ოთხშაბათი, 2025-07-16, 8:19 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » ნიკო გომელაური

გადის ცხოვრება, გადის…
მაისი თრთოდა სხვადასხვა ფერად,
მოხვედი, ჰოდა: ვიყოთო ერთად…
უსიტყვოდ გენდე (ნეტა ვინ მთხოვა?)
და იმის შემდეგ არ წყდება თოვა…
ცხოვრება გადიიიის…

ნიკო გომელაურის ცხოვრება ძალიან მალე გავიდა. 39 წლის ასაკში მძიმე დაავადებით გარდაიცვალა. მსახიობი-პოეტი… ბევრი როლი და უფრო მეტი ლექსი. ლექსების პირველი კრებული 2001 წელს გამოსცა. მას ხუთი პოეტური კრებული აქვს გამოცემული.. მისი ლექსები იყო და არის სპექტაკლივით. სწორედ ამიტომ ის იყო მსახიობი და შემდეგ პოეტი. “ძმები”, “ჯინსების თაობა”, “ჰამლეტი”, “კომედიანტები”, “კავკასიური ცარცის წრე” და სხვა კიდევ ბევრი სპექტაკლი, რომელშიც ნიკო გომელაური თამაშობდა. მას ავადმყოფობის დროსაც კი არ შეუწყვეტია მსახიობობა. ის იყო გრიობოედოვისა და თავისუფალი თეატრების მსახიობი. მიღებული აქვს კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია, ბრესტისა და ტრაპზონის საერთაშორისო ფესტივალების პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

12 აპრილს ნიკო გომელაურს ფონდ “იავნანას” ღონისძიებაში უნდა მიეღო მონაწილეობა ნინო ქათამაძესთან ერთად, მაგრამ ავადმყოფობის გამო მისი ლექსები მისმა მეგობრებმა წაიკითხეს. ხოლო “იავნანას ფონდმა” მისი სახელით სამ მრავალშვილიან ოჯახს “თბილი სახლი” გადასცა. “მე მინდა მქონდეს თბილი სახლი” – ეს სლოგანი მას ეკუთვნის.

მსახიობი და პოეტი ნიკო გომელაური 13 აპრილს გამთენიისას გარდაიცვალა.

მაგრამ მისი შემოქმედება მის ერთგულ მკითხველს თუ თეატრის მოყვარულს ყოველთვის ემახსოვრება.

მე მინდა რომ ვუპ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ნიკო გომელაური | ნანახია: 2191 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (2)

ჭკუა აღმართს ვერა ხნავს ,
ბრბოს მაგივრად მრცხვენია . . .
და ამ ჩემს კარგ ქვეყანას
მაზედ მოუწყენია . . ..
კატეგორია: ნიკო გომელაური | ნანახია: 1366 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

ვეღარ გაგვირჩევია
უცნობი და ნაცნობი . . .
მომავალი ჩვენია
- მომავალი ღვარცოფი . . .

მომავალი მეხია ,
მომავალი გვალვაა !
მუმლი გადაგვეხვია
წინ ჩირგვებში მალვაა . . .

კატეგორია: ნიკო გომელაური | ნანახია: 1283 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

მოიწყინა ქვეყანამ,
უკვე კარგა ხანია .
სიმართლის მთქმელს ვერ ნახავ,
ვეღარც კარგი ბანია .
კატეგორია: ნიკო გომელაური | ნანახია: 1224 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

ირგვლივ იმდენი ყალბია
და ჩემთან ერთად სვამს.
ირგვლივ გვამები დარბიან
სამაგიეროდ მწამს:

როგორც არ უნდა გათოვდეთ,
გტკიოდეთ, ცუდად იმღეროთ.
-ყოველთვის არის , გახსოვდეთ,
,,მაგრამ” და ,,სამაგიეროდ

კატეგორია: ნიკო გომელაური | ნანახია: 1209 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

კვლავ ცივი დეკემბერია,
კვლავ გაიხადა ტყემ,
კვლავ ირგვლივ ნაცრისფერია,
მაგრამ… იმატა დღემ.

ისევ მაკივლებს შაკიკი,
ისევ წამერთვა ხმა,
ისევ არა მაქვს კაპიკი,
მაგრამ… არ მცვივა თმა.

თუმცა მებმევა ენა,
თუმცა მაკლია თვალს,
თუმცა არა მაქვს სმენა…
მაინც მოვწონვარ ქალს.

თუმცა მარტო ვარ მუდამ და
თუმცა დავუთმე მტერს,
თუმცა ცრემლები მგუდავდა,
ლექსი ხო მაინც მწერს.

კატეგორია: ნიკო გომელაური | ნანახია: 1186 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

ქალის არ მესმის
(ვბორგავ და ვხვნეში)…
რამდენი გესლი
მქონია ნეკნში…
კატეგორია: ნიკო გომელაური | ნანახია: 1319 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

1 2 3 ... 7 8 »

საიტის მენიუ

კალენდარი

«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0