ოთხშაბათი, 2024-05-15, 3:31 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » 2011 » თებერვალი » 24
ლამაზი დღეა თითქოს ყველა ბედნიერია,
გავალ უბანში, ჩამოვჯდები, ხალხიც ბევრია,
"დღეს მე ვკისრულობ" დავიძახებ და ბირჟას დავშლი
მერე მახლობლად რესტორანში დიდ სუფრას გავშლი

ვერვინ მიხვდება მიზეზს ჩემი ხელგაშლილობის,
ზოგს დარდის ბრალი ეგონება ზოგს შეშლიობის,
ბოლოს ავიღებ განსხვავებულს მოვითხოვ სიტყვას:
"იუბილარის სადღეგრძელო მინდა რომ ითქვას"...

ყველას სახეზე გაოცება დაეტყო თითქოს,
ვერაფერს მიხვდნენ ვერც ბედავენ რომ შემეკითხონ,
მომშტერებია დაბნეულად მე ბევრი თვალი,
მათი მზერიდან ვხვდები "ნაღდად ვგონივარ მთვრალი"
მე კი ვაგრძელებ :

მას ერთი წლის წინ ამავე დღეს მოვხვიე ხელი,
დღეს დაიბადე მშვენიერო აბა რას ელი?
რასაც ინატრებ მას გაჩუქებ არ მიჭირს ფული,
მან კი ღიმილით ჩამჩურჩულა მაჩუქე გული...

მე ვადღეგრძელებ ვინც ამ წუთში ჩემგან შორს არის,
თან ჩემი ჰქვია ამავედროს ჩემი არ არის ,
ვისი ნებითაც დღეს ჩემს მკერდში გული არ არის
და მაინც ჩემთვის მასზე კარგი არავინ არის...

ცოტა ხნის შემდეგ მე ავდგები და გარეთ გავალ,
ვიყიდი ვარდებს, ახალ ნაკრეფს ისევ ნამიანს,
ნაცნობ აღმართზე სიბნელეში ნელ-ნელა ავალ
და მივადგები ამ გზის ბოლოს, ღობეს ჟანგიანს..

კარებს გავეღებ თვალს მოვავლებ სულ ბალახია,
იმ ადგილს ვეძებ სადაც ჩემი გული მარხია,
და გავჩერდები ნაძვის ძირში მე ერთ საფლავთან,
ვარდებს დავაწყობ ჩამოვჯდები საფლავის ქვასთან...

ხომ არ გეგონა დამავიწყდი ჩემო სიცოცხლე
ეჰ... რა უზომოდ მომენატრე ნეტა იცოდე,
დღეს იუბილის მოსალოცად ამოგიარე,
გადაგიხადე... და იმიტომ დავიგვიანე...

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1013 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-24 | კომენტარი (0)


ჩემო სიცოცხლის სიცოცხლეო,
უნავსაყუდელო ნავსადგურო,
სულში ჩამოღვრილი ხვაშიადის
ზღვა, ოკეანე უნაპირო.
ჩემო ნაადრევო ყვავილობავ,
ჩემო კვირტგამძვრალო გაზაფხულო,
ჩემო სიკვდილამდის მონატრებავ,
ჩემო სიყვარულის სიყვარულო.
ჩემო სიცოცხლეო დიდხანს იცოცხლეო,
უშენოდ რაა ჩემი სიცოცხლეო?































კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1132 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-24 | კომენტარი (0)


შენ მე პაემანს დამინიშნავ, არვიცი როდის,
აშრიალებულ არყის ხესთან დამიწყებ ლოდინს,
იმ დღეს მეცმევა უთეთრესი კაბა დედოფლის
და გზაში ალბათ...გზაში ალბათ საშინლდა მოწვიმს,
დავიგვიანებ შეშფოთებული მოგიხდი ბოდიშს,
არ მაპატიებ, ვიცი, გული გექნება ლოდის,
შენ გამეცლები, წაყვები წვიმას,
მე კი იმ ხესთან უსასრულოდ დაგელოდები...





























კატეგორია: ლექსები | ნანახია: 983 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-24 | კომენტარი (0)


ყველაზე ლამასი სიჩუმე ყოფილა,
სიჩუმე არაფრის მთქმელი.
ყველაზე ლამაზი ოცნება ყოფილა,
ოცნება სათქმელად ძნელი,
ყველაზე ადვილი შეხვედრა ყოფილა,
ლოდინი ყველაზე ძნელი,
ყველაზე ადვილი სიკვდილი ყოფილა,
სიცოცხლე ყველაზე ძნელი


























კატეგორია: ლექსები | ნანახია: 991 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-24 | კომენტარი (0)


შენს თვალებს პირველად როგორც კი შევხედე
ვიფიქრე, ლამაზი თვალები ჰქონია,
ასეთი უძირო, ლამაზი თვალები
ალბათ არავის, არასდროს ჰქონია.
გიპოვი, შეგხედავ და თვალებს ძირს დავხრი,
დიდხანს რომ გიცქირო, დამწვავენ მგონია,
სულ გულში მექნება, ასეთი თვალები
ალბათ არასდროს, არავის ჰქონია.
დღემდე ვერ მივმხვდარვარ და ვერ გამიგია,
ასეთი თვალები თუ ვინმეს ჰქონია,
მართლაც ლამაზია ეგ შენი თვალები
თუ მე მიყვარხარ და მიტო მგონია?
























კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1007 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-24 | კომენტარი (0)


თუ ტკივილი ხარ, მაშინ რატომ მიხარია შენი დანახვა?
თუ რწმენა ხარ, მაშინ რატომ არ მჯერა შენი?
თუ სიხარული ხარ, მაშინ რა უნდა ჩემთან დარდს?
ძნელია სიცარიელის ამოვსება,
ნუ მტკენ გულს, რადგან მერე შენ უფრო გეტკინება,
დაიმახსოვრე! შენ ხარ ჩვეულებრივი ადამიანი
და ნურასოდეს იბატონებ სხვაზე...






















კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2357 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-24 | კომენტარი (0)


ასე მალე ეს დღეებიც დამთავრდება,
ვეღარ გნახავ, უშენობით დავიღლები,
ოხ რამდენჯერ ვცადე შენი დავიწყება,
მაგრამ უფრო დაჟინებით მენატრები.
მომენატრა შენთან წყნარი საუბარი,
მაგ ტუჩების ოდნავ წყნარი გაღიმება.
იცი რას გთხოვ? ოღონდ გული გამიყავი
და სიცოცხლე ამით უფრო გამიტკბება.
განშორებით რა ვქნა თუ ვერ დაგივიწყე?
რა ვქნა ამ გულს ვერაფერი მოვუხერხე.
ასე დიდი სიყვარული რომ მასწავლე,
გევედრები დავიწყებაც შემასწავლე..




















კატეგორია: ლექსები | ნანახია: 998 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-24 | კომენტარი (0)


ოცნება ხარ ოცნებათა შორის,
ლამაზი ხარ ლამაზთა შორის,
ჭკვიანი ხარ ჭკვიანთა შორის,
იცი? მიყვარხარ სხვათაშორის.


















კატეგორია: ლექსები | ნანახია: 964 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-24 | კომენტარი (0)


შენ რომ კლდოვან ნაპირზე გინდოდა ყოფნა,
მე მაშინ ოცნების ტალღები მრიყავდა კლდესთან,
სწორედ იმ კლდესთან, რომელზეც თურმე შენ ოცნებობდი
















კატეგორია: ლექსები | ნანახია: 982 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-24 | კომენტარი (0)


ხანდახან მენატრები, ხანდახან მიყვარხარ,
ხანდახან მეკარგები, ხან დამდევ კვალდაკვალ,
ვიცი შემიყვარებ ნელ-ნელა, თანდათან,
ალბათ დამიფიცებ ხანდახან, ხანდახან..















კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1030 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-24 | კომენტარი (0)


მე მწამს სიყვარული თუნდაც დაწიხლული,
მე მწამს მონატრება შენით დანისლული,
მე მწამს მონატრება, თუნდაც წუთიერი,
შენი შემოხედვა ურცხვი, უდიერი.
მწამს მოლოდინი, თუნდაც უსასრულო,
შენი მონატრება არ მსურს დავასრულო.













კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1025 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-24 | კომენტარი (0)


მინდა ვიყო პატარა ცრემლი
რომ შენს თვალებზე ნაზად ვიარო,
და თუ რამე გაქვს სევდად ქცეული,
მეც შენთან ერთად გავიზიარო..











კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1010 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-24 | კომენტარი (0)


უსიყვარულოდ ქვეყანაზე ღიმილი კვდება,
კოცნის სურვილიც იკარგება უსიყვარულოდ,
უსიყვარულოდ გული გულსაც ვეღარ პოულობს
და ვერც სიცოცხლე ვერ ზეიმობს უსიყვარულოდ.
უსიყვარულოდ დედის ხელსაც ვეღარ დაკოცნი,
მზის სხივიც კი იკბინება უსიყვარულოდ,
უსიყვარულოდ ბაღში ვარდიც ჭკნება უაზროდ,
წყაროც კი შრება მარტოსული, უსიყვარულოდ.
უსიყვარულოდ სიმღერაც კი მოსაწყენია,
უსიყვარულოდ დედის ძუძუს რძეც კი გაურბის
და არც მერცხლები ბერდებიან უსიყვარულოდ.
უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ.
უსიყვარულოდ მარტოსული სიკვდილი მოდის,
საფლავიც ქრება უპატრონოდ, უსიყვარულოდ..









კატეგორია: ლექსები | ნანახია: 976 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-24 | კომენტარი (0)


ქარის მოტანილი რა მაქვს, რომ უკან
გავატანო ქარს?
ჩემი სიყვარული თვითონ შემიქმნია და
როგორ გავატანო სხვას?
შენი სიყვარულით გამთბარიროგორ
მივეკედლო სხვას?
მე ხომ მაგ თვალების მჯერა და როგორ
დავუჯერო სხვას?
ქარის მოტანილი არ ხარ და რა ვქნა?
ვერ გაგატან ქარს...







კატეგორია: ლექსები | ნანახია: 941 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-24 | კომენტარი (0)


იმედდაკარგული არ მინდა გელოდო
აღარ გამომივლი ვიცი.
სევდამორეული ვითვლი ამ დღეებს,
რა ვქნა? გული მაინც გიცდის.
ფანჯრიდან გავყურებ ცარიელ ქუჩებს
და კვლავ შენი ფეხის ხმა ისმის,
ვიცი შენ არა ხარ, ვიცი მეჩვენება
ვიცი და მაინც გიცდი.
ვგრძნობ, რომ არ ჩაივლის ასე ყველაფერი,
მარტო არ დამტოვებ ვიცი.
ვიცი გვიან მოხვალ, მაგრამ მაინც მოხვალ
ვიცი და ამიტომ გიცდი..





კატეგორია: ლექსები | ნანახია: 996 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-24 | კომენტარი (0)


მე ღმერთს ვთხოვე ყვავილი
და ბაღი გამომიგზავნა,
მე ღმერთს ვთხოვე წყალი
და ოკეანე გამომიგზავნა,
მე ღმერთს ვთხოვე სიყვარული
და შენი თავი გამომიგზავნა..



კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1020 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-24 | კომენტარი (0)


დაბადებიდან რომ ვერ გხედავდი
ამაზე მწყდება ძალიან გული.
სიკვდილის მერე რომ ვეღარ გნახავ
ამაზე უფრო დამწყდება გული.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 987 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-24 | კომენტარი (0)

მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო,
დამეთანხმება ვინც მონატრების იცის ფასი,
ვინც შეხვედრია მონატრების ცრემლით ალიონს
და ამ ცრემლებით ავსებული შეუსვამს თასი.
მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო
და მათიც, ვითაც მონატრებით ქვეყნად უვლიათ,
ჩემი ცხოვრება სიყვარულში მინდა გავლიო,
რამეთუ თავად მონატრებაც სიყვარულია..
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1043 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-24 | კომენტარი (0)


ვიცი,ოდესმე რომ გამიხსენებ,
ფოთოლცვენიდან-ფოთოლცვენამდე,
მონატრებიდან-მონატრებამდე,
დილის სხივიდან-შებინდებამდე.
ვიცი,ოდესმე რომ გამიხსენებ
თბილი თითებით...
მოფერებიდან-მოფერებამდე
და გაიფიქრებ, რომ გელოდები
ფოთოლცვენიდან-ფოთოლცვენამდე.
მე კი ვინატრებ შენს დაბრუნებას
ძველი სევდიდან-ახალ სევდამდე,
ჩემი ცრემლიდან შენს ცრემლებამდე,
დილის სხივიდან შებინდებამდე.
მოგონებებთან ერთად დავრჩებით
ერთგულებიდან-ერთგულებამდე,
ერთად ვიქნებით,თუნდაც ფიქრებით
მონატრებიდან-მონატრებამდე.


კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1042 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-24 | კომენტარი (0)


ai dagamda es erti game
kidev erti dge warsuls chabarda
warsuls bardeba uazroeba
netav ra aris chveni cxovreba?
me am kveynad var martod mosuli
da albat waval akedan marto
me xom ubralod minda gavigo
gavigo ristvis, saidan, ratom?
albat cxovreba erti wamia
da tvalis erti daxamxameba
ai, xom xedav ukve bneldeba
sinatle midis sibnele mas cvlis
ak ar arsebobs kargi da cudi
es ak ubralo sityvebi aris
madgram arsebobs, arsebobs kari
da, mxolod ocneba es sanukvari
ocneba aris karis gageba
da sinatleshi tvalis gaxela.........

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1051 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-24 | კომენტარი (0)


ვიცი დრო მოვა და ჩემს საფლავზე
შენ ატირდები და ცრემლებს დაღვრი,
ვიცი მოხვალ და მთხოვ პატიებას,
თუმც სინანულიტ თავს დაბლა დახრი,
ხმას ვეღარ გამცემ გრძნობით გეტყვი,
რომ გაპატიე მე დღეს ყველაფერს.
შენ უფრო მწარედ აქვითინდები,
რომ ვერ გაიგებ ჩემგან ვერაფერს.
ვიცი რომ ჩემზე დაგწყდება გული,
კვლავ რომ სიყვარულს ვერ დაგპირდები.
გაიბუტები და როცა წახვალ
მაშინ საფლავში მეც ავტირდები
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1048 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-24 | კომენტარი (0)

შენ მონატრება რა არის იცი?
როცა შორს არის და მასზე დარდობ,
შენს საგულეში ვიცი სხვა არის,
ეს ვიცი მაგრამ მაინც გნატრობ.
დიდი ტკივილი რა არის იცი?
როცა დღე და ღამი ფიქრში წვალობ.
გთხოვ მომისმინე ,მოეშვი სიცილს,
შენ ხომ არ იცი მინდა გასწავლო
უზომო სევდა რა არის იცი ?
თუ არც ეს იცი გაშოროს ღმერთმა.
ტკივილი , სევდა სიშორემ იცის .
ეს ყველაფერი მე ვიცი ერთმა.
შენ მოლოდინიც არა გცოდნია,
როცა არ იცი მოვა თუ არა ,
და მასთან მისვლა შორზე შორია.
შენ არაფერი არ იცი არა . . .
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1142 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-24 | კომენტარი (0)


თამარი, თამარ მეფე (დ. დაახ. 1160 — გ. 1213, შესაძლოა 1210 ან 1207) — საქართველოს მონარქი 1184 წლიდან, გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელი. თამარს საქართველოს ოქროს ხანაში მოუწია მეფობა და უაღრესად წარმატებული მმართველი აღმოჩნდა. თამარი ატარებდა ტიტულს: "მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი". მემატიანე მას მოიხსენიებს, როგორც: "დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი"[საჭიროებს წყაროს მითითებას].

1179 წელს მეფე გიორგიმ თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა. 1184 წელს, მეფე გიორგის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში რთული ვითარება შეიქმნა; ფეოდალურმა არისტოკრატიამ დაიწყო ბრძოლა დაკარგული პოლიტიკური პრივილეგიების აღსადგენად. 1185 წელს გავლენიან ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა თამარს, მისი სურვილის წინააღმდეგ, შერთო ანდრეი ბოგოლიუბსკის შვილი იური, რომელიც ქართულ წყაროებში ცნობილია "გიორგი რუსის" სახელით. ორი-ორნახევრი წლის შემდეგ თამარი განქორწინდა და იური საქართველოდანაც განდევნეს. მეფე თამარი მეორედ დაქორწინდა დაახლოებით 1189 (ან 1187) წელს დავით სოსლანზე.

თამარის დროს საქართველო კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. ისტორიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, ეს ძლიერება არ ემყარებოდა ქვეყნის შინაგან საწარმოო ძალთა განვითარებას, გაერთიანებული ფეოდალური მონარქიის ეკონომიკური ძლიერების ძირითად წყაროს სამხედრო ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მსოფლიო და საქართველოს ისტორია | ნანახია: 4296 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-24 | კომენტარი (0)



უფლისწულობა [რედაქტირება]

დავითი, გიორგი II–სა და ელენეს ერთადერთი ვაჟი, დაიბადა 1073 წელს სატახტო ქალაქ ქუთაისში. მისი უფლისწულობა მოკლე აღმოჩნდა, რადგან ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, მამამისი იძულებული შეიქმნა ტახტიდან გადამდგარიყო და 16 წლის ძე გაემეფებინა. ეს ფაქტი დავითის კარგ განათლებაზე და სახელმწიფო საქმეში გათვიცნობიერებულობაზე უნდა მეტყველებდეს.
მეფობა [რედაქტირება]

დავით IV–ს მემკვიდრეობად ერგო თურქ-სელჩუკებისაგან დარბეული ქვეყანა, დაცარიელებული ქალაქები და სოფლები, მთებში გახიზნული დამშეული მოსახლეობა. გამეფებისთანავე დაიწყო ყმა-მოლაშქრეთა და მსახურეულ აზნაურთაგან მხედართა რაზმების შექმნა. ერთგული რაზმებით მეფე თავს ესხმოდა თურქ-სელჩუკებს, ავიწროვებდა მათ, სდევნიდა და მთაში გახიზნულ მოსახლეობას ბარად ჩამოსვლის პირობებს უქმნიდა.
რეფორმები [რედაქტირება]

სახელისუფლო:

დავით IV ებრძოდა სახელმწიფოს ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე დიდგვაროვან ფეოდალებს. 1093 წელს მან გამდგარი ლიპარიტ IV ბაღვაში შეიპყრო. თუმცა მონანიების შემდეგ გაათავისუფლა და ძველი ღირსებებიც დაუტოვა, მაგრამ ხელახალი ღალატის გამო, 1094 წელს კვლავ შეიპყრო და ორი წლის პატიმრობის შემდეგ საქართველოდან გააძევა. 1103 ლიპარტის ძის რატის გარდაცვალების შემდეგ დავით IV-მ გააუქმა კლდეკარის საერისთავო და ბაღვაშთა მამულები სამეფო დომენად გახადა, შემდგომში ნაწილი (არგვეთი) გელათის მონასტერს გადასცა. ამავე წელს დაამარცხა სამეფო კარის მოწინააღმდეგე ფეოდალები ― ძაგან და მოდისტოს აბულეთისძეები.


საეკ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მსოფლიო და საქართველოს ისტორია | ნანახია: 2060 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-24 | კომენტარი (0)

– if u r bird,i am sky .without ur love i can’t fly .when u leave me I will die.
შენ თუ ჩიტი ხარ, მე ცა ვარ, შენი სიყვარულის გარეშე ფრენა არ შემიძლია, როცა მიმატოვებ მოვკვდები
– Love yourself before you love anyone else.
შეიყვარე შენი თავი, ვიდრე ვინმე სხვა შეგიყვარებს.
– love is like a piece of glass, if u hold it too tyte it will break in ur hands,if u hold it too lose it will fall down n break.
სიყვარული მინის ნატეხს გავს, თუ ძალიან მაგრად მოკიდებთ ხელს ის ხელებში შემოგემსხვრევათ, თუ ძალიან რბილად, დაგივარდებათ და გატყდება.
– Why does a rose represent love, when a rose always dies?
რატომ წარმოადგენს ვარდი სიყვარულს, როდესაც ის ყოველთვის კვდება.
– I love you like a fat kid loves cake.
მე შენ ისე მიყვარხარ, როგორც მსუქან ბავშვს უყვარს ნამცხვარი.
– love is like a fruit. It may look good, but you shouldn’t bite in it until it’s ripe.
სიყვარული ხილს გავს, შეიძლება კარგად გამოიყურებოდეს,მაგრამ არ უნდა უკბიჩო ვიდრე არ დამწიფდება.
– | loVe the sUn for days, the mOOn fOr niGhtS aNd yOu fOreveR.
მე მიყვარს მზე დღისით, მთვარე ღამით, და შენ ყოველთვის.
– liked you i was afarid to love you*Now that I love you I m afraid to lose you
ყოველთვის მეშინოდა რომ შემიყვარდებოდი, ახლა მეშინია რომ დაგგკარგავ.
– If yOu ReAlLy LoVe SoMeThInG sEt iT fReE, iF iT cOmEs BaCk iT’s YoUrS.
თუ გიყვარს, მიეცი მას თავისუფლება და თუ ის დაბრუნდა მასაც უყვარხარ.
– Love Is When You Don’t Want To Go To Sleep Because Reality Is Better Than A Dream.
სიყვარული ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სტატუსები | ნანახია: 1092 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-24 | კომენტარი (0)

1.გუშინ უშენობას ჩემში ვაგროვებდი, დღეს კი შენს გარეშე სუნთქვაც გამიჭირდა.!!!
2.ცოტას დავიცდი, მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ... ნუგარ განიცდი, ხვალ ხომ უკვე მართლა დამკარგავ...
3.განდევნი წყენას_უჩემობას_მონატრებას_ოცნებას...
4.დღეს ყველაზე ძალიან მენატრები..გეძახი მაგრამ წყეული ქარი ფანტავს ჩემს ძახილს...
5.აიძულე გულს ხშირად იფეთქოს, მე მინდა ვისმენდე შენს სუნთქვას სიჩუმეში...
6.აღარ დამრჩა გული, ღვიძლი, მაგრამ მაინც, მაინც ვიბრძვი... აღარ დამრჩა ტვინი, ფილტვი, მაგრამ მაინც,მაინც ვილტვი.. აღარ დამრჩა ნერვი ღერი, მაგრამ მაინც,მაინც ვმღერი... მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ, რადგან ერთი რაღაც დამრჩა......
7.ღმერთს ვთხოვ,დამიბრუნოს შენი თავი...მაგრამ ვაი,რომ წარსული არასოდეს არ ბრუნდება უკან!
8.ისე მომენატრე ჩემი გრძნობით ზეცა ატირდა,ისე მომენატრე რომ ზაფხული უცებ გაცივდა...
9.შენზე ოცნება...ლამაზი ოცნება...ისევ ფიქრები და მრავალი მონატრება...
10.იცი, ძალიან ცვალებადი ვარ და თავისუფლებას ვერ ველევი,მაგრამ საკმაოდ ერთგული ვარ იმისათვის,რომ ჩემი თავისუფლება სიყვარულს დაემორჩილოს…
11.სიტყვები:-(უბრალო სიტყვებად დარჩა...ერთ დიდ ახუდენელ ოცნებად...ოცნება რომელიც ჩემს გულში სამუდამოდ დარჩა:-(
12.შენგან ჩუმად ნაჩუქარი ღიმილის გარდა,აღარაფერი მეჩვენება ბედნიერებად...
13.ჩემს ცხოვრებას კი ვერას ავნებს დროის ძგერება... მიყვარს...ვუყვარვარ... და ეს არის ბედნიერება <3
14.ოდესგაც ყველა ოცნება სრულდება... მე მივადგამ კიბეს ცას...ავივლი საფეხურებს და მივალ იქ სადაც გულს უხარია...
15.იყო სურვილი, გრძნობა კი არა, იყო ტყუილი-იყო მიყვარხარ, იყო ცრემლები, ჩე ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სტატუსები | ნანახია: 1054 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-24 | კომენტარი (0)

1.ალბათ მალე საბოლოოდ შემშლის სიყვარული და სიკვდილის დღემდე ვერ შეგელევი,ალბათ...შევიშლები და მეყვარები გიჟსაც...
2.ნუ იღელვებ იმაზე,რომ ვინმე ჩემს სიგიჟეში დაგადანაშაულებს.მათ არასოდეს ეცოდინებათ ვინ ხარ ჩემთვის!ეჰ,მართლაც ცოტა მაკლია გაგიჟებამდე...მაგრამ არ შემიძლია და უფლებაც არ მაქვს რამეში დაგდო ბრალი...
3.მე შენი სიცოცხლე მჭირდებარომ არ შევიშალო თანდათან...
4.დრო გადიოდა,მე გელოდი, ისევ გელოდი,დღეთა დინებამ ვერ წაშალა ძველი ფიქრები...როგორ მინდოდა წუთით მაინც გვერდზე მყოლოდი...მჭირდები კარგო, ტკივილამდე,ძლიერ მჭირდები!
5.გტკივა..როდესაც მიდიხარ ქუჩაში და გესმის მელოდია,რომელიც შენს მობილურზე მხოლოდ მისი დარეკვისას გეყენა,თან ხვდები, რომ ვეღარასოდეს გაიგონებ მასე...
6.სჯობს ჩემი ხელით დავანგრიო ყველა ოცნება, ვიდრე ცრემლები დავანახო თვალებზე უღირსს!
7.რომ ვთქვა–მახსოვხარ,ეს იქნება ძალიან ცოტა,რომ ვთქვა–მიყვარხარ,ეს იქნება ძალიან ბევრი...
8.მე შენს ნაფეხურებს ვკოცნი და ფიქრებს მოვყავარ შენთან...
9.შენგან ჩუმად ნაჩუქარი ღიმილის გარდა,აღარაფერი მეჩვენება ბედნიერებად...
10.ნუ გეგონება რომ ოდესმე დამავიწყდები,ის არ იფიქრო თუ არ მოგწერ აღარ მჭირდები...
კატეგორია: სტატუსები | ნანახია: 1005 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-24 | კომენტარი (0)

1) იმისთვის, რომ გაიგო გჭირდება თუ არა ადამიანი, საჭიროა ერთხელ მაინც დაკარგო
2)თურმე შენი მონატრება სხვა ფერია, თითქოს ყველგან შენი სითბო აფენია,როცა გულში სიყვარული ამდენია, მოლოდინის მეტი რაღა დამრჩენია
3)გიჟებს თავისუფლება! მხოლოდ ღმერთს აქვს ჩემი განსჯის უფლება
4)ღიმილს გისურვებ.... ულევს და უჩემოოს.... !!
5)არავის გინდათ ბავშვის გული... ამაყი გული? წაიღეთ... მომაშორეთ...მე ვეღარ ვუვლი.. !!
6)ყოფნა უშენოდაც ისე ლამაზია,შენკენ, დამიჯერე,აღარ ვიყურები.... !! ; ))
7)საკმაოდ ძლიერი ვარ იმისთვის რომ უშენოდ ვიცხოვრო, ცხოვრება შენით არ დაწყებულა და არც დამთვრდება!!
8)შემოდგომაზე ფოთლები ჭკნება ერთად ქუჩდება, თურმე ტკივილი კი არ ქრება მხოლოდ ყუჩდება)))))
9)ამ პატარა გულში ხარ...გულის შუა გულში ხარ...შუა გულის გული ხარ...ჩემი სიხარული ხარ
10)დამიჯერე უშენოდ, ეს ცხოვრება ძნელია... სიყვარულის გარეშე... კოცნა არაფერია...
11)თუ ფული დაკარგე არაფერი დაგიკარგავს , თუ ჯამრთელობა დაკარგე შეიძლება კიდევ იცოცხლო, მაგრამ თუ მეგობრები დაკარგე .. ყველაფერი დაკარგეე
12) ასეთი ლამაზი მე დედამ გამაჩინა, ხოლო ასეთი სწერვა გამხადე შენ და ამ ცხოვრებამ
13)გახსოვდეს ღმერთმა სიყვარულით დაგბადა და ამ სიყვარულით იარე ქვეყნად
14)ცხოვრებაში რაც არ უნდა დიდი გახდე,გახსოვდეს რომ სულ პატარა დაიბადე.
15)რაც უფრო დიდი ვიზრდები , მით უფრო ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ , იმას თუ რას ამბობს ხალხი, მე, უბრალოდ, მათ მოქმედებას ვუყურებ
16)მე არვის ვგევარ... მე მხოლოდ მე ვარ... ლამაზი თვალების ამაყი გამოხედვა,გული კი საშინლად ცივი...
17)პატიობს ღმერთი...მე ღმერთი არ ვარ..< ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სტატუსები | ნანახია: 1078 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-24 | კომენტარი (0)


ასეთი ლამაზი მე დედამ გამაჩინა, ხოლო ასეთი სწერვა გამხადე შენ და ამ ცხოვრებამ...

რა ხშირად ხდება ასე. გინდა თქვა " მე შენ მიყვარხარ", მაგრამ ამბობ " რა კარგი წყვილი ხართ"...

შემოგიშვი გულში, შენ კიდე მანდ არივ-დარიე ყველაფერი... ეხლა ვინ გაასუფთავებს იქაურობას?...

ჩვენს შორის ერთი განსხვავებაა - მე ვიტირებ და დავივიწყებ, შენ გაერთობი და მერე გაიხსენებ...

თავიდან ყველა ერთნაირია. გაწონებენ თავს, ყვავილები, კინო, პირველი კოცნა, შეგაყვარებენ თავს და მერე გაივლის ქერა ლამაზი გოგო გრძელი ფეხებით და ცხოვრება იცვლება. ახალ სამყაროში - ცრემლი, სველი ბალიში...

სანამ იტყვი სიტყვა "ДА"-ს, ჯერ დაფიქრდი და მერე წაიკითხე ეს სიტყვა პირიქით...

ამბობ რო ჩემნაირები არ ტირიან.. ცდები! ტირიან როცა მათ არავინ ხედავს...

მე უკვე ყველას დავაჯერე რო არ მიყვარხარ. ეხლა დარჩა ამაში საკუთარი თავი დავარწმუნო...

შენ რა ფიქრობ მე შენთან დავბრუნდები? არა... მე უბრალოდ ვითვლი წამებს იმ მომენტიდან როცა დავშორდით. გესმის? მიყვარს მათემატიკა :D

იცი, მე ოდესმე დავღვრი ცრემლებს შენს წინაშე, არ მოგაჩვენებ თავს ძლიერად და ვიტირებ ძალიან, ძალიან ბევრს და ნახავ თუ რა უქენი ოდესღაც მხიარულ გოგონას...

ხოო, შენს ახალ გოგოს რო დავუკვირდეთ... მე წავედი ისე რომ წაგართვი ყველაფერი, გემოვნებაც კი....

მინდა გავახილო თვალები და მოვხვდე ზღაპრულ ბავშვობაში. გატეხილი მუხლი ჯობია გატეხილ გულს და სულს...

გთხოვ გაათბე ჩემი გული, მოაშუშე ყველა ჭრილობა, გადააგდე ყველა სისულელე რაც შენთან აკავშირებს და დამიბრუნე ისეთი როგორიც თავიდან გადმოგეცი...
... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სტატუსები | ნანახია: 944 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-24 | კომენტარი (0)

1) სიყვარული არის და იქნება ყოოველთვის..
2)შენ ხარ ის რითიც იკვებები
3)გული გატკინე და მაპატიე ტკივილი უფრო გემახსოვრება
4)სჯობს დაიბადო ბედნიერი ვიდრე ლამაზი
5)არ მოვეპყრათ სხვას ისე როგორ მოპყრობასაც ჩვენ არ ვინმსახურებთ
6)არაყი თეთრია მაგრამ აწითლებს და სახეს აშავებს
7)ვიღაც მეორე შენს თავს მართმევს!მართმევს და მთელი ცხოვრება მიაქვს
8)მე მინდა ყველა ერთად მოვკვდეთ
9)ნუ დაეცემი სულს ნუ იტანჯავ ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება
10)მე წავედი და წაგართვი ყველაპერი გემოვნებაც კი
11)ეს სამყარო დაუნდობელია შენ ვერ იცოცხლებ
12)ყველას ჩვენ როგორ გვიყვარს არასასურველი ადამიანების შეყვარება
13)გრდნობის გადაუხდელობის გამო თვალებში გამორთეს სინათლე
14)კი მე ოცნება ვარ..მაგრამ შენი არა..!
15)გთხოვ დაბრუნდი მე ვარ მარტო..
16)მინდა რომ ეს გული რომელიც გაყინე შენ გაათბო
17)ქალები ცრემლებს იოლად ღვრიან..
18)ვინც ქალის სიყვარული დაკარა მხოლოდ თავის თავს დააბრალოს რომ ის ვერ შეირნაჩუნა
19)შენ ვერასოდეს მიხვდები რაოდენ დიდი სიხარული ხარ ჩემთვის
20)ქალს უნდა მისცე ყველაფერი ან არაფერი
21)სიყვარული უფრო ძლიერია ვიდრე სიკვდილის შიში
22)როცა ქვეყანაზე არავინ გიყვარს მაშინ ეს ცხოვრება სულ მთლად იოლია და თუსიყვარულს ფეხქვეშ გათელავეენ სწორედ ამას ქვია ბედის ირონია
23)ნუ ტირი იმიტომ რომ ეს დამთავრდა გაიღიმე იმიტომ რომ ეს იყო
24)სინანული გონიერებაა რომელიც გვიან მოდის
25)სიყვარულით გატარებული ერთი წუთით უფრო მეტს გაიგებ ადამიანზე ვიდრე ერთი თვის დაკვირვებით
26)სიყვარული არის თამაში
27)შენ გგონია დაგიჩოქებ?ან დამათრობს სავსე თას ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სტატუსები | ნანახია: 1353 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-24 | კომენტარი (0)


1. ბედნიერებას ნუღარ მთხოვ .. ბედნიერება მე შენში დამრჩა
2. მიყვარხარ.. ამით ყველაფერი ნათქვამია
3. დაგკარგე და... მხოლოდ ახლა მიყვარხარ მხოლოდ ეხლა გაფასებ
4. დაგკარგე! ჩემი აღარ ხარ! და მაინც მიყვარხარ
5. როცა გხედავ მინდა მოვიდე.. მაგრამ შენი გულგრილობა მტკენს გულს
6. წადი აღარ მჭირდები
7. აღარ გაღმერთებ
8. მხოლოდ ღმერთი პატიობს.. მე ღმერთი არ ვარ
9. მკიდია რას ფიქრობთ ჩემზე მე არ გეკუთვნით თქვენ
10. ცჰემი ცხოვრება შენით არ დაწყებულა ,, და არც დამთავრდება
11. უშენოდაც ყველაფერი იოლია
12. ახლა ვგრძნობ რომ ზედმეტი ტვირთი იყავი
13. მე კი არა გულს ენატრები
14. ეხლა მიყვარხარ.. არ გჯერა? ესეიგი არც არასოდეს გყვარებივარ
15. რომ გყვარებოდი ახლა არ დამკარგავდი
16. სიყვარული სიძულვილისაგან მოდის
17. მე წარსულს უკან არ ვაბრუნებ შენ უკვე წარსული ხარ
18. არ არსებობს ბედნიერი ცხოვრება არსებობენ მხოლოდ ბედნიერი დღეები
19. აღარ დაგელოდები. აღარ მჭირდები.. აღარ მიყვარხარრ.
20. ჩემით არ გიცოცხლია. და არც იცოცხლებ
21. ტოჯინა არ ვარ რომ ყოველ წამს შენად ჩამთვალო
22. შენს გემოზე არ მეყვარები
23. შენ სხვას ეხუტები ეგ ჩახუტება ჩემი უნდა ყოფილიყო
24. იყო წუთიერად ეს არ ნიშნავს რომ უშენოდ უნდა ვიყო
25. სიყვარული ჩემით ვისწავლე. შენ უბრალოდ მეხმარებოდი
26. მიყვარხარ ეს არ ნიშნავს იმას რომ შენი ვარ
27. აღარ მოგენდობი (( აღარ მეყვარები
28. შენ ჩემს ცხოვრებაში პირველი გახდი და სამუდამოდ ჩარჩი..
კატეგორია: სტატუსები | ნანახია: 1135 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-24 | კომენტარი (0)



1 წვიმა... მხოლოდ ის მანიჩებს სიმშვიდეს... მეფერება თმაზე, სახეზე , წვიმის წვეტებში მალავს ჩემ ცრემლს...მალავს ჩემ ტკივილს!...
2 სიყვარული როგორც ქარია ჩემ ხელებში. როგორი ადვილია შეიგრძნო ის, მაგრამ ძნელია დაიჩირო!
3 ის ვინც შენგან შორსაა, შენ გვერდით დგას თუ ის შენ გულშია... ის ვინც შენ გვერდით დგას შორსაა თუ შენი ფიქრებიმისგან შორსაა..
4 დაიყვირე და ყველა გაიგებს, ჩუმად წარმოთქვი და გაიგებს ის ვინც შენთან ახლოს დგას... და მხოლოდ მე გავიგებ დუმილით!...
5 არ ელოდო მას, ვისთანაც გინდა ცხოვრება... ელოდე მას ვის გარეშე არ შეგიძლია ცხოვრება!...
6 სიგარეტზე დავწერე შენი სახელი, ავანთე რო მომეწია და დამევიწყებინე, მაგრამ მივხდი რო შენით ვსუნთქვდი!....
7 მას უყურებს 10 ბიჩი ის კი უყურებს 11-ეს იმას ვინც მას არ უყურებს!...
8 სიყვარული როგორც ომია... ადვილად იცყებ... ძნელია დამთავრებაა... შეუძლებელია დავიცყება...
9 სიყვარულითვის რო მოკვდე ძნელი არ არის.... ძნელია მოძებნო სიყვარული რომლისთვის ღირს სიკვდილი....
10 მე არასდროს არ მეგონოა, რომ ჩემ გულში ამდენი სიყვარული იყო სანამ შენ არ შეგხვდი!...
11 მან შეძლო გაიღვიძებინა ჩემ გულში გრძნობა!.. რომესსაც სიყვარული ჰქვია!..
12 ერთხელაც შენ მკითხავ შენ უფრო მიყვარხარ თუ სიცოცხლე მე გიპასუხებ სიცოცხლეს შენ გაბრაზდები და გაიქცევი და ვერ გაიგებ რო შენ ხარ ჩემი სიცოცხლე...
13 მე ვიცი შენ ეხლა იწვი მაგრამ მე არ მეშინინია ცეცხლთან თამაშის... როცა ერთმანეთს ვეხებით ჩვენ კონტროლს ვკარგავთ.....
14 მონატრებით ყველა მოგენატრებაა... მონატრება ცრემლებით ეს დიდი სიყვარულის ნიშანიაა...
15 სიყვარულს ვარდის ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სტატუსები | ნანახია: 1121 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-24 | კომენტარი (0)


1 უქალოდ გაქრები უკვალოდ.
2 გაიგიმე მაშინაც კი როდესაც გეტირება,რადგან შეიძლება ვიგაცას შენი გიმილი უკვარდეს.
3 მე ტკივილებით ვისწავლე ცხოვრება.
4 იცხოვრე ისე,რომ უკან მოხედვის არ შეგეშინდეს.
5 მეასეჯერ გეუბნენი მიყვარხარ,მე ასე ჯერ არაოდეს მყვარებიხარ

კატეგორია: სტატუსები | ნანახია: 976 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-24 | კომენტარი (0)

1 შენ ვარდი ხარ რომელიც ჩემ გულში ხარობს!
2 სიცოცხლეში დგება წუთები, რომ სულაც არ გინდა ცხოვრება არამედ გინდა იტირო და ძლიერ გიყვარდეს!
3 სიყვარული მაცდურია ის აჯადობს სულს როდესაც შენ გინდოდა უბრალოდ გეთამაშა!
4 სიყვარული ეს სიცოცხლეა და შენ სიცოცხლეს კი არავის მიცემ!
5 მე მინდა ვიცოცხლო ერთი დგით შენზე ნაკლები! იმიტომ რომ ერთი დგეც არ შემილია შენ გარეშე
6 შენ ამ ქვეყანაზე მხოლოდ ადამინი ხარ მაგრამ ვიღაცისთვის შენ ყველაფერი ხარ!
7 100 სანთელზე მეტად ვანათებ როდესაც შენ ღიმილს ვხედავ!
8 მე მიყვარს ჩემი ცხოვრება იმიტომ რომ შენ ჩემ ცხოვრებში ხარ! და შენ იმიტომ მიყვარხარ რომ შენ ჩემი ცხოვრება ხარ!
9 ლამაზად წერა არ მეხერხება იმას ვწერ რაც გული მკარნახობს მე ბევრის მოთხოვნას არ დაგიწყებ არ დამივიწყო არასდროს მხოლოდ ამას გთხოვ!
10 ვწვები ლოგინში და ვიძინებ... სიზმარში გხედავ ვდგები და ცრემლებს ვიწმინდავ მე შენ მჩირდები...
11 ღმერთმა ყველა ანგელოზს მისცა ფრთები მხოლოდ შენ არ მოგცა იმიტომ ეშინოდა რომ მისგან გაფრინდებოდა ყველაზე ლამაზი და საყვარელი ანგელოზი
12 როდესაც შენ დაგივიწყებს ხალხი დაგივიცყებს ყველა მეგობარი მხოლოდ ერთ გულს ემახსოვრები და ეს გული მე ვიქნები!
13 მე თუ შემომთავაზებენ სამუდამო ცხოვრებას მაგრამ შენ გარეშე მე ამოვირჩევ წამს შენთან ერთდ!
14 მე ვიცი ჩემ ცხოვრებაში აწი არაფერი არ მოხდება ! მაგრამ ამას სხვა ვერ მიხვდება !
15 ყველაზე ძლიერი წამება ადამიანისთვის არის ღალატი და მარტოობა!
16 როცა შენ არავინ ყურადგებას არ გაქცევს და შენი მოქმედება არავის არ აინტერებს შეგიძლია საერთოთ არაფერი გააკეთო შენ ამ ცხოვრებაში არაფრი ხარ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სტატუსები | ნანახია: 1249 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-24 | კომენტარი (0)

კატეგორია: ვიდეო ლექსები | ნანახია: 1095 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-24 | კომენტარი (0)

კატეგორია: ვიდეო ლექსები | ნანახია: 1001 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-24 | კომენტარი (1)

კატეგორია: ვიდეო ლექსები | ნანახია: 1238 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-24 | კომენტარი (0)

საიტის მენიუ

კალენდარი

«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0