ხუთშაბათი, 2024-05-16, 2:35 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » 2011 » მაისი » 18 » ''სევდა''
3:39 AM
''სევდა''
ისევ მარტო დავრჩი,ჩემს ფიქრებთან, ჩემს ერთადერთ ოთახთან და სკამთან, რომელიც ამ ერთადერთ ოთახში ერთადერთია რაც დასაჯდომად გამოიყენება. აუუ ისევ ეს საშინელი გრძნობა, ისევ შიგნიდან მწვავს და ვეღარ აღწევს გარეთ, სრულიად მოიცვა ჩემი გონება, გული.
''სევდა'' ალბათ ასე ქვია ამ გრძნობას, რასაც აქ, სადღაც შიგნით, ჩაგუბებულა. არსაიდან მოსული პატარა მღრღნელი ,ო როგორ მტკვერს თავისი აწია კბილებით და არ შემიძლია შებრძოლება. ის ჩემზე ძლიერია , არ ვიცი როდის დაიდო ბინა აქ, შიგნით, მაგრამ მტკიცედ დამკვიდდრდა. მხოლოდ ხანდახან თუ გამოვა ხოლმე სულ რამოდენიმე წამით თვალებიდან,ცრემლს გამოჰყვება, მაგრამ ისევ ელვასავით სწრაფად შემოიჭრება ხოლმე, თითქოს ეშინია არ გავდევნო და უსახლკაროდ არ დავტოვო. მაგრამ არაა.... ნუ გეშინია ჩემო პატარა მეგობარო, თუ არ იცი ვინ ხარ და რა ხარ ერთი იცოდე შენ აქედან არსად წახვალ. აგერ უკვე რამდენი ხანიაა ერთად ვიძინებთ და ერთად ვიზიარებთ ცხოვრებას მე და ჩემი ბინადარი სახელად ''სევდა''
სად არიან? სად წავიდა ყველა? ჩემი ....
გახსოვს? გახსოვს როგორ გვიყვარდა ერთმანეთი? როგორ დავრბოდით ხოლმე მინდორში ვითომ ვერ გეწეოდი . შენც შეშინებული ნუკრივით გარბოდი და თან ხმამაღლა კიოდი, შველას ითხოვდი, თითქოს და მართლა რაღაცისგან გარბოდი.
ვიცი, ვიცი რომ გახსოვს, ვიცი რომ ისევ გიყვარვარ , მაგრამ... ნუთუ მართლა იყო ის და არა ჩემი საზარელი სიზმრების უზარმაზარი ფილმის ერთ_ერთი სერია?
მე ყვავილები დავკრიფე შენთვის იმ მინდორში ასე რომ გვიყვარდა. წითელი ყაყაჩოები დავკრიფე. ყაყაჩო, მინდორი და შენ-სამი სხვადასხვა მაგრამ ერთი და განუყოფელი, რა საბრალოა ცალ-ცალკე ყველა. დავკრიფე შენთვის ყაყაჩოები , წითელი, ისეთი წითელი რომ დიდხანს ვუყურებდი, მათI ხიბლით მოჯადოებული დიდხანს ვიყავი ადგილზე გახევებული,არ ვიცოდი, რატომ იყო ასეთი წითელი, რატომ ანათებდნენ ასე? ასეთ მელოდიას რატომ მღეროდნენ? მაგრამ მერე მივხვდი... შენ რომ ვერ მოგიტანე ყაყაჩოები, ასე არაბუნებრივად სეცვლილი ყაყაჩოები.იციი... ისევ მდიდ სისხლი ჭრილობებიდან რომელიც შენ და ყაყაჩოებმა დამიტოვეთ, ასე შეცვლილმა ყაყაჩოებმა.. ყაყაჩო რომელიც შენ იყავი. მე ის ყაყაჩო შენს საფლავთან დავტოვე. ყაყაჩო , მინდორი და შენ სამი სხვადასხვა მაგრამ ერთი და განუყოფელი..
კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 1085 | დაამატა: zukaa
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

კალენდარი

«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0