შაბათი, 2025-07-26, 3:42 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » ლექსები
მიყვარხარ იმდენად ღამის განთიადთან
რიჟრაჟს გამოვგლიჯე სიმშვიდის ფარდები,
მიყვარხარ იმდენად მზეც კი გამიავდრდა
ქარმა გამაცალა ოცნების აფრები.

მიყვარხარ იმდენად ღიმილს გავებუტე
ფერებს გავაცალე სილაღის გამენი,
მიყვარხარ იმდენად ცრემლით დამემუქრე
დღეებს ჩამოვგლიჯე სიჩუმის წამები.

მიყვარხარ იმდენად სხვები შევიჯავრე
შენ აგიკვიატე ჰაერთან შეერთდი...
მიყვარხარ იმდენად გრძნობით შეგიყვარე
და თუ ვერ გამიძლებ საერთოდ შემეშვი.

და თუ ვერ გაუძლებ ჩემ გულის სიგიჟეს
სულაც არ მჭირდები უბრალო ვნებებით
მიყვარხარ იმდენად ტკივილებს ვივიწყებ
ვსუნთქავ და შენ კი ჰაერან შეერთდი..

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1052 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

მართმევ სხეულს და მომავალს კი წარსულში მარხავ,
ახლა სიტყვებიც, როგორც მე – შენ მეზედმეტება,
გაუსაძლისად მტანჯავს სისხლის არშედედება,
შენ ნერწყვს ვერ ყლაპავ და სიმშრალით გევსება ხახა.
...
ვიოლინოს ხმას აუტანლად მინაზე კაწრავს -
სიცოცხლის ჟინი - წამებსაც რომ აქცევს დეკადად,
სხვისი ხელებით გამომწვლილე რაც თუ მებადა,
და სამუდამოდ გაიკეთე ღიმილზე აცრა.
...
მოკლეა აწმყო, მომავალიც რა შეგხვდა - ხურდა,
წარსული კიდევ წამდაუწუმ გირტყამს ხელუკუ,
ცივი მარყუჟით გაიკეთე მაშინ „სეპუკუ",
როცა სიცოცხლე თუნდაც ჩემზე მეტადაც გსურდა.
მლაშე სიშორე ამოავსებს სისხლით ჩემს კუნკულს...
დავრჩებით მარტო, შენ შენივე, მე კი ჩემს სულთან.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1045 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

კალაპოტიდან დრო ამოვარდა...
სითბო სჩვევიათ ხინჯად მაისებს...
სულ ცოტა ხანში მზე ამოვა და
მემილიარდედ მოიაისებს.

თითქოს წუხილი აღარ კმაროდა...
ყველას თავისი უნდა მიუგო...
გადმოვალაგე წუხელ თაროდან,
არტურ რემბო და ვიქტორ ჰიუგო.

ყველა გაკვირტულ სურვილს ვემტერე...
ოფლით დავნამე იალაღი და...
მე თავს მოვიკლავ,როგორც ვერტერი,
შენი მეუღლის იარაღიდან!

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1024 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

დილა შეიმოსა ნისლით,
თვალებს ისევ უჭირთ ხედვა,
ისევ ვერ ვიკვეხნით წინსვლით
და კვლავ, არ შეგვფერის ბედვა...

ისევ ვიღებ საწერ კალამს,
და კვლავ შიში მიპყრობს ერთობ,
როდის აღმართავენ ალამს?..
უკვე დავიღალე ღმერთო..!

ისევ რითმებს ვეძებთ ლექსში..
და აზრს არ ვუყურებთ, არა..
გულიც აღარ გვიცემს მკერდში,
ღმერთო დავიღალე კმარა..!

ვყვირი.. არვინ მისმენს მაინც,
ყველას სადარდები სხვა აქვს,
გვიხსენ ბოროტისგან.. ამინ!
ეშმაკს მაინც მისი გააქვს.

სევდა ღამეს მითევს ისევ,
ფასი დაეკარგა დროსაც,
ვისზე ვსჯა-ბაასობთ ვისზე?..
ქმარი აღარ ჰყვარობს ცოსლას..

როგორ დავიღალე ღმერთო,
როგორ დამიმძიმდა სული,
მოსეს რატომ ტოვებ კვერთხო?..
ნუთუ შენც გიზიდავს ფული..

ვაი.. უბედურო თავო,
როგორ ვეღარაფერს ვერ ცვლი,
რატომ მიიყუჩე მთაო?..
როცა ის უღმერთო გვებრძვის?!..

ვყვირი.. თუმცა უხმოდ ვყვაირი,
მეტი აღარ შემრჩა ხმა და..
ცრემლსაც ვეღარ ვმალავ ვტირი..
ეშმაკს არ უცხრება მადა.

ღამე კვლავ სითეთრით მოდის,
ისევ შავთეთრია გამა,
აღარ კადრულობენ ლოდინს,
შვილმაც დაივიწყა მამა..

მზეო ნათელო და თბილო,
ცაო უსზაღვრო და ლურჯო,
კაცნო უფლისაგან ქმინილნო,
რა გჭირთ, მუდამ რატომ ურჩობთ?!..

ხოდა ეს ბოლოა მორჩა,
თუმცა ვერვინ ხვდება ალბათ,
რისი დაიცალა ტოლჩა,
ან ვის უშავდება კაბა...

როგორ დავიღალე მამა,
ამის შემხედვარე, როგორ..
წუთი ჩამომდნარა წამად,
... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1379 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

ვუყურებ ორსულობისგან წამოზრდილ
შენს მუცელს
და ვგრძნობ ჭარბი აზროვნებისგან
ჩვენს გაბერილ თავებს...

ორი უძილობა ხარობს
სიჩუმის სათბურში:
ჩემი(შვეულად) ღია ფანჯარასთან
სიგარეტით ხელში
და შენი-(თარაზულად) დივანზე,
ჭიპზე მიყურადებული ხელისგულებით,
იზრდება ორივე,ღამის კლების პროპორციულად,
მაგრამ ვერ იფურჩქნებიან
აქა-იქ გამოსხმული სიზმრის კვირტები...

ყავა გვინდა...

ბრაზით პირქვედამხობილი
ცარიელი ,,"Neskafe"-ს ქილა...

მერე მე აივნიდან შემომაქვს ორი კოვზი
ჩამონაფხეკი სიბნელე
და ჩვენ პირველებმა დავლიეთ ახალი ყავა:
,,თებერვლის ღამე".

ისევ ვუყურებ შენს მოზრდილ მუცელს
და ვგრძნობ ჭარბი აზროვნებისაგან
ჩვენს გაბერილ თავებს...

სანამ წყლებს დაღვრიდე
და ბავშვს გააჩენდე,
მოდი,ვიკამათოთ,
ცრემლები დავღვაროთ
და დავბადოთ ჩვენი პირველი პირმშო:
ჭ ე შ მ ა რ ი ტ ე ბ ა!

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 942 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

მე შენთან ყოფნით არ დავიღლები ...
შენი კოცნით კი კვლავ დავითვრები...
როცა ვერ გხედავს ჩემი თვალები...
ხანდახან მაინც მომელანდები...
თან გსდევს ვარდები, შავი ვარდები...
სიყვარულის და გრძნობის ჰანგები...
ჩვენი დარდები რომ ვემალებით...
არ გვასვენებენ მარტო დარჩენილთ...
კვლავ მენატრება შენი თვალები...
ვიცი რომ მუდამ ერთად დავრჩებით...
ჩვენი დარდებით, მძიმე ჰანგებით...
გეტყვი რომ მუდამ შენ მეყვარები...
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1150 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

შენ არ დამატყობ გულზე ნატყვიარს
ვგრძნობ, როგორ ფეთქავს შენი გულ-მკერდი,
თვალებში ლურჯი ზმანება ელავს…
წვიმის წვეთები აპობს გუბეებს,
როგორც არასდროს ზღვაც, ისე ღელავს…
ბაგეს, ვით ხატებს, ისე ვემთხვევი,
შენი სხეული ცეცხლად ანთია
და შენი კაბა ტანზე შემთხვევით
შემოხეული ღამის ლანდია…
ჩემი ხელები შენს ზურგს ეხვევა…
თვალბში თითქოს ბინდი ჩამოწვა…
დაუფიქრებლად გკოცნი ერთხელაც
შენმა ტუჩებმა კანი ამომწვა…
ახლა შენა ხარ ჩემი ცხოვრება
და, როცა დილა თენდება, ვხარობ…
მე აღარ მინდა დროის დაკარგვა
და რაც დავკარგე იმასაც ვნანობ…
მე შენ მიყვარხარ და ეს სიტყვები
ჩემს გამოხედვას დაღად ატყვია…
შენ ლექსად აღარ გამოითქმები
და არ დამატყობ გულზე ნატყვიარს…
და ახლა, როცა ამ ლექსს ბუტბუტებ,
ჩემი ცხოვრება შენ ხელში ფეთქავს…
მიყვარხარ, მინდა, ამის გჯეროდეს
და ამ სიყვარულს პასუხი ეთქვას…
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 942 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 5 6 7 8 9 ... 61 62 »

საიტის მენიუ

კალენდარი

«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0