კვირა, 2024-05-05, 9:39 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » მასალის არქივი
განა იმიტომ ვჯღაბნი, რომ თავს შემოგახვიოთ ჩემი აზრები, ან რამე გასწავლოთ? ჩემგან რა უნდა ისწავლო, მხოლოდ 20 წელია ამ ქვეყანას მოვევლინე და მას მერე მოსვენება არა მქონია. შენ კი სულ არა ხარ, უსასრულობიდან მოყოლებული და ჩემნაირს უამრავს დაჰყვები, მიაცილებ და მოაცილებ, მაგრამ სიტყვასაც კი არ დაასველებ და უფსკრულის პორას მდგარს ხელს არ შეაშველებ, რომ არ გადაიჩეხოს, მარტო დაჰყვები უემოციოდ, ხმაამოუღებლად დაჰყურებ ზემოდან, გვერდიდან და კიდე... აბა მე რავიცი საიდან... ჩვენ ხომ სამგანზომილებიან სივრცეში ვცხოვრობთ , თუმცა ესეც საკითხავია, რატომ სამგანზომილებიანში და არა ოთხი, ხუთი ან...
რაღა გვიჭირს აწი... ესე ფიქრობდა გამოხუნებულ ან იქნებ მოდურ ყავისფერ პალტოში და ტალახიან ჩექმებში გამოწყობილი თეთრი გოგონა, ერთი შეხედვით უჩინარი, აი ისეთები ყველგან რომ არიან და "ნაროდს" ავსებენ და თან ვერავინ ხედავთ, მაგრამ ისინი მაინც არსებობენ, თავიანთ საქმეს ასრულებენ. თქვენ კი იტყვით: აუფ, რაღა გვიჭირს თუ მასეთები არსებობენ, მაგ სამქეს ჩვენც კი გავაკეთებთო, მაგრამ არა ჩემო კარგო, თქვენ ცდებით.
გოგონა ხიდზე მიაბიჯებდა, მეტეხის ჩრდილი ეცემოდა მტკვარს და წყალში ზღაპრულ სასახელდედ ირეკლებოდა, მაგრამ ხალხი ამას ვერ ამჩნევდა, ყველას ფეხზე არ კიდია ეხლა მტკვარი და მეტეხი? თავისი საქმე აქვთ. წუთით შეჩერდა, წყალს დააკვირდა და გაეღიმა, შემდეგ გაფერმკრთალებულ მზეს ახედა: შენ რაღა გიჭირს, ნათება მაინც შეგიძლია, მეკი... აზრი გაუწყდა. ხიდის მეორე მხარეს ნაცნობ სილუეტს მოკრა თვალი, ნაცნობი უცნობ "სილუეტთან" ერთად მოსეირნობდა, თან ის "უცნობი" მთლად უცხოც არ უნდა ყოფილიყო, თორე ესე ბედნიერი არ იქნებ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 1406 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-05-18 | კომენტარი (0)

მოდი უნდა დაგხატო ჩემში
შენი სული და გული უნდა გადავხატო
ჩემს სულზე და გულზე....
მე გავივსები და მექნება ორი მხარე
შენი და ჩემი...
შენ კი ,რომელი მხრიდანაც გინდა იქიდან შემომხედავ და გამათბობ....
შენ ხელის გულს ჩემს ხელის გულს შეახებ და ერთად შევქმნით ჩვენ სამყაროს... შენი ხელის გულიან ჩემ ხელის გულამდე............
ცას გულში ჩაუკრავს თბილი მზე და ალიონისას ჩვენთვის გამოწვდილი აქვს ხელის გულზე დასმული......
რამდენიმე საათით გვაჩუქებს და მერე კვალავ შემოიცვას შავ სამოსელს..........
მე და შენ კი ჩვენ სამყაროს მთელი ძალით ვქმნით და არ ვუშვებთ ერთმანეთს ხელს,რომ ისე არ გაქრეს.........
მინდა გიყვარდე და ვხდედავდე შენში ჩემ სილამაზეს...
მინდა შენს თავლებში ვხედავდე ჩემი სულის ანარეკლს, რომლესაც სათუთად უფრთხილდები....
მინდა შენთან ვიყო სუსტი ქალი, შენით ძლიერი...
მინდა მხარზე გეყრდნობოდე და ვგრძნობდე, რომ ჩემი საყრდენი ხარ...
მინდა ჩუმად მედგე მხარში და მზერით მეუბნებოდე, რომ შენი ვარ....
მინდა ხელში ამიყვანო, როგორც მტრედი, შენი სიმშვიდის სიმბოლო....
მინდა გიყვარდე....
მინდა გჯეროდეს,რომ შენთვის დავიბადე...
მინდა ვზრუნვადე შენზე ყოველი წამი....
მინდა ვხედავდე შენს თვალებში, რომ შენი იმედი ვარ...
მინდა ჩუმად შემომხედო და მითხრა: სიცოცხლე მაჩუქე შენით......
კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 1269 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-05-18 | კომენტარი (0)

ყველაში და ყველაფერში მას რატო ვხედავ? ალბათ გაგიკვრდება და მკითხავ: უკაცრავად მაგრამ, ვის მას? (ან იქნებ უკაცრავადო არც მითხრა, შენ ხომ არასოდეს გიყვარდა ფორმალობა).. მე კი გიპასუხებ (ყველაფრის მიუხედავად გიპასუხებ, იმიტო რომ არასოდეს შემეძლო დამეტოვებინა შენი შეკითხვა უპასუხოდ, შენგან განსხვავებით)... და გეტყვი – მას,ვისაც შენ მთელი ცხოვრება დაუკავშირე, მას, ვინც შენია და არავისი შენს გარდა, მას, ვინც ის შეძლო, რაც მე ვერ შევძელი...მას, ვინც ჩემს მაგივრად მოგეფერება, მაგერამ ჩემნაირად ვერა....იცი? რატომღაც ყველას მას ვამსგავსებ... და ალბათ ეს მსგავსებაც იმის გამოა გამოწვეული რომ ყოველთვის მინდოდა მას ვმგვანებოდი, იმიტო კი არა რომ მომწონს, არამედ იმიტო რომ შენ მოგწონს, შენ აირჩიე იგი ცხოვრების თანამგზავრად... და იმ დღის შემდეგ იქცა იგი ჩემთვის სასურველ ქალად, ჩემთვის მისაბაძად... გაგეცინა?... მაპატიე.... (იცი რამდენი ხანია შენი ღიმილი არ დამინახავს?).... თითქოს მას შემდეგ, რაც ის შენი მეგზური გახდა, ჩემს თვალშიც დაფასდა, უფრო მოემატა ღირსებები და შეუმცირდა ყველა ის ნაკლი, რასაც მანამდე ვამჩნევდი... ესეც შენი დამსახურებაა და მხოლოდ ამიტომ.... რა სისულეებს გწერ, არა? შენ ხომ უკვე სხვასთან ხარ, სხვისი ქმარი და მამა გქვია... და მე კი დღემდე ვერ დამიჯერებია ეს ყველაფერი, დღემდე არ დადის ჩემამდე, როგორ შეძელი ესე ჩემი მიტოვება, უყველაფროდ, ყოველგვარი თანაგრძნობის გარეშე.. თითქოს ადამიანი კი არა, ვინმე უსულო საგანი მიგეტოვებინოს... (თუმცა შენი თბილი და კეთილშობილი სული ვერც უსულო საგანს დატოვებდა ესე უყურადღებოდ, ვიცი..)...რას იზამ, ცხოვრებამ ესე მოიტანა (ნუთუ თავსაც ვიმართლებ?).. ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 1345 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-05-18 | კომენტარი (0)

ახლა ცრემლებით მევსება თვალები . . . მეცრემლება და სახეზე სისველეს ვგრძნობ . . არა არ ვტირი, ვერ ამჩნევ ჩემ თვალებს?! შენი ნახვით გამქრალი მონატრება ტირის, ედება ცრემლებათ ჩემ სახეს. . გესმის მარტო შენ გელოდი, მარტო შენ . . შენზე ვფიქრობდი. . შენთვის ვიწვოდი მარტო შენ მინდოდი . . შენ მონატრებას ვერ ველეოდი და არც არავის ვუმხელდი, ვერ ვუმხელდი რომ მენატრებოდი . . გეძებდი . . გეფერებოდი ოცნებებში და სიზმრებში . . .
ახლა გიყურებ და ვფიქრობ რა სისულელეა.. რადიოში ნაცნობი მუსიკა ისმის. . . დაბოლილი ჰაერი ოთახში იმალება. . ტელეფონის ზარი სიჩუმეს არღვევს და ფიქრებიდან რეალობაში მაბრუნებს. . . წამოდგომის თავიც არ მაქვს . . მთვრალი ფარდები კარტს თამაშობენ ...... დაბოლილი ჰაერი კუთხეში იცინის . . სურათები ირევიან და ირეკლებიან მზეში... მეძახიან ხელაბს შლიან უნდათ ჩამიხუტონ. . ზარი არ მაძლევს ფიქრის საშუალებას . . რეკავს ტელეფონი . . არ მინდა გაღვიძება . . რა უნდათ რა. . ნაცნობი მუსიკა ისმის რადიოში . . თვალები იხუჭებიან . . არ უნდათ გაღვიძება . . .
ისევ გეძებ ღამეში . . გამთენიისას ხიდთან გელოდები მაგრამ არ ჩანხარ. . სადა ხარ . . გეძებ . . ვერავის ვეკითხები . .სად გაქრა შენი მონატრება..... ჩვენი წვიმა ახლა მარტო მე მასველებს....... მენატრები ან რატო?!....... არ უნდა მენატრებოდე. . . . . . თვალები მეცრემლება, არა იმიტომ რო მენატრები არამედ შემცივდა მარტოობისაგნ შემცივდა. . უშენობისაგნ ალბათ. .
ცისფერი ცის ქვეშ მარტო დავდივარ, უშენოდ დავდივარ.. .. შენ თვალებში ვხედავდი ადრე. . მარტო შენთვის მინდოდა ეს ფერი. . ეხლა მარტო ჩემია... მაგარამ არ მინდა. . . გაჩუმდი მაინც, თ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 1363 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-05-18 | კომენტარი (0)

წვიმამ გადაიღო...…გამოიდარა... გამოჩნდა პირმცინარი მზე და იმედისფრად შეიმოსა სამყარო. მწვანე მინდორზე ლამაზად აკიაფდნენ წვიმის წვეთები. ბუჩქის ძირას პატარა იაც გამოჩნდა, რომელსაც ჩემსავით უხაროდა ყველაფერი. ლაჟვარდოვანი ცა თვალწარმტაც პეიზაჟს იდუმალებას სძენდა, ლურჯ ფერს, ხომ მარადისობის უფრსკრულების ანარეკლს უწოდებენ…და მეც მოვიხიბლე.. უაზრო პესიმიზმს, საოცრად გულწრფელი ოპტიმიზმი ცვლიდა თუმცა ვერ გამეგო რა ხდებოდა ჩემში... ვიღაცას ველოდი და მჯეროდა რომ აუცილებლად მოვიდოდა. ვიყურებოდი სადღაც შორს, სივრცეში, დავრბოდი ნამიან მინდორზე და ვტკბებოდი ცვრიანი ბალახის სუნით.. ირგვლივ ყველაფერი მთვრალი იყო და და მეც ამ განწყობას ტყვედ ვექციე. მინდოდა უფრო ახლოს მეგრძნო ბუნება და დავმტკბარიყავი მისი სილამაზით. მსურდა რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო ეს ნეტარი წუთები და არ მეგონა, რომ ოდესმე დასრულდებოდა... გატაცებული და გაბრუებული შევყურებდი მინდორს,Yყვავილებს, მტკიცედ აღმართულ მთებს, რომლებიც შორიდან მოჩანდნენ, მზის სხივებს ვეთამაშებოდი და მოჩუხჩუხე ნაკადულის ხმას ჩემს ღიღინს ვაყოლებდი.. ირგვლივ შესაშურ სიმშვიდეს დაესადგურა.. …ვერცკი შევამჩნიე როგორ მოიღრუბლა ცა, ვერ ვიგრძენი წვიმის მსხვილი წვეთების შხაპუნი ჩემს ტანზე, მაგრამ დავინახე რომ იას თავი ჩაეღუნა და ცრემლიანი მზერა ჩემკენ მოეპყრო. მე შევკრთი... ვიგრძენი რაღაც შეცვლილიყო, ცაც შინდისფრად ელვარებდა და შემეშინდა... არვიცოდი სად წავსულიყავი, ყველაფერი უცხოდ მეჩვენა, სადღაც გამქრალიყო იმედი და სივრცეც ერთ მუშტად მოჩანდა... ვიგრძენი, რომ დავიღალე, ძალა მეცლებოდა, მინდოდა მეტირა, მეყვირა, მაგრამ ამაოდ... უაზრო ფიქრებმა მომიცვეს. დ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 1265 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-05-18 | კომენტარი (0)

ღამეა... ისევ წვიმს... რატომღაც გოგოსაც ესეთი განწყობა აქვს, მოწყენილია.... ელის.... რაღაცას ელის ან იქნებ ვიღაცას??!! ისევ და ისევ მარტოა. აღებს ფანჯარას და იყურება, იყურება დიდხანს და ელის.... ის არ ჩანს... ,,აქ არ არის'' გაიფიქრა გოგონამ, შორსაა... არა იქ საიდანაც ვერ ბრუნდებიან, მაგრამ ის მაინც არ ჩანს... ცრემლები, ტკივილი, პროტესტი, ერთმანეთში ირევა. მას სიყვარული სჭირდება , მაგრამ სიყვარული არ ჩანს... ის ღმერთს ეკითხება : რატომ ღმერთო?? მე ხომ ის მიყვარს... ხომ არ მძულს არა... ნუთუ არ ვუყვარვარ?? ნუთუ უაზროა ჩემი იმედები და ლოდინი?? რა დავაშავე.....
გარეთ კი ისევ წვიმს.... გოგონაც ტირის და განიცდის.... რას არ იზამდა მისი გულისთვის, ოღონდ ახლოს ყავდეს, მაგრამ არა ის მაინც არ ჩანს.... უყურებს მის ფანჯრებს და ხედავს შუქები ჩამქრალია, არავინ ჩანს, არც ის.... გოგონას ენატრება, უყვარს, მაგრამ იღლება... ძალიან იღლება....
გადის დღეები, კვირები და წლები, მაგრამ არაფერი იცვლება, გოგონა ხშირად იხედება ფანჯრიდან, მაგრამ რა??? არც არაფერი, მხოლოდ ათასში ერთხელ თუ ნახავს და ისიც ცოტა ხნით.... ამაზეც თანახმაა, ოღონდ შორიდან მაინც ნახოს მაგრამ 2 წუთით??? არა ეს უსამართლობააა... ისევ იგივე , ისევ ენატრება , ელოდება, უყვარს..... მაგრამ იმედი ნელ ნელა კვდება .....
კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 1163 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-05-18 | კომენტარი (0)

ცხოვრება კიბეა. ზოგისთვის გრძელი და ზოგისთვის მოკლე. ვისთვის ხითაა ნაგები და ვისთვის მარმარილოთია მოფენილი.
ფრთხილად უნდა ავიაროთ, რადგან ზოგიერთ ადგილას შეიძლება ლურსმანი იყოს ამოშვერილი.
თითოეული დაბადების დღე ახალ საფეხურზე ასვლას ნიშნავს და მასზე დადგომისთანავე, თითქოს წინა საფეხურები ქრება და უკან დაბრუნება შეუძლებელი ხდება.

ასვლის პროცესში ვჩქარობთ, გვინდა მალე ავიდეთ, მაგრამ როცა ბოლო საფეხურებს მივუახლოვდებით, შეგვენანება და უკან დაბრუნებას ვნატრობთ.
ბევრ ბოროტებას ვხვდებით. კიბეზე ზოგი ჩვენ გვკრავს ხელს, ზოგს ჩვენ ვკრავთ, გადაგვაგდებენ ან გადავაგდებთ, მაგრამ ბოლოს მაინც ვინანებთ. როცა ზემოდან იმ საფეხურს გადმოვხედავთ, მივხვდებით, რომ იმ ადამიანს ისეთი არაფერი დაუშავებია და შეიძლებოდა მასთან ერთად მშვიდობიანად აგვევლო, თუმცა...
მარადიული არაფერია. ზოგიერთ საფეხურზე თუ მყარად დავდგით ფეხი, ძალიან არ უნდა გაგვიხარდეს, რადგან შემდეგზე შეიძლება ფეხი აგვიცდეს და დაბლა დავეშვათ.
მივუახლოვდებით ბოლო საფეხურს და შევჩერდებით, უკან გადმოვიხედავთ, შევაფასებთ განვლილ გზას და თან სინანული და შიში შეგვიპყრობს. სინანული წარსულის და შიში მომავლის, მომავლის, რაც აწი გველოდება, არაამქვეყნიურ ცხოვრებაში. მომავლის, რომელიც მხოლოდ სულს ელოდება, სხეულის გარეშე. დავფიქრდებით და ცრემლები წამოგვივა, ეს იქნება ცრემლები ტკივილის, სინანულის, ხშირად იმედგაცრუებისაც. ერთს მწარედ ამოვიოხრებთ და ბოლო საფეხურსაც გადავაბიჯებთ...

ცხოვრება კიბეა. კიბე, რომელზეც მეორედ ვერც ავივლით და ვერც ჩამოვივლით..
...............

კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 1353 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-05-18 | კომენტარი (0)

« 1 2 3 4 5 ... 130 131 »

საიტის მენიუ

კალენდარი

«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0