.
ubralod minda cxovrebas, sadme dzaan shors gaveqce...

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1380 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

miyvarda sheni tvalebi
me sheni suntqvac miyvarda
miyvarda cecxlis alebi
chemi fiqri rom ikravda

sheni xelebi miyvarda
ori lamazi arseba
piri verafers idzaxda
tvali yvelafers avsebda

miyvarda sheni zmaneba
sheni arseba miyvarda
mec ukve ena dameba
guli ki fiqrebs isxavda

sheni gimili miyvarda
sheni tvalebis cimcimi
guli yvelafers itans da
shen mainc isev icini

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1071 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

ყოველი ბგერა შენს მიერ თქმული
სიოა ჩემთვის ცით მონაბერი.
მოგყვები მთვრალი ამ ნეტარებით,
არ მინდა ქვეყნად სხვა არაფერი.

საით მშვიდობავ? საით ინებებ...
აშვებულია ჩემი აფრები.
ზევით თუ ქვევით, საით მომიხმობ
ყველგან ვიქნები შენი თანმხლები.

ო, ეს სიტყვები შენი სიტყვები,
მარადისობის მზით შენაფერი,
თავს ვერ დავახწევ მე მათ დინებას
სიცოცხლისა და მაისის ფერი.

საიდან საით?რა დაგრჩენია
ამ ცოდვიანი მოდგმის სასრულში?
ხსნა ხარ შენ ჩემი და აღმაფრენა,
მიხსენი შენში,დიდ სიყვარულში.

ყოველი ბგერა შენს მიერ თქმული,
სიოა ჩემთვის ცით მონაბერი.
მოგყვები მთვრალი ამ ნეტარებით,
არ მინდა ქვეყნად სხვა არაფერი.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 926 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

ამ უსაშველო შემოღამებით
მე უიმედოდ გადამავიწყდი,
ვიხსენებ მაგრამ ვერ გავიხსენე
თმები მაისის ქარით ნარწევი.

შენი ღიმილი ,შენი ტუჩები,
და საოცნებო შენი თვალები,
რა მეშველება,საით მივდივარ,
სადაა ქვეყნად ჩემი საშველი.

არის კი ვინმე ვინც განმიცხადებს,
როდის ვიქნები შენით ნაშველი?
ასეთი ხვედრი მარგუნა ბედმა
და არც კი ვიცი,ახალს რას ველი.

ჩავლილ ცხოვრების ნათელ წერტილებს
შევკრებ და ღამით ჩაგეხუტები,
არ ვიცი სად ხარ,რატომ და რისთვის,
მაგრამ მე შენ ვერ გაგებუტები.

ოხ, მხოლოდ გული არა ნებდება
და ვიცი ბოლოს მაინც იქუხებს,
მაშინ,როდესაც, შენ გამოჩნდები,
გიცნობს და მეტად აღარ იყუჩებს.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1043 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

წვიმდა და ზეცა
მიწას ცრემლად ჩამოდიოდა,
მეც ვტიროდი და
ცრემლები ღვარად მდიოდა,
რატომ ვტიროდი?
იმიტომ რომ მენატრებოდი,
თვალს დავხუჭავდი
თვალებს მიღმა მელანდებოდი.
სიზმარშიდაც კი,
სიზმარშიდაც ჩემთან იყავი,
გავიღვიძებდი, ცხადში
უკვე აღარ იყავი.
ეს მატირებდა, ეს მიდაგავდა
სულსა და გულსა,
დაბრუნდი ჩემთან და
გამიხარე გული ბედკრულსა!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1015 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

შენ ერთადერთო ჩემო იმედო,
ჩემი ცხოვრების შენ ხარ ნათება,
არ იქნებოდა ქვეყნად ოცნება
და არც იმედის გამონათება
ცოდვილი სულის შენ ხარ წამალი
უშენოდ კვდება ქვეყნად ცხოვრება
ნუ მიღალატებ ამას გთხოვ მხოლოდ
ნუ შეიწირავ ამ ჩემს ცხოვრებას!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1040 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

rogor bavshurad miyvarxar exla,
rogor gulwrpelad mjera me sheni
shen daeuple sivrceebs ukve
elva xar camde totebgashlili....
moulodnelad shemodis game,
da sulshi titqos rijraji dgeba
chvens shoris chadga es grdzeli game,
magram chven mudam viqnebit ertad!!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1139 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

მ ე - სავსე მაქვს გული შენი ტრფობით.
შ ე ნ - არ გესმის ჩემი გულის ძგერა.
ი ს ე - უნდა დავიტანჯო ჩუმად,
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ - და თქმა ვერ გამიბედავს...
რ ო გ ო რ ც - მხეცი ვხეტიალობ ტყეში.
გ ა ნ წ ი რ უ ლ ს - ვერ მომინახავს შვება,
ს ა წ ა მ ლ ა ვ ი - მე დავლიე შენთვის,
გ ე ს მ ი ს ? - კარგო, ჩემი გულის ძგერა!...
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 929 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

მე ასეთი ვარ, ვერ ვიქნები რადგან სხვაგვარი.
დრო მკურნალია, დრო ტკივილებს ერთად აქუჩებს,
ხელს ვერ ავუქნევ რითმებს, როგორც მშიერ ბეღურებს,
გამოვაზამთრებ სევდას, ჩემგან ცრემლებმიუჩვევს.

დროც ასეთია, ყველა ტკივილს სწრაფად გავიწყებს,
წლებით "აცრილი" სიძულვილი, თითქმის, ბრძენია.
და როცა წყენას ვერ იხსენებ დროში გაწელილს, -
უნდა ჩათვალო, რომ საწყენიც არაფერია.

მე ასეთი ვარ, ვერ ვიქნები რადგან სხვაგვარი.
იღბალს ჩამოვწყდი თვალნაკრავი გიშრის მძივიდან,
თბილ ხელისგულზე დამეტევა მთელი ზამთარი...
თუ სიამაყეს, სიყვარულის მსხვერპლად მივიტან.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 971 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

როდესაც ქარი ააშრიალებს,
როცა ზღვის ტალღებს ააბრიალებს,
მაშინ მიხვდები რომ იგვიანებ...
დაიგვიანებ! დაიგვიანებ!
ცა მიწად ექცა, ზღვა კი- ხმელეთად,
ფსკერი ცა არის, ცა კი -ფსკერია
დაიგვიანებ! დაიგვიანებ!
მიხვდები ის რომ ვერ შეგელია...
ცოტა ხნის წინათ ნაზი გოგონა
გეტრფოდა ძალზე ძლიერი გრძნობით,
ვერ დააფასე მისი ეს გრძნობა
ახლა კი სტირი მხურვალე ცრემლით...
განა დასტირი იმის მკვდარ სხეულს?!
ზღვით გამორიყულ ცხედარს- ნაპირთან.
გვიანი არის ეგ შეცოდება
იგი ცაშია უფალთან ერთად!
ან იქნებ ასე სულაც არ არის,
უფალმა იგი მწარედ დასაჯა,
რადგან გრძნობისთვის თავი გასწირა
მისი ცხოვრება ასე განსაჯა...
ვინ იცის ახლა სად იმყოფება
იმქვეყნად რომელ გზას ადგას დღემდე,
იქნება უკვე ჯოჯოხეთშია,
ჯოჯოხეთია მისთვის სამოთხე.
გაწუხებს დარდი ამგვარი ფიქრით,
გსურს ახლა მაინც იყო მის გვერდით.
შენ მიაშურებ ცისფერ ზღვის ტალღებს
არ დაიღლება იგი ლოდინით...
თუ შეგიყვარდა რად არ თქვი ადრე?!
შენც იწვალე და ისიც აწვალე.
ახლა გინდა რომ იმის გზას ადგე?!
დაიგვიანე! დაიგვიანე!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 940 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

ნეტავ...
უსიყვარულოდ ერთი ლექსი დამაწერინა...
უსიყვარულოდ ერთი წამით გამაძლებინა...
ქარიშხლიანი მოგონება წამაშლევინა...
სხვის შეცდომებზე მეც ცხოვრება მასწავლებინა...
სევდანარევი მუსიკები არ მამღერინა...
ფურცელს განდობილი ყველა ფიქრი გამათელინა...
ხვალინდელი დღე სულ სხვაგვარად დამაწყებინა...
გაუთავებლად სხვაზე ფიქრი მომაშლევინა...
თითქმის ყოველღამ ჩუმი ცრემლი არ მაღვრევინა...
მთვარის ნათებას ბედნიერი შემახედინა...
სულის ტკივივლი აღარასდროს განმაცდევინა.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1088 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)


გადის ცხოვრება, გადის…
მაისი თრთოდა სხვადასხვა ფერად,
მოხვედი, ჰოდა: ვიყოთო ერთად…
უსიტყვოდ გენდე (ნეტა ვინ მთხოვა?)
და იმის შემდეგ არ წყდება თოვა…
ცხოვრება გადიიიის…

ნიკო გომელაურის ცხოვრება ძალიან მალე გავიდა. 39 წლის ასაკში მძიმე დაავადებით გარდაიცვალა. მსახიობი-პოეტი… ბევრი როლი და უფრო მეტი ლექსი. ლექსების პირველი კრებული 2001 წელს გამოსცა. მას ხუთი პოეტური კრებული აქვს გამოცემული.. მისი ლექსები იყო და არის სპექტაკლივით. სწორედ ამიტომ ის იყო მსახიობი და შემდეგ პოეტი. “ძმები”, “ჯინსების თაობა”, “ჰამლეტი”, “კომედიანტები”, “კავკასიური ცარცის წრე” და სხვა კიდევ ბევრი სპექტაკლი, რომელშიც ნიკო გომელაური თამაშობდა. მას ავადმყოფობის დროსაც კი არ შეუწყვეტია მსახიობობა. ის იყო გრიობოედოვისა და თავისუფალი თეატრების მსახიობი. მიღებული აქვს კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია, ბრესტისა და ტრაპზონის საერთაშორისო ფესტივალების პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

12 აპრილს ნიკო გომელაურს ფონდ “იავნანას” ღონისძიებაში უნდა მიეღო მონაწილეობა ნინო ქათამაძესთან ერთად, მაგრამ ავადმყოფობის გამო მისი ლექსები მისმა მეგობრებმა წაიკითხეს. ხოლო “იავნანას ფონდმა” მისი სახელით სამ მრავალშვილიან ოჯახს “თბილი სახლი” გადასცა. “მე მინდა მქონდეს თბილი სახლი” – ეს სლოგანი მას ეკუთვნის.

მსახიობი და პოეტი ნიკო გომელაური 13 აპრილს გამთენიისას გარდაიცვალა.

მაგრამ მისი შემოქმედება მის ერთგულ მკითხველს თუ თეატრის მოყვარულს ყოველთვის ემახსოვრება.

მე მინდა რომ ვუპ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ნიკო გომელაური | ნანახია: 2156 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (2)

ჭკუა აღმართს ვერა ხნავს ,
ბრბოს მაგივრად მრცხვენია . . .
და ამ ჩემს კარგ ქვეყანას
მაზედ მოუწყენია . . ..
კატეგორია: ნიკო გომელაური | ნანახია: 1322 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

ვეღარ გაგვირჩევია
უცნობი და ნაცნობი . . .
მომავალი ჩვენია
- მომავალი ღვარცოფი . . .

მომავალი მეხია ,
მომავალი გვალვაა !
მუმლი გადაგვეხვია
წინ ჩირგვებში მალვაა . . .

კატეგორია: ნიკო გომელაური | ნანახია: 1245 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

მოიწყინა ქვეყანამ,
უკვე კარგა ხანია .
სიმართლის მთქმელს ვერ ნახავ,
ვეღარც კარგი ბანია .
კატეგორია: ნიკო გომელაური | ნანახია: 1188 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

ირგვლივ იმდენი ყალბია
და ჩემთან ერთად სვამს.
ირგვლივ გვამები დარბიან
სამაგიეროდ მწამს:

როგორც არ უნდა გათოვდეთ,
გტკიოდეთ, ცუდად იმღეროთ.
-ყოველთვის არის , გახსოვდეთ,
,,მაგრამ” და ,,სამაგიეროდ

კატეგორია: ნიკო გომელაური | ნანახია: 1168 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

კვლავ ცივი დეკემბერია,
კვლავ გაიხადა ტყემ,
კვლავ ირგვლივ ნაცრისფერია,
მაგრამ… იმატა დღემ.

ისევ მაკივლებს შაკიკი,
ისევ წამერთვა ხმა,
ისევ არა მაქვს კაპიკი,
მაგრამ… არ მცვივა თმა.

თუმცა მებმევა ენა,
თუმცა მაკლია თვალს,
თუმცა არა მაქვს სმენა…
მაინც მოვწონვარ ქალს.

თუმცა მარტო ვარ მუდამ და
თუმცა დავუთმე მტერს,
თუმცა ცრემლები მგუდავდა,
ლექსი ხო მაინც მწერს.

კატეგორია: ნიკო გომელაური | ნანახია: 1153 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

ქალის არ მესმის
(ვბორგავ და ვხვნეში)…
რამდენი გესლი
მქონია ნეკნში…
კატეგორია: ნიკო გომელაური | ნანახია: 1288 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

საიტის მენიუ

კალენდარი

«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0