კვირა, 2024-05-05, 1:01 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » მასალის არქივი
როცა ამ ლექს ვწერ აღარ მიყვარხარ!
მაგრამ ვიცი რომ ადრე მიყვარდი,
შენ ჩემ სიზმრებში ახლა აღარ ხარ,
მაგრამ, იცოდე ადრე იყავი.

თუ აღარ მიყვარხარ, რა ჩემი ბრალია?!
შენ რომ გიყურებ არ მიხარია,
შენი სურათი დამიხევია
და ცეცხლის ალში დამიფერფლია,

სხვისი თვალები დამსიზმრებია
და სხვისი ნახვა მომდომებია,
ბევრი ლექსები დამიწერია
და შენზე ფიქრში გამთენებია,

მაგრამ, დამთავრდა აღარ მიყვარხარ
განა ეს ვითომ ჩემი ბრალია?!
ყველა ზღაპარში სიკეთე სუფევს
ზოგჯერ სიკეთეს არც უხარია!

შენ ჩემ სიზმრებში უკვე აღარ ხარ,
მაგრამ, ვიცი რომ ადრე იყავი
როცა ამ ლექს ვწერ აღარ მიყვარხარ
მაგრამ, იცოდე ადრე მიყვარდი!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1358 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-05-18 | კომენტარი (0)

ააელვარებს თვალებს ეს უჩვეულო დარი,
დაირეკება მალე უკანასკნელი ზარი,
ამოიკიტხავს ღელვით, მასწავლებელი სიას,
უკანასკნელად ვეტყვით: "აქ ვარ ვესწრები,დიახ!"
აშრიალდება ვერხვი, მოგველანდება ნისლი,
და შეჩვეული მერხი მალე გახდება სხვისი,
წამით იმძლავრებს სევდა, ბაგე კი დადუმდება
და ბოლო ზართან ერთად ბავთშვობაც დასრულდება....!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2049 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-05-18 | კომენტარი (0)

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1370 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-05-18 | კომენტარი (3)
ცაზე ელავენ შავი ღრუბლები,
რომლებიც ჩემს გულს ისრად ხვდებიან,
როცა ბრაზისგან მოიღრუბლები
შავი თვალები შენ გიხდებიან...
ისე უეცრად გამოიდარებ
და სიყვარულის დაგკრავს ელფერი,
მინდა მუხლებზე დავიჩოქო და
მე შემოგფიცო შენ ყველაფერი.
ეს ყველაფერი სიყვარულია,
ჩემი გულია,ჩემი სულია,
და კიდევ კარგო იმას გეტყვი რომ,
ვისაც არ უყვარს დატანჯულია...
მინახავს კაცი რომელსაც თურმე
სიყვარულისგან დარჩა იარა,
მაგრამ ამ კაცმა მარტოობაში
ძალიან დიდი შვებით იარა.
ასეც ხდება და ისეც ხდებაო,
ზოგი რჩება და ზოგიც კვდებაო,
მაგრამ კვლავ ვამბობ ჩემო ძვირფასო
უსიყვარულოდ კაცი კვდებაო...


წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო
შენთვის თუ უთქვამთ, პატარა ქალო!

მე იმ ასაკში არა ვარ ახლა
არც იმ ჭკუაზე ვარ, რომ ცოლ-შვილს გავეყარო!
მაგრამ შამამიჩნდა სურვილის მახრა
პატარა ქალო, უნდა გაგეყარო!

მაგრამ პატარა გოგო ტოლებში დაქრის
და ჩემი მახრა ფეხზე ჰკიდია,
მაგრამ სავსე მკერდი მიუგავს სახნისს
და ეს შეახსენებს, რომ უკვე დიდია!

იგრე ჩამოივლის მიწაგასახეთქი,
ვითომც ქვეყანაზე მარტო ეგ ერთია.
როგორც ხეჭეჭური, ქვაზე დასათხლეში
გოგო იგეთია, გოგო აგეთია!

წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო…

კატეგორია: სიმღერის ტექსტები | ნანახია: 1245 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-05-18 | კომენტარი (0)

-მოხვედი?
-მოვედი....
-გელოდი... ვიცოდი რომ მოხვიდოდი....
აკი ღმერთი განსჯისო კაცის ცხოვრებას?
-თუკი მისცემ ამის ნებას!..
-მე მიყვარდა ის...
-ვინ, ღმერთი?
თითქოს ჩაქირქილება... შავი მოსასხამის ქვეშ გველებივით გალურსულა შავი ხელები მოლოდინში...
-ღმერთიც და ადამიანებიც. მე ვეხმარებოდი მოყვასს.
-ხმამაღალი ნათქვამია! გაიხსენე მაშინ თუნდაც ერთი სიკეთე, რომელიც ანგარების გარეშე არ გაგიკეთებია?!
-მე მწამდა სიკეთის...
-იმიტომ, რომ უკან დაგიბრუნდებოდა, არა?
-მე მართლა მიყვარდა...
-იმიტომ, რომ მასაც ყვარებოდი, იმიტომ გასცემდი რომ უკან მოგეღო. ეხმარებოდი ეკლესიასთან ატუზულ მათხოვრებს და ითვლიდი თან, ჩემთვის თუ დამრჩაო... ვტყუი?
-არა...
შენიღბული შიში... ვერდამალული...
-ვცდილობდი არ ჩამედინა ცოდვა.
-და არ გამოგდიოდა არა?! თუ კი შეძლებდი ერთიბეწო სიკეთის ქვაზე დადებას და მერე ათასჯერ ჩაუვლიდი იქ თუ დამხვდებაო...
თითქოს დანაშაულზე წაასწრესო, დადუმდა მსწრაფლად...
-არასოდეს არაფერი მოგიპარავს?... თუ გავიწყდებოდა ერთი ადამიანის ნათქვამი ანდაზა: აქლემის და ნემსის ქურდი ერთიაო?
უსასტიკესი ირონია და მწარე წამოსროლა:
-თვითონვე იგონებთ და მერე ისევ ანგრევთ იდეალებს...
და მერე ისევ უხამსი ღიმილი.
-უფლება არ გაქვს! - გაუბედავად გაბედილი შეწინააღმდეგება.
არამიწიერი საძულველი ღიმილი და ფრაზა:
-მე ყოვლისშემძლე ვარ!!!...
-შეუძლებელია...
-სანამ ადამიანები არსებობთ და სცოდავთ, მე ვიქნები, ე.ი. უკვდავი ვარ! მე ვიბადები ხ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 1582 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-05-18 | კომენტარი (1)

მობრძანდით, აქეთ მობრძანდით.........
ფასდაკლებაა, sale 20%-ით.......ვყიდით მეორად საქონელს......
ნახმარ ფიქრებს, გრძნობებს, სიტყვებს..........
__ოო, დიახ, დიახ...ეგ სიტყვა ძალიან გაცვეთილია, თანაც გარღვეულია, ამიტომ ნახევარ ფასში მოგართმევთ.......
და ლაკის წვეტიან გაპრიალებულ"ტუფლებიანი" კაცი ნახევარ ფასში იყიდის სიტყვა "სიყვარულს"......
მობრძანდით.....
იყიდება ნახმარი სითბო, გრძნობები.......ღიმილი, ფერები......
__დიახ....რა გნებავთ? ოო, კარგი გემოვნება გქონიათ......
და პატარა, თმაშეკრეწილ, ქოლგიან გოგონას ატანს გაცვეთილ წვიმას.......

მიღებულია ახალი საქონელი ევროპიდან........
თქვენ შეგიძლიათ მოხვიდეთ და ჩაგვაბაროთ გაცვეთილი გრძნობები.....რომლების აღარ გჭირდებათ..........
და კარებში რიგ-რიგობით შემოდის სხვადასხვა რჯულის, სქესის, ასაკის ხალხი და აბარებს სინდისს და
.......იღებენ საფასურს და კმაყოფილები ბრუნდებიან უკან..........
ფასდაკლებააა............sale 40%-ით.........მობრძანდით.......
თაროებზე საცოდავად აწყვია მტვრიანი სიტყვები..........ობმოკიდებული გრძნობები.........
---დიახ......გენბავთ რამე?
და მსუქანი, ღიპიანი ძია, უაზრო თვალებით ..........ფეხისწვერებზე აიწევა (უაზროდ არაბუნებრივად) და ბოლო თაროზე შემოდებულ, თავჩაღუნულ სიტყვა "ძალაუფლებას" წაეპოტინება.......დიდხანს ატრილებს ხელსი, მაგიდაზე ამაყად დაყრის "ძალაუფლების" საფასურს და გავა.......
sale-ზე ნაყიდი "ძალაუფლებით" უყვირის მის მანქანასთან მოთამაშე ბავშვებს.......
მოდით, ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 1349 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-05-18 | კომენტარი (0)

ღამე... მიწა... ცა და ელვა... დაახველა შორს ღრუბელმა... ღამე წვიმდა, წვიმა _ ძგერდა, ქარი ქარში კოცნას დებდა... წვიმა ხმაურს ამძაფრებდა უფრო ჩქარა, უფრო მეტად... თქეში, თქეში, დაფ-დაფები, თითქოს ზანგი ამძაფრებდა, ჯაზის რიტმი, წვიმის წვეთი, თქეში მიწას ცამდე წევდა, თითქოს დროფი, დროფი მძლავრი, ეხეთქება დოლს დროება. ჩართულია mobydick-ი მის ოთახში, იქაც _ წვიმდა... ხმა ათრობდა ბარაბნების, შმაგი ტემპი მშვიდად ქროდა... ერთი ფონი, ერთი გრძნობა _ მიწა ძგერდა, ცა _ გალობდა...

თითქოს ჩემი ცა უფსკრულის ფსკერია. გარდასული ვარ მანძილთა შორის...
`ნისლი ადნება სარკმელს. ღამე გამეფდა სივრცე-სხეულზე. გარინდულია სადღაც სიმშვიდე და მეც სისხლისფერს ვატარებ სანთელს...
`მე სადღაც მსურდა... იქ, სადაც აღარ ეძებენ საკუთარ უცხოს... მე უცხო ვარ ამ ღამის ფონზე, ამ მკვდარ სოფელში...
`ვერ გავაღწიე!..
`მე დაღლილი ვარ დაუღლელობით...
`დუმილი ღრიალებდა იდუმალ ღამეში და მეც დუმილის ვიყავი ნაწილი. ჩემი ოთახი უდაბნოს გავდა, მარტო ქარავნის მგზავრივით დავრჩი... ვგრძნობდი სიცივეს, მიუსაფრობას, უდაბურ არეს... ჩემს მარტოობას რაღაცა აკლდა და განვიზრახე _ მომეკლა თავი...
`ეს იყო ჩემი სურვილი და იძულება. ეს იყო ჩემი აბსურდის მერე... მე იძულებული ვარ ცხოვრება მიყვარდეს და განვშორდე, როგორც ოდისევსი პენელოპეს... იძულება თავისუფლების სიყვარულს ბადებს. მე ადამიანი ვარ და ადამიანური ვერ იქნები, თუ არ გეტკინა... ჩემი ტკივილი ჩემი სიყვარულია და თვითმკვლელობის განზრახვაა ამის დასტური... მე უნდა გავქრე, ვით თოვლი მსუბუქი მზის აბაზანის მიღების შემდეგ...
`ჩემი გზა ჩემი წარსულია ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 1306 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-05-18 | კომენტარი (0)

« 1 2 3 4 ... 130 131 »

საიტის მენიუ

კალენდარი

«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0