ოთხშაბათი, 2024-05-15, 7:34 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » 2011 » აპრილი » 5 » ქროდა და ფოთლები მათოვდა
9:53 PM
ქროდა და ფოთლები მათოვდა
ქროდა და ფოთლები მათოვდა
მომდევდა ტკივილი, წყენა.
ველოდი მზის ჩასვლის დადგომას,
და არა შენ გამოჩენას.
ანგელოზს ფარულს და უხილავს
თითქოს არ ელოდა სული.
ფერიავ მოსულო მწუხრიდან
კვლავ ამისხივოსნე გული.
ფოთლები ცვივა და ქარია,
შენ ლოცვას მივანდობ ღამეს,
ჩუმ ღამეს ნაზსა და მთვარიანს
გავუღებ გრძნობათა კარებს.
მოვისვრი უფსკრულში ტკივილებს,
სევდას და შხამიან ნაღველს
და შენ გულს ჩემ გულად მივიღებ
დავხატავ მაგ მბრწყინავ სახეს.
შენ სუნთქვას შევხვდები ეული,
ცხრა ზღვიდან მონადენ ნიავს
ჩავიკრავ გადარეული
მცხუნვარეს, მწველსა და მზიანს
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1036 | დაამატა: zukaa
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

კალენდარი

«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0