სამშაბათი, 2025-07-22, 5:23 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » ლექსები
ლოდინში ძალიან დიდი დრო გავიდა,
ისევ პასუხს ველი შენგან,
კის მეტყვი თუ არას ეგ ეხლაც არ ვიცი,
არადა ძლიერ მსურს შენთან,
არ ვიცი, რატომ გიყვარს შენ ჩემი წამება,
კის თუ ვერ ამბობ მითხარი არა,
იცოდე, აქამდე ძლიერ მიყვარდი და
ლოდინმა შენი თავი უფრო შემაყვარა.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1016 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

შენ ალბათ ახლა არ გცალია ნამდვილად ჩემთვის,
მე კი კვლავ ისევ შენზე ვფიქრობ, შენ თავს ვფიცავარ,
მენატრები და ვერ გავიგე რისი ბრალია,
რომ შეგეჩვიე, თუ იმის, რომ უკვე მიყვარხარ.

მე უშენობა, ვხვდები მალე ბოლოს მომიღებს,
შევეწირები ტკივილნარევ ამ მონატრებას,
შენს ნახვას ალბათ ვერასოდეს ვერ ვეღირსები,
სულ ასე დარდში და სევდაში გავლევ ცხოვრებას.

მე ამ სიტყვებით ჩემ სიყვარულს კი არ გიმტკიცებ,
ვიცი, ეს მაინც არაფერს ცვლის ამ წუთას ჩვენთვის,
უბრალოდ მინდა იცოდე, რომ ძლიერ მიყვარხარ,
მსურს ჩემი იყო და ვცხოვრობდე მე მხოლოდ შენთვის.

მინდა ვტკბებოდე შენი კოცნით შენი ფერებით,
და თბილ სისველეს ვგრძნობდე შენი ტკბილი ტუჩების,
მსურს ერთად ვიყოთ, არასოდეს არ დაგშორდე და
ბედნიერებით იყოს სავსე ჩვენი გულები.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1038 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

როცა გეძახი,როცა მინდიხარ,
როცა აღმაღგზნებ და როცა გელი,
ჩემგან ყოველთვის მაშინ მიდიხარ
და გამოწვდილი მირჩება ხელი.

როცა მოვილტვი,როცა მიყვარხარ,
როცა მოგდევ და შენობას ვნატრობ,
ვიღაცას სწორედ მაშინ მიყავხარ
და ჩემი წილი ალერსით გათრობს.

როცა მწყურიხარ,როცა მაგიჟებ,
როცა გიჩოქებ,როცა ვენთები,
მაშინ დუმილის ზღურბლზე აბიჯებ
და ცრემლად დამდის წვიმის წვეთები.

როცა ვივსები,როცა ვარ შენი,
როცა გნებდები,როცა მინდიხარ,
როცა ვიჯერებ,ჩემს ყოფას შვენი,
ჩემგან ყოველთვის მაშინ მიდიხარ.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1010 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

ცხოვრობდა ერთხელ ერთი ლამაზი გოგონა
მას ყველა ადამიანი კეთილი ეგონა
ეგონა რომ არასდროს იქნებოდა სიბნელე
თავის თავს ეუბნებოდა: "შენ ხშირად იმღერე"
დადიოდა აქეთ იქით, ყველა ლამაზი ეგონა
იხედებოდა გარშემო ყველა მას ეფერებოდა
დაკარგულ ოცნებებში ლამაზი გოგონა
უხაროდა ცხოვრება ეგონა ადვილი
სახეზე ღიმილი, პატარა გოგონა
ოდესმე მოვიდოდა პრინცი მას ეგონა
სჯეროდა რომ არსებობდა, სადღაც სასახლე ელოდა
თავის პრინც გამუდმებით ელოდა.
ყველას ეგონა რომ დიდი გაიზრდებოდა,
დაჭკვიანდებოდა და ოდესმე მიხვდებოდა
რომ ძნელია ცხოვრება.
ძალიან ძნელია მაგრამ თავისი ოცნება
მისთვის ყველაფერია.
ცხოვრობდა ერთხელ ერთი ლამაზი გოგონა,
ცხოვრებაც თავისზე ლამაზი ეგონა,
ის ელოდა, თავის პრინცს, დიდხანს ელოდა,
და მისი ოცნებებიც ნელ_ნელა ქრებოდა.
ცხოვრობდა ერთხელ ერთი ლამაზი გოგონა,
ცხოვრებაც თავისზე ლამაზი ეგონა,
ის ელოდა თავის პრინცს, დიდხანს ელოდა,
და მისი ოცნებებიც ნელ_ნელა ქრებოდა.
ელოდა, სჯეროდა რომ ის გამოჩნდებოდა,
წაიყვანდა სასახლეში და მოეფერებოდა,
იმედს არ კარგავდა და სიცოცხლით ტკბებოდა
ის ბავშვობის წლები კი ნელ_ნელა ქრებოდა.
პატარა ანგელოზი უყურებდა ცას
მის თალებში ნაპერწკალი ჩნდებოდა
იღიმებოდა და სიცოცხლით ტკბებოდა,
და სხვა არაფერი მას არ ენაღვლებოდა,
ყველა ეჰერებოდა, ჭკუას არიგებდა
სჯეროდათ რომ ის დიდი გაიზრდებოდა,
სჯეროდათ რომ ის იპოვიდა თავის გზას,
და ოდესღა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1194 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

თუკი ერთგულება არ არსებობს,
ერთად ნუ ვიქნებით მეტ ხანს,
შენი მოლოდინის ჯვარზე გამაკარი,
და მას ერთგულება ერქვას.

თუკი უკვდავება არ არსებობს,
უფალს შევავედრებ შენს თავს,
შევქმნათ საოცარი სიყვარული
და მას უკვდავება ერქვას.

არ წამთ სიყვარულის არსებობა,
და ჩვენ დავუმტკიცოთ ყველას,
ჩვენი გულები რომ შევაერთეთ,
ამას სიყვარული ერქვას.

თუკი მოკვდავია ყველაფერი,
თუკი ვერ ვიცოცხლებთ დიდხანს,
თუკი დასასრული სიკვდილია,
სიკვდილს სილამაზე ერქვას.

თუკი საოცრება არ არსებობს,
მომსწრე სუყველაფრის ჩვენ ვართ,
შევქმნათ ხელთავიდან ყველაფერი
და მას საოცრება ერქვას.

გიკვირს?! მუნჯი ვიყავ ავმეტყველდი.
შენთვის ეს მინდოდა მეთქვა:
დღემდე რაც შევქმენით ჩვენთვის მონატრება,
"თეთრი ღამეები" ერქვას.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1004 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

მინდა შენი სიცოცხლე მერქვას
შენი უზადო ფიქრი ვიყო...
მინდა შენი ოცნება მერქვას,
შენი სითბო და სინაზე ვიყო.
იცი?მიყვარხარ მინდოდა მეთქვა
მაგრამ დრო უფრო ძლიერი იყო...
ვერ გავქცევივარ წერას და გეტყვი,
ჩემზე მწყურვალი დრო უფრო იყო.
დრომ მოიტანა,რაც ახლა ხდება
გინდა მიყვარდე...თან სხვისი იყო,
აი ეს არის მწარე სიმართლე...
თორემ მეც მინდა შენი,რომ ვიყო.
იცი?მაგიჟებს ეს ჩემი რწმენა
გულში დაგმალო???ფიქრი სხვას ითხოვს,
ისე დამღალა ოცნების დევნამ
ალბათ აჯობებს,რომ სხვისი იყო...
დრომ მოიტანა ეს გულის ფეთქვა
დროვე წაიღებს,,,იყოს...
ჩემსავე გულში დავიმარხები
ისე , რომ ვერაფერს იგრძნობ
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 966 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

ღმერთო, ყველაფერი უხმოდ როგორ ხდება,
როგორ გშორდები და გხვდები,
როგორ მიატოვა სულმა სამყოფელი,
როგორ ვცოცხლდები და ვკვდები...
როგორ წაიშალა ზღვარი და საზღვარი,
მე და შენ ნეტავ სად ვსახლობთ,
ვისწრაფვით ყოველთვის,
როდესაც შორსა ვართ,
გავრბივართ, როცა ვართ ახლოს...
აღარ მაქვს სხეული,
ო, თქვენ ვერ გაიგებთ,
ამ სულის სევდას და ნაღველს,
სიცოცხლის, სიკვდილის, ცხოვრების კანონებს
ერთი ხელის მოსმით ვარღვევ.
ღმერთო, ყველაფერი ისე როგორ ხდება,
რომ აღარ მჭირდება სიტყვა,
მე მესმის თვალების, ხელების, ღიმილის,
იმის, რაც არასდროს გითქვამს."
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1015 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 12 13 14 15 16 ... 61 62 »

საიტის მენიუ

კალენდარი

«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0