ხუთშაბათი, 2024-05-16, 1:40 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » 2011 » აპრილი » 5 » ასე გგონია?
9:54 PM
ასე გგონია?
ასე გგონია ვეღარ დავწერ დღეიდან ლექსებს?
ასე გგონია ერთადერთი შენა ხარ მუზა?
ლექსთა სამყაროს მარადიულ შენ ადგენ წესებს
მღვრიე აზრებში როცა ისურვებ ჩაუშვებ ღუზას?
შენ ჩემს სიტყვებში ალბათ ისეთს ვერაფერს ხედავ,
ეგ მკაცრი გული მცირე გრძნობით მაინც აგევსოს
ვიცი ცინიზმით, ალბათ ხშირად თქმასაც გაბედავ:
"ცოტა აკლია, რასაც უნდა იმას დაწერსო,
არავინა ყავს განმკითხავი , არვინ სთხოვს პასუხს,
რეალობაში ვერ პოულობს გიჟი იმედებს
აურევია, ვერ არჩევსო აწმყოს და წარსულს ,
მბჯუტავ სინათლეს ჩაბნელებულ ლექსებში ეძებს.”
მაგრამ გახსოვდეს მბორგავ ტალღებს შენ ვერ ჩაახშობ,
თუნდაც შეასკდეს გრძნობის გემი კლდოვან ნაპირებს
თუნდაც მორევმა ჩამითრიოს , თუნდაც დამახრჩოს
დამარცხებულიც ავასრულებ ჩემს დანაპირებს.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 952 | დაამატა: zukaa
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

კალენდარი

«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0