ოთხშაბათი, 2024-05-15, 7:02 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » 2010 » ივნისი » 30 » ვურჩიოთ რამე?
12:56 PM
ვურჩიოთ რამე?
ლამაზო, ფეხები მიადგი ერთმანეთს
კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,
გვირილა გაკოცებს კანჭებზე ღმერთმანი
შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ.

გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,
ვერ ხედავ, მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?
მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება
და გვიან მიხვდები, ძვირფასო, რაც გელის,

თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი
ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს,
რა ვნებიანია თან ქარი მაისში?!
არ იცი, მაგრამ მე ვიცი რაც არის.

ეგ ყელი, მაღალი როგორმე დაფარე,
იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს.
თუ არ დამიჯერებ, წვეთს შემოგაპარებს,
მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს.

ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,
ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს,
თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა:
''რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო?!"
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1158 | დაამატა: zukaa
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

კალენდარი

«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0