ორშაბათი, 2025-07-21, 7:49 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » ლექსები

დაღამება სევდას მიქსოვს,
გული რითი გავართო,
დავჯდები და დავწერ ბარათს,
ისევ უმისამართოდ.

ჩემი ლექსი თვით მოგძებნის,
ვერსად დაემალები,
მისამართად ეგულება
შენი გიშრის თვალები.

მას რად უნდა ქუჩის სწავლა,
შენი სახლის ჩვენება,
ვით მერცხალი თავის ბუდეს,
მოვა, მოგეფერება.

გახსნი ბარათს, წაიკითხავ,
წარსულს დაუბრუნდები,
მაგრამ ისევ გონს მოგიყვანს
სინამდვილის ხუნდები.

რა მწარეა მოგონება
დღეთა გარდასულისა,
რა ძნელია დაოკება
ვნებააშლილ სულისა...

და როცა ქალს ვნება ახრჩობს,
გული რითი გაართოს,
ჟინიანად დახევს ბარათს,
მაგრამ... უმისამართოს.

დაეძებ და ვერ იპოვე,
გაგიცრუვდა მიზანი,
მე კი გულის გასართობად
კიდევ გამოგიგზავნი




























კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1121 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-25 | კომენტარი (0)




მომნატრებიხარ,როგორც შავ ზღვას თეთრი თოლია,
იმ მონატრებით_რუსთაველს რომ მოუგონია.
მომნატრებიხარ,ვით ზამთარში სითბო მაისის
და ცხელ აგვისტოს საამური,გრილი დაისი.
მომნატრებიხარ,აღარ ვიცი რას შეგადარო,
მენატრები და მონატრებით მინდა გატარო.
როგორც მთის ირემს წყაროს წყალი მოენატრება,
დაეწაფება და გააბნევს წყურვილს დარდებად.
მე მინდა შენთან,როგორც ვარსკვლავს უნდა მთვარესთან,
ისე მჭირდები,როგორც ავდარს გამოდარება.
უკვე იქ გეძებ,სადაც არ ხარ და ვერც იქნები
და მენატრები,როგორც ზამთარს თოვლის ფიფქები.
მომლანდებიხარ,გულში დარდად მომძალებიხარ,
როგორც არასდროს,ისე ძლიერ მომნატრებიხარ


























კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1141 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-25 | კომენტარი (0)



გულს უშენობით დაღლილს დაქანცულს,
გულის კარებთან დაუკვნესია,
დიდხანს ვერ გნახავ და ვიტანჯები,
ხშირად რომ გნახო უარესია,
გაბრაზებულა ჯიუტი გული,
სულში ტკივილი ჩაუთესია,
ნუღარ მაწამებ ბრალდებულივით
უცებ მომკალი უკეთესია,
ისე საშინლად მომენატრე რომ
ფიქრები მტრედად შემომესია,
უბრალოდ მე ვწერ რასაც განვიცდი,
და ნუ იფიქრებ რომ ეს ლექსია,
არ შემიძლია მე ლექსი ვწერო,
აღიარება ჩემი წესია,
როცა უშენოდ მიწევს ცხოვრება,
არ ვარსებობდე უკეთესია.
























კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1041 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-25 | კომენტარი (0)



მოგჩერებივარ, როგორც სანთელს და
სუნთქვასაც ვიკრავ, რომ არ გამიქრე...
შენით ჭკუიდან გადასვლა ღირს და
როგორ ვიცხოვრო, უნდა დავფიქრდე!
როგორ ვიცოცხლო ამ თვალთა იქეთ,
ამ მზერის იქეთ უკუნი ბორგავს...
ჩემს სასთუმალთან ჩამოჯდე იქნებ,
ყური მიუგდო ღამეულ ბოდვას.
და გაგონილი სახელი შენი
ტუჩს რომ მოწყდება ღამის წყვდიადში,
შენ ჯერ არ იცი მე როგორ მშველი
სულს რომ მიბრუნებ ფერთა წიაღში.
მიყვარხარ მართლა, მიყვარდი მგონი
იქედან როცა დალაგდა არე...
მოისხი მადლი, ჩემს სულთან მოდი,
დავტოვებ ღიად სარკმელს და კარებს!
წარსული დნება ფოთოლთ ცვენაში
შენ შეგიძლია დარდი დახლიჩო...
მომეცი ნება , რომ შენს მზერაში
ჩავიძირო და თავი დავიხრჩო!!






















კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1063 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-25 | კომენტარი (0)


მაგრამ შენ არ ხარ გალაქტიონი,
და არც თავადი ბაგრატიონი..
არც ეს ცხოვრება არის იოლი,
მეც კი წამართვეს ნიჭი ღვთიური..
ნიჭი ღვთიური?
ეს არის გრძნობა, მარადიული,
გრძნობა რომელიც იყო ციური,
რატო წამართვეს ვერ ვხვდები მაგრამ,
ასე ამბობენ ჩვენამდე მარად,
ეს არის ცხოვრება..
რა არის ცხოვრება?
ეს არის გოდება,
ოცნების მონება,
ღვთის მიერ ბოძება.
შენ კი გცოდნია ცხოვრების წესდება,
მე კი ვერ ვხვდები,
მორევში ვეშვები,
წარსულში ვებმები..
შეცდომებს ვერ ვხვდები..




















კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1130 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-25 | კომენტარი (0)


მომეცი ხელი,
უჩემობა, ვიცი გაწუხებს...
და გამეტებით, დაუნდობლად,
ამტვრევ მარწუხებს...
მომეცი ხელი,
უშენობა ისევ მაწვალებს...
გადაგღეღია ეგ ფიქრები,
ვითვლი ნაკვალევს...
ხელი მომეცი,
ამირიე ისევ გონება...
რომ დამამარცხე უშენობით,
ნუ გეგონება...
მომეცი ხელი,
გული ისევ ამიფერადე...
და განაბული დამელოდე,
გაგიჟებამდე...
მე მაღლა მინდა,
შენთან მინდა, მაინც ამოვალ..
რომ ვერასოდეს მომიშორო,
ისე წამოვალ..


















კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1068 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-25 | კომენტარი (0)

რა გალეულს და ფერწასულს გხედავ,
ჩემო პაწია, ცოდვილო დედა,
ვაიმე, როცა შენს გულთან მჭრიდნენ,
რაიმე ხომ არ გატკინე ნეტა.

არ შეგეშინდეს, შვილი ვარ შენი,
შენი ტანჯული სისხლი და ხორცი,
ნიავი ვარ და მგონია გშველი, -
სიცხიანს, მწუხარს კულულზე გკოცნი.

მაგ ბავშვურ შუბლსაც გიკოცნი მორცხვად,
გაბუსხულ ტუჩსაც, ბავშვურად ლამაზს...
ახლა სული ვარ და უფალს ვლოცავ -
შენს გადარჩენას ვულოცავ მამას.

მადლობა უფალს, რომ არ დაგვღუპა,
არ დამიობლა ძმები და დები.
მე კი, ბარტყივით ტანშეუბუმბლავს
ცად ანგელოზმა მაჩუქა ფრთები.

როგორ მინდოდა, მეც მოგსწრებოდი,
მეც გამეხარა ამ სამზეოთი,
მეც დამეძახა შენთვის „დედიკო"
და მამას ყელზე შემოვხვეოდი.

ჩაწნული ვიყავ მომავლის ფიქრთან,
როგორც პეპელა ყვავილში რგული,
დაბადებამდე რამდენი მიკლდა,
ითვლიდა ჩემი პაწია გული.

ალბათ, გგონივარ დაღლილი სხივი,
ალბათ, გგონივარ სუნთქვა სიოთა,
შენ ხომ უძლებდი საკუთარ ტკივილს,
მე კი, ძვირფასო, შენიც მტკიოდა.
















კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1001 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-25 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 37 38 39 40 41 ... 61 62 »

საიტის მენიუ

კალენდარი

«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0