იმედდაკარგული არ მინდა გელოდო აღარ გამომივლი ვიცი. სევდამორეული ვითვლი ამ დღეებს, რა ვქნა? გული მაინც გიცდის. ფანჯრიდან გავყურებ ცარიელ ქუჩებს და კვლავ შენი ფეხის ხმა ისმის, ვიცი შენ არა ხარ, ვიცი მეჩვენება ვიცი და მაინც გიცდი. ვგრძნობ, რომ არ ჩაივლის ასე ყველაფერი, მარტო არ დამტოვებ ვიცი. ვიცი გვიან მოხვალ, მაგრამ მაინც მოხვალ ვიცი და ამიტომ გიცდი..
მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო, დამეთანხმება ვინც მონატრების იცის ფასი, ვინც შეხვედრია მონატრების ცრემლით ალიონს და ამ ცრემლებით ავსებული შეუსვამს თასი. მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო და მათიც, ვითაც მონატრებით ქვეყნად უვლიათ, ჩემი ცხოვრება სიყვარულში მინდა გავლიო, რამეთუ თავად მონატრებაც სიყვარულია..
ვიცი,ოდესმე რომ გამიხსენებ, ფოთოლცვენიდან-ფოთოლცვენამდე, მონატრებიდან-მონატრებამდე, დილის სხივიდან-შებინდებამდე. ვიცი,ოდესმე რომ გამიხსენებ თბილი თითებით... მოფერებიდან-მოფერებამდე და გაიფიქრებ, რომ გელოდები ფოთოლცვენიდან-ფოთოლცვენამდე. მე კი ვინატრებ შენს დაბრუნებას ძველი სევდიდან-ახალ სევდამდე, ჩემი ცრემლიდან შენს ცრემლებამდე, დილის სხივიდან შებინდებამდე. მოგონებებთან ერთად დავრჩებით ერთგულებიდან-ერთგულებამდე, ერთად ვიქნებით,თუნდაც ფიქრებით მონატრებიდან-მონატრებამდე.
ai dagamda es erti game kidev erti dge warsuls chabarda warsuls bardeba uazroeba netav ra aris chveni cxovreba? me am kveynad var martod mosuli da albat waval akedan marto me xom ubralod minda gavigo gavigo ristvis, saidan, ratom? albat cxovreba erti wamia da tvalis erti daxamxameba ai, xom xedav ukve bneldeba sinatle midis sibnele mas cvlis ak ar arsebobs kargi da cudi es ak ubralo sityvebi aris madgram arsebobs, arsebobs kari da, mxolod ocneba es sanukvari ocneba aris karis gageba da sinatleshi tvalis gaxela.........
ვიცი დრო მოვა და ჩემს საფლავზე შენ ატირდები და ცრემლებს დაღვრი, ვიცი მოხვალ და მთხოვ პატიებას, თუმც სინანულიტ თავს დაბლა დახრი, ხმას ვეღარ გამცემ გრძნობით გეტყვი, რომ გაპატიე მე დღეს ყველაფერს. შენ უფრო მწარედ აქვითინდები, რომ ვერ გაიგებ ჩემგან ვერაფერს. ვიცი რომ ჩემზე დაგწყდება გული, კვლავ რომ სიყვარულს ვერ დაგპირდები. გაიბუტები და როცა წახვალ მაშინ საფლავში მეც ავტირდები