ორშაბათი, 2025-07-21, 10:23 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » ლექსები
ლამაზი დღეა თითქოს ყველა ბედნიერია,
გავალ უბანში, ჩამოვჯდები, ხალხიც ბევრია,
"დღეს მე ვკისრულობ" დავიძახებ და ბირჟას დავშლი
მერე მახლობლად რესტორანში დიდ სუფრას გავშლი

ვერვინ მიხვდება მიზეზს ჩემი ხელგაშლილობის,
ზოგს დარდის ბრალი ეგონება ზოგს შეშლიობის,
ბოლოს ავიღებ განსხვავებულს მოვითხოვ სიტყვას:
"იუბილარის სადღეგრძელო მინდა რომ ითქვას"...

ყველას სახეზე გაოცება დაეტყო თითქოს,
ვერაფერს მიხვდნენ ვერც ბედავენ რომ შემეკითხონ,
მომშტერებია დაბნეულად მე ბევრი თვალი,
მათი მზერიდან ვხვდები "ნაღდად ვგონივარ მთვრალი"
მე კი ვაგრძელებ :

მას ერთი წლის წინ ამავე დღეს მოვხვიე ხელი,
დღეს დაიბადე მშვენიერო აბა რას ელი?
რასაც ინატრებ მას გაჩუქებ არ მიჭირს ფული,
მან კი ღიმილით ჩამჩურჩულა მაჩუქე გული...

მე ვადღეგრძელებ ვინც ამ წუთში ჩემგან შორს არის,
თან ჩემი ჰქვია ამავედროს ჩემი არ არის ,
ვისი ნებითაც დღეს ჩემს მკერდში გული არ არის
და მაინც ჩემთვის მასზე კარგი არავინ არის...

ცოტა ხნის შემდეგ მე ავდგები და გარეთ გავალ,
ვიყიდი ვარდებს, ახალ ნაკრეფს ისევ ნამიანს,
ნაცნობ აღმართზე სიბნელეში ნელ-ნელა ავალ
და მივადგები ამ გზის ბოლოს, ღობეს ჟანგიანს..

კარებს გავეღებ თვალს მოვავლებ სულ ბალახია,
იმ ადგილს ვეძებ სადაც ჩემი გული მარხია,
და გავჩერდები ნაძვის ძირში მე ერთ საფლავთან,
ვარდებს დავაწყობ ჩამოვჯდები საფლავის ქვასთან...

ხომ არ გეგონა დამავიწყდი ჩემო სიცოცხლე
ეჰ... რა უზომოდ მომენატრე ნეტა იცოდე,
დღეს იუბილის მოსალოცად ამოგიარე,
გადაგიხადე... და იმიტომ დავიგვიანე...

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1051 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-24 | კომენტარი (0)


ჩემო სიცოცხლის სიცოცხლეო,
უნავსაყუდელო ნავსადგურო,
სულში ჩამოღვრილი ხვაშიადის
ზღვა, ოკეანე უნაპირო.
ჩემო ნაადრევო ყვავილობავ,
ჩემო კვირტგამძვრალო გაზაფხულო,
ჩემო სიკვდილამდის მონატრებავ,
ჩემო სიყვარულის სიყვარულო.
ჩემო სიცოცხლეო დიდხანს იცოცხლეო,
უშენოდ რაა ჩემი სიცოცხლეო?































კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1190 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-24 | კომენტარი (0)


შენ მე პაემანს დამინიშნავ, არვიცი როდის,
აშრიალებულ არყის ხესთან დამიწყებ ლოდინს,
იმ დღეს მეცმევა უთეთრესი კაბა დედოფლის
და გზაში ალბათ...გზაში ალბათ საშინლდა მოწვიმს,
დავიგვიანებ შეშფოთებული მოგიხდი ბოდიშს,
არ მაპატიებ, ვიცი, გული გექნება ლოდის,
შენ გამეცლები, წაყვები წვიმას,
მე კი იმ ხესთან უსასრულოდ დაგელოდები...





























კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1027 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-24 | კომენტარი (0)


ყველაზე ლამასი სიჩუმე ყოფილა,
სიჩუმე არაფრის მთქმელი.
ყველაზე ლამაზი ოცნება ყოფილა,
ოცნება სათქმელად ძნელი,
ყველაზე ადვილი შეხვედრა ყოფილა,
ლოდინი ყველაზე ძნელი,
ყველაზე ადვილი სიკვდილი ყოფილა,
სიცოცხლე ყველაზე ძნელი


























კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1042 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-24 | კომენტარი (0)


შენს თვალებს პირველად როგორც კი შევხედე
ვიფიქრე, ლამაზი თვალები ჰქონია,
ასეთი უძირო, ლამაზი თვალები
ალბათ არავის, არასდროს ჰქონია.
გიპოვი, შეგხედავ და თვალებს ძირს დავხრი,
დიდხანს რომ გიცქირო, დამწვავენ მგონია,
სულ გულში მექნება, ასეთი თვალები
ალბათ არასდროს, არავის ჰქონია.
დღემდე ვერ მივმხვდარვარ და ვერ გამიგია,
ასეთი თვალები თუ ვინმეს ჰქონია,
მართლაც ლამაზია ეგ შენი თვალები
თუ მე მიყვარხარ და მიტო მგონია?
























კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1053 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-24 | კომენტარი (0)


თუ ტკივილი ხარ, მაშინ რატომ მიხარია შენი დანახვა?
თუ რწმენა ხარ, მაშინ რატომ არ მჯერა შენი?
თუ სიხარული ხარ, მაშინ რა უნდა ჩემთან დარდს?
ძნელია სიცარიელის ამოვსება,
ნუ მტკენ გულს, რადგან მერე შენ უფრო გეტკინება,
დაიმახსოვრე! შენ ხარ ჩვეულებრივი ადამიანი
და ნურასოდეს იბატონებ სხვაზე...






















კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2438 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-24 | კომენტარი (0)


ასე მალე ეს დღეებიც დამთავრდება,
ვეღარ გნახავ, უშენობით დავიღლები,
ოხ რამდენჯერ ვცადე შენი დავიწყება,
მაგრამ უფრო დაჟინებით მენატრები.
მომენატრა შენთან წყნარი საუბარი,
მაგ ტუჩების ოდნავ წყნარი გაღიმება.
იცი რას გთხოვ? ოღონდ გული გამიყავი
და სიცოცხლე ამით უფრო გამიტკბება.
განშორებით რა ვქნა თუ ვერ დაგივიწყე?
რა ვქნა ამ გულს ვერაფერი მოვუხერხე.
ასე დიდი სიყვარული რომ მასწავლე,
გევედრები დავიწყებაც შემასწავლე..




















კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1036 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-24 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 40 41 42 43 44 ... 61 62 »

საიტის მენიუ

კალენდარი

«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0