ტირილი მინდა და ვერ ვტირი, სიცილი მინდა და ვერ ვიცინი, სიხარული მინდა და არ მიხარია. იქნებ იმიტომ, რომ ცხოვრებამ დამჯაბნა... იქნებ იმიტომ,რომ "არაფერი" შევიყვარე, რამდენი რამეა ამ "არაფერში" უბრალო წამია ამ ყველაფერში. მაშ, რატომ ვადიდებ ამ წამს ყოველდღე... რატომ არ ვიტყვი როგორ მიყვარს..... რატომ მეშინია ყოველთვის ამ წამის... რა უაზროა ზოგჯერ ეს წამი. ზოგისთვის როგორ დაიკლაკნება. ჩემთვის კი,მუდამ დგას ფეხზე. ეს,ხომ უაზრო ეპიზოდია როგორ მენანება ეს ეპიზოდი როგორ დამჯაბნა ჩემმა ცხოვრებამ... და,ეს რა არის??ვითომ ლექსი? არა,ეს ყველაფერი "არაფერია" ეს ყველაფერი მკვდარია ეს ყველაფერი დაიხევა, ეს ჩემი სახელი დაიკარგება. თუმცა,მე რათ მინდა სახელი მე რათ მინდა საჩუქარი. მე ერთი ტირილი ერთი სიცილი და ერთი სიხარული მინდა.. და, თუ ესეც არ არის ჩემთვის მაშინ,დამარხეთ ჩემი ყოველი სიტყვა....
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
1042
|
დაამატა:
zukaa
|
თარიღი:
2011-04-02
|
|
სხვამ დამიჩოქა,მე შენ გარჩიე, ბედნიერებას ტანჯვა ვარჩიე, ჩემს თვალებს ცრემლი რად შეაჩვიე, რომ შენ მიყვარხარ,რომ შენ გარჩიე? ვერვინ მოკრიფა უეკლოდ ვარდი, მე ფუფუნების არა ვარ ხარბი, ცოდვაა თუ კი შენ შემიყვარდი? ცოდვაა?რომ შენში სიყვარულს ვრგავდი? მე ვეღარაფერს,არავის ვგავდი, როცა მაჩუქე ტანჯვა და დარდი, შენ ჩემს წინაშე არა გაქვს ვალი, თუ არ გიყვარვარ,ნუ მოხვალ,წადი...
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
985
|
დაამატა:
zukaa
|
თარიღი:
2011-04-02
|
|
დაგუბდა გრძნობის ჩანჩქერი, შენ რად არ იღებ ხმას, თვალებში რატომ ჩამცქერი, სულაც არ ვგევარ სხვას!.... არ გკითხავ ამბავს გუშინდელს, არც მოგაბეზრებ თავს, არც ფიქრით გადაგიბირებ, სულაც არ ვგევარ სხვას... სწორედ ასეთი მაცოცხლებ, სწორედ ასეთი მკლავ, სწორედ ასეთი მიყვარხარ, სწორედ ასეთი მწვავ
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
978
|
დაამატა:
zukaa
|
თარიღი:
2011-04-02
|
|
გული ბობოქრობს,ღელავს და კვნესის.. გული ვეღარ გრძნობს ტრფიალს ნუშისას... გული არ არის თავის ადგილას... გული კვდება და ვეღარ მოქმედებს.. გული ვერ იტევს ამდენ სიყალბეს... გული მივარდება და იკარგება... გული გრძნობს იმას, რაც სასტიკია.. გული ტირის და ვეღარ ჩერდება.. გული ვერ უძლებს ამდენ მომტირალს.. გული ჩერდება...წყნარდება... ცას მიეფინება...მზესთან გასხივდება.. როგორც უკვდავი სხივი....
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
1099
|
დაამატა:
zukaa
|
თარიღი:
2011-04-02
|
|
გამოგიზოგავ როგორც სიცოცხლეს და მოგენდობი ვით მიწას აღთქმულს, ზმანებათ შორის მოსიარულეს, შენ საოცნებო სიონის ასულს. ამ ქვეყანაზე ძნელია მოსვლა და უძნელესი ასვლა ზეცაზე, როგორც მთასვლელის ბოლო ლაშქრობა თვალ შეუწვდენელ მწვერვალთ მწვერვალზე. როგორც წმინდა განძს ისე დაგიცავ, შენით მოხატულ ჩემს ცხრაკლიტურში და ცივ ნიავსაც არ მოგაკარებ, უშენოდ შეშლილ ჟამთ შესაყარში. ქვიშის საათად ჩამოიშლება ამ ნაბოლარა აწმყოს მარცვლები და მომავლის მზეს მივეგებებით, ღამე მოვლილი და ნაწვალები.
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
1018
|
დაამატა:
zukaa
|
თარიღი:
2011-04-02
|
|
მოლეკულარულ დონეზე, იქ სადაც სული ხორცდება, ჩაშიფრულია ზიარი შემი და ჩენი ცხოვრება. მიზიდულობის კანონით ჩვენ ერთმანეთზე კრულები, თვალით უხილავ ძაფებით სხვადასხვა პოლუსს ბმულები. სასრულით დასაბამისკენ უფსკრულს შვებული ტრამპლინით, წარსულით გამოტყორცნილი ზე მომავალში გზავნილით. ამ ქვეყანაზე ცხოვრება მავანს სამოთხე გონია, და სხვისი გაკვირვებია ,,-თმენა რად მოუგონია?!’’ წამია წამი საწუთრო და წამის წამით წამება, ძნელი მაგრამ საშური იმ ერთადერთის წამება.
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
1025
|
დაამატა:
zukaa
|
თარიღი:
2011-04-02
|
|
ჩემი უსასრულო ფიქრი ხარ, ჩემი სიყვარულის კონა, ჩემი სილამაზის საზომი, ჩემი ოცნებების წონა. ჩემი მოელვარე ვარსკვლავი, ჩემი გამხელილი ცოდვა, ჩემი სიხარულის საბაბი, ჩემი ღამეული ბოდვა. ჩემი უსახელო ლექსი ხარ, ჩემი დარცხვენილი მუზა, ჩემი ბედნიერი ცრემლების ზღვაში ჩაშვებული ღუზა... ჩემი უპასუხო კითხვა ხარ, ჩემი პაწაწინა ია, ჩემი გაუშლელი ყვავილი, ჩემთვის გასროლილი ტყვია
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
1505
|
დაამატა:
zukaa
|
თარიღი:
2011-04-02
|
| « 1 2 ... 13 14 15 16 17 ... 61 62 » |