პარასკევი, 2025-07-18, 11:40 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » ვიდეო ლექსები
ქუჩაში ქარი მარტოს მათრევდა,

ვიკითხე ჩემთვის, რატომ? ან რისთვის?

ღამის წყვდიადი ნათელს მართმევდა,

თავისთვის უნდა, ან თუნდაც სხვისთვის.

სამოგზაუროდ ქვევით გამიშვა,

თავად დამიდგა უკნიდან გიდად

და ლუციფერთან ისე შემიშვა,

თვითონ მიცდიდა კარებთან დინჯად.

შიშით დავძლიე წითელი ჰოლი,

ვიცანი ბევრის სურათი ჭერზე,

გავიგე თითოსთვის შექმნილი როლი,

არ გაუთვლია ლუციფერს ბევრზე.

შევედი...

დარბაზს ეკიდა ცეცხლი,

გვერდით ვულკანი აფრქვევდა ლავას,

აქეთ კი ზუსტად იმდენი ვერცხლი,

რამდენიც უნდა იუდას ნახვას.

გონჯი მასხრები მეჯღანებოდნენ

და ლუციფერი წმენდდა ტახტრევანს,

იმ ღამეს ქვემოთ იკრიბებოდნენ,

იქ აპირებდა ყველა დალევას.

არ ვიუარე, მივედი ახლოს,

გამომიწოდა უფროსმა სკამი.

მივხვდი დემონი რომ მათში სახლობს

გადავიწერე პირჯვარი - სამი.

ხარბად იცლება ფიალა ღვინის,

სახე მეშლება - უდაოდ ვთვრები,

და ლუციფერი შორიდან ტირის,

დღეს ღამე მათთან ერთად რომ ვრჩები!
კატეგორია: ვიდეო ლექსები | ნანახია: 2267 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-05-18 | კომენტარი (0)

კატეგორია: ვიდეო ლექსები | ნანახია: 1334 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

კატეგორია: ვიდეო ლექსები | ნანახია: 1270 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

კატეგორია: ვიდეო ლექსები | ნანახია: 1196 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

კატეგორია: ვიდეო ლექსები | ნანახია: 1202 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

კატეგორია: ვიდეო ლექსები | ნანახია: 1580 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

1 2 3 ... 28 29 »

საიტის მენიუ

კალენდარი

«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0