მინდა შენი სიცოცხლე მერქვას შენი უზადო ფიქრი ვიყო... მინდა შენი ოცნება მერქვას, შენი სითბო და სინაზე ვიყო. იცი?მიყვარხარ მინდოდა მეთქვა მაგრამ დრო უფრო ძლიერი იყო... ვერ გავქცევივარ წერას და გეტყვი, ჩემზე მწყურვალი დრო უფრო იყო. დრომ მოიტანა,რაც ახლა ხდება გინდა მიყვარდე...თან სხვისი იყო, აი ეს არის მწარე სიმართლე... თორემ მეც მინდა შენი,რომ ვიყო. იცი?მაგიჟებს ეს ჩემი რწმენა გულში დაგმალო???ფიქრი სხვას ითხოვს, ისე დამღალა ოცნების დევნამ ალბათ აჯობებს,რომ სხვისი იყო... დრომ მოიტანა ეს გულის ფეთქვა დროვე წაიღებს,,,იყოს... ჩემსავე გულში დავიმარხები ისე , რომ ვერაფერს იგრძნობ!
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
1079
|
დაამატა:
zukaa
|
თარიღი:
2011-02-25
|
|
ღმერთო, ყველაფერი უხმოდ როგორ ხდება, როგორ გშორდები და გხვდები, როგორ მიატოვა სულმა სამყოფელი, როგორ ვცოცხლდები და ვკვდები... როგორ წაიშალა ზღვარი და საზღვარი, მე და შენ ნეტავ სად ვსახლობთ, ვისწრაფვით ყოველთვის, როდესაც შორსა ვართ, გავრბივართ, როცა ვართ ახლოს... აღარ მაქვს სხეული, ო, თქვენ ვერ გაიგებთ, ამ სულის სევდას და ნაღველს, სიცოცხლის, სიკვდილის, ცხოვრების კანონებს ერთი ხელის მოსმით ვარღვევ. ღმერთო, ყველაფერი ისე როგორ ხდება, რომ აღარ მჭირდება სიტყვა, მე მესმის თვალების, ხელების, ღიმილის, იმის, რაც არასდროს გითქვამს."
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
1116
|
დაამატა:
zukaa
|
თარიღი:
2011-02-25
|
|
სხვამ დამიჩოქა,მე შენ გარჩიე, ბედნიერებას ტანჯვა ვარჩიე, ჩემს თვალებს ცრემლი რად შეაჩვიე, რომ შენ მიყვარხარ,რომ შენ გარჩიე?
ვერვინ მოკრიფა უეკლოდ ვარდი, მე ფუფუნების არა ვარ ხარბი, ცოდვაა თუ კი შენ შემიყვარდი? ცოდვაა?რომ შენში სიყვარულს ვრგავდი?
მე ვეღარაფერს,არავის ვგავდი, როცა მაჩუქე ტანჯვა და დარდი, შენ ჩემს წინაშე არა გაქვს ვალი, თუ არ გიყვარვარ,ნუ მოხვალ,წადი...
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
1125
|
დაამატა:
zukaa
|
თარიღი:
2011-02-25
|
|
თვალთმაქცობა და სიმართლე დამარხული მოპარული გრძნობა და წამები დაკარგული ხან ლამაზი ხელწერა,ხანაც ისე,გაკრული ხან ეკრანი ცარიელი ბოლო ხმაზე ჩართული
სცენაზე დადგმული ოჯახური იდილია ქუჩაში უცაბედი ბრძოლის კივილია ეკრანზე გაუთავებელი სიცილია სადღაც გოდებაა,სადღაც ტირილია
ნახე,ვიღაც გადახტომას ცდილობს არ გადახტება,რადგან ფიქრობს! ჯამბაზი ტირის, სიჩუმე ყვირის, ღმერთი იცინის... განთიადია,ყველას სძინავს,მამალი ყივის..
რა განაღვლებს,რატომ ფიქრობ?გარითმე : ) მოდი ახლოს,აი,უკვე კადრში ხარ..გაიღიმე.. : )
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
1112
|
დაამატა:
zukaa
|
თარიღი:
2011-02-25
|
|
მერე რა თუ არვის ესმის შენი თუკი ლექსი არვის მიუძღვენი მერე რა,თუ გითავდება პასტა მერე რა,თუ ფიქრი მიზანს გაცდა.. რატომ არის ეს ზამთარი ცივი რატომ ათბობს სევდას თეთრი სხივი რატომ ხარობს გაზაფხულზე ია? ნეტავ ეს სახელი რატომ ჰქვია? ნეტავ რატომ დაიღალა ფურცელი?.. მერე რა თუ აზრი დარჩა უცვლელი.. ნეტავ,რატომ აირია ფიქრი, მერე რა,თუ მიზანია ძვირი. ნეტავ რატომ დაიჩაგრა სიტყვა ალბათ ყველაფერი უკვე ითქვა... რატომ იხევს ხალხი მუდამ უკან? -ეშინიათ სიმართლე არ უთხრან. რატომ არის სურვილები ფერადი? იმედი კი,ბოლოს ისევ მტვრევადი ყველამ რატომ დაიხია უკან? თვალთმაქცობას ბოლო აღარ უჩანს.. რატომ უნდათ ყველაფერი ადვილი რატომ არის კაცი ბოღმით აღვსილი ევა რატომ შეაცდინა გველმა? წითელი ჩაიცვა ბრძოლის ველმა.. რატომ ისმის ეს ამდენი გოდება თითქოს ყველაფერი მალე მოკვდება.. კვლავ მაწუხებს უამრავი კითხვა პასუხი კი,ჯერ არცერთი ითქვა...
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
1127
|
დაამატა:
zukaa
|
თარიღი:
2011-02-25
|
|
მე დავიღვრები უამრავ ლექსად, წინადადების ვიქცევი აზრად, ნუღარ შემხედავ მეორედ ფარსად და რომ მიპოვი აღარ თქვა არსად.
მე მონატრების სევდა გავხდები, მე ალიონის მზის სხივად მოვალ, ვიქნები წვიმის სუყველა წვეთი, რომელიც ნაზად მაგ ტუჩებს ერთვის.
მიპოვი გარეთ, ცვრიან ბალახში, შენს გულში მნახავ დინჯად მჯდომარეს, ფეხს ნუ არიდებ, მნახავ ტალახში, დავეუფლები შენს არემარეს.
სიო, რომელიც დაგბურძგნის ტანში, ის მე ვიქნები და შეგაციებ, მიპოვი თუნდაც ვიღაცა სხვაში, რომელიც ღამით სახლში გაცილებს.
ვიცი არ გინდა,მაგრამ მიპოვი, მიპოვი შენი სახლის სარკმელთან, გზაზე მიმავალს შემხედავ ჩუმად, ნახავ თუ როგორ ვძმობ მე სასმელთან
მიპოვი ყველა ლექსის რითმაში, ქვეცნობიერში ნახავ ჩემს სახეს, მიპოვი, თუნდაც ყველა კითხვაში, კითხვის პასუში დაწერ ჩემს სახელს.
ზაფხულში შენ ზღვის ტალღებში მნახავ, გემი, რომ სერავს და თქეშს რომ ფანტავს, პლაჟის ქვიშაში მიხილავ კენჭად, მიხილავ თვით სიყვარულის ეჭვად.
მიპოვი ვარდის თაიგულებში, წეღან, რომ მოგცა ნაცნობმა ბიჭმა, მიპოვი ყველა უცხო სიტყვაში, რომელიც თუნდაც წარმოთქვას გიჟმა.
მნახავ მაგ გულში, გულის სიღრმეში, სადაც ვიკავებ სულ მცირე მაშტაბს, ხვალე მე გნახავ, უკვე ჩემს ხელში, როცა მაშტაბებს გავზრდი და გმართავ...
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
1028
|
დაამატა:
zukaa
|
თარიღი:
2011-02-25
|
|
დაგუბდა გრძნობის ჩანჩქერი, შენ რად არ იღებ ხმას, თვალებში რატომ ჩამცქერი, სულაც არ ვგევარ სხვას!....
არ გკითხავ ამბავს გუშინდელს, არც მოგაბეზრებ თავს, არც ფიქრით გადაგიბირებ, სულაც არ ვგევარ სხვას...
სწორედ ასეთი მაცოცხლებ, სწორედ ასეთი მკლავ, სწორედ ასეთი მიყვარხარ, სწორედ ასეთი მწვავ
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
1060
|
დაამატა:
zukaa
|
თარიღი:
2011-02-25
|
| « 1 2 ... 32 33 34 35 36 ... 61 62 » |