სამშაბათი, 2025-07-22, 11:23 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » ლექსები
გული ბობოქრობს,ღელავს და კვნესის..
გული ვეღარ გრძნობს ტრფიალს ნუშისას...
გული არ არის თავის ადგილას...
გული კვდება და ვეღარ მოქმედებს..
გული ვერ იტევს ამდენ სიყალბეს...
გული მივარდება და იკარგება...
გული გრძნობს იმას, რაც სასტიკია..
გული ტირის და ვეღარ ჩერდება..
გული ვერ უძლებს ამდენ მომტირალს..
გული ჩერდება...წყნარდება...
ცას მიეფინება...მზესთან გასხივდება..
როგორც უკვდავი სხივი....































კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1113 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-25 | კომენტარი (0)

გამოგიზოგავ როგორც სიცოცხლეს
და მოგენდობი ვით მიწას აღთქმულს,
ზმანებათ შორის მოსიარულეს,
შენ საოცნებო სიონის ასულს.

ამ ქვეყანაზე ძნელია მოსვლა
და უძნელესი ასვლა ზეცაზე,
როგორც მთასვლელის ბოლო ლაშქრობა
თვალ შეუწვდენელ მწვერვალთ მწვერვალზე.

როგორც წმინდა განძს ისე დაგიცავ,
შენით მოხატულ ჩემს ცხრაკლიტურში
და ცივ ნიავსაც არ მოგაკარებ,
უშენოდ შეშლილ ჟამთ შესაყარში.

ქვიშის საათად ჩამოიშლება
ამ ნაბოლარა აწმყოს მარცვლები
და მომავლის მზეს მივეგებებით,
ღამე მოვლილი და ნაწვალები.





























კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1175 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-25 | კომენტარი (0)


მოლეკულარულ დონეზე,
იქ სადაც სული ხორცდება,
ჩაშიფრულია ზიარი
შემი და ჩენი ცხოვრება.

მიზიდულობის კანონით
ჩვენ ერთმანეთზე კრულები,
თვალით უხილავ ძაფებით
სხვადასხვა პოლუსს ბმულები.

სასრულით დასაბამისკენ
უფსკრულს შვებული ტრამპლინით,
წარსულით გამოტყორცნილი
ზე მომავალში გზავნილით.

ამ ქვეყანაზე ცხოვრება
მავანს სამოთხე გონია,
და სხვისი გაკვირვებია
,,-თმენა რად მოუგონია?!’’

წამია წამი საწუთრო
და წამის წამით წამება,
ძნელი მაგრამ საშური
იმ ერთადერთის წამება.



























კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1165 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-25 | კომენტარი (0)

მილიონჯერ მაქვს უკვე ნახული,
სად არის განძი გადანახული.
ყველა წმინდა და ყველა ნარჩევი,
წარმავალისგან გამონარჩევი.

ამ ცხრა მთისა და ამ ცხრა ზღვის მიღმა
გულის გულშია დავანებული.
ფენა და ფენაა საზეო წყობით,
ორმოც ოთახში დალაგებული.

მაგრამ, ერთია განძის მიგნება
და მეორეა შეხსნა კარისა,
ხალას ოქროთი ჩამოსხმულისა
და მოტანილი უფლის ხარისა.

ერთადერთთა ამ ქვეყანაზე
ამ საიდუმლო კარის გამღები
და იმ დაკარგულ ოქროს გააღებს
ყავს ერთადერთი მხოლოდ გამგები.

























კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1068 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-25 | კომენტარი (0)


TUNDAC ERTI WUTIT, TUNDAC ERTI WAMIT,

MINDA ROM GIYVARDE GAMIXSENO RAMIT,

IQNEB QERA TMEBIT, IQNEB CHUMI MZERIT,

CHEMI TVALIS JRILIT,CHEMI GULIS DZGERIT,

GAIXURE KARI DAIKARGA GRDZNOBA,

ME MWYURODA DZLIER, SHENIT DIDXANS TROBA,

SAMWUXAROD VICI YVELAPERI QREBA,

DA CHAGIQRA ALBAT SIYVARULIS VNEBA,

MARTOOBIS GAMO SHISHI MIPYROBS EULS,

SHEIBRALE SULI, NU DAMTOVEB SNEULS.....























კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1080 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-25 | კომენტარი (0)

ჩემი უსასრულო ფიქრი ხარ,
ჩემი სიყვარულის კონა,
ჩემი სილამაზის საზომი,
ჩემი ოცნებების წონა.

ჩემი მოელვარე ვარსკვლავი,
ჩემი გამხელილი ცოდვა,
ჩემი სიხარულის საბაბი,
ჩემი ღამეული ბოდვა.

ჩემი უსახელო ლექსი ხარ,
ჩემი დარცხვენილი მუზა,
ჩემი ბედნიერი ცრემლების
ზღვაში ჩაშვებული ღუზა...

ჩემი უპასუხო კითხვა ხარ,
ჩემი პაწაწინა ია,
ჩემი გაუშლელი ყვავილი,
ჩემთვის გასროლილი ტყვია




















კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1170 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-25 | კომენტარი (0)

მე ვწერ ლექსებს და ვწერ შენზე,
ჩემზე, შენზე, იმ რთულ გზაზე.
დედიკოზე, მამიკოზე, დაზე, ძმაზე,
სულაც სხვაზე!!!
მინდა სახლი, დიდი სახლი!
მინდა მდელო, მწვანე მდელო!
ბურთი, ლახტი, საქანელა,
და ჰამაკი საყვარელო!!!
დაითვალე ჩემო კარგო,
სამი, ორი, ერთი, ნული
ჩემი შვილი მინდა ვნახო,
შავი ყურძნით მოტუტყნული...
მინდა შევსვა ლურჯა ცხენზე,
და ვასწავლო ჯირითობა,
მინდა თევზების აუზში,
ვნახო დიდი ქვირითობა!
ყველაფერი კარგი მინდა,
ყველაფერი საყვარელი,
მინდა დედას რძალი ჰყავდეს,
თბილი, კარგი, სანატრელი!!!
გამიტაცა ლექსის წერამ,
წავიკითხე თითქოს ვარგა!
რა კარგია ეს ფრაზები,
გადამრია მე ამ დარგმა!!!


















კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1183 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-02-25 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 33 34 35 36 37 ... 61 62 »

საიტის მენიუ

კალენდარი

«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0