სამშაბათი, 2025-07-22, 11:44 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » ლექსები
ნუ გეშინია... მე შენთან მოვალ,
მოგძებნი ბნელში ხელისცეცებით...
მჭირდები ისე, ვით ზამთარს თოვა,
როგორც ორთავეს ეს სარეცელი.

შენ ახლა ისე მჭირდები, ისე,
ვით ღამეს დილა, დილას-საღამო...
როგორც პოეტებს უსაზღვრო სივრცე,
როგორც ვარსკვლავებს მთელი სამყარო.

მე ვიცი, თბილი ცრემლების გასწვრივ
შენი სიზმრებიც როგორ შფოთავენ...
ვით დაკარგული ნაწილი ნაწილს,
რადგან ერთმანეთს ვეძებთ ორთავე.

ნუ გეშინია... მელოდე... მოვალ,
გიპოვნი მაინც ხელისცეცებით,
მჭირდები ისე, ვით ზამთარს თოვა,
როგორც ორთავეს ეს სარეცელი.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1022 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

კარგი მაშინ მე აგიხსნი ჩემი ძალით,
არის ფლიდი,ვითომ მშვიდი,მზაკვრული და ბელეტრისტი,
გულმავიწყი,სასტიკი,საშიში,ზარმაცი და გიჟი,
ჩემიც არი,შენიც არი,ჩვენიც არი,
მაინც ვერ მიხვდი?? ეეჰ შენ რა გითხარი..
უთვაბოლო კოშმარია ჩვენი ხალხის,
ვერ უშველა ილიამ და მისთანებმა ენით,გონებით და კალმით
ვერავინ ვერ გადაურჩა,ვერც ერეკლე და ვერც ხალხი
იმის მუხანათურ ხრიკებს.. ფლიდია თქო ხომ გითხარი.
ჩემი თვალით,შენი თავით,ჩვენი ძალით,
ამის კალმით,იმის მარნით,ერის გარჯით,
ქვეყნის დარდით,მომავლის ხათრით,
მეც ვირწმუნე ბევრი არაფრით,ვტყუი!.. ყველაფრით
ჩემი ბედი,შენი ბედი,ჩვენი ბედი,
ამის ბედი,იმის ბედი,იგის ბედი,
დიდი ქარაფთან გამართული ზუს ბედი,
ქვეყნის ბედი,ქართლის ბედი,
ეგ არი, ბ ე დ ი...
ბედი გიჟი,ბედი ფლიდი,ორპირი და ინვალიდი.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 971 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

ჩუმად ჩავივლი უშენობით ნაჩვევ ბილიკებს
და მოჩვენებით ვანუგეშებ მტირალ ტირიფებს
როგორ განვიცდი!! შენ ხომ უკვე სხვაზე იფიქრე.....
მაგრამ არ ფიქრობ რომ ჩემსავით სხვა ვერ გაგიგებს?
მომენატრები და უშენოდ მე ბევრს ვიტირებ
მერე კი ლოცვით მოვიშუშებ ამ დიდ ტკივილებს
გახსოვს შენ მკითხე: რა ატირებსო ნეტავ ტირიფებს?
მე რასაც მივხვდი ნუთუ მართლა შენც ის იფიქრე
მართლა მიდიხარ? ძალიან გთხოვ გადაიფიქრე
ხომ კარგად იცი რომ ვერასდროს ვერ დამივიწყებ
მაშინ რად ტოვებ ჩვენ საყვარელ ნაცნობ ბილიკებს!!!
მწარედ ავტირდი უშენობა ვერ მოვითმინე
შენ მიდიოდი საბოლოოდ რომ გამიღიმე
მე შემოგხედე... ჩავიკეცე დიდახნს ვიტირე
შენ მიდიოდი საბოლოოდ რომ გამიღიმე
მერე ავდექი მაგრამ უკვე ვეღარ გიხილე....
უკვე წასულხარ გაქცეულხარ ჩემ დიდ ტკივილებს
ახლა კი ვხვდები რა ატირებდა თურმე ტირიფებს
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1021 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

მიჭირს რამეზე ვისაუბრო, თუმცა ბოლო დროს,
სიტყვა "სიძნელეც" გაიშალა, გახდა ზოგადი.
მე ვეღარაფრით შევეგუე მძიმე მოლოდინს,
რაღაც უღმერთოდ მომენატრე და რაც დრო გადის

ჰაერთან ზუსტი შეფარდებით ვსუნთქავ პაპიროს,
მარტივი ენით რომ აგიხსნა ვცოცხლობ ზიარად
და სიგიჟეა პოეტობა რომ დავაპირო
ქალაქში, სადაც ყველაფერი პოეზიაა.

ქალაქში სადაც წამებაა, ჰოდა მოდი შენც,
თუკი ბიჭი ხარ გადაადგი ერთი ნაბიჯი,
დაეცი? მოვა მილიონჯერ მოგიბოდიშებს
შენაც, მასაც და უსახელო ვიღაც ნაბიჭვარს

ჰგონია წერ და სირცხვილია დაძვრა კრინტისა,
ანუ საერთოდ არ გჭირდება შველა (03),
ანუ სხეულის შესამოსად კმარა სინდისი
და რჩები ასე - სანახევროდ შეუმოსავი.

როი! ღამეა, ჟარგონულად ვლანძღავ თებერვალს,
საძმო ფალანგას მოწყვეტილი სუსტი ჰოპლიტი.
მაგრამ სხეული ცოდვიანი ისე მებევრა
ვეღარ ვიხსენებ, თუ რამდენი გრამი მყოფნიდი.

ვფეთქავ ამგვარად - საკუთარი თავის მეკობრე,
უცხოდ გაფანტულ სამყაროში, უცხოდ,ზოგადი,
და მეშინია რომ ეშმაკიც დავიმეგობრე,
რადგან უღმერთოდ მენატრები, რაც კი დრო გადის.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 972 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

ტკივილი ფონია, კაკტუსი-სიმბოლო.
ღამეებს გამაკრეს სამსჭვალით ეკლების...
ამაღამ სიკვდილი რომ გამოვიგონო,
მიზეზს გამართლება უთუოდ ექნება.

ლექსებით სიკვდილი რომ გამოვიგონო...
რა ყულფი?! უჰ, ლულას საფეთქელს შევახებ?!
სად ის, რომ იფეთქებ მეხივით სტრიქონად
და ჯოჯოხეთის კარს წიხლით რომ შეაღებ!

სად ის, რომ ჩაუვლი ამაყად გაბრიელს,
რიდი შენ კი არა_ შენი რომ ექნებათ...
მთელი დღე ლექსებმა დღეს ხელი დამრიეს!
უჰ, ხელი დამრიეს მთელი დღე ლექსებმა!..

წუთისოფელმა კი იდინოს, იგოროს;
(ვინ გხედავთ, თვალებო, დარდით რომ მევსებით.)
მე ჩემი სიკვდილი მსურს გამოვიგონო_
ლექსებით სიკვდილი... სიკვდილი ლექსებით...

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 955 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

გადაუღია...
და ტანს იბანს მტრედი გუბეში,
მთვარე ანკესით დავიჭირე,
კვლავ წამოეგო,
გამოწვდილ პეშვებს
თუ დააკლდათ ხურდა ნუგეშად,
მაშ სიხარულით
რატომ გწერდი ნაწარმოებო.

სასმელს მივენდე,
საღამო კი ბახუსში ერგო,
მორიგ სიმთვრალით ვივიწყებდი
წყეულ განგებას,
მე დედის გულში ვიჯექი და
ვფიქრობდი კარგო,
საკუთარ თავის
ხელმეორედ არდაბადებას.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1004 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

ჩემს დუმილს ნუღარ უსმენ, სიჩუმე მაცდურია,
მზეს მიაქვს ჰორიზონტი - ზღვისტალღებმიხატული,
და როცა იმედები ოცნებას გარს უვლიან,
ვგრძნობ, როგორ მემატება თვალებში სიქართულე.

შეჩვეულ ხეივნებში დღითიდღე ვფერმკრთალდები
მეც, შემოდგომასავით, ქარიშხლებს ვეღარ ვცდები,
შენ მხოლოდ ახლა ხვდები, დრო იყო ყველაფერი,
რაც ასე გვხიბლავდა და ველოდით გატაცებით.

ისიც კი შემიძლია, დღეიდან აღარ ვწერო,
შევწყვიტო ღამისთევის ბოდვები, აქციები,
და შეშლილ მხატვარს ვგავდე, უბრალო ქაღალდზე რომ
გადმოაქვს, შავი ფანქრით, ყოველი საქციელი.

ოღონდაც!
არ უსმინო ჩემს დუმილს (გაგაბრუებს)
ოღონდაც!
არ მეძებო სიმშვიდის შესართავთან,
მე ტბიდან ამოსვლისას ვიქცევი ნაკადულად,
ტყუილად ნუ იფიქრებ, რომ აღმა ვეღარ წავალ.

გიდივით გამიძღვება ბავშვობა ენძელებად,
ჰაერში მიმობნეულ განცდებსაც ვზიდავ გულით,
და როცა ყველაფერი უჩემოდ გაგრძელდება,
დაგრჩება მოგონებად თვალებში სიქართულე.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1094 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 11 12 13 14 15 ... 61 62 »

საიტის მენიუ

კალენდარი

«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0