ოთხშაბათი, 2024-05-15, 3:58 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » 2011 » მაისი » 18 » ნახმარი სითბო, გრძნობები... ღიმილი
3:58 AM
ნახმარი სითბო, გრძნობები... ღიმილი
მობრძანდით, აქეთ მობრძანდით.........
ფასდაკლებაა, sale 20%-ით.......ვყიდით მეორად საქონელს......
ნახმარ ფიქრებს, გრძნობებს, სიტყვებს..........
__ოო, დიახ, დიახ...ეგ სიტყვა ძალიან გაცვეთილია, თანაც გარღვეულია, ამიტომ ნახევარ ფასში მოგართმევთ.......
და ლაკის წვეტიან გაპრიალებულ"ტუფლებიანი" კაცი ნახევარ ფასში იყიდის სიტყვა "სიყვარულს"......
მობრძანდით.....
იყიდება ნახმარი სითბო, გრძნობები.......ღიმილი, ფერები......
__დიახ....რა გნებავთ? ოო, კარგი გემოვნება გქონიათ......
და პატარა, თმაშეკრეწილ, ქოლგიან გოგონას ატანს გაცვეთილ წვიმას.......

მიღებულია ახალი საქონელი ევროპიდან........
თქვენ შეგიძლიათ მოხვიდეთ და ჩაგვაბაროთ გაცვეთილი გრძნობები.....რომლების აღარ გჭირდებათ..........
და კარებში რიგ-რიგობით შემოდის სხვადასხვა რჯულის, სქესის, ასაკის ხალხი და აბარებს სინდისს და
.......იღებენ საფასურს და კმაყოფილები ბრუნდებიან უკან..........
ფასდაკლებააა............sale 40%-ით.........მობრძანდით.......
თაროებზე საცოდავად აწყვია მტვრიანი სიტყვები..........ობმოკიდებული გრძნობები.........
---დიახ......გენბავთ რამე?
და მსუქანი, ღიპიანი ძია, უაზრო თვალებით ..........ფეხისწვერებზე აიწევა (უაზროდ არაბუნებრივად) და ბოლო თაროზე შემოდებულ, თავჩაღუნულ სიტყვა "ძალაუფლებას" წაეპოტინება.......დიდხანს ატრილებს ხელსი, მაგიდაზე ამაყად დაყრის "ძალაუფლების" საფასურს და გავა.......
sale-ზე ნაყიდი "ძალაუფლებით" უყვირის მის მანქანასთან მოთამაშე ბავშვებს.......
მოდით, მოდით, სანამ დროა......იყიდეთ გაცვეთილი ფრაზები.......
ნახმარი და მიტოვებული ფიქრები........
ძალიან , ძალიან გაცვეთილი სიტყვები, დალაქავებულები და გარღვეულები მხოლოდ ლარად........
წაიღეთ ლარად სიტყვები : "მიყვარხარ" "მენატრები" "მჭირდები"........
ტროიკაც გვაქვს : "უშენდოდ ვერ გავძლებ".......ლარი ოცად.......
იყიდება......ყველაფერი იყიდება......იჩქარეთ.........
მიღებულია ნახმარი გამოხედვები, კოცნები, სიტყვები..........
მეორადი ცრემლები, ოცნებები......
გაცვეთილი ფერები.........მრავალჯერ ნათქვამი და გამოყენებული.......
იყიდება თავმოყვარეობა.......
ნუ ღელავთ თუ ძალიან შელახულია , ფასს დაგიკლებთ.........
მიღებულია ახალი საქონელი ევროპიდან......
იჩქარეთ ფასდაკლებაა.......
იყიდება გაცვეთილი გამოხედვები ქმრებისთვის.........
მეორადი კოცნები ცოლებისთვის......
ნახმარი დაპირებები შვილებისთვის...........
იჩქარეთ სანამ ფასდაკლებაა............
[/color]

კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 1352 | დაამატა: zukaa
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

კალენდარი

«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0