შაბათი, 2024-05-18, 8:31 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » მასალის არქივი
ისევ მარტო დავრჩი,ჩემს ფიქრებთან, ჩემს ერთადერთ ოთახთან და სკამთან, რომელიც ამ ერთადერთ ოთახში ერთადერთია რაც დასაჯდომად გამოიყენება. აუუ ისევ ეს საშინელი გრძნობა, ისევ შიგნიდან მწვავს და ვეღარ აღწევს გარეთ, სრულიად მოიცვა ჩემი გონება, გული.
''სევდა'' ალბათ ასე ქვია ამ გრძნობას, რასაც აქ, სადღაც შიგნით, ჩაგუბებულა. არსაიდან მოსული პატარა მღრღნელი ,ო როგორ მტკვერს თავისი აწია კბილებით და არ შემიძლია შებრძოლება. ის ჩემზე ძლიერია , არ ვიცი როდის დაიდო ბინა აქ, შიგნით, მაგრამ მტკიცედ დამკვიდდრდა. მხოლოდ ხანდახან თუ გამოვა ხოლმე სულ რამოდენიმე წამით თვალებიდან,ცრემლს გამოჰყვება, მაგრამ ისევ ელვასავით სწრაფად შემოიჭრება ხოლმე, თითქოს ეშინია არ გავდევნო და უსახლკაროდ არ დავტოვო. მაგრამ არაა.... ნუ გეშინია ჩემო პატარა მეგობარო, თუ არ იცი ვინ ხარ და რა ხარ ერთი იცოდე შენ აქედან არსად წახვალ. აგერ უკვე რამდენი ხანიაა ერთად ვიძინებთ და ერთად ვიზიარებთ ცხოვრებას მე და ჩემი ბინადარი სახელად ''სევდა''
სად არიან? სად წავიდა ყველა? ჩემი ....
გახსოვს? გახსოვს როგორ გვიყვარდა ერთმანეთი? როგორ დავრბოდით ხოლმე მინდორში ვითომ ვერ გეწეოდი . შენც შეშინებული ნუკრივით გარბოდი და თან ხმამაღლა კიოდი, შველას ითხოვდი, თითქოს და მართლა რაღაცისგან გარბოდი.
ვიცი, ვიცი რომ გახსოვს, ვიცი რომ ისევ გიყვარვარ , მაგრამ... ნუთუ მართლა იყო ის და არა ჩემი საზარელი სიზმრების უზარმაზარი ფილმის ერთ_ერთი სერია?
მე ყვავილები დავკრიფე შენთვის იმ მინდორში ასე რომ გვიყვარდა. წითელი ყაყაჩოები დავკრიფე. ყაყაჩო, მინდორი და შენ-სამი სხვადასხვა მაგრამ ერთი და განუყოფელი, რა საბრალოა ცალ-ცალკე ყ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 1085 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-05-18 | კომენტარი (0)

...ერთი ფრაზა... ზუზუნებდა ქარი ნაცნობ მელოდიას, ცაც საოცრად უჩვეულო ჩანდა, ტრიალებდა სულში ქარიშხალი, ფრიალებდა ჩემს ოთახში ფარდა... ჟრიალებდა მთელს სხეულში ჟრუანტელი, მთელი ღამე მარტოობას გავდა, ბრიალებდა სადღაც კენტად კელაპტარი, მე კი სულის მწუხარება მწვავდა... შრიალებდა უხმოდ ძველი ნეკერჩხალი, ტრიალებდა თავში ერტი ფრაზა, სეირნობდა იატაკზე მთვარის შუქი, ღუღუნებდა თეთრი მტრედი ნაზად... ასრულებდა ქარი ნაცნობ მელოდიას, გული სევდის ბოლო ბათმანს ფქვავდა, ,,მე ხვალიდან უფლის ბილიკს გავუყვები!" ტრიალებდა თავში ერთი ფრაზა!
კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 1003 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-05-18 | კომენტარი (0)

adamiani Tavs kargavs.. ver xvdeba, ratom, rogor? saidan? sad? rodis? ca.. Rrublebi.. ikargeba.. mze_RrublebSi.. xeebi.. mwvane foTlebi.. isini CemSi ikargebian.. me ki maTSi.. sadRac.. usasrulobaSi.. mindvrebi.. mwvane, xasxasa mindvrebi.. adamiani.. areuli.. dabneuli.. adamiani_yvelaferi.. adamiani_araferi.. uazro molodini.. molodinis molodini.. asea yovelTvis.. fiqri fiqris.. ocneba ocnebis.. siyvaruli siyvarulis.. sixaruli sixarulis.. cremli cremlis.. guli gulis.. mindvrebi.. Walebi.. saxlebi.. tye, romelsac ca zemodan dascqeris Tbilad.. nazad.. erTi.. ori.. erTi.. ori.. guliscema.. adamiani.. uyurebs am silamazes da tkbeba.. Tvals ver wyvets.. eZineba, magram daZineba ar unda.. gaqceva unda, magram.. ar garbis.. ar SeuZlia.. mojadoebulia.. is bunebis tyvea.. is ukve didi xania tyvea, ara marto bunebis, aramed, miwis, cis, mzis, mTvaris, varskvlavebis.. zRvis.. mTebis.. tyvea_sicocxlis.. tyvea_siyvarulis.. tyvea adamianad yofnis tkbili sevdis.. tyvea sakuTari Tavis.. is xom adamiania.. mas uyvars.. is uyvarT.. is cocxlobs.. misiT cocxloben.. mas tkiva.. is tkivaT.. is tiris.. is sxvas atirebs.. is icinis.. is sxvas acinebs.. is wuxs.. is_sxvas awuxebs.. mas uxaria.. is_sxvas axarebs.. is fiqrobs.. sxva masze fiqrobs.. is ocnebobs.. sxva masze ocnebobs.. is bednieria.. is_sxvas abednierebs.. is dabneulia.. is_sxvas abnevs.. misi guli Zgers.. sxvisi guli misiT Zgers.. mas sikvdili unda.. sxvas misTvis sikvdili unda.. mas yvelaferi unda.. is sxvisTvis yvelaferia.. mas marto ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 1266 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-05-18 | კომენტარი (0)

..რომ არ მიყვარდე არ ვეტყოდი ჩემს დარდებს ღამეს
და ჩემს გულისთქმას არ ვანდობდი ცეცხლისფერ მთვარეს,
არ ავანთებდი თეთრ ღამეში სიცოცხლის სანთლებს
და ცის ხატებად არ ვაქცევდი შენს ლამაზ თვალებს...
რომ არ მიყვარდე არ დავლევდი ღვინოსაც ეშხით,
არ შევხედავდი შემოდგომას სევდიან მზერით,
არ ვინატრებდი ბაღში ყოფნას,მხოლოდ შენს გვერდით
და მოლოდინში არ დავღლიდი ოცნებას შენით...
რომ არ მიყვარდე არ ჩავრევდი სიტყვებში ცრემლებს,
არ დავხატავდი ატირებულ გრძნობათა ფრესკებს,
არ ავუგებდი ტრფობის ტაძარს ჭეშმარიტ კედლებს,
არ ვიპოვიდი ცაზე ვარსკვლავს, უმანკოს შენებრს...
რომ არ მიყვარდე არ განდობდი ამ გრძნობას მართალს,
არ ვილოცებდი შენზე დიდხანს ღვთისმშობლის ხატთან,
არ ვინებებდი მთელი ღამე საუბარს ლანდთან,
არ მოვიდოდი უსუსური შენს გულის კართან...
შორს წავიდოდი ქარის ხმებით წითელ დილამდე
უცნობ ყვავილებს ვაუწყებდი ნაცნობ მირაჟებს
დაგშორდებოდი სიყვარულის პირველ სიზმრამდე
რომ არ მიყვარდე, ჩემო კარგო რომ არ მიყვარდე!!!.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1408 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-05-18 | კომენტარი (1)

დრო და დრო სიკვდილს ვეკონებით,
ვიდრე ქაჯეთის კარს მოვდგებოდი,
ასე თავნება რო არა მყავდე,
მაგ ცხრა კლიტულში არ მოხვდებოდი.
შენ შეუვალი ნება მამისა,
უცოდველ სისხლით გამაპოხინე,
და მე დამაგდე მარებელ შლეგად,
რისთვის ან რატომ გამაგებინე?!
თუმც შენ რას გერჩი,ჩემი ბრალია,
შენი თავი ხომ მე მაბარია,
შენ გეკითხები,თორემ მავანი,
ფიქრობს - კრეფს სადაც არ უბარია.
ქარი უდაბნოს უცვლის კონტურებს,
მაგრამ ზღვა დუმილს ვერაფერს აკლებს,
მხოლოდ და მხოლოდ სამყაროს ენით,
ლაზარეს ენით,მყის განაახლებს.
დრონი მეფობენ და ჭეშმარიტის
შენ გულის ძგერას რწმენით შეაღებ,
შენთვის გვემულის შეუვალ ნებას,
როგორც მედეა კარებს გააღებ.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1071 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-05-18 | კომენტარი (0)

სულს უშენობით დაღლილ დაქანცულს ,
გულის კარებტან დაუკვნესია ,
დიდხანს ვერ გნახავ და ვიტანჯები,
ხშირად რომ გნახო უარესია,
გაბრაზებულა ჯიუტი გული,
სულში ტკივილი დაუთესია,
ნუგარ მაწამებ ბრალდებულივით,
უცებ მომკალი უკეთესია,
ისე საშინლად მომენატრე რომ,
ფიქრები მტრებად შემომესია,
უბრალოდ მე გწერ რასაც განვიცდი,
და ნუ იფიქრებ რომ ეს ლექსია,
არ შემიძლია მე ლექსი ვწერო,
აღიარება ჩემი წესია,
როცა უშენოდ მიწევს ცხოვრება,
არ ვარსებობდე უმჯობესია.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1193 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-05-18 | კომენტარი (0)

ზოგჯერ მინდება,გავამხილო მეც ჩუმი დარდი,
ხანდახან მინდა,მხოლოდ ის ვთქვა,რაც მიხარია...
ცად აგამაღლებ,თითქოს ახლა,დღეს შემიყვარდი,
მაგრამ მიყვარხარ,მენატრები დიდი ხანია...

სასმისს გამოვცლი შენი წასვლის აღსანიშნავად,
ვიტყვი,რომ მძულს ის,რაც კი შენთვის ამიტანია...
მაგრამ სიტყვებით თუ ვიცრუებ,რა შეიცვლება?
ვერ შეგიძულებ,ამას მივხვდი დიდი ხანია...

ვიცი,ერთხელაც დაბრუნდები,სიყვარულს მომთხოვ...
ოდესღაც შენი,იმ დროს უკვე სხვისი ვიქნები,
მაგრამ აღდგება თითქოს მიწამიყრილი გრძნობა
და ისევ შენით გაიღვიძებს ჩემი ფიქრები.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1081 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-05-17 | კომენტარი (0)

« 1 2 3 4 5 6 ... 130 131 »

საიტის მენიუ

კალენდარი

«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0