პარასკევი, 2024-05-17, 2:00 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » 2011 » მაისი » 18 » იმედისფერი სამყარო...
3:46 AM
იმედისფერი სამყარო...
წვიმამ გადაიღო...…გამოიდარა... გამოჩნდა პირმცინარი მზე და იმედისფრად შეიმოსა სამყარო. მწვანე მინდორზე ლამაზად აკიაფდნენ წვიმის წვეთები. ბუჩქის ძირას პატარა იაც გამოჩნდა, რომელსაც ჩემსავით უხაროდა ყველაფერი. ლაჟვარდოვანი ცა თვალწარმტაც პეიზაჟს იდუმალებას სძენდა, ლურჯ ფერს, ხომ მარადისობის უფრსკრულების ანარეკლს უწოდებენ…და მეც მოვიხიბლე.. უაზრო პესიმიზმს, საოცრად გულწრფელი ოპტიმიზმი ცვლიდა თუმცა ვერ გამეგო რა ხდებოდა ჩემში... ვიღაცას ველოდი და მჯეროდა რომ აუცილებლად მოვიდოდა. ვიყურებოდი სადღაც შორს, სივრცეში, დავრბოდი ნამიან მინდორზე და ვტკბებოდი ცვრიანი ბალახის სუნით.. ირგვლივ ყველაფერი მთვრალი იყო და და მეც ამ განწყობას ტყვედ ვექციე. მინდოდა უფრო ახლოს მეგრძნო ბუნება და დავმტკბარიყავი მისი სილამაზით. მსურდა რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო ეს ნეტარი წუთები და არ მეგონა, რომ ოდესმე დასრულდებოდა... გატაცებული და გაბრუებული შევყურებდი მინდორს,Yყვავილებს, მტკიცედ აღმართულ მთებს, რომლებიც შორიდან მოჩანდნენ, მზის სხივებს ვეთამაშებოდი და მოჩუხჩუხე ნაკადულის ხმას ჩემს ღიღინს ვაყოლებდი.. ირგვლივ შესაშურ სიმშვიდეს დაესადგურა.. …ვერცკი შევამჩნიე როგორ მოიღრუბლა ცა, ვერ ვიგრძენი წვიმის მსხვილი წვეთების შხაპუნი ჩემს ტანზე, მაგრამ დავინახე რომ იას თავი ჩაეღუნა და ცრემლიანი მზერა ჩემკენ მოეპყრო. მე შევკრთი... ვიგრძენი რაღაც შეცვლილიყო, ცაც შინდისფრად ელვარებდა და შემეშინდა... არვიცოდი სად წავსულიყავი, ყველაფერი უცხოდ მეჩვენა, სადღაც გამქრალიყო იმედი და სივრცეც ერთ მუშტად მოჩანდა... ვიგრძენი, რომ დავიღალე, ძალა მეცლებოდა, მინდოდა მეტირა, მეყვირა, მაგრამ ამაოდ... უაზრო ფიქრებმა მომიცვეს. დავდიოდი მარტო წვიმაში და ვეძებდი... თუმცა რას, არ ვიცოდი... მჯეროდა რომ ვიპოვნიდი, ვიცოდი რომ იქ, სადღც ახლოს იყო და რაც უფრო მეტად წვიმდა, მეც უფრო მეტად ვცდილობდი მომეძებნა... იქნებ არ ღირს, ან იქნებ ვერ შევძლებ?! პასუხი ვერ გამეგო და ეს მიცხოველებდა შემართებას... უეცრად ძალა ვიგრძენი და მივხვდი რომ ვიპოვე... მე დავინახე ის რასაც ამდენხანს ველოდი, ვიპოვე ჩემი იმედი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ცხოვრება მშვენიერია. მზემ გამოანათა.. ცამ…დაიბრუნა ჩვეული ფირუზისფერი... აბიბინდა მწვანე ბალახი და გამოჩნდა იაც, _კვლავ მომღიმარი.. შეუდარებელი იყო ის სურათი რაც ვიხილე..
მე ვიპოვნე ის, რაც გულით მსურდა რომ მეპოვნა, ვიწამე იმის, რისიც მჯეროდა და აღმოვაჩინე ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.. გქონდეთ იმედი და არ დაკარგოთ რწმენა... ეს ის არის რაც უდიდეს ბედნიერებას გაპოვნინებთ!
კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 1269 | დაამატა: zukaa
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

კალენდარი

«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0