ოთხშაბათი, 2024-05-15, 11:53 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » 2011 » აპრილი » 5 » დავიღალე ღმერთო...
9:57 PM
დავიღალე ღმერთო...
დილა შეიმოსა ნისლით,
თვალებს ისევ უჭირთ ხედვა,
ისევ ვერ ვიკვეხნით წინსვლით
და კვლავ, არ შეგვფერის ბედვა...

ისევ ვიღებ საწერ კალამს,
და კვლავ შიში მიპყრობს ერთობ,
როდის აღმართავენ ალამს?..
უკვე დავიღალე ღმერთო..!

ისევ რითმებს ვეძებთ ლექსში..
და აზრს არ ვუყურებთ, არა..
გულიც აღარ გვიცემს მკერდში,
ღმერთო დავიღალე კმარა..!

ვყვირი.. არვინ მისმენს მაინც,
ყველას სადარდები სხვა აქვს,
გვიხსენ ბოროტისგან.. ამინ!
ეშმაკს მაინც მისი გააქვს.

სევდა ღამეს მითევს ისევ,
ფასი დაეკარგა დროსაც,
ვისზე ვსჯა-ბაასობთ ვისზე?..
ქმარი აღარ ჰყვარობს ცოსლას..

როგორ დავიღალე ღმერთო,
როგორ დამიმძიმდა სული,
მოსეს რატომ ტოვებ კვერთხო?..
ნუთუ შენც გიზიდავს ფული..

ვაი.. უბედურო თავო,
როგორ ვეღარაფერს ვერ ცვლი,
რატომ მიიყუჩე მთაო?..
როცა ის უღმერთო გვებრძვის?!..

ვყვირი.. თუმცა უხმოდ ვყვაირი,
მეტი აღარ შემრჩა ხმა და..
ცრემლსაც ვეღარ ვმალავ ვტირი..
ეშმაკს არ უცხრება მადა.

ღამე კვლავ სითეთრით მოდის,
ისევ შავთეთრია გამა,
აღარ კადრულობენ ლოდინს,
შვილმაც დაივიწყა მამა..

მზეო ნათელო და თბილო,
ცაო უსზაღვრო და ლურჯო,
კაცნო უფლისაგან ქმინილნო,
რა გჭირთ, მუდამ რატომ ურჩობთ?!..

ხოდა ეს ბოლოა მორჩა,
თუმცა ვერვინ ხვდება ალბათ,
რისი დაიცალა ტოლჩა,
ან ვის უშავდება კაბა...

როგორ დავიღალე მამა,
ამის შემხედვარე, როგორ..
წუთი ჩამომდნარა წამად,
გოგომ შეიყვარა გოგო...

ვაი.. ჯვარზედ ცმულო ქრისტევ,
ნეტავ ვინ გიფასებს ამაგს,
ნეტავ თუ აწუხებს ვისმე,
სევდა ამ გულით, რომ დამაქვს...

დილა შეიმოსა ნისლით,
ალბათ ღამის სირცხვილს მალავს,
ისევ დაიღვრება სისხლი
ისევ არვინ ასწევს ალამს.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1338 | დაამატა: zukaa
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

კალენდარი

«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 7
სტუმარი: 7
მომხმარებელი: 0