რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში საოცარია თვალები შენი ვარდის სურნელში ხარ შებნეული მზერა,ღიმილი ფიქრი და შიში რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში. მინდა გხედავდე თუნდაც წამებით თვალწინ სულ მედგას შენი ღიმილი ცუდი ფიქრია შიშით ლოდინი ვერას მირჩვენ ხენი ძმობილნი. დარჩენილს მარტოს შენს ღიმილს ვნატრობ რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში! სულაც არ მომწონს ცხოვრება შენი სულ მეუბნები "ცხოვრებას ვრჩები" მაინც მიდიხარ იცი რომ კვდები რა საუცხოვო გრდძნობა ხარ ჩემში!
რა დამრჩენია სიყვარულისა ტალღები ზღვაში,ნოტი ხაზებში; შენი სიტყვები ჩემსას ჰგავს.. რითმები ლექსში,სიტყვები ბოდვაში; ჩემი ლექსები შენსას ჰგავს.. და მინდა მუდამ ეს ჰარმონია, რომ მგავდე, გგავდე და გწერდე ჩუმად.... მე შენი გგავარ.....
შენ მოგიძღვნიდი მთელ ჩემს სიცოცხლეს, საათებს, წუთებს,წამებს... შენ მოგიძღვნიდი გულის სიმღერას, გულის სიმებით ნამღერს... შენთვის დავკრეფდი ჩემო ძვირფასო, წითელ ეკლიან ვარდებს... ტაძრის კედელთან მუხლმოდრეკილი შენ დაგინთებდი სანთელს... შენ მოგიძღვნიდი წმინდა სიყვარულს, გულის სიღრმეში ნადებს... შენ მოგიძღვნიდი ცრემლის ნაკადულს წმინდა გრძნობებით სავსეს... სიკვდილიც კი ვერ შემაშინებდა, თავს გავწირავდი გწამდეს! შენ დაგლოცავდი შენთვის დავლევდი, სიკეთით სავსე ყანწებს... შენ მოგიძღვნიდი მთელ ჩემს სიცოცხლეს, საათებს, წუთებს, წამებს... შენ მოგიძღვნიდი სიცოცხლის ბოლოს, უხმოდ დაშვებულ ფარდებს
სიყვარულისთვის ყველა მსხვერპლი დასაშვებია, სიყვარულისთვის არ არსებობს ზომა,ასაკი, გიყვარდეს,მაგრამ მის წინაშე ნუ დაეცემი, შენ სიყვარულით შეგიძლია იყო ამაყი; თუ შეგიძლია შეყვარება,ბედნიერი ხარ, რადგან ამ ქვეყნად უნიჭონიც იბადებიან, მთელი ცხოვრება თამაშობენ სიყვარულობას და სიყვარული არ იციან,ისე კვდებიან
ერთხელ მინდა გავიღვიძო შენს მკლავებთან.. ერთხელ მინდა გავახილო თვალები და... გითხრა,როგორ ჩამეძინა ვარსკვლავებთან კოცნა როგორ აგიკრიფე ხელებიდან... მინდა ერთხელ,თუნდაც ერთხელ ძილში შემკრთალს, შენმა ტუჩმა დააფინოს კოცნა ბაგეს.. ერთხელ მინდა დავიძინო მხოლოდ შენთან გავეჯიბრო შენს სიზმარს და შენს წილ ღამეს. გული მერე სიყვარულმა გამიგიჟოს სულმა ვეღარ დაიტიოს მონატრება მითხრა ჩუმად...მხოლოდ ერთხელ დამიფიცო "შენ თუ წახვალ,ბევრი რამე მომაკლდება" ერთხელ მინდა გავიღვიძო შენს მკლავებთან ერთხელ მინდა გავახილო თვალები და...