ოთხშაბათი, 2024-05-15, 6:50 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » 2011 » აპრილი » 4 » ღამე უშენობა მხოლოდ გამახარებს...
4:30 PM
ღამე უშენობა მხოლოდ გამახარებს...
ღამე უშენობა მხოლოდ გამახარებს,
უფრო, სიყვარულიც ჩვენთვის თამაშია,
ცა კი, ცა, ფიქრისგან დანისლული,
ისევ შენზე უფრო ლამაზია,

მიყვარს შენთან ჩხუბი, აფსურდია
ჩვენი ერთად ყოფნა თავიდანვე,
არა არასოდეს დაგივიწყებ,
მაგრამ ვერასოდეს შეგიყვარებ,

და ხო, გეუბნები მენატრები,
ღმერთო რა უღმერთოდ შეგიყვარე,
ჰოდა არ გაბედო უარის თქმა,
რომ კვლავ ოცნებაში დამიღამდეს,

ვეძებ მარტოობის ყველა წამს და
ძლიერ ამ ძებნაში დავიღალე,
მიწას ხელით ვთხრი და არ მაღელვებს
თუკი ამ ორმოში დამმარხავენ,

ვიცი სიგიჟემდე არ გიყვარვარ,
ღამეს არაფერი დააბრალო,
ისე, სულ უბრალოდ, მომატყუე,
რომ კვლავ ერთმანეთი გავაბრაზოთ,

ღამე უშენობა მხოლოდ გამახარებს,
უფრო სიყვარულიც ჩვენთვის თამაშია,
ღმერთს შენ არასოდეს ყვარებიხარ,
რადგან მასზე უფრო ლამაზი ხარ.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 987 | დაამატა: zukaa
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

კალენდარი

«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0