მთავარი » 2011 » აპრილი » 5 » „სიყვარული ვენახში“
10:04 PM „სიყვარული ვენახში“ |
ზანტი ზმორებით ვენახში,ღამე ვნებას ვერ ასვენებს, თვალებგანაბული ჭის კარის ქუთუთოს გახრწნაც კი იწამა. ხეს ტანზე შემოახია,ნუშით მოჩითული სამოსი მერე თავთუხების გალოკა,-ცამდე აპრეხილი წამწამი. თითქმის უმწიფარი ხეხილი სველი ტერფებით დათელა. ცხელი ტუჩებით უკოცნა ატმებს,- ლალღველფი ყვრიმალი. ღამემ ქარიც კი აცდუნა, ჩუმად შეიტყუა თალარში ვაზის მელნისფერი მტევნები ,მიწაზე შეაყირამალა. ჟინი მოერია,ლაჯებქვეშ მთვარე მოიქცია,-მთვლემარი. კვირტად ამოყრილი კერტები-,სულ სათითაოდ აშიშვლა. ცხელი სუნთქვით დასიცხა ბალახს ცრემლდაყრილი თვალები. მკერდად ამობურცულ თივის ზვინს ტანს შემოახია შალითა. სველი მაჯებით ასწორა მთების ძუძუსთავთან,- ნაოჭი შიშით თმაგაწეწილ ბოლქვებსაც თავის სურვილი ახარა. ზეცის მკერდგაღეღილ სხეულზე,ღამე ცივ თითებს აჭენებს ვნებად ჩაიღვარა დაღლამდე ღამე,-მწიფობისთვის ხაროში. ნატიფი ზურგი უკაწრა,მხრებში აწურულ ჩირაღდნებს ვნებას არამყოლი ხეები,ღამემ სულ ელვით გაშოლტა ბოლოს ქანცგაწყვეტილ მიეგდო და ბოლო კვნესას აჩაღებს მინდვრად ამოსული ყაყაჩო,-ღამის ქალწულობის ნიშანი! |
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1110 |
დაამატა: zukaa
|
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
კალენდარი
« აპრილი 2011 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
მინი-ჩეთი
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 4 სტუმარი: 4 მომხმარებელი: 0
|