ხუთშაბათი, 2024-05-16, 2:18 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » 2010 » სექტემბერი » 19 » )
9:14 AM
)

სიკვდილს სურს, ჭაბუკს სახე დამღადროს, 
მითხრას: - დღეიდან ჩემი იქნები. 
შენ მაშინ მოხვალ, მაგრამ რაღა დროს, - 
სათქმელი უკვე აღარ ვიქნები.

სულითხორცამდე როცა შემიცნობ, 
როდესაც შეწყვეტს ფეთქვას ეს გული. 
შენ მაშინ მოხვალ, მაშინ შეიგრძნობ, - 
რომ ხარ უზომოდ შეყვარებული.

ტრფობის მომთმენი აბა ვინ არი?! 
მეც დავმარცხდი და... უკვე ვეცემი. 
შენ მაშინ მოხვალ, მოუსვენარი, 
გვამად როდესაც გადავიქცევი

როცა ჩამდებენ შავ-ბნელ კუბოში, 
ზედ დამაყრიან ცრემლებს ქალები. 
შენ მაშინ მოხვალ, და მხოლოდ მაშინ, 
ატირდებიან შენი თვალები

როცა ყოველი ჩაქრება ჩემში, 
როს ვიგრძნობ გრილი მიწის სიამეს. 
შენ მაშინ მოხვალ მიხაკით ხელში, 
და ინანებ, რომ დააგვიანე

მარტოდ დარჩენილ ჩემს სასაფლაოს 
როცა დაათოვს ცივი ფიფქები. 
შენ მაშინ მოხვალ; ჰო, მაშინ მოხვალ,

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1160 | დაამატა: zukaa
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

კალენდარი

«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0