ოთხშაბათი, 2024-05-15, 6:32 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » 2011 » მაისი » 18 » ბინძური ჩექმები
3:57 AM
ბინძური ჩექმები
განა იმიტომ ვჯღაბნი, რომ თავს შემოგახვიოთ ჩემი აზრები, ან რამე გასწავლოთ? ჩემგან რა უნდა ისწავლო, მხოლოდ 20 წელია ამ ქვეყანას მოვევლინე და მას მერე მოსვენება არა მქონია. შენ კი სულ არა ხარ, უსასრულობიდან მოყოლებული და ჩემნაირს უამრავს დაჰყვები, მიაცილებ და მოაცილებ, მაგრამ სიტყვასაც კი არ დაასველებ და უფსკრულის პორას მდგარს ხელს არ შეაშველებ, რომ არ გადაიჩეხოს, მარტო დაჰყვები უემოციოდ, ხმაამოუღებლად დაჰყურებ ზემოდან, გვერდიდან და კიდე... აბა მე რავიცი საიდან... ჩვენ ხომ სამგანზომილებიან სივრცეში ვცხოვრობთ , თუმცა ესეც საკითხავია, რატომ სამგანზომილებიანში და არა ოთხი, ხუთი ან...
რაღა გვიჭირს აწი... ესე ფიქრობდა გამოხუნებულ ან იქნებ მოდურ ყავისფერ პალტოში და ტალახიან ჩექმებში გამოწყობილი თეთრი გოგონა, ერთი შეხედვით უჩინარი, აი ისეთები ყველგან რომ არიან და "ნაროდს" ავსებენ და თან ვერავინ ხედავთ, მაგრამ ისინი მაინც არსებობენ, თავიანთ საქმეს ასრულებენ. თქვენ კი იტყვით: აუფ, რაღა გვიჭირს თუ მასეთები არსებობენ, მაგ სამქეს ჩვენც კი გავაკეთებთო, მაგრამ არა ჩემო კარგო, თქვენ ცდებით.
გოგონა ხიდზე მიაბიჯებდა, მეტეხის ჩრდილი ეცემოდა მტკვარს და წყალში ზღაპრულ სასახელდედ ირეკლებოდა, მაგრამ ხალხი ამას ვერ ამჩნევდა, ყველას ფეხზე არ კიდია ეხლა მტკვარი და მეტეხი? თავისი საქმე აქვთ. წუთით შეჩერდა, წყალს დააკვირდა და გაეღიმა, შემდეგ გაფერმკრთალებულ მზეს ახედა: შენ რაღა გიჭირს, ნათება მაინც შეგიძლია, მეკი... აზრი გაუწყდა. ხიდის მეორე მხარეს ნაცნობ სილუეტს მოკრა თვალი, ნაცნობი უცნობ "სილუეტთან" ერთად მოსეირნობდა, თან ის "უცნობი" მთლად უცხოც არ უნდა ყოფილიყო, თორე ესე ბედნიერი არ იქნებოდა, როცა მისი ჯინსის უკანა ჯიბეზე მოსრიალე ხელს იგრძნობდა. გოგოს გაეცინა, არადა გუშინ ჩემს დაქალს სიყვარულს ეფიცებოდა... ბედის ირონიაა... ხიდი გადაიარა და სამარშრუტო ტაქსი გააჩერა. მარშუტკაც ისეთი იყო, როგორც მისი მგზავრები, ერთ დროს თეთრ ავტოს ეხლა ყავისფერი ჭუჭყი ფარავდა, გოგოს ისევ გაეღიმა: რაღა გვიჭირს... გაიფიქრა და მარშიტკაში ავიდა. იღრუბლებოდა, სასტუმრო აჭარასთან წვიმამ მოუსწრო, ცოტა ხანში ვიღაც ამოვიდა და დაიწყო ჩვეული მონოლოგი მთავრობის ავკარგიანობაზე. რა ქნას ამანაც, კიდევ კარგი მთავრობა მთავრობა რომ გვყავს უნიათო, თორემ რა ეშველებოდა, რაღა უჭირს აწი... ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოუხვია მარშუტკამ და თვალი მოკრა ასაკოვან დედაკაცს, აი ულვაშები რომ ამშვენებთ ხოლმე ისეთს. გაახსენდა პატივცემული, თუ პატივნაცემი, თუ პატივსაცემი... ბატონი კ...ს ნათქვამი: "ქართველ ქალებს ყველაფერი უცნაური ახასიათებთ, აი თმას რომ არ ელოდები ისეთ ადგილზე შეგხვდებაო", მაგრამ რომელ ადგილებს გულისხმობდა ღმერთმა იცის, ან რა აქვს ქალების საწინააღმდეგო, მოკლედ ისიც კაცია და ყველა კაცი კი ერთნაირია. რაღა გვიჭირს აწი... გაეღიმა. მის ღიმილს "ლაბავოიდან" მოკრა თვალი მძღოლმა და ქურდულად გადმოხედა. გოგომ წარბი აწკიპა, როგორც ქალებს სჩვევიათ ხოლმე ძაან "ნედატროგას" სახის დაკერვა, კარგად იცის რა მოყვება ასეთ ბოზურ მზერას, კაკ მინიმუმ "არაა საჭირო, ჩაბრძანდით, თქვენნაირ ლამაზ ქალს ფულს როგორ გადავახდევინებ" და უტიფრად თვალის ჩაკვრა. არა, პრინციპში უფასოდ იმგზავრებს, მაგრამ ეგღა აკლია მძღოლების ტურფად იქცეს. მეტრო დელისთან ჩამოვიდა, მძღოლს 50 თეთრი მიუგდო და უკან არც მოუხედავს. ისე აღარ წვიმდა და თუნმდაც ეწვიმა მაინც დასვრილი ჰქონდა ჩექმები, თან წვიმაში გასეირნება მოუნდა. ტროტუარზე ნელა მიაბიჯებდა, თითქოს ზაფხულის დღე ყოფილიყო და, და არც არაფერზე ფიქრობდა. ეღიმებოდა გზადაგზა და გაიელვებდა ორი სიტყვა: "რაღა გვიჭირს" და... შუქნიშანთან შეჩერდა, ხუმრობა ხომ არ არის მწვანეზე გადასვლა, ჯერ თავი არ მოსძულებია. უცებ ფეხებთან მანქანამ დაამუხრუჭა, გოგომ სცადა გვერდი აექცია მანქანისათვის და მარჯვნივ გაემართა... მინას შეხედა... ღიმილი ეცნო... ხოოო, ის არ არაა ცოტა ხნის წინ ხიდზე რომ მოკრა თვალი? ის გოგო რა იქნა? ალბათ მორიგი ნაშა იყო... თუმცა რა აზრი აქვს, სახლამდე მაინც მიმიყვანს გაიფიქრა, მანქანის კარი გამოაღო და ჩაჯდა. ცოტა ხანში მანქანაც და გოგოც თვალს მიეფარნენ.
კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 1410 | დაამატა: zukaa
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

კალენდარი

«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0