კვირა, 2024-05-05, 1:56 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » ნიკო გომელაური
მინდა რომ, ჩემო ლამაზო,
ერთი რამ შემოგთავაზო:
ეგ კულულები მკერდზე მეფაროს,
შენი სიზმრების დაცვა მებაროს.
შენ, ჩემი გულის ფეთქვას განაგებ,
მე კი, ლექსებით მოგამარაგებ…
კატეგორია: ნიკო გომელაური | ნანახია: 871 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

აღარც ფიცი არ მწამს.
არც მაკვირვებს ბოლო.
შენზე ფიქრი დამწვავს,
შე… ქალღმერთის ტოლო!

არ ვიქნები ფიცხი.
ერთ რამეს გთხოვ მხოლოდ:
სხვას მიეცი ფიცი,
მე მომეცი,,ბოლო”…

კატეგორია: ნიკო გომელაური | ნანახია: 912 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

პოეტი, ურცხვი სუტენიორია!
ეს სიმართლეა განა ჭორია.
როცა ლექსებით წიგნი ევსება,
მის მუზას ყველა ეალერსება…
კატეგორია: ნიკო გომელაური | ნანახია: 813 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

ღვთის წინაშე ჩემი ბრალი
არის ის, რომ სულ ვარ მთვრალი:

ღვინით, ლექსით,
წვიმით, სექსით,
სცენით, სიმით,
ამით, იმით…

მუდამ ასე მიწევს თრობა
-ჩემი ,,მე,, ამით ერთობა…

კატეგორია: ნიკო გომელაური | ნანახია: 907 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

სამშობლო მართლაც ჩემი ხატია!
-ამ ხატს რამდენი ჭუჭყი ატყვია?!
კატეგორია: ნიკო გომელაური | ნანახია: 879 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

წარმომავლობით ძველ-ბერძენია.
სთქვა: ის ვიცი რომ, არა ვიცი რა!
ჩემს საქმეში კი ყველა ბრძენია
-მე რაც არ ვიცი, ისიც იციან…
კატეგორია: ნიკო გომელაური | ნანახია: 900 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

ღმერთს არ ეშლება, როცა თქეშია.
არ ეშლებოდა შექსპირს კაფია.
მე კი, შემინდეთ, ბევრი შემშლია.
ესეც პატარა ეპიტაფია…
კატეგორია: ნიკო გომელაური | ნანახია: 936 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

« 1 2 3 4 5 6 7 8 »

საიტის მენიუ

კალენდარი

«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0