მესმის სამყაროს შორეული მელოდიები, შორს ზღვის ნაპირზე სატრფოს ტირის თეთრი თოლია, სიკვდილს ველი და სიკვდილამდე დაველოდები, ვიცი სიკვდილი უკვდავების ჯაჭვის რგოლია.
ყველა ცოცხალი ვიცი არის სიკვდილმისჯილი, დასაწყისივით დასასრულიც თითქოს ნოლია, თითქოს რადგანაც სიცოცხლე ხომ გრძელდება ისევ, სხვა სატრფოს ეძებს ზღვის ნაპირზე თეთრი თოლია.
ეს ყველაფერი ასე იყო ასე იქნება, მართლაც არ არის ჩემ სიტყვებში რამე ახალი, სადღაც მელიან მე ჯალათი და სახრჩობელა, და სადღაც უკვე გათხრილია ჩემთვის საფლავი.
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
1043
|
დაამატა:
zukaa
|
თარიღი:
2011-02-26
|
|
ყოფნა არ ყოფნის შორის გაქრა ყველა საზღვარი, ბედნიერების მოლოდინიც დასრულებულა, სულში ჩამდგარა სუსხიანი ცივი ზამთარი, ისე, რომ ჩემთვის გაზაფხული არ დაწყებულა.
სადღაც გამქრალა ყველა ნატვრა, ყველა ოცნება, და იმედებიც უგზოუკვლოდ შემომძარცვია, სიყვარულიდან დამრჩენია მხოლოდ ტკივილი, უბედობამ რომ სულ გაწირა და დაამსხვრია.
გავმხვდარვარ რაღაც უპატრონო ბედის პატრონი, ჩალის ფასადაც აღარ ფასობს ჩემთვის ცხოვრება, გული ავსილა სევდიანი ტკივილის გრძნობით, ფიქრით და დარდით ამერია უკვე გონება.
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
1068
|
დაამატა:
zukaa
|
თარიღი:
2011-02-26
|
|
ლოდინში ძალიან დიდი დრო გავიდა, ისევ პასუხს ველი შენგან, კის მეტყვი თუ არას ეგ ეხლაც არ ვიცი, არადა ძლიერ მსურს შენთან, არ ვიცი, რატომ გიყვარს შენ ჩემი წამება, კის თუ ვერ ამბობ მითხარი არა, იცოდე, აქამდე ძლიერ მიყვარდი და ლოდინმა შენი თავი უფრო შემაყვარა.
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
1127
|
დაამატა:
zukaa
|
თარიღი:
2011-02-25
|
|
საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნე. შენ მე დაკარგული მაჩუკე ოცნება. და ეხლა მჯერა ის რაც არ მჯეროდა. თურმე ცხოვრებაში ხდება საოცრება. დამაიმედე და მაგ შენი სიტყვებით. უკვე დამავიწყე ყველა სადარდელი. გთხოვ არ გაიოცო ასე უცებ ჩემთვის. შენტან შეხვედრა თუ გახდა სანატრელი.
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
1234
|
დაამატა:
zukaa
|
თარიღი:
2011-02-25
|
|
როცა გეძახი,როცა მინდიხარ, როცა აღმაღგზნებ და როცა გელი, ჩემგან ყოველთვის მაშინ მიდიხარ და გამოწვდილი მირჩება ხელი.
როცა მოვილტვი,როცა მიყვარხარ, როცა მოგდევ და შენობას ვნატრობ, ვიღაცას სწორედ მაშინ მიყავხარ და ჩემი წილი ალერსით გათრობს.
როცა მწყურიხარ,როცა მაგიჟებ, როცა გიჩოქებ,როცა ვენთები, მაშინ დუმილის ზღურბლზე აბიჯებ და ცრემლად დამდის წვიმის წვეთები.
როცა ვივსები,როცა ვარ შენი, როცა გნებდები,როცა მინდიხარ, როცა ვიჯერებ,ჩემს ყოფას შვენი, ჩემგან ყოველთვის მაშინ მიდიხარ.
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
1119
|
დაამატა:
zukaa
|
თარიღი:
2011-02-25
|
|
უკვე მერამდენედ გირღვევ მყუდროებას, უკვე მერამდენედ გირეკავ ღამეში, ასე უცნაურად ვებრძვი მარტოობას ლექსებად ჩანესტილს დამშეულ თვალებში.
როგორ ხარ? ცუდად ვარ. რა გჭირს?? დეპრესია..დაწერე? დავწერე,მაგრამ რეგრესია.
უკვე მერამდენედ ვატარებთ საღამოს ხიდად გადებული აზრების კვალდაკვალ, გრანელი??გრანელი..სიკვდილის აჩრდილი, დინება უკვალოდ,დინება ქარდაქარ.
რა მოხდა? ცრემლები.. დაწერე? დავწერე. გიკითხავ. შენ მისმენ, სათქმელი გავწელე..
ხანდახან ვიშუშებ ტკივილის ნაწოლებს, ხანდახან ოცნების ნაფლეთებს მესვრიან, ხანდახან მზეს,სხეულს თავთუხად ვატოლებ, შენ იცი..რა ხშირად ვებრძვი დეპრესიას.
ღამემ დაიტოვა ცრემლების სისველე, მთვარე აბანავეს თვალში კალმახებმა, პოეტი არა ხარ?!მოდი და მიშველე, უზომოდ მჭირდები,მეც და ჩემს ლექსებსაც.
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
1131
|
დაამატა:
zukaa
|
თარიღი:
2011-02-25
|
|
თუკი ერთგულება არ არსებობს, ერთად ნუ ვიქნებით მეტ ხანს, შენი მოლოდინის ჯვარზე გამაკარი, და მას ერთგულება ერქვას.
თუკი უკვდავება არ არსებობს, უფალს შევავედრებ შენს თავს, შევქმნათ საოცარი სიყვარული და მას უკვდავება ერქვას.
არ წამთ სიყვარულის არსებობა, და ჩვენ დავუმტკიცოთ ყველას, ჩვენი გულები რომ შევაერთეთ, ამას სიყვარული ერქვას.
თუკი მოკვდავია ყველაფერი, თუკი ვერ ვიცოცხლებთ დიდხანს, თუკი დასასრული სიკვდილია, სიკვდილს სილამაზე ერქვას.
თუკი საოცრება არ არსებობს, მომსწრე სუყველაფრის ჩვენ ვართ, შევქმნათ ხელთავიდან ყველაფერი და მას საოცრება ერქვას.
გიკვირს?! მუნჯი ვიყავ ავმეტყველდი. შენთვის ეს მინდოდა მეთქვა: დღემდე რაც შევქმენით ჩვენთვის მონატრება, "თეთრი ღამეები" ერქვას.
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
1186
|
დაამატა:
zukaa
|
თარიღი:
2011-02-25
|
| « 1 2 ... 31 32 33 34 35 ... 61 62 » |